დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 584 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.018970 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/11/2015 - 07/02/2018)
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების თანდართული ნუსხა. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
დანართი
სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა |
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. 6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. 10. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. 11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. 12. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. 13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“. 14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. 15. სს „თელასი“. 16. სს „საქართველოს რკინიგზა“. 17. სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“. 18. შპს „ენგურჰესი“. 19. შპს „საქაერონავიგაცია“. 20. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. 21. ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. 22. თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი. 23. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. 24. ქალაქ ბათუმის პორტი. 25. ქალაქ ფოთის პორტი. |
დოკუმენტის კომენტარები