„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 29/10/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016069
15
29/10/2015
ვებგვერდი, 30/10/2015
040170020.57.069.016069
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №15

2015 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება

1. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით, გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთობლივად.

2. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე იდება წერილობით ფორმით, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი შესყიდვა ხორციელდება ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

3. თუ გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვასთან ერთად იტვირთება სისტემის SMP მოდულში. გამარტივებული შესყიდვის სხვა საფუძვლით განხორციელების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია შეთანხმებას ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ტვირთავს ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციასთან ერთად.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს:

ა) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების საფუძველსა და პირობებს;

ბ) მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პირობებს;

გ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების წესს;

დ) მითითებას იმ შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს მიმართვა სისტემის SMP მოდულში – თუ გამარტივებული შესყიდვა თანხმდება სააგენტოსთან.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები ასევე უნდა აისახოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში. ამასთან, ხელშეკრულებიდან მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, თუ რომელ შემსყიდველ ორგანიზაციას განეკუთვნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული უფლება-მოვალეობა, აგრეთვე რომელი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ აქვს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული უფლება-მოვალეობა.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაძლებელია შეიცავდეს დამატებით პირობებს, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება ერთობლივად, სისტემის SMP მოდულში მომართვას წარადგენს ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის 41 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ასეთ შემთხვევაში, მომართვის შესაბამის ველში მიეთითება ერთობლივი შესყიდვის მონაწილე სხვა შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის რეკვიზიტებიც.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მომართვის ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა უნდა დასტურდებოდეს ერთობლივი შესყიდვის მონაწილე ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან მიმართებით.“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო იხილავს, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი მომართვა ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, რის შედეგადაც, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას მომართვის დასაზუსტებლად განესაზღვრება ერთი სამუშაო დღე, რა პერიოდშიც სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება ჩერდება. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დადგენილ ვადაში არ დააზუსტებს მომართვას, მას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განუხილველი“, ხოლო თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დააზუსტებს მომართვას, მას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „დაზუსტებულია“. მომართვა განუხილველი რჩება აგრეთვე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არასრულყოფილად დააზუსტებს მას, რა დროსაც მომართვას მიენიჭება სტატუსი „განუხილველი“.“;

გ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციას საქართველოს მთავრობისთვის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ.“.

დ) მე-9 მუხლის:

დ.ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. გამარტივებული შესყიდვის ერთობლივად განხორციელების შემთხვევაში, თითოეული შემსყიდველი ორგანიზაცია დამოუკიდებლად ტვირთავს დადებულ ხელშეკრულებას სისტემის CMR მოდულში. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის CMR მოდულში ხელშეკრულების ღირებულებად უთითებს ამ ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობას.“;

დ.ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის:

ე.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გამარტივებული შესყიდვის სამართლებრივ საფუძველს – კანონის შესაბამის ნორმას;“;

ე.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ანგარიშსწორების წესს, აგრეთვე წინასწარი ანგარიშსწორების პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);“;

ვ) მე-11 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.“;

ვ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით.“;

ვ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი.“;

ვ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“;

ზ) ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 151 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 151. გამარტივებული შესყიდვა პრეისკურანტის საფუძველზე

1. გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

2. გამარტივებული შესყიდვა პრეისკურანტის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების დანართი №4-ით განსაზღვრულ ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის შესყიდვის მიზნით.

3. პრეისკურანტის ჯამური ღირებულება და პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის ჯამური ღირებულების 10%-ს.“.

2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე