ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016204
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33
20/11/2015
ვებგვერდი, 25/11/2015
010250020.35.139.016204
ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/11/2015 - 23/09/2022)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2015 წლის 20 ნოემბერი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 855 მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებების  საერთო კრების ტიპური დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს.
2. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.
3. მუნიციპალიტეტის იმ დასახლებაში, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება, საერთო კრება შეიძლება გაიმართოს დასახლების ცალკეულ ნაწილებში ეტაპობრივად.
4. მუნიციპალიტეტის იმ დასახლებაში, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, შეიძლება ჩატარდეს დასახლების რამდენიმე საერთო კრება დასახლების უბნების მიხედვით, ერთსა და იმავე ან სხვადასხვა დღეს.
5. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან („სოფელი“/„დაბა“/„ქალაქი“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).
6.  საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

მუხლი 2. საერთო კრების რჩეული
1. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული.
2. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს.
3. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
4. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება საერთო კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.
5. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.

მუხლი 3. საერთო კრების უფლებამოსილება
1. საერთო კრება უფლებამოსილია:
ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;
გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
ვ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;
თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;
კ) განახორციელოს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება, შენიშვნა, დავალება საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით.
3. საერთო კრების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის წარედგინებათ ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

მუხლი 4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება
მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან:
ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი ამ კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს;
ბ) უზრუნველყონ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების საერთო კრებისთვის განსახილველად წარდგენა.

მუხლი 5. დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი
1. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:
ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;
გ) საერთო კრების რჩეულს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და საერთო კრების დღის წესრიგი. საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საინიციატივო ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.
3. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის გამგეობა. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან ცხადდება საჯაროდ.
5. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას.
6. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
7. საინიციატივო ჯგუფი საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან. სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.
8. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას თან ერთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.
9. საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე.
10. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები. რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
11. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ამ დებულების შესაბამისად საჯაროდ ქვეყნდება ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.
12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რეგისტრაცია არ ესაჭიროება. აღნიშნულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება ამ მუხლის მე-8–მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით, გარდა საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის წარდგენის პროცედურისა.
13. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირება ხდება ამ მუხლის მე-4, მე-9 და მე-11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლება არ აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის არჩევის საკითხი.
14. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.
15. საკრებულო უფლებამოსილია, საერთო კრების მოწვევის ინიიცირების მიზნით მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართოს შუამდგომლობით, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია. საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს შუამდგომლობით მიმართვიდან არაუადრეს მე-15 დღე.
16. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობა და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 6. დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ისა. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციის ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე ან/და საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
2. საერთო კრების ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული.
3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი:
ა) ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი;
ბ)  ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე;
გ) იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
4.  საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა. საერთო კრების ეტაპობრივად, დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართვისას ჯამდება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ყველა ხმა.
5. საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი. საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იქნეს საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, საერთო კრების მიერ განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება, საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები. საერთო კრების ოქმის ასლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი საერთო კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში.

მუხლი 7. ბორჯომი მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.