დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 106 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 370040000.22.027.016610 |
|
მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს თანდართული მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგია.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ ეცნობოს ა) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს; ბ) საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს; გ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს; დ) საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს; ე) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ ამ ბრძანების ამოქმედებიდან ა) ერთი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, მისგან გამომდინარე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტებთან ერთად; ბ) 60 დღის ვადაში შეიმუშაოს „მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“ და განსაზღვროს საველე სამუშაოების შესრულების ტექნიკური პირობები; გ) 60 დღის ვადაში განსაზღვროს პილოტური პროექტის სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების გეგმა, საშტატო განრიგი, სამუშაო აღწერილობა, პილოტური პროექტის განხორციელების გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვა; შეიმუშაოს პილოტური პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები