2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

  • Word
2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020260
  • Word
2372
09/11/2015
ვებგვერდი, 16/11/2015
000000000.00.003.020260
2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2372

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის  ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

 1. 2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მეშვეობით, განახორციელოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. სააგენტომ, არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც 2016 წლის პირველ თებერვლამდე, სამრეწველო გადამუშავების მიზნით, ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ მანდარინს შეისყიდიან არანაკლებ 0.20 ლარად, გასცეს სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ მანდარინზე  0.10 ლარის ოდენობით.

3. სააგენტომ, 2015 წლის არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.

4. დაევალოთ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და  შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით,  კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის.

5. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის.

6. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობისას,  უზრუნველყოს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება.

7. სააგენტომ კომპანიებზე სუბსიდიის თანხა გასცეს უნაღდო ანგარიშსწორებით, 2016 წლის 10 იანვრიდან ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო/სააგენტო/აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩამბარებელი პირი და კომპანია. საჭიროების შემთხვევაში, ასევე სხვა „პირები“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილების შემთხვევაში) მიერ არასტანდარტული მანდარინის შესყიდვის თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე.

8. დაევალოთ საქართველოს ფინანსთა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროებს,  2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინონ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი