დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 811 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/10/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 17/10/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.070.000.05.001.000.120. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ
1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს:
ა) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნას;
ბ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას;
გ) ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან, ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.
2. მუნიციპალიტეტებმა შეიძლება შეიმუშაონ და განახორციელონ მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას და ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 2. ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა
1. ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებებს.
2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს (საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში), სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, კონცერნებს, ასოციაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.
4. (ამოღებულია).
საქართველო ს 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 .200 5 წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 3. ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
მუხლი 31. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
1. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური) სტრუქტურა, ფუნქცია-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამსახურის წესდებით (დებულებით), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მართვის მიზნით, მისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1686 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
მუხლი 4. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება
1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ვეტერანებისთვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და ცენტრალური ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას.
11. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ვეტერანებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და მუნიციპალური ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში.
2. დამატებითი სახსრების მიღება ვეტერანების სოციალური დაცვის ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად, დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროდან საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად.
3. ვეტერანების სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტისა და სხვა კანონიერი წყაროების ხარჯზე.
4. ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები (მათ შორის, შესაბამისი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების სააბონენტო გადასახადებისგან გათავისუფლება), რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში დააწესეს მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა, ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
5. ვეტერანთა საზოგადოებრივ გაერთია ნებებში ნებაყოფლობით შესულ ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს იყენებენ ეს ორგანიზაციები დადგენილი წესით.
საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 5. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 6. ვეტერანთა კატეგორიები
ამ კანონით დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3828 – ვებგვერდი, 12.12.2018წ.
მუხლი 7. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები
1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:
ა ) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან დროებით იმყოფებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ან სამშობლს დაცვის სხვა საბრძოლო ოპერაციების დროს მოქმედი არმიის შემადგენლობის სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწეს ებულებებში, აგრეთვე ომის წლებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი პარტიზანები და იატაქვეშა ორგანიზაციების წევრები;
ბ ) სახედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთარუთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის წლებში გადიოდნენ სამსახურს ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დანიშვნისათვის, რაც დაწესებულია მოქმნდი არმიის სამხედრო ნაწილთა სამხედრო მომსახურისათვის;
გ ) არმიის, ფლოტის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებაყოფდობით დაქირავებული პირები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკავათ საშტატო თანამდებობები მოქმედი არმიის შემადგნლობაში შემავალ სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწესებულებეში ან რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდნენ ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურებაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რაც დაწესებულია მოქმედი არმიის სამხედრო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის;
დ ) დაზვერვისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ მოქმედი არმიის ნაწილებში, მტრის ზურგში ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე;
ე) სამხედრო ობიექტებისა და საწარმოების, სახალხო კომისარიატების მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადაყვანილნი იყვნენ სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობაზე და ასრულებდნენ მოქმედი არმიისა და ფლოტისათვის სამხედრო დაკვეთებს, აგრეთვე ზურგის მუშაკები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ომის წლებში მამაცური შრომისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების) მუშაკები, ცენტრალური გაზეთების, ჟურნალების, სატელეგრაფო სააგენტოს, საინფორმაციო ბიუროთა კორესპონდენტები, დოკუმენტური კინოფილმების ცენტრალური სტუდიის (კინოქრონიკის) კინოოპერატორები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში მივლინებულნი იყვნენ მოქმედ არმიაში სსრ კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 7 ივლისის №6139 დადგენილებითა და მის საფუძველზე საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ბ) 1944 წლის 21 ივლისის ერთობლივი დადგენილებით, ამიერკავკასიაში მშენებარე მეტალურგიული ქარხნის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო მობილიზაციით გაწვეული მეტალურგები;
ვ) გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მებრძოლები და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის დროს მონაწილეობდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებათა შესრულებაში;
ზ ) პირები, რომლებიც პარტიზანული რაზმების, იატაქვეშელთა ჯგეფებისა და ანტიფაშისტური ფორმირებების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში სახელმწიფოთა ტერიტორიაზე;
თ ) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვილები (გადამდგარნი), რომლებიც 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 3 სექტემბრამდე გადიოდნენ სამხედრო სამსახურს იმ სამხედრო ნაწილებში, დაწესებულებებსა და სამხედრო სასწავლებლებში, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში და დაჯილდოებული არიან მედლით „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის“ ან მედლით „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“;
ი ) პირები, რომლებიც ომის წლებში მუშაობდნენ საჰაერო თავდაცვის, ადგილობრივი თავდაცვის ობიექტებზე, აგრეთვე თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობებზე, საზღვაო ბაზებში, აეროდრომებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე მოქმედი ფრონტის ზურგში და რკინგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებზე;
კ ) ომის დასაწყისში სხვა სახელმწიფოების ნავსადგურებში ინტერნირებული სატრანსპორტო ფლოტის ხომალდების ეკიპაჟის წევრები;
ლ ) პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების დავალებით აგროვებედნენ საბრძოლო მასალებს და სამხედრო ტექნიკას, განნაღმავდნენ ტერიტორიებსა და ობიექტებს;
მ ) პირები, რომლებიც ქალაქ ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1944 წლის 27 იანვრამდე მუშაობდნენ მის საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და დაჯილდოებული არიან მედლით „ლენინგრადის დაცვისათვის“ ან ნიშნით „ლენინგრადის ბლოკადის მცხოვრებს“;
ნ ) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცეტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრები და სხვა პირები, რომლებსაც დამატყვევებელი მხარის სასარგებლოდ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ნებაყოფლობით და ყოფილ არასრულწლოვანი პატიმრები.
2. სამხედრო ნაწილების, შტაბებისა და დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც ომის წლებში შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში, აგრეთვე ქალაქების ნუსხას, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რომელიც დაწესებულია მოქმედი არმიის საბრძოლო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.
საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69
საქართველო ს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი № 1814 - სსმ I , № 6(13) 04.03.1999 წ., მუხ. 26
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40
საქართველოს 2000 წლის 3 მაისის კანონი №279 - სსმ I, №17 12.05.2000 წ., მუხ.43
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2322 - სსმ I, №19 01.07.2003 წ., მუხ.122
საქართველო ს 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56, 28.12 .200 5 წ., მუხ.400
მუხლი 8. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები
1. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:
ა) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარი), სამხედრო შეკრებებზე გაწვეული რეზერვისტები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, ამ ორგანთა თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გაგზავნილი იყვნენ და მონაწილეობდნენ სხვა სახელმწიფოებში საბრძოლო მოქმედებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
2. სხვა კატეგორიის პირებისათვის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:
ა) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტრიული მთლიანობის შესანარჩუნებლად;
ბ) 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლების მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები;
დ ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები (ეკიპაჟი ), რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში :
ე ) (ამოღებულია).
საქართველოს 1996 წლის 17 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი №13, 07.06.1996 წ., გვ.21
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.40
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2199 - სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.153
საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3290 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.189
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3930 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
მუხლი 10. თავდაცვის ძალების ვეტერანები
თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ყოფილი შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.400
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან:
ა) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოქმედი არმიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილები /გადამდგარნი/, პარტიზანები, აგრეთვე საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებული შესაბამისი კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე, სამხედრო მოქმედების რაიონში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებში, თავდაცვითი ზღუდეების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და აეროდრომების მშენებლობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
ბ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
გ) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
დ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმეულის მებრძოლები და მეთაურები, რომლებიც დაინვალიდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებების შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
ე) პირები, რომლებსაც ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა ომის წლებში დაავალეს საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეგროვება, ტერიტორიებისა და ობიექტების განაღმვა და დაინვალიდნენ ამ პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად;
ვ) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სხვა სახელმწიფოში მოქმედ სამხედრო კონტიგენტს და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.40
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.400
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან:
ა) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოსდასაცავად და მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
ბ) საქართველოში 1921-1924 წლებში ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.
თავი II. ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების სოციალური დაცვა
მუხლი 13. ვეტერანების სოციალური დაცვა
ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს :
ა ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად :
ბ ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.400
1. ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლებში აღნიშნული ინვალიდების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
ა ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად :
ბ ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად;
გ ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის , საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას , გაზის , ელექტროენერგიის , ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას , აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა ) სარგებლობას , სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
2. ომის ვეტერანთა ჰოსპიტლების დახურვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 – სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.448
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების , სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა ითვალისწინებს :
ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად :
ბ ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად :
გ ) საყოფაცხოვრებო - კომუნალური მომსახურების – წყლის , საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას , გაზის , ელექტროენერგიის , ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას , აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა ) სარგებლობას , სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად :
დ ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 – სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.448
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2322 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.122
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400
1. ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე:
ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა;
ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა;
გ) არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.
2. დაღუპულთა (გარდაცვლილთა ) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს :
ა ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად :
ბ ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად :
გ ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის , საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას , გაზის , ელექტროენერგიის , ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას , აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა ) სარგებლობას , სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 – სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.448
მუხლი 17. თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა
თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 – სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.448
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება ან იტალიის და იუგოსლავიის განთავისუფლებისათვის ამ სახელმწიფოთა ეროვნული გმირის წოდება, ან რომლებიც დაჯილდოებულნი არიან საბჭოთა კავშირის სამივე ხარისხის დიდების ორდენით, საქართველოს დავით აღმაშენებლის ორდენით და ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებათა გარდა დამატებით უწესდებათ:
ა) გარდაცვალების შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით ქუჩის, სკოლის, მოედნისათვის მათი სახელის მინიჭება და დაკრძალვის ადგილას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის მიხედვით გარდაცვლილის ბიუსტის დადგმა სახელმწიფოს ხარჯზე;
ბ) ოჯახისათვის (მშობლები, მეუღლე, შვილები) ერთდროული ფულადი დახმარების გაცემა 20 მინიმალური პენსიის (ხელფასის) ოდენობით.
საქართველო ს 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 .200 5 წ., მუხ.400
ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (საბიუჯეტოს გარდა) სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ ანაზღაურებას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295
საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1385 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
მუხლი 21. სარიტუალო სამსახურის გაწევა
1. დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდების ან მონაწილების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, სამხედრო სამსახურის ვეტერანების დაკრძალვა ხდება დაღუპულის (გარდაცვლილის) ნათესავების სურვილით შერჩეულ ადგილებში (სამხედრო მოსამსახურეების – სამხედრო პატივის მიგებით).
2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უმუშევარი ვეტერანის დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხდება იმ ორგანოების ხარჯზე, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ. თუ დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის დაკრძალვის ორგანიზაცას დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრები ან სხვა მოქალაქეები იკისრებენ, მათ ეძლევათ ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.295
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 22. ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებები
1. ვეტერანების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში, ავტონომიურ რესპუბლკებში, ქალაქებში, რაიონებში, საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იქმნება ვეტერანების შესაბამისი საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ვეტერანების სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღებას, სახელმწიფო ორგანოებში და საზოგადოებრივ გაერთიანებებში წარმოადგენენ და იცავენ ვეტერანების ინტერესებს.
2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისთვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69
საქართველო ს 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 .200 5 წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 23. ვეტერანების დამსახურების აღნიშვნა
1. საქართველოს ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით წესდება სამკერდე ნიშანი „საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი“.
2. სამკერდე ნიშნის დებულებასა და მედლის აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69
მუხლი 231. შეღავათების გავრცელების ვადა
1. ამ კანონის მე-9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ამ კანონით დადგენილი შეღავათები გავრცელდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
2. (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 - სსმ I, №50 27.12.2000 წ., მუხ.147
საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1302 - სსმ I, №4 05.03.2002 წ., მუხ.27
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142
საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1953 - სსმ I, №5 19.02.2003 წ., მუხ.30
საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3219 - სსმ I, №33 31.12.2003 წ., მუხ.253
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №851 - სსმ I, №42 31.12.2004 წ., მუხ.224
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3290 - სსმ I, №24 29.06.2006 წ., მუხ.189
მუხლი 24. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა
1. ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
2. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.
3. ვეტერანებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
1. ამ მუხლის ამოქმედებიდან:
ა) 10 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წესდება (დებულება);
ბ) 10 დღის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი;
გ) 30 დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) 30 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. ამ მუხლის ამოქმედების დღიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
3. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტის ფორმირებისათვის.
მუხლი 242. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე ამ კანონის შესაბამისად გაცემული ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგაც.
მუხლი 25. ამ კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათების გარდამავალი რეგულირება
ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით , მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით , მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეღავათებში ცვლილებები განხორციელდეს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად .
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400
ეს კანონი ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 17 ოქტომბერი.
№811 – Iს
დოკუმენტის კომენტარები