„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 11/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 160.000.000.05.001.001.537
  • Word
304
01/07/2004
სსმ, 20, 11/07/2004
160.000.000.05.001.001.537
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ადვოკატთა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ.78) 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 42. ადვოკატთა ასოციაციის პირველი საერთო კრება და ადვოკატთა ტესტირება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველი ორი ტესტირების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2005 წლის 1 იანვრისა, ტესტირებაგავლილ ადვოკატთა სიითი შემადგენლობიდან იწვევს ადვოკატთა ასოციაციის პირველ საერთო კრებას. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ტესტირებაგავლილ ადვოკატთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

2. ადვოკატთა მეორე ტესტირების ჩატარება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს ­– 2005 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 1 ივლისი.

№304_რს