დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 38 |
დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/08/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016184 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/11/2015 - 22/08/2024)
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“, დანართი №2- ის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
დამტკიცდეს განცხადების ფორმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისათვის, დანართი №3-ის შესაბამისად. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი
|
მუხლი 1.
მოქმედების სფერო |
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე (მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს და ინფორმაციის კატეგორიებს. 2. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. 3. წესის მოქმედება ვრცელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 2.
ინფორმაციის გამოქვეყნება |
1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: www.tkibuli.ge (შემდგომში – ვებგვერდი), შესაბამის განყოფილებაში. 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი. ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. 4. პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ვებგვერდზე ინფორმაციის დროულად განთავსებას და პერიოდულ განახლებას. 5. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. |
მუხლი 3.
ინფორმაციის კატეგორიები |
1. ვებგვერდზე პროაქტიული წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის კატეგორიას განეკუთვნება: ა) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ) ინფორმაცია საკრებულოს ბიუროს, ფრაქციებისა და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); გ) ინფორმაცია საკრებულოს წევრების შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); დ) საკრებულოს აპარატის უფროსის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ე) ინფორმაცია საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ვ) საკრებულოს რეგლამენტი, საკრებულოს აპარატის დებულება, კომისიების დებულებები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ზ) მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და გამგეობის სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტო-სურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); თ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ პირთა შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ი) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების შესახებ: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულის მითითებით (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); კ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების შესახებ და მათი საშტატო ნუსხა (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ლ) საკრებულოს ნორმატიული აქტები, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ შეიცავენ სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას – ქვეყნდება გამოცემიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); მ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – ქვეყნდება დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ნ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა – ქვეყნდება დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ო) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ – ქვეყნდება წარდგენიდან 10 დღის ვადაში; პ) გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – ქვეყნდება საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიში – კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში; ჟ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ – ქვეყნდება კონკურსის გამოცხადებიდან 3 დღეში; რ) ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) შესახებ: სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ს) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,ტელეფონის ნომერი და ცხელი ხაზის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ტ) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა; უ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საჯარო ინფორმაცია. შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. |
დანართი №2
|
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულება
|
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის გაცემა |
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და ვადებში. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას, მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს თანხა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ოქტომბრის №29 ადგენილებით „ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა |
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში/მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე ზემოთ ჩამოთვლილი დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული განცხადების ფორმის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება |
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის ჩაწერისას ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2.საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ოქტომბრის №29 დადგენილებით „ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“. |
მუხლი 5.
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები |
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის/საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ელ-განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებას/საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილებას რეგისტრაციისათვის და შემდგომში შესაბამის განცხადებაზე რეაგირება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, აღნიშნული ინფორმაცია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით. 4. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება საკრებულოს აპარატსა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში განცხადების ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. |
დანართი №3
|
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე
პასუხისმგებელ პირს/პირებს |
__________________________________________________
მოქ. ______________________________________________ მცხ. ______________________________________________ ტელ/მობ: _________________________________________ ორგანიზაციის დასახელება: ________________________ __________________________________________________ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ _____________________________ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ: (მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ___________________________ თარიღი ________________________. |
დოკუმენტის კომენტარები