დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4495-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 08/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 240070000.05.001.017986 |
|
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.08.2013, სარეგისტრაციო კოდი: 240070000.05.001.017022) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ეკონომიკური მონაწილეობა – სასაქონლო ბრუნვაში მეპაიის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში წარმოებული/მიწოდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულების ხვედრითი წილი;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) პაი – საპაიო ფონდში განხორციელებული საპაიო შენატანი, დამატებითი საპაიო შენატანი და ასოცირებული წევრის შენატანი;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საპაიო შენატანი – საპაიო ფონდში მეპაიის მიერ ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული სავალდებულო შენატანი;“; დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“–„ვ6“ ქვეპუნქტები: „ვ1) დამატებითი საპაიო შენატანი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, საპაიო ფონდში მეპაიის სურვილით, ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული დამატებითი შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას; ვ2) მეპაიე – პირი, რომელიც იზიარებს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, უშუალოდ მონაწილეობს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს საპაიო შენატანს; ვ3) ასოცირებული წევრი – პირი, რომელიც იზიარებს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს და რომელიც შეიძლება უშუალოდ არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მაგრამ საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი; ვ4) ასოცირებული წევრის შენატანი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, საპაიო ფონდში ასოცირებული წევრის მიერ ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული შენატანი, რომლის საფუძველზედაც ასოცირებული წევრი იღებს დივიდენდს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ვ5) საერთო კრება – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმართველობის უმაღლესი ორგანო; ვ6) სათათბირო ხმა – ასოცირებული წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების დღის წესრიგის განსაზღვრაში და შესაბამისი საკითხების განხილვაში. გადაწყვეტილების მიღებისას სათათბირო ხმა არ ჩაითვლება მეპაიეთა ხმების საერთო რაოდენობაში;“; ე) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დემოკრატიული მართვა – მეპაიეთა თანაბარი შესაძლებლობა, მართონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და აკონტროლონ მისი საქმიანობა, რისთვისაც თითოეული მეპაიე საერთო კრებაზე 1 ხმის უფლებით სარგებლობს;“; ვ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“–„ო“ ქვეპუნქტები: „ი) კოოპერაციული შემოსავალი – მეპაიის შემოსავლის ნაწილი, რომელსაც იგი იღებს სამეურნეო წლის განმავლობაში თავისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად, საერთო კრების მიერ დადგენილი წესით; კ) სასაქონლო ბრუნვა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარმოებული/მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და გაწეული/მიღებული მომსახურების ღირებულებათა ჯამი; ლ) სავალდებულო სარეზერვო ფონდი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში აკუმულირებული თანხა, რომელიც გამოიყენება გაუთვალისწინებელი გარემოების დადგომისას, საერთო კრების გადაწყვეტილებით; მ) საპაიო ფონდი – პაის ფულად ერთეულში გამოხატული ჯამური ღირებულება, რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საერთო კრება; ნ) სავალდებულო საპაიო შენატანი – საპაიო ფონდში მეპაიის მიერ განსახორციელებელი აუცილებელი შენატანი, რომელიც მას მისცემს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობისა და კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღების უფლებას, აგრეთვე საერთო კრებაზე ხმის უფლებას; ო) მინიმალური პაი – საპაიო ფონდში განხორციელებული საპაიო შენატანის მინიმალური ზღვარი, რომელსაც ადგენს საერთო კრება.“. 2. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა;“. 3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის საქმიანობის მონიტორინგი. ამ მონიტორინგის შედეგები შეიძლება გახდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის იურიდიულ პირს და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“. 4. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე გრანტების გაცემა;“. 5. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მინიმალური პაის და საპაიო შენატანის ღირებულებებს;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამ კანონის 133 მუხლის შესაბამისად მოგების განაწილების წესს;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სავალდებულო სარეზერვო ფონდი არ უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 15%-ზე ნაკლები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში უნდა განხორციელდეს.“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებულია აწარმოოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“. 7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიე და ასოცირებული წევრი. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს საპაიო შენატანს. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5-ზე ნაკლები. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელსაც ამ კანონისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შესაბამისი დარღვევის გამოსწორებისათვის ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.“. 8. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარდაცვალება/ ლიკვიდაცია;“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს.“. 9. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება შედგება პაისგან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგებისგან, მიღებული გრანტებისა და სხვა წყაროებისგან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131–134 მუხლები: „მუხლი 131. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შენატანები 1. მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მისი მოსალოდნელი სამეურნეო საქმიანობის შესაბამისად, კოოპერატივის მიერ ამ მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების ან/და მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების პროპორციულად. 2. მეპაიეს უფლება აქვს, განახორციელოს დამატებითი საპაიო შენატანი სავალდებულო საპაიო შენატანის სრულად განხორციელების შემდეგ, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. ასოცირებული წევრის შენატანის სახესა და ოდენობას ადგენს საერთო კრება, ხოლო მისი განხორციელების პირობები, აგრეთვე დივიდენდის გაცემის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის ქონების სახით შეტანისას კოოპერატივი და ქონების შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე. 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ქონების სახით შეტანილი პაის ღირებულების ის ნაწილი, რომელიც აღემატება მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ღირებულებას, მის დამატებით საპაიო შენატანში აისახება. 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის ქონების სახით შეტანისას ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/და გასხვისება მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება.
მუხლი 132. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში; ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი მისი დამატებითი საპაიო შენატანის შესაბამისად, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან მიიღოს შესაბამისი წილი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; კ) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) შეასრულოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები; გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებითა და საერთო კრების მიერ დადგენილი წესით; დ) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ე) განახორციელოს დამატებითი საპაიო შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით; ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული წევრის შენატანი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) განახორციელოს ასოცირებული წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
მუხლი 133. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ წევრებზე გაიცემა: ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის ასოცირებული წევრის შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ასოცირებული წევრის შენატანის ღირებულების 15%-ს 1 სამეურნეო წლის განმავლობაში; ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ ასოცირებულ წევრზე დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი საპაიო შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 30%-ს. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები ასოცირებული წევრების შემდეგ გაიცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი დამატებითი საპაიო შენატანების შესაბამისად: ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის მეპაიის დამატებითი საპაიო შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მეპაიის დამატებითი საპაიო შენატანის ღირებულების 15%-ს 1 სამეურნეო წლის განმავლობაში; ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ მეპაიეზე დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი საპაიო შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 30%-ს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდების გაცემის შემდეგ დარჩენილი მოგება ნაწილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად.
მუხლი 134. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იმ პირებისაგან, რომლებიც მეპაიეები არ არიან, შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და მათთვის გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო ბრუნვის 30%-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებისა და აღწარმოებისათვის აუცილებელ სანერგე და სათესლე მასალებზე და ცხოველთა კვებისა და გამრავლებისათვის საჭირო პროდუქციაზე.“. 11. მე-14 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების, მათ შორის, სახელმწიფო გრანტის, მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;“. 12. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც 2016 წლის 1 იანვრამდე მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რომლებზედაც არ ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, უნარჩუნდებათ აღნიშნული სტატუსი.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება.
მუხლი 3. 2016 წლის 1 იანვრამდე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის დასახლებებად ითვლება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 8 ივნისის კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული კანონის დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალში აღნიშნული სოფლები, თემები და დაბები.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 11 ნოემბერი 2015 წ. N4495-Iს |
დოკუმენტის კომენტარები