„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4486-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 360090000.05.001.017983
4486-Iს
11/11/2015
ვებგვერდი, 24/11/2015
360090000.05.001.017983
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს კანონი არ ვრცელდება რეგულირებიდან ამოღებულ, განთავისუფლებულ და გამორიცხულ რადიოაქტიურ წყაროებსა და საქმიანობებზე, რომელთა დონეები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომ – მარეგულირებელი ორგანო) უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, დაადგინოს ამ დონეების განსხვავებული სიდიდეები მოცემული შემთხვევისათვის.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. სამინისტრო − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“;

ბ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის.“;

გ) 30-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301–303 პუნქტები:

„301. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე.

  302. რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

303. რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება

1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების მიზნით სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (მარეგულირებელი ორგანო).

2. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია: 

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო რეგულირების ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია ამ კანონის IV თავის შესაბამისად;     

გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ინსპექტირების განხორციელებით;

დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) რადიოაქტიური ნივთიერებებისა და შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემის ფუნქციონირების კონტროლი;

ვ) ბირთვული და რადიაციული ავარიებისა და ინციდენტებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;

თ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;  

ი) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების გაწევა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

3. რადიოაქტიური ნარჩენების სახელმწიფო მართვის ფუნქციის შესასრულებლად მარეგულირებელი ორგანოს სისტემაში იქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები განისაზღვრება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი:

ა) ანგარიშვალდებულია, მათ შორის, მინისტრის წინაშე;

ბ) 6 თვეში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

6. მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;

გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა;

დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონების პროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია;

ე) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტებისათვის „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა;

ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კონტროლი;

 ზ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.“.

4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია

1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მხარდაჭერა მისი უფლებამოსილების განხორციელებაში;

დ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახმარების გაწევა;

ე) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული ობიექტების განთავსების ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობისა და მაიონებელი გამოსხივების კონტროლის ხელსაწყოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვების გაცემა, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი.“.

7. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-11 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუშვებელია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ამ კანონის IV თავით გათვალისწინებული ავტორიზაციის გარეშე. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“.

2. ავტორიზაციის მიზნით ოპერატორი (საქმიანობის განმახორციელებელი) მარეგულირებელ ორგანოს წარუდგენს რადიაციული დაცვის პროგრამას ან, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რადიაციული რისკიდან გამომდინარე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიშს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების გზები.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაუშვებელია, ოპერატორმა მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის გარეშე საქმიანობაში ისეთი ცვლილება შეიტანოს, რომელიც გავლენას მოახდენს მუშაკთა ან/და გარემოს რადიაციულ უსაფრთხოებაზე.“.

9. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათში, სასმელ წყალში, მინერალურ წყალში, ნედლეულსა და ნიადაგში რადიონუკლიდების შემცველობის დასაშვები დონეები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“.“.

10. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბუნებრივი რადიონუკლიდებით მოსახლეობის დასხივების შესაზღუდავად „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“ დგინდება შენობაში, სამუშაო ადგილზე, წიაღისეულის მოპოვების ადგილზე და გარემოში ბუნებრივი გამოსხივების გაზომვების ჩატარების წესი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამუშაო ადგილზე რადონის მოცულობითი აქტივობის დასაშვები დონე, სამშენებლო საქმიანობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის რადიაციული მდგომარეობის შეფასების პირობები, სამშენებლო მასალისა და მშენებლობისათვის განკუთვნილი პროდუქციის რადიოაქტიური დაბინძურების დასაშვები დონეები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“. აღნიშნული მასალა და პროდუქცია რადიაციულ კონტროლს ექვემდებარება.“.

11. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ეს ლიცენზია განუსაზღვრელი ვადით გაიცემა.“.

12. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოპერატორი ლიცენზიის მისაღებად მარეგულირებელ ორგანოს წერილობით განცხადებას წარუდგენს. ამ განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის გასაცემად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში (გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ზ“, „თ“, „კ“, „მ“, „ო“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს, როგორც დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ოპერატორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო.“.

13. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მარეგულირებელი ორგანო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნებართვის საფუძველზე, მისი მოქმედების 1 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს მარეგულირებელ ორგანოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას. წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა, ინფორმაციის წარდგენის წესი და ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

14. მე-20 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო.

2. კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკის გათვალისწინებით, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დასაცავად მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის გაუქმება ლიცენზიის მფლობელს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, უზრუნველყოს მაიონებელი გამოსხივების წყაროების რადიაციული დაცვა ან ფიზიკური დაცვა და მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგები და პროფესიული დასხივების დოზების შესახებ მონაცემები.“.

15. 23-ე მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაუყოვნებლივ გამოიძიოს ნებისმიერი დარღვევა, მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; დასხივების დასაშვები დონის გადაჭარბების შემთხვევაში ჩაატაროს მოკვლევა და მისი შედეგები წერილობით აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს ტექნოლოგიურ პროცესებში მომხდარი გადახრების, აგრეთვე ფიზიკური დაცვის პირობების ან/და ავარიებისათვის მზადყოფნის დარღვევების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისათვის;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უზრუნველყოს სათანადო პირობების არსებობა მარეგულირებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების შეუფერხებლად განხორციელებისათვის;“;

დ) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) უზრუნველყოს შესაბამის ორგანოებთან კავშირის ორგანიზება ბირთვული და რადიაციული ავარიების შესახებ დროულად შეტყობინებისათვის;

ო) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გადასცეს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი რადიოაქტიური მასალები, რადიოაქტიური წყაროები და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში განსათავსებელი რადიოაქტიური ნარჩენები;“;

ე) „ტ“ – „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები, ბირთვული მასალები და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენები, აგრეთვე მუშაკთა (მათ შორის, დაქირავებულთა) პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს;  

უ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული ობიექტისათვის შეიმუშაოს დეკომისიის გეგმა, რისთვისაც უნდა განახორციელოს ამ ობიექტის სათანადო გამოკვლევა და მონიტორინგი და უზრუნველყოს მარეგულირებელი ორგანოსთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენა;

ფ) შეასრულოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, რადიაციული უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველსაყოფად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი ყველა მოთხოვნა;

ქ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმიანობის განხორციელებისას 10 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასება და შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს;“;

ვ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) მარეგულირებელ ორგანოს ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ლიცენზიას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს.“.

16. 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რადიაციული ინციდენტისა და რადიაციული ავარიის შემთხვევებში საობიექტო რადიაციული ავარიის გეგმის თანახმად შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანოებს;“.

17. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 25. ინსპექტირების პირობები

1. მარეგულირებელი ორგანო ინსპექტირებას ახორციელებს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

2. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიავლინოს ინსპექტორი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ადგილზე ან იმ საქმიანობის/სამუშაოთა წარმოების ადგილზე, რომლისთვისაც/რომელთათვისაც დადგინდება ინსპექტირების აუცილებლობა.“.

18. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება და ყველა ღონისძიება, რომლებიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გეგმური ინსპექტირება ხორციელდება შემუშავებული და დამტკიცებული ინსპექტირების პროგრამის მიხედვით. ასეთი ინსპექტირების განხორციელებამდე მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიის მფლობელს ან მის უფლებამოსილ თანამშრომელს ატყობინებს ინსპექტირების განხორციელების შესახებ;“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კომპლექსური ინსპექტირება მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებთან ერთად სხვა, მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით.

  7. შექმნილი პირობებიდან გამომდინარე, მარეგულირებელ ორგანოს აქვს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კონკრეტული უბნის ინსპექტირების უფლება.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მარეგულირებელი ორგანო ახდენს ინსპექტირების შედეგების რეგისტრაციას, დოკუმენტირებასა და შეფასებას. შეფასების საფუძველზე მარეგულირებელი ორგანო შეიმუშავებს დასკვნას და მას ლიცენზიის მფლობელს წარუდგენს. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეასრულოს ამ დასკვნაში აღნიშნული მოთხოვნები.“.

19. 27-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ან/და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები.

4. მარეგულირებელი ორგანო გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრისათვის გონივრულ ვადას ადგენს და წერილობით ატყობინებს დამრღვევს.

5. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს, რომლის საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და დააბინძუროს გარემო, დაუდგინოს დამატებითი პირობები ან/და გაუუქმოს ლიცენზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

20. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობა რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება ან/და თუ ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გარემოს ან შესაბამის მტკიცებულებებს, ინსპექტორს უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს. მარეგულირებელი ორგანო სათანადო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

21. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს ნებისმიერი სიტუაციის შესახებ, რომელიც რადიოლოგიური რისკის გამო ქმნის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების წინაპირობას;“.

22. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მარეგულირებელი ორგანო არის საკონტაქტო დაწესებულება ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების სფეროში საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი პირობების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით.“.

23. 33-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს რადიაციული ავარიის რადიაციულ ავარიაზე რეაგირების გეგმის მიხედვით, სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებთან ერთად გამოკვლევას და შეაფასოს ჩატარებული კვლევის შედეგები.

4. რადიაციული ავარიის შედეგად ადამიანისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანი უნდა შეაფასოს მარეგულირებელმა ორგანომ სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებთან ერთად.

5. რადიაციული ავარიის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისი ანგარიში მიაწოდოს სამინისტროს საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად, აგრეთვე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ნებისმიერ ქვეყანას, რომელზედაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რადიაციული ავარიის შედეგებმა.“.

24. 34-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოების და მათი ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას.

3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისას მარეგულირებელი ორგანო უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულებას რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დასაცავად.

4. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, საქართველოს ფარგლების გარეთ წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი და რადიოაქტიური ნარჩენების ნებისმიერი მიზნით რეექსპორტი.“.

25. 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“.

26. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრძალულია რადიოაქტიური მასალების გადაზიდვა მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე.“.

27. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რადიოაქტიური მასალების ექსპორტის საფუძველია მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის მე-18 მუხლით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვა.“.

 28. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური მასალების იმპორტი დასაშვებია მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-18 მუხლით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

29. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური მასალების ტრანზიტი დასაშვებია მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-18 მუხლით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

30. 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიის მოთხოვნები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესით“.

3. დეკომისიის პროცესში ბირთვული და რადიაციული ობიექტი ექვემდებარება მარეგულირებელ კონტროლს მანამ, სანამ ლიცენზიის მფლობელი მარეგულირებელ ორგანოს არ წარუდგენს დეკომისიის გეგმით განსაზღვრული საბოლოო მდგომარეობის მიღწევის და ნებისმიერი დამატებითი სამართლებრივი მოთხოვნის შესრულების მტკიცებულებებს.“.

31. 43-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ არსებულმა გარემოებებმა განაპირობა დეკომისიის საწყის გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობა, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოახდინოს ამ გეგმის რევიზია და მისი განახლება შეცვლილი გარემოებების ასახვით. დეკომისიის განახლებული გეგმა მარეგულირებელ ორგანოს წარედგინება.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მარეგულირებელი ორგანო ახორციელებს იმ დეკომისირებული ბირთვული და რადიაციული ობიექტების განლაგების ადგილების სახელმწიფო კონტროლს, რომლებიც დასაშვებია შეზღუდული გამოყენებისათვის.“.

32. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სახელმწიფო სისტემის შექმნასა და დანერგვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.“.

33. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეთანხმებიდან და დამატებითი ოქმიდან გამომდინარე, მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დანიშნულ ინსპექტორებს აქვთ ნებისმიერ ობიექტზე ან მის ნაგებობაში დაშვების, აგრეთვე ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შემოწმების უფლება.“.

34. 48-ე მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით, დროულად და შესაბამისი ფორმით წარუდგინონ დოკუმენტები არსებული ბირთვული მასალების შესახებ;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მარეგულირებელ ორგანოს მიაწოდონ ინფორმაცია ობიექტის განლაგების პროექტის შესახებ, შეტანილი ნებისმიერი ცვლილების გათვალისწინებით;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მარეგულირებელ ორგანოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წინასწარ შეატყობინონ ბირთვული მასალების ან მათთან დაკავშირებული აღჭურვილობის იმპორტის ან ექსპორტის შესახებ;“;

დ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დაუყოვნებლივ შეატყობინონ მარეგულირებელ ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაშვები ზღვრების ზევით ბირთვული მასალების დანაკარგის შესახებ;

ი) მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით მიაწოდონ ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.“.

35. 53-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის:

ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2017 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“.“;

  ბ) მე-6 პუნქტის:

ბ.ა) „ა“–„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

გ) „ტექნიკური რეგლამენტის – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

დ) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ე) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

ვ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“.“.

მუხლი 2

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებ­რივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი გარდაიქმნას საქართველოს გარემოსა და ბუნებ­რივი რესურსების დაცვის სამინისტროს  სისტემაში შემავალ საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირად – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოდ.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში.

3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის გარდაქმნის პროცესში აღრიცხული ქონების საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირისთვის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთვის გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს მთავრობამ და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2016 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათში ცვლილებების შეტანამდე ან მათ გაუქმებამდე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 ნოემბერი 2015 წ.

N4486-Iს