თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადების და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ

თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადების და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 146/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 430120000.22.022.017053
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
146/ნ
28/10/2015
ვებგვერდი, 28/10/2015
430120000.22.022.017053
თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადების და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/10/2015 - 12/12/2017)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №146/ნ

2015 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადების და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №15 დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

მუხლი 1
განისაზღვროს თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების ვადები, პროგრამაზე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი, ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
განისაზღვროს თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილია გიგაური



დანართი №1
თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების ვადები, პროგრამაზე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი არეგულირებს თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  (შემდგომში პროგრამა) განხორციელების ვადებს,  პროგრამაზე ჩარიცხვისა და დაფინანსების პროცედურას.

მუხლი 2. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირები
პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც არიან თავშესაფრის მაძიებლები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონეები.

მუხლი 3. პროგრამაზე ჩარიცხვა
პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – სკოლა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

მუხლი 4. პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიწოდებული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მონაცემები თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე იმ პირთა ოჯახების შესახებ, რომლებსაც ჰყავთ ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი. აღნიშნული მონაცემები უნდა შეიცავდეს:

ა.ა) დროებითი საიდენტიფიკაციო ან დროებითი ბინადრობის მოწმობით  მინიჭებულ პირად ნომერს;

ა.ბ) სახელსა და გვარს;

ა.გ) დაბადების თარიღს (რიცხვი/თვე/წელი);

ა.დ) სქესს;

ა.ე) მოქალაქეობას;

ა.ვ) სტატუსს;

ა.ზ) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს საქართველოში;

ბ) საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის პირების მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა თანხმობის განაცხადი, შვილის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;

გ) პროგრამაზე ჩასარიცხი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მშობლის/მეურვის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) პირის ფოტოსურათი ¾-ზე.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამის სკოლას.


მუხლი 5. პროგრამაზე ჩარიცხვის ვადები
პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება წელიწადში ორჯერ, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ დანართის მე-2 მუხლითა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სიის შესაბამისი წლის 30 ივლისამდე წარდგენის შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი წლის სექტემბრისა, ხოლო 30 ნოემბრამდე წარდგენის შემთხვევაში – არაუგვიანეს მომდევნო წლის იანვრისა.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელების ვადები 
პროგრამის დაწყების თარიღად განისაზღვროს 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი, ხოლო  დასრულების თარიღად – 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი. იმ შემთხვევაში, თუ 10 ივნისი ემთხვევა პარასკევს, პროგრამის დასრულების თარიღად განისაზღვროს 10 ივნისი.

მუხლი 7. პროგრამის წარმატებით დაძლევა
1. პროგრამა წარმატებით დაძლეულად ითვლება შესაბამისი სკოლის ორგანიზებით ჩატარებული გამოცდის (ტესტირება და გასაუბრება) წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

2. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს გამოცდაში სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ბარიერის გადალახვას.


მუხლი 8. პროგრამის წარმატებით დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი
ამ დანართის მე-7 მუხლით გათვალისწინებული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, შესაბამისი სკოლის დირექტორის მიერ გაიცემა პროგრამის წარმატებით დაძლევის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ფორმაც მტკიცდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 9. პროგრამის დასრულების შემდეგ პირის სკოლაში ჩარიცხვა
ზოგადი განათლების:

ა) დაწყებითი საფეხურზე ჩასარიცხად  აუცილებელია ქართული ენის არასრულ A1 დონეზე ფლობა და პირის მიერ ამ დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ბარიერის გადალახვა;

ბ) საბაზო საფეხურზე ჩასარიცხად აუცილებელია ქართული ენის არასრულ A2 დონეზე ფლობა და პირის მიერ ამ დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ბარიერის გადალახვა;

გ) საშუალო საფეხურზე ჩასარიცხად აუცილებელია ქართული ენის A2 დონეზე ფლობა და პირის მიერ ამ დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ბარიერის გადალახვა.


მუხლი 10. ინფორმაცია პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ
1. ინფორმაცია პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა რაოდენობის, პროგრამის წარმატებით დაძლევის და  პროგრამის დასრულებამდე შეწყვეტის შესახებ ინახება შესაბამის სკოლაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სკოლის მიერ, წელიწადში ორჯერ – არაუგვიანეს შესაბამისი წლის 15 ივნისისა და არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.  

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან არაუგვიანეს შესაბამისი წლის 30 ივნისისა და არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა იგზავნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.


მუხლი 11. დაფინანსების წესი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი სკოლის დაფინანსებას:

ა) მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მიზნით, რომელიც შეადგენს 500 ლარს;

ბ) კომპიუტერის, მულტიფუნქციური პრინტერის, კარტრიჯის, საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის მიზნით;

გ) ზედნადები ხარჯების (კომუნალური გადასახადები) დაფარვის მიზნით, რომლის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო თანხის 3%-ისა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.


მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
2015 წელს პროგრამაზე პირთა ჩარიცხვა განხორციელდეს არაუგვიანეს 2015 წლის 30 ოქტომბრისა.


დანართი 2
თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი

პროგრამის მიზნები და ამოცანები

ქართული ენის პროგრამა განკუთვნილია საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის და მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ისინი იმგვარი ცოდნით, რომ შეძლონ ქართულ ენაზე კომუნიკაცია; სხვადასხვა ტიპის ტექსტების შექმნა და გაგება; ქართული ენობრივ-კულტურული იდენტობის გაცნობიერება და პატივისცემა; სოციოკულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა და სხვა.

ამ  საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენის სწავლება ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას, კერძოდ, მოსწავლემ უნდა:

1. აითვისოს როგორც ენობრივი (გრამატიკული, ლექსიკური), ისე კულტურული ინფორმაცია;

2.  შეიძინოს სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევა:

·     სამეტყველო უნარ-ჩვევები (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი);

·     უცხო კულტურის გაგების უნარი;

·     ენის სწავლის უნარ-ჩვევები (სწავლის სწავლა);

·  სასიცოცხლო სამოქალაქო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, პრობლემის გადაჭრა, შემოქმედებითობა და სხვა).

3.      ჩამოუყალიბდეს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება:

·     პიროვნულ განსხვავებათა დაფასება და პატივისცემა;

·     ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;

·     პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ;

·     ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;

·     ენების სწავლის სურვილი და სხვა.

ქართული ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია[1]:

·     მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება;

·     ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება;

·     ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.

ხოლო სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ამოცანაა თითოეული მოსწავლის მოტივაციის გაძლიერება. მათ არა მხოლოდ უნდა შეიყვარონ ქართული ენის სწავლის პროცესი, არამედ  – თვით ქართული ენა და კულტურა.

პროგრამის ხედვა და სტრუქტურა

წარმოდგენილი პროგრამა განკუთვნილია 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის. ვინაიდან ისინი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან, განსხვავებულია მათი ინტერესები და მისწრაფებები, სააზროვნო უნარები, ფსიქო-ემოციური შესაძლებლობები, სწავლის სტილი და ა.შ.  შესაბამისად, ქართული ენის პროგრამა  შემუშავებულია  ორ მოდულად:

·  I მოდული განკუთვნილია 6 წლიდან 11 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისათვის და ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მოზარდები არ ფლობენ წერა-კითხვისათვის აუცილებელ უნარებს და, ამდენად, წერა-კითხვის სწავლას იწყებენ  ქართულ ენაზე.

 

ამ სამიზნე ჯგუფის ფსიქო-ემოციური და ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით, I  მოდული მოიცავს მხოლოდ ერთ პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ენის სწავლებას ენის ფლობის ყველაზე დაბალი დონის – ამ შემთხვევაში პირობითი[2] A1 დონის დასაძლევად.

·  II მოდული გულისხმობს 11-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს და ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით (მით უფრო, თუკი მშობლიურ ენაზე ისინი უკვე თავისუფლად ფლობენ წერა-კითხვისათვის აუცილებელ უნარებსაც), მათ შეუძლიათ უფრო სწრაფი ტემპებით დაძლიონ წერა-კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად, ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის შემუშავებულ პროგრამებში მოთხოვნები შედარებით უფრო გაზრდილია.

II მოდული მოიცავს ორ პროგრამას, რომლებიც უზრუნველყოფს ქართული ენის სწავლებას ენის ფლობის A1 და A2 დონეების დასაძლევად.

 

ქვემოთ ცხრილის სახით წარმოდგენილია ქართული ენის პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისობა ევროსაბჭოს სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტის მიერ დადგენილ დონეებთან კოკრეტული სამიზნე ჯგუფისათვის თითოეული მოდულის მიხედვით. იქვე მითითებულია ქართული ენის სწავლებისათვის გამოყოფილი საათების რაოდენობაც.

სამიზნე ჯგუფი

ენის ფლობის დონე  სასწავლო კურსის ბოლოს

საათი კვირაში

 

I  მოდული

 

6 წლიდან 11 წლამდე

პირობითი   A1

10

 

II  მოდული

 

11 წლიდან 18 წლამდე

A1

A2

10

სწავლების მიმართულებების ზოგადი აღწერა

დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად ქართული ენის სწავლება რამდენიმე მიმართულებით გაიშლება: კომუნიკაცია (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) და გრამატიკა. 

ა)  მიმართულება: კომუნიკაცია

მოსმენა

6 წლიდან 11 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის:

მოსმენას, როგორც ენის ათვისების მთავარ არხს, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. ქართული ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად, რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბგერების, სიტყვებისა და მარტივი წინადადებების სმენით გარჩევას.

სასურველია, საკმაო ადგილი დაეთმოს ფონემატური სმენის განვითარებისაკენ მიმართულ აქტივობებს. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ლექსების, ენის გასატეხების, რეპეტიტული ხასიათის ტექსტების გამოყენება, რომელთა ხშირი მოსმენა და ზეპირად დასწავლა ავითარებს ფონემატურ სმენას, გამოთქმას. ასევე ამდიდრებს სემანტიკურ მეხსიერებას, რაც აუცილებელი პირობაა მეტყველების გასავითარებლად.

ამ  ეტაპზე მოსწავლეებს ტექსტის ამომწურავად გაგება არ მოეთხოვებათ. საკმარისია მხოლოდ მარტივი საკომუნიკაციო სიტუაციის, ზოგადი ინფორმაციისა და ცალკეული გამოთქმების გაგება.

11 წლიდან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის:

ქართული ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება ნებისმიერ ასაკობრივი ჯგუფისთვის აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ, სასურველია, ამ ასაკობრივ ჯგუფთანაც სწავლების საწყის ეტაპზე სათანადო დრო დაეთმოს  ფონემატური სმენის განვითარებისაკენ მიმართულ აქტივობებს.

სწავლების მომდევნო ეტაპზე მოსასმენ ტექსტებს, მეტნაკლებად, სხვადასხვა ტიპის სირთულეებიც, შესაძლოა, ახლდეს. ეს არის: წარმოთქმის/მეტყველების სისწრაფე, მოლაპარაკეთა რაოდენობა, ემოციური მეტყველება, ხმაურიანი ფონი და ა.შ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში ამ ფაქტორების გათვალისწინება და მოსწავლეების სათანადო სტრატეგიებით  აღჭურვა.

ენის ფლობის A2 დონეზე  მოთხოვნა გაგების თვალსაზრისით შედარებით იზრდება. ტექსტის ძირითადი შინაარსისა და კონკრეტული ინფორმაციის გაგებასთან ერთად, მოსწავლეებს მოეთხოვებათ საკუთარი შეფასება-დამოკიდებულებისა და მარტივი დასკვნების გამოტანა.

გამოიყენება როგორც დიდაქტიზებული, ისე ნახევრად ავთენტური ტექსტები, რომელთა მოცულობა და სირთულის დონე აღემატება წინა დონის ტექსტებისას.

კითხვა:

6 წლიდან 11 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის:

მოსწავლეებისთვის კითხვის სისტემური კურსის შეთავაზება პრიორიტეტული არ არის. გარდა ამისა, კითხვის სწავლება ამ ეტაპზე თავისებური მეთოდოლოგიით უნდა წარიმართოს. პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფონოლოგიური უნარების განვითარებას, რათა მოსწავლეს განუვითარდეს ფონემური ცნობიერება (ზეპირი მარცვლების, ბგერების აღქმისა და გამოყენების უნარი). 

რაც შეეხება წაკითხულის გაგებას, მოსწავლეებს მოეთხოვებათ ისეთი მარტივი საკითხავი ამოცანების გადაჭრა, როგორებიცაა: დასმული შეკითხვის პასუხის, ნახატის შესატყვისი წინადადების პოვნა ტექსტში; მთლიანი ტექსტის (დიალოგის, აბზაცის...) ან ცალკეული ინფორმაციის დაკავშირება სურათთან; ტექსტში მოძიებული ინფორმაციით მარტივი სქემებისა და ცხრილების შევსება; შეკითხვების პასუხებთან დაკავშირება; არეული რეპლიკების თანამიმდევრობით დალაგება; სავარაუდო ვარიანტებიდან სწორი/არასწორი ვარიანტის შემოხაზვა, მონიშვნა, მითითება; ტექსტის მიხედვით სურათების დანომრვა; მოცემული კულტურული თვალსაჩინოებების მითითება/დასახელება (ილუსტრაციებზე ასახული ზღაპრის გმირები, ტანსაცმელი, ნუგბარი – ჩურჩხელა, გოზინაყი და სხვა); კონკრეტული კულტურული მსგავსებებისა და განსხვავებების პოვნა და დასახელება (დღესასწაულები, საკუთარი სახელები, ბგერები, ზღაპრების პერსონაჟები...) და ა.შ;

11 წლიდან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის:

როგორც ზემოთ არის მითითებული, მოსწავლეებს, მათი ასაკობრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით (მით უფრო, თუკი ისინი  მშობლიურ ენაზე უკვე ფლობენ წერა-კითხვისათვის აუცილებელ უნარებსაც), შეუძლიათ უფრო სწრაფი ტემპებით დაძლიონ კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია მათთვის კითხვის სისტემური კურსის შეთავაზება. თუმცა, სწავლების საწყის ეტაპზე კარგი იქნება, თუკი საკმარისი დრო დაეთმობა წერილობითი ნიშნების გახმოვანებაზე სათანადო მუშაობის წარმართვასაც (მით უფრო, როცა საქმე ეხება ქართულისათვის დამახასიათებელ ბგერებსა და ბგერათშეთანხმებებს). მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეები ავარჯიშოს როგორც უცნობი სიტყვებისა და წინადადებების დეკოდირებაზე, ასევე შესთავაზოს მათ უცნობი მიკროტექსტების დეკოდირებაც.

 

რაც შეეხება წაკითხულის გაგებას, ამ ასაკობრივ ჯგუფს ენის ფლობის A1 დონეზე მოეთხოვებათ: მარტივი საკითხავი ამოცანების შესასრულებლად ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოძიება; დასმული შეკითხვების პასუხების, ნახატის შესატყვისი წინადადების, ერთი სემანტიკური ველის სიტყვების ტექსტში პოვნა; შემოწმება, სწორია თუ არა ესა თუ ის მოცემული ინფორმაცია; ტექსტიდან სხვადასხვა ინფორმაციას ამოკრება (მაგ., რეცეპტიდან – ინგრედიენტების, მოქმედებების; ანკეტიდან საცხოვრებელი ადგილის, პროფესიის და ა.შ.); ცხრილის შევსება მსგავსი ტიპის ტექსტების მონაცემებით (მაგ., სხვადასხვა ანკეტიდან, განცხადებებიდან, ღია ბარათებიდან, პირადი წერილებიდან და ა.შ.); ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახულ სიმბოლურ, სოციოკულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებზე მითითება / დასახელება (მაგ. ჯვარი, ჩურჩხელა, მეჩეთი, ხალხური საკრავი, ტანსაცმელი და სხვა); სოციოკულტურული ნიშნით მსგავსებება-განსხვავებების ჩვენება (მაგ., დღესასწაულები, პერსონაჟები, დროშა, ნუგბარი, საკუთარი სახელები) და ა.შ.

A2 დონეზე უკვე მნიშვნელოვანია წაკითხულის გაგების უნარის შედარებით გაღრმავება. მოსწავლეებს მოეთხოვებათ მათთვის ნაცნობი თემის გარშემო სასწავლო მიზნით შექმნილი ან ადაპტირებული სხვადასხვა ფუნქციური სტილის (როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული) ტექსტების გაგება და გაანალიზება.

წერა

6 წლიდან 11 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის:

კითხვის მსგავსად, წერის უნარის განვითარება აქაც აუჩქარებელი ტემპით უნდა  წარიმართოს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს წერის ტექნიკურ-მოტორული უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას.

მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ არა მხოლოდ ცალკეული სიტყვების გადაწერა, არამედ წინადადებებისა და მიკროტექსტების კარნახით წერაც;

ვინაიდან წერის სწავლება ამ ეტაპზე, ძირითადად, რეპროდუცირებას ეფუძნება, ამიტომ ეს პროცესი მოსაწყენი რომ არ გახდეს, მნიშვნელოვანია მათთვის მრავალფეროვანი, სახალისო და, რაც მთავარია, შინაარსიანი კონტექსტების შეთავაზება, მაგალითად: კითხვარის შევსება, სადაც ჩაწერს, რომელი საჭმელი უყვარს და რომელი – არა; პირადი ან ცხრილის მონაცემებით ანკეტის შევსება (სახელი, გვარი, სადაურობა, საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა და ა.შ.); კონკრეტული ინფორმაციით ნაკლული ტექსტის შევსება (მაგ., ცხრილის მიხედვით წინადადებების შევსება; მოცემული რეპლიკებით დიალოგის / ნარატიული ტექსტის შევსება და ა.შ.); მოდელის მიხედვით ადამიანის, ცხოველის ან საგნის აღწერა და ა.შ.

11 წლიდან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის:

კითხვის მსგავსად, მასწავლებელს შეუძლია ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ მოსწავლეებს A1 დონეზე  შესთავაზოს უკვე წერის სისტემური კურსი. თუმცა, სწავლების საწყის ეტაპზე ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია (ერთი მხრივ, ქართულისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური თანხოვნებისა და, მეორე მხრივ, ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების გათვალისწინებით) ქართულ ანბანზე მუშაობას სათანადო დრო დაეთმოს. 

სწავლების საწყის ეტაპზე წერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა: კითხვის უნარის გაუმჯობესება, ენობრივი მასალის დამახსოვრება და მოსწავლეთა მომზადება ტექსტების პროდუცირებისათვის. ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს ისეთი დავალებები, სადაც მათ ერთი და იმავე ენობრივი მასალის კითხვაც მოუწევთ და წერაც, მაგალითად: მცირე აღწერითი ტექსტების შექმნა (მაგ., ცხოველის, საყვარელი სათამაშოს, საკუთარი ოთახის აღწერა; ოჯახის წევრის, მეგობრის, პერსონაჟის აღწერა-დახასიათება; გარემოს, ყოველდღიური საქმიანობების აღწერა; ტექსტის გარშემო დასმულ შეკითხვებზე წერილობითი პასუხების გაცემა და ა.შ.).

რაც შეეხება ნიმუშების მიხედვით მცირე მოცულობის ფუნქციური ტექსტების შედგენას, მოსწავლეებს მოეთხოვებათ ისეთი პრაგმატული ხასიათის ტექსტების შედგენა, როგორებიცაა თავისი ან სხვისი გაკვეთილების ცხრილი, დღის განრიგი და ა.შ.; მოდელის მიხედვით მარტივი კორესპონდენციის შექმნა (მაგ., ღია ბარათის), ახალი მონაცემების მიხედვით რეცეპტის შედგენა, მოცემული რეპლიკებით დიალოგების აწყობა და ა.შ.;

A2 დონეზე კი მოსწავლეებმა უკვე უნდა შეძლონ: სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის შედგენისას საკომუნიკაციო სიტუაციის განსაზღვრა;  ფაქტებისა და მოვლენების თანმიმდევრობით გადმოცემა; საკუთარი გრძნობებისა და სურვილების მარტივი ფრაზებით გამოხატვა; კონკრეტული პერსონაჟის, ფაქტისა და მოვლენისადმი საკუთარი შეფასება-დამოკიდებულების გამოხატვა; კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მარტივი დასკვნის გამოტანა და ა.შ.;

ლაპარაკი:

6 წლიდან 11 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის:

პირველ ეტაპზე მოსწავლის ალაპარაკება გაჭირდება და არც უნდა დავატანოთ მას ძალა. სამაგიეროდ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რეპროდუცირებას, რომლის მიზანია სწორი გამოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება/განმტკიცება. რეპროდუცირებისთვის გამოიყენება ლექსები, დიალოგები, სკეტჩები.  ამ ასაკის მიზნობრივი ჯგუფისათვის შესაძლებელია ენის გასატეხებისა და გათვლების გამოყენებაც.

 

პროდუცირება შეზღუდული სახით მიმდინარეობს – მოსწავლეები  შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით სვამენ/პასუხობენ კითხვებს, ნიმუშების მიხედვით მონაწილეობენ მარტივ ყოფით სიმულაციურ სიტუაციებში, გაითამაშებენ მარტივ დიალოგებს და სხვა.

11  წლიდან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის:

ამ შემთხვევაშიც სწავლების პირველ ეტაპზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება გამოთქმის დამუშავება და ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობა.

რეპროდუცირებიდან პროდუცირებაზე გადასვლა აქაც თანმიმდევრულად უნდა წარიმართოს როგორც სიმულაციურ, ისე მარტივ რეალურ კომუნიკაციურ სიტუაციებში. დიალოგების გასათამაშებლად, მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა დახმარების მიზნით,  მასწავლებელმა ინტენსიურად გამოიყენოს ე.წ. მოდელირების სტრატეგია, რაც გულისხმობს:

·      გასათამაშებელი დიალოგის ჩარჩოს მიცემას;

·      წინასწარ მსგავს დიალოგებზე დაკვირვებას/მუშაობას;

·      სანიმუშოდ პირველ ეტაპზე მასწავლებლის ჩართვას (მასწავლებელთან ერთად დიალოგის გათამაშებას).

კომუნიკაციის წარმართვამდე მოსწავლეებმა  კარგად უნდა გაიაზრონ საკომუნიკაციო სიტუაციები, ვინაიდან სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ინტერაქციისას ნასწავლი ენობრივი რესურსების (შესაბამისი ლექსიკის, ენობრივი კონსტრუქციების, სათანადო ფორმულებსა და კლიშეების, მარტივი გრამატიკული საკითხების – ზმნის დრო, სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვა, დროსა და სივრცეში ორიენტირებისათვის საჭირო ენობრივი საშუალებები და ა.შ.) გამოყენება.

A2 დონეზე  პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლის ალაპარაკება. უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს საკომუნიკაციო სიტუაციები. მოსწავლე ამ ეტაპზე იწყებს  ნასწავლი ენობრივი მარაგის შედარებით უფრო თავისუფლად გამოყენებას როგორც სიმულაციური, ისე რეალური კომუნიკაციის დროს.

ბ)  მიმართულება: გრამატიკა

გრამატიკის სწავლება საკომუნიკაციო მიზნებს ემსახურება, ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერ ეტაპზე მისი კონტექსტში (და არა კონტექსტიდან მოწყვეტილად) სწავლება. ენობრივ მასალაზე მუშაობა უნდა წარიმართოს არა თეორიული ახსნა-განმარტებებით, არამედ განსხვავებულ საკომუნიკაციო სიტუაციებში ამ ენობრივი მასალის გამოყენებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. მოსწავლეებს არ უნდა ვაიძულოთ არც აღწერით-თეორიული გრამატიკისა და არც წესებისა და ტერმინების ზეპირად დასწავლა. მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თვალსაჩინო მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნონ და კონტექსტში გამოიყენონ მარტივი ენობრივი მექანიზმები, გრამატიკული თავისებურებები და შესაბამისი ენობრივი კონსტრუქციები.

 

პროგრამის შინაარსი

პროგრამის შინაარსში მოცემულია კონკრეტული ტექსტების ტიპები, სავარაუდო თემატიკა და ის პრიორიტეტული სამეტყველო ფუნქციები შესაბამისი სარეკომენდაციო ენობრივი კონსტრუქციებით, ფორმულებითა და ძირითადი გრამატიკული საკითხებით, რომლებითაც შესაძლებელია სტანდარტით განსაზღვრული უნარ-ჩვევების განვითარება.

შესაძლებელია ამ ჩამონათვალის შეცვლა, შევსება ან შემცირება. მთავარია, დასასწავლი ენობრივი მასალისა და კულტურული თემატიკის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნეს, ერთი მხრივ, სტანდარტში მითითებული საკომუნიკაციო ამოცანები და, მეორე მხრივ, მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებები და ინტერესთა სფერო.

საილუსტრაციოდ წარმოვადგენთ დონეების მიხედვით გაწერილ თემებს სავარაუდო თემატური ლექსიკისა და ზოგიერთი სამეტყველო ფუნქციის მითითებით, რომლებიც დაეხმარება მასწავლებელს სასწავლო თემების განსაზღვრაში:

 

A1

A2

1. გაცნობა (პირადი მონაცემები – სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი, მისალმება, დამშვიდობება, მოკითხვა, წარდგენა, გაცვლა კოორდინატების, მისამართების)

2. ოჯახი (ოჯახის წევრები, პირადი მონაცემები, აღწერა/დახასიათება)

3.  ნათესავები (პირადი მონაცემები, პროფესია/საქმიანობა, აღწერა/დახასიათება)

4. ჩემი მეგობრები

5. ჩემი სახლი  (ოთახები, ავეჯი; აღწერა/დახასიათება; დანიშნულება, განლაგება)

6. დღის რეჟიმი (საათი/კვირა...დროის გაგება/დროში ორიენტაცია, ყოველდღიური საქმიანობა)

7. სკოლაში (საგნები, სასკოლო ნივთები, გაკვეთილების ცხრილი, სასკოლო საქმიანობა...)

8. თავისუფალ დროს (გართობა, თამაში, საყვარელი საქმიანობა, ჰობი... შეფასება / დამოკიდებულების / ინტერესის გამოხატვა)

9. წელიწადის დროები (ამინდი, თვეები... სამოსი, შეგრძნებები, ფერები)

10. ცხოველთა სამყარო (ცხოველები, ფრინველები, მწერები... მათი ნაშიერი; მათი საცხოვრებელი; აღწერა/დახასიათება...)

11. საყიდლებზე (მაღაზიები, ბაზარი, სავაჭრო ცენტრი, ფასის გაგება, პროდუქტები, ტანსაცმელი / ფეხსაცმელი; ორიენტაცია სივრცეში; შეფასება / დამოკიდებულების გამოხატვა)

12. სამზარეულო (საჭმელი და სასმელი, კერძები, კულინარული რეცეპტები)

13. სოფელში (ბუნება, გარემო, ბაღი, ბოსტანი... აღწერა/დახასიათება; სივრცეში ორიენტაცია)

14. ქალაქში (ტრანსპორტი, ქუჩაში მოძრაობა, შენობები... გასეირნება; ადგილმდებარეობის მითითება, მარშრუტი)

15. სპორტულ დარბაზში (სპორტული თამაშები, საცურაო აუზი... სხეულის ნაწილები, მოძრაობის გამომხატველი ზმნები... სივრცეში ორიენტაცია; ინტერესის/სურვილის გამოხატვა...)

16. დაბადების დღეზე (საჩუქრები, მისალოცი ბართი, მოწვევა, დაპატიჟება)

17. არდადეგებზე (დასვენება ზღვაზე/მთაში / მეგობართან/სოფელში ბებიასთან..., სტუმრად წასვლა... ორიენტაცია სივრცესა და დროში; მომავლის დაგეგმვა...)

1. წერილი მეგობარს (სოციალური ურთიერთობები: მისალმება, მოკითხვა... ინფორმაციის გაცვლა, აღწერა/დახასიათება; შეფასება/დამოკიდებულების გამოხატვა...)

2. სკოლის გარემო (თანაკლასელებთან ურთიერთობა... სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება...)

3. სადგურში (დროსა და სივრცეში ორიენტირება, სოციალური ურთიერთობები, ინფორმაციის გაცვლა)

4. კაფეში... (მენიუს გაგება, სურვილის / შეფასება / დამოკიდებულების გამოხატვა;

კერძისა და სასმელის დაკვეთა / შეკვეთის მიცემა)

5. ვიზიტი ექიმთან  (ექიმი, საავადმყოფო, წამლები, აფთიაქი, შეგრძნებების გამოხატვა... ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა; მიზეზშედეგობრივი კავშირები)

6.  პროფესიები (შეფასება-დამოკიდებულების / ინტერესის გამოხატვა; აღწერა/დახასიათება; ინფორმაციის გაცვლა; სხვადასხვა პროფესიები და პროფესიული საქმიანობები, შესაბამისი ლექსიკა)

7. მომავალი გეგმები (სწავლისა და მომავალი სამუშაოს შესახებ საუბარი)

8. ჰობი (ინტერესები და სურვილები, აღწერა / დახასიათება, შეფასება-დამოკიდებულების გამოხატვა...)

9. დღესასწაულები (ახალი წელი, ზეიმები, ტრადიციები, სადღესასწაულო სუფრა... სოციალური ურთიერთობები, შეფასება / დამოკიდებულების გამოხატვა, სურვილები...)

10. ეტიკეტი (როგორ ვიქცევით სკოლაში, სახლში, ტრანსპორტში, ქუჩაში, მაღაზიაში...)

11. ჩემი საყვარელი მწერალი (აღწერა / დახასიათება, სოციალური ურთიერთობები, ინფორმაციის გაცვლა, შეფასების / დამოკიდებულების გამოხატვა, ემოციები...)

12. უცხო ქალაქში (ღირსშესანიშნაობები, ინფორმაციის გაგება, ქალქაში მოძრაობა,  ინსტრუქციები; მარშრუტი; დროსა და სივრცეში ორიენტირება...)

13. ექსკურსიაზე (მოგზაურობა, მარშრუტის გარკვევა, მითითება; ორიენტაცია სივრცესა და დროში; აღწერა/დახასიათება...)

14. საყვარელი გადაცემები (ინფორმაციის გაცვლა, აღწერა/დახასიათება; შეფასება-დამოკიდებულება, ინტერესები...)

 

 

შეფასების სისტემა და შეფასების კომპონენტები

მოსწავლეები ფასდებიან იმ დონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლებსაც ისინი ეუფლებიან. სწავლების განმავლობაში ისინი  ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) საშინაო დავალება; ბ) საკლასო  დავალება და გ) შემაჯამებელი დავალება. შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში კი აუცილებელია მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.

1.  საშინაო და საკლასო დავალებები:   ამ კომპონენტებით შეფასდება შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ენობრივი ცოდნა და უნარები

·        ლექსიკური ცოდნა

·        გრამატიკული ცოდნა

·        ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები (ცოდნის კონტექსტში გამოყენება)

·        გამოთქმა

·          მართლწერა

 

კომუნიკაციური უნარები

·          კითხვა-გაგება

·          ხმამაღალი კითხვა

·          მოსმენა-გაგება

·          ზეპირი კომუნიკაცია (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი)

·          წერითი კომუნიკაცია

 

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები

  • შემოქმედებითობა
  • თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან)
  • სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენის, ლაპარაკის)
  • სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის  ხარისხი

 

უნარ-ჩვევების შეფასება შესაძლებელია შემდეგი დავალებებით:

1. სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებით (მაგ., სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფორმის წარმოება,  შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა);

2. სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანების გადაჭრით (მაგ., შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე,  სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი/შენი მეწყვილის ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა);

3. სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულებით როგორც დამოუკიდებლად, ისე მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად (მაგ., გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ  მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, დაახასიათე, მოყევი და სხვა);

4. სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა როგორც დამოუკიდებლად, ისე მეწყვილესთან ერთად ან  ჯგუფურად (მაგ., შეადგინე მისალოცი ბარათი / დაწერე პირადი წერილი;  მოამზადე ინტერვიუ ახალგაცნობილ ქართველ მეობართან; დაწერე დღიური/მოგონება და სხვა).

 

2. შემაჯამებელი დავალებების ნიმუშები განმსაზღვრელი შეფასებისათვის:

ა. ზოგადი რუბრიკის ნიმუში წერითი და ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის:

·        პირობასთან შესაბამისობა

·        კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

·        ენობრივი უნარ-ჩვევები

·        შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

 

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წერითი და ზეპირი შემაჯამებელი დავალებები:

·        დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;

·        ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;

·        10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;

·        შეფასების სქემაში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს პირველი სამი კრიტერიუმი (პირობასთან შესაბამისობა, კომუნიკაციური უნარ-ჩვევები და ენობრივი უნარ-ჩვევები);

·         შემოქმედებითი უნარ-ჩვევების შემოწმება დამოკიდებულია დავალებაზე, საგანმანათლებლო პრიორიტეტებსა და სწავლების კონკრეტულ ეტაპზე.

·        ენობრივი სიზუსტის დაცვა მოსწავლეს მოეთხოვება მხოლოდ ნასწავლ მასალასთან მიმართებაში. უცნობ ენობრივ მასალაში დაშვებული შეცდომის გამო მოსწავლეს ქულა არ უნდა დააკლდეს.

 

ნიმუში 1: შემაჯამებელი დავალება წერითმეტყველებაში  A2 დონისათვის

დავალების პირობა:  დააკვირდი სქემაზე შენს მონიშნულ მარშრუტს და წერილობით აუხსენი მეწყვილეს, როგორ მოვიდეს შენამდე.

ყურადღება მიაქციე!                     

1. რომელი გზით არის უკეთესი წამოსვლა, შენამდე ადვილად რომ მოვიდეს?

2. ურჩიე, რით ჯობია, რომ წამოვიდეს.

3. მიუთითე, როგორ მოვიდეს შენამდე.

4. შესთავაზე სხვა ვარიანტიც.

გამოიყენე!

1.      გირჩევ, უნდა, შეგიძლია

 

                      (სიტყვების მინიმალური რაოდენობა – 20)

კრიტერიუმები შემაჯამებელი წერითი დავალებისათვის

ქულები

პირობასთან  შესაბამისობა

 

იცავს სიტყვების რაოდენობის  ქვედა ზღვარს;

0 – 1

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (შეთავაზებულია გზის ორი ვარიანტი).

0 – 1

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

 

სწორად არის ახსნილი პირველი გზა

0 – 1 -  2

სწორად არის ახსნილი მეორე გზა

0 – 1 – 2

ენობრივი უნარ-ჩვევები

 

სწორად იყენებს ზმნის ფორმებს.

0 – 1 – 2

სწორად იყენებს ნასწავლ ლექსიკას.

0  – 1 – 2

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10                          

 

ნიმუში 2:  შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში

დავალების პირობამოცემულ სურათებზე დაყრდნობით შეადგინე და მოყევი პატარა ამბავი. დააზუსტე პერსონაჟთა ვინაობა, დაახასიათე ისინი, კონკრეტულად გადმოეცი მოვლენები, მიუთითე მოქმედებათა თანამიმდევრობა, დრო და ადგილი. საუბრის მინიმალური დრო 3 წუთი.

კრიტერიუმები მოცემული  შემაჯამებელი დავალებისათვის

ქულები

პირობასთან შესაბამისობა

 

იცავს დროის ლიმიტს

0 – 1

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს

0 – 1

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

 

თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს

0 – 1

განსაზღვრავს მოქმედების დროსა და სივრცეს

0 – 1

ენობრივი უნარ-ჩვევები

 

იყენებს ნასწავლი დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ენობრივ ფორმებს

0-2

ადეკვატურად იყენებს ზმნის ახლანდელი, წარსული და მომავალი დროის ფორმებს                                                               

0 – 1

იყენებს ნასწავლ ლექსიკას

0 – 1

შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

 

ავლენს ფანტაზიის უნარს,  ორიგინალურობას

0 – 1

იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით

0 – 1

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10

 

ბ. შემაჯამებელი დავალებები კითხვასა და მოსმენაში

კითხვისა და მოსმენის უნარ-ჩვევები (ისე როგორც ლექსიკურ-გრამატიკული) ფასდება უმეტესად ტესტური დავალებებით. ქულის გამოსაყვანად მოსახერხებელია, რომ ტესტური დავალება შედგებოდეს 10 საკითხისაგან (ან კითხვისაგან), რომელთაგან ყოველი სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება (შესაბამისად, არასწორი შეფასდება ნულით).

განსხვავებულად ფასდება ხმამაღალი კითხვის უნარები. გთავაზობთ შესაძლო ვარიანტს:

 

1.

კითხულობს უშეცდომოდ და შეუფერხებლად.

0 – 1 – 2 – 3

2.

მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.

0 – 1 – 2 – 3

3.

კითხულობს გამომსახველობით: ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს; სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას, სხეულის ენას.

0 – 1 – 2 – 3 – 4

ქვემოთ ცალ-ცალკე წარმოვადგენთ ქართული ენის პროგრამებს მოდულების მიხედვით.

 

ქართული ენის პროგრამები მოდულების მიხედვით

I მოდული

(6-დან 11 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი)

წარმოდგენილი საგნობრივი პროგრამა განსაზღვრავს:

1.      წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებს;

2.      შეფასების ინდიკატორებს მიმართულებების მიხედვით;

3.      პროგრამის შინაარსს:

·       შინაარსობრივი პრიორიტეტები: ძირითადი სამეტყველო ფუნქციები სათანადო ენობრივი კონსტრუქციებითა და ფორმულებით;

·        სოციოკულტურა და კულტურა;

·        ტექსტის ტიპები.

A1

1.    წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

სწავლების დამთავრების შემდეგ მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·        ნელა და მკაფიოდ ნათქვამი მცირე ზომის მარტივი ტექსტების (მინიდიალოგების, აღწერითი და თხრობითი ტექსტების) ძირითადი შინაარსის მოსმენა და გაგება;

·        ნაცნობი მარტივი ფრაზებისა და მიკროტექსტების თავისუფლად წაკითხვა;

·        მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ილუსტრირებული ტექსტის წაკითხვა და ზოგადი შინაარსის გაგება;

·        გარკვეული საყრდენების ან მოდელის დახმარებით მარტივი ყოფითი მიკროტექსტების დაწერა;

·        ნასწავლი სიტყვებისა და ფრაზების სწორად და გარკვევით წარმოთქმა;

·        კითხვების დახმარებით ადამიანის, საგნის, ილუსტრაციის აღწერა;

·        ნასწავლი თემების გარშემო მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა;

·        ნასწავლი თემების გარშემო მარტივი ენით საუბარი.

·        საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვისი ლექსიკის, გამოთქმებისა და შესაბამისი ენობრივი მარკერების ამოცნობა და გამოყენება;

·        ნასწავლი გრამატიკული საშუალებებისა და მარტივი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება.

2.    შეფასების ინდიკატორები მიმართულებების მიხედვით

მოსმენა:

·        ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს, ნელა და გარკვევით ნათქვამ მარტივ წინადადებებს;

·        ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს მოცემული ნიშან-თვისებისა და მათი ადგილმდებარეობის მიხედვით;

·        ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინაობას, გარეგნობას – ფერს, ფორმას, ზომას; რაოდენობას, დროს, ადგილმდებარეობას, მოქმედებებს);

·        ამოიცნობს ადამიანის, საგნის, მოქმედების მარტივ შეფასება-დამოკიდებულებას (მაგ., კარგია / ცუდია);

·        ამოიცნობს ყოველდღიურ მარტივ მოქმედებათა თანამიმდევრობას (მაგ., როდის რას აკეთებს: რვა საათზე იღვიძებს, საუზმობს და მიდის...);

·        ასრულებს მასწავლებლის მარტივ და ხშირად გამეორებულ ინსტრუქციებს;

კითხვა:

·        ამოიცნობს ყველა ბეჭდურ და ნაწერ  ასოს;

·        ავტომატურად და უშეცდომოდ კითხულობს ნასწავლ სიტყვებს;

·        მთლიანი სიტყვებით კითხულობს ორ-სამსიტყვიან წინადადებებს;

·        კითხვის დროს წინადადებ შორის აკეთებს პაუზას.

·        ილუსტრირებულ ტექსტში პოულობს ნაცნობ სიტყვებსა და ორ-სამსიტყვიან წინადადებებს;

·        იგებს ხშირად გამოყენებულ ფრაზებსა და სავარჯიშოების მარტივ ინსტრუქციებს;

·        კითხულობს მოსმენაში დამუშავებულ ან ნაცნობი თემატიკის მქონე მიკროტექსტებს და ამოიცნობს იქ მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას;

·        ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან, პერსონაჟთან;

·        განარჩევს დიალოგსა და თხრობას;

·        ავლენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ (უთითებს და ასახელებს ილუსტრაციებზე ასახულ ზღაპრის პერსონაჟებს, კონკრეტულ რეალიებს – ტანსაცმელს, საკვებს...; პოულობს მსგავსებასა და განსხვავებას საკუთარ სოციოკულტურასთან).

წერა:

·        ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს, ორ-სამწინადადებიან ტექსტებს;

·        კარნახით წერს ორთოგრაფიულად დამახსოვრებულ სიტყვებს;

·        პირადი ან ცხრილის მონაცემებით ავსებს ანკეტას (წერს სახელსა და გვარს, საცხოვრებელ ადგილს, საქმიანობას და ა.შ.);

·        კონკრეტული ინფორმაციით ავსებს ნაკლულ ტექსტს (მაგ., ცხრილის მონაცემებით ავსებს წინადადებებში გამოტოვებულ ადგილებს; მოცემული რეპლიკებს სვამს ნაკლულ დიალოგში და ა.შ.);

·        მოდელის მიხედვით აღწერს ადამიანს, ცხოველს, საგანს და ა.შ.;

·        სათანადოდ იყენებს (სწორად სვამს) სასვენ ნიშნებს წინადადებების ბოლოს.

ლაპარაკი:

·        სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;

·        ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს;

·        ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას;

·        მოკლედ პასუხობს / სვამს მარტივ შეკითხვებს როგორც ნასწავლი თემების გარშემო, ისე კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., რა არის, რა ჰქვია, როგორია, რამდენია და ა.შ.; დაამთავრე? – დიახ/არა; რა გინდა? -კალამი / საშლელი; მაქვს/არ მაქვს; ინდა/არ მინდა  და სხვა);

·        კითხვების დახმარებით მარტივი ენით აღწერს სურათს, პერსონაჟს, საგანს, თანაკლასელს და ა.შ. (მაგ., ვინ/რა არის, რა ჰქვია, როგორია, რამდენიარა ფერია, სად არის და რას აკეთებს და ა.შ.);

·        ნასწავლი მარტივი ენობრივი ფორმულების გამოყენებით საუბრობს საკუთარი თავის შესახებ (მაგ.,  რა ჰქვია და რამდენი წლისაა, როგორია, ვინ ჰყავს და რა აქვს, სად ცხოვრობს, რას აკეთებს, რა უყვარს და რა არ უყვარს და ა.შ.);

·        მოკლედ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, მაგალითად, ნივთის, საჭმლის და ა.შ. მიმართ (მომწონს/არ მომწონს);

·        კითხულობს და ასახელებს მარტივ მიზეზს (რატომ? – იმიტომ, რომ...).

 

გრამატიკა:

·       საკლასო თუ სიმულაციურ სიტუაციებში მარტივი სოციალური ურთიერთობის დასამყარებლად ამოიცნობს და იყენებს სათანადო ლექსიკას (მაგ., მისალმება, დამშვიდობება, მადლობის გადახდა, მობოდიშება, დათანხმება, უარი);

·       ამოიცნობს და/ან იყენებს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს (მაგ., გილოცავ დაბადების დღეს! კარგია/ცუდია! სწორია/არ არის სწორი! ...);

·       აღწერა-დახასიათებისას ამოიცნობს და იყენებს გარეგნობის (ფორმა, ზომა, ფერი) აღმნიშვნელ მარტივ ლექსიკას;

·       კუთვნილებითობის ან დანიშნულების გამოსახატავად ამოიცნობს და იყენებს კონკრეტულ სიტყვათშეხამებებს (მაგ., სკოლის ჩანთა / გიორგის ჩანთა / ჩემი ჩანთა; ქართულის მასწავლებელი, ხატვის გაკვეთილი, საკლასო ოთახი და ა.შ.);

·       ამოიცნობს საკლასო ლექსიკას (მაგ., სიჩუმე! ჩუმად! მომისმინე(თ)! ყურადღებით იყავი(თ)! და ა.შ.).

ამოიცნობს და იყენებს:

·        არსებითი სახელების მხოლობითისა და -ებ-იანი მრავლობითის ფორმებს (ბიჭი/ბიჭები...);

·        პირისა და კუთვნილებით ნაცვალსახელებს;

·        ჩვენებით ნაცვალსახელებს (ეს/ის);

·        კითხვით სიტყვებს (ვის აქვს/უყვარს/მოსწონს...? ვინ აკეთებს/გააკეთა? რას აკეთებს? რა გააკეთა?);

·        მიცემითი ბრუნვის ფორმას დროის გამოხატვის ფუნქციით (ორშაბათს, კვირას...);

·        ნათესაობით ბრუნვას სხვადასხვა ფუნქციით (კუთვნილებითობის, დანიშნულების გამოსახატავად: ძმის ბურთი, სკოლის ჩანთა, ქართულის გაკვეთილი...);

·        მოქმედებით ბრუნვას სხვადასხვა ფუნქციით (დროში ორიენტაციის გამოსახატავად: დილით, ღამით... ინსტრუმენტალისის ფუნქციით: მიდის ფეხით / ავტობუსით, თამაშობს ბურთით, წერს კალმით და სხვა);

·        ნასწავლი ზმნების ახლანდელი (აწმყო) და წარსული (წყვეტილი) დროის ფორმებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;

·        ყოფნა ზმნას სამივე დროში (არის – იყო – იქნება);

·       მაქვს/მყავს ფორმებს;

·        ზე/ში თანდებულებს ადგილმდებარეობისა  (ტყეში, სახლში, ხეზე, მაგიდაზე...) და დროის გამოხატვის ფუნქციით (ივნისში, ზაფხულში, გაზაფხულზე...);

სწორად იყენებს:

·        სახელობით, მოთხრობით და მიცემით ბრუნვებს ნასწავლ ზმნებთან (ბიჭი/გოგო მიდის, მღერის...; აქვს ბურთი/ჩანთა...; უყვარს შოკოლადი...; ბიჭს/გოგოს აქვს; ჭამს ნაყინს; ბიჭმა დახატა...);

·        III სუბიექტური პირის ნაცვალსახელს მხოლობით რიცხვში სხვადასხვა ტიპის ზმნასთან (ის არის, თამაშობს...; მას აქვს, ჰყავს, მოსწონს...);

·        არის//-ა ზმნას შედგენილი შემასმენლის ფუნქციით (ის არის ბიჭი // ის ბიჭია);

·        იმიტომ, რომ კავშირს მარტივი მიზეზის გამოსახატავად (მომწონს იმიტომ, რომ ლამაზია);

·        არა/არ ნაწილაკებს (გინდა? – არა; არ მინდა; გიყვარს? – არა; არ მიყვარს).

 

პროგრამის შინაარსი

შინაარსობრივი პრიორიტეტები: ძირითადი სამეტყველო ფუნქციები სათანადო ენობრივი კონსტრუქციებითა და ფორმულებით.

სამეტყველო ფუნქციები

ენობრივი კონსტრუქციები და ფორმულები

1.1. სოციალური ურთიერთობები

მისალმება

გამარჯობა!   დილა _ მშვიდობისა!   საღამო მშვიდობისა!   სალამი!

მოკითხვა

როგორ ხარ?  კარგად / ცუდად         

დამშვიდობება

ნახვამდის! კარგად იყავი!

მადლობის გადახდა

გმადლობ!

მობოდიშება

ბოდიში!

წარდგენა (საკუთარი თავის/სხვისი), გაცნობა

მე ვარ + (სახელი) / ეს არის + (სახელი); მე მქვია... / მას ჰქვია...

მილოცვა (დაბადების დღის, დღესასწაულის)

გილოცავ დაბადების დღეს! 

დათანხმება, უარი

დიახ / არა

წახალისება, ქება-შექება

ყოჩაღ! / კარგია!

შეთავაზება

მოდი . . . / გინდა. . .

1.2. ინფორმაციის გაცვლა

პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი

რამდენი წლის ხარ? _ მე ვარ + ...…წლის;    რა გქვია შენ? _ მე მქვია + (სახელი);

რამდენი წლის არის/წლისაა ...? _ ის არის + ...…წლის / ის ... წლისაა; ცხოვრობს + ...-ში  

ოჯახი / ნათესავები

ეს არის ჩემი + არს. სახელი (სახ-ში) … ;     მე მყავს  ორი + არს. სახელი (სახ-ში)

საკუთრების შესახებ

მაქვს/არ მაქვს; მყავს/არ მყავს + არს. სახ. (სახ-ში);  ბიჭს აქვს/ჰყავს + არს. სახ. (სახ-ში);  ეს გიორგის წიგნია;  ეს ჩემი/შენი/მისი წიგნია; ჩვენი  ბურთია.

პროფესიის/ხელობის შესახებ

მე ვარ + ...

სახელდება პიროვნების / საგნის

ვინ არის ეს? _ ეს არის + არს. სახ. (სახ-ში);  რა არის ეს? _ ეს არის + არს. სახ. (სახ-ში); ეს არ არის + არს. სახელი (სახ-ში), ეს არის + არს. სახელი (სახ-ში)

ჯანმრთელობის შესახებ

როგორ ხარ? _ ცუდად/ავად ვარ; კარგად ვარ

საკუთარი ან სხვისი საქმიანობის, აქტივობის შესახებ

რას ვაკეთებ? _ ვსწავლობ, ვუსმენ, ვიბან...  ის რას აკეთებს? _ წერს, კითხულობს, ზის... / ისინი სწავლობენ, დახტიან...

კვებითი ჩვევების შესახებ

ვსვამ/ვჭამ + ... საათზე;         ვსვამ/ვჭამ + არს. სახელი (მიც-ში)

1.3. აღწერა, დახასიათება

ადამიანის გარეგნობა

როგორია? _ ... არის მსუქანი //... მსუქანია...   მაქვს/აქვს + გრძელი თმა...

ადამიანის ჩაცმულობა

მაცვია/აცვია + ... / ახურავს, უკეთია...

ადამიანის ხასიათი

როგორი ადამიანია? _ ... არის კეთილი, მხიარული //... კეთილია, მხიარულია...

საგნის, შენობის (სახლი, სკოლა...), ცხოველის, ფრინველის აღწერა

როგორია? _ ... არის დიდი/წითელი //  ... დიდია/წითელია;  აქვს გრძელი კუდი. დახტის ხეზე. უყვარს ბანანი...;  ...-ზე დიდი / ...-ზე პატარა

1.4. შეფასება, დამოკიდებულების გამოხატვა

საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა (ნივთის, საქმიანობის, ამინდის, საჭმლის... მიმართ)

მომწონს/არ მომწონს + არს. სახ. (სახ-ში); მიყვარს/არ მიყვარს + არს. სახ. (სახ-ში); მომწონს/არ მომწონს + საწყისი; მიყვარს/არ მიყვარს + საწყისი

დადებითი, უარყოფითი შეფასება (ნივთის, საქმიანობის, საჭმლის...)

როგორია? _ კარგია/ცუდია...

1.5. საჭიროების, სურვილის გამოხატვა

სურვილის შესახებ

მინდა/არ მინდა + არს. სახელი (სახ-ში); მინდა/არ მინდა + საწყისი

1.6. გრძნობების, ემოციის გამოხატვა

სიხარული

 

სინანული

 

ინტერესი

 

1.7. დროში ორიენტირება

მითითება საათის/დღის/კვირის/თვის/წლის

როდის?  --  დილით   შუადღისას საღამოს; რომელი საათია?   ცხრა საათია;     

რომელ საათზე რას აკეთებს? -(მხოლობითში/მრავლობითში);   დღეს ორშაბათია... / ორშაბათს...   აპრილში... გაზაფზულზე, ზამთარში...

1.8. სივრცეში ორიენტირება

ადგილმდებარეობის მითითება (ადამიანის, ნივთის, ცხოველის, მარშრუტის...)

სად არის + ...? _ ... არის + ...-ში/-ზე;    აქ / იქ; მარჯვნივ / მარცხნივ; წინ / უკან; ქვევით / ზევით            ...-ის წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ...

მიმართულების განსაზღვრა

მიდის + ...-ში

1.9. ლოგიკური კავშირის გამოხატვამიზეზი        რატომ? _ იმიტომ, რომ     

1.10. ინტერაქცია საკლასო ოთახში

მასწავლებლის მითითებები

ადექი(თ)!  დაჯექი!/დასხედით! გადაშალე(თ) წიგნ(ებ)ი! გამოდი(თ) დაფასთან! წაშალე(თ) დაფა!  სიჩუმე!  ჩუმად! ითამაშე(თ)!  შეხედე(თ)!  მომისმინე(თ)! გავიმეოროთ ერთად!  დახატე(თ)!   გააფერადე(თ)...

სწრაფად!  ყურადღებით იყავი(თ)! მომისმინე(თ)! მიპასუხე! გაიმეორე(თ)!  დავაკავშიროთ!  მოვძებნოთ!   მაჩვენე(თ)!

 

სოციოკულტურა და კულტურა:

1.      ტრადიციული საბავშვო თამაშები, პერსონაჟები;

2.      დღესასწაული და ტრადიციები (ახალი წელი; კერძები, სამოსი...);

 

ტექსტის ტიპები:

1.      საბავშვო ლექსები და სიმღერები; ენის გასატეხები და გამოცანები;

2.      სასწავლო მიზნით შექმნილი მინიდიალოგები და მცირე ზომის აღწერითი ხასიათის ტექსტები;

3.      მცირე ზომის თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტები (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი);

4.      პრაგმატული ტექსტები (ანკეტა, კატალოგი, გაკვეთილების ცხრილი, მენიუ...).

5.      მარტივი კორესპონდენცია (ღია ბარათი);

6.      კროსვორდები და რებუსები;

7.      მასწავლებლის მითითებები და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციები;

8.      მულტიმედიური ტექსტები:  საპროგრამო თემატიკაზე შექმნილი აუდიო-ვიდეო მასალა.

 

სასწავლო რესურსად, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს:

ქართულის, როგორც მეორე ენის გრიფირებული სახელმძღვანელო („ქართული ენა” – 1, 2, 3, 4 დონეები).  

ყველა დონის სახელმძღვანელოს თან ახლავს:

•   მოსწავლის რვეული

•   მასწავლებლის წიგნი

•   კომპაქტდისკი

•   საგანმანათლებლო თამაშები (http://www.buki.ge/  (ვისწავლოთ ქართული).

სახელმძღვანელოები ატვირთულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზეც:  http://mes.gov.ge/;   http://elibrary.emis.ge/ge/ .

 

II მოდული

(11-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი)

A1

ენის ფლობის A1 დონის საგნობრივ პროგრამაში წარმოდგენილია:

1.      წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები;

2.      შეფასების ინდიკატორები მიმართულებების მიხედვით;

3.      პროგრამის შინაარსი:

·        სამეტყველო აქტები;

·        თემატიკა (ყოფითი თემები და სოციოკულტურა და კულტურა);

·        ძირითადი ენობრივი საკითხები;

·        ტექსტის ტიპები;

·        შინაარსობრივი პრიორიტეტები: ძირითადი სამეტყველო ფუნქციები სათანადო ენობრივი კონსტრუქციებითა და ფორმულებით.

 

1.    წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

სწავლების დამთავრების შემდეგ მოსწავლემ უნდა შეეძლოს:

·     მცირე ზომის მარტივი ილუსტრირებული ტექსტების ზოგადი შინაარსის მოსმენა და გაგება;

·     მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ილუსტრირებული ტექსტის წაკითხვა და ზოგადი შინაარსის გაგება;

·     მოდელის მიხედვით ან გარკვეული საყრდენების დახმარებით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის წერა ნასწავლი თემატიკის გარშემო (მაგ., ანკეტის შევსება, მისალოცი ბარათის, მენიუს შედგენა და ა.შ.);

·     ლექსების ზეპირად წაკითხვა; მარტივი დიალოგებისა და სცენების გათამაშება;

·     ილუსტრაციების აღწერა;

·     მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა;

·     ნაცნობი თემების გარშემო მარტივი ენით საუბარი; 

·     მოკლე სატელეფონო საუბრის წარმართვა;

·     საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვისი გამოთქმების, შესაბამისი ენობრივი მარკერების (მაგ., დროისა და სივრცის, მოქმედებისა და ინტენსივობის გამომხატველი სიტყვების) ამოცნობა და გამოყენება;

·     კონკრეტული სიტყვათშეხამებების, ცალკეული ნასწავლი მარტივი დარგობრივი ლექსიკის ამოცნობა და გამოყენება;

·     ნასწავლი სახელისა და ზმნის კონკრეტული ფორმების, შესაბამისი გრამატიკული საშუალებებისა და მარტივი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება;

·     შესაბამისი სასვენი ნიშნების გარჩევა და სათანადო ფუნქციით მათი გამოყენება.

2.    შეფასების ინდიკატორები მიმართულებების მიხედვით

მოსმენა:

·        ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს, ნასწავლ ენობრივ ფორმულებსა და კონსტრუქციებს;

·        ამოიცნობს მარტივ საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, თანამოსაუბრეებს, სასაუბრო თემას);

·        ამოიცნობს ინტონაციით გამოხატულ მარტივ ემოციებს (სიხარულს, გაკვირვებას, გაბრაზებას...);

·        ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას;

·        ამოიცნობს კონკრეტულ დეტალებს (ვინ, რა, სად, როდის, რამდენი, როგორი  და ა.შ.);

·        განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;

·        განასხვავებს მეტყველების ფამილარულ და თავაზიან ფორმებს;

·        განარჩევს ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (თხოვნა, შეკითხვა, ბრძანება);

·        ასრულებს მასწავლებლის მარტივ მითითებებსა და ხშირად გამეორებულ ინსტრუქციებს.

კითხვა

·        ამოიცნობს ყველა ბეჭდურ/ნაწერ ასოს და სწორად წარმოთქვამს მათ;

·        გამართულად და გარკვევით კითხულობს ნასწავლ სიტყვებს, ფრაზებსა და მცირე ზომის ნაცნობ ტექსტებს;

·        კითხვისას იცავს შესაბამის ინტონაციას;

·        ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორი, ადრესატი, მიზანი);

·        მარტივი საკითხავი ამოცანების შესასრულებლად სხვადასხვა ტიპის ტექსტში პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., განრიგის, ტელეპროგრამის, კატალოგის და ა.შ. მონაცემებს; ნივთის, საგნის ნიშან-თვისებებს-წონას, ზომას, ფერს, მასალას; მითითებულ რაოდენობასა და  ფასს; პერსონაჟთა თვისებებს, მოქმედების დროსა და ადგილს და ა.შ.);

·        ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;

·        კონკრეტულ შინაარსს აკავშირებს სათანადო აბზაცთან, ილუსტრაციას შესაბამის ეპიზოდთან / წარწერის შინაარსთან;

·        განარჩევს ავტორისა და პერსონაჟის სიტყვებს;

·        ავლენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ (ამოიცნობს ილუსტრაციებსა და ტექსტებში ასახულ კულტურის რეალიებს; ასახელებს მსგავსებასა და განსხვავებას საკუთარ სოციოკულტურასთან მიმართებაში და ა.შ.)..

წერა:

·        იცავს ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს;

·        კარნახით წერს წინადადებებსა და მიკროტექსტებს;

·        კონკრეტული მითითების მიხედვით ან გარკვეული საყრდენების დახმარებით წერს მარტივ კორესპონდენციას;

·        განსაზღვრავს კორესპონდენციის საკომუნიკაციო სიტუაციას (ადრესატს, მიზანს);

·        მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (მაგ., ადგენს საკუთარი გაკვეთილების ცხრილს, დღის განრიგს, სასურველ ტელეპროგრამას და ა.შ.);

·        ნიმუშის მიხედვით აღწერს ადამიანს (უთითებს თვალის ფერს, თმის ფერს, გარეგნობას), საგანსა და ნივთს სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით (ფერი, ზომა, ფორმა, მასალა და ა.შ.), საცხოვრებელ ადგილს (მიუთითებს მდებარეობას, ოთახების, ნივთების განლაგებას და ა.შ.);

·        აღწერს ყოველდღიურ საქმიანობებს;

·        სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილ, მძიმე, კითხვის ნიშანს, ტირეს).

ლაპარაკი:

·        სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს, სიტყვებსა და ფრაზებს;

·        ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, მახვილებს;

·        ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას;

·        სვამს/პასუხობს მარტივ კითხვებს ნაცნობი თემების გარშემო საკლასო ან სიმულაციურ სიტუაციებში (მაგ., გაცნობა/წარდგენა, ოჯახისა და ნათესავების შესახებ, ვიზიტი ექიმთან, კაფეში/მაღაზიაში, სატელეფონო დიალოგები და სხვა); 

·        გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., შეიძლება გავიდე? შეიძლება, ეს ავიღო? და ა.შ.);

·        მოკლედ პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე;

·        მარტივი ფრაზებით აღწერს სურათს, საკუთარ საცხოვრებელს/ოთახს და ა.შ.;

·        ნაცნობი ლექსიკის, მარტივი ენობრივი ფორმულებისა და კონსტრუქციების გამოყენებით (და/ან მასწავლებლის დახმარებით) საუბრობს საკუთარ თავზე, ახლობლებზე (მაგ., ასახელებს პირად მონაცემებს, სურვილებსა და ინტერესებს, ყოველდღიურ საქმიანობას და ა.შ.);

·        სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას იცავს მისთვის უცხო სოციოკულტურისთვის დამახასიათებელ ნორმებს.

გრამატიკა:

·        საკლასო თუ სიმულაციურ სიტუაციებში მარტივი სოციალური ურთიერთობის დასამყარებლად ამოიცნობს და იყენებს სათანადო ლექსიკას ან კონკრეტულ სიტყვათშეხამებებს (მისალმება, დამშვიდობება, მადლობის გადახდა, მობოდიშება, დათანხმება, უარი, მაგ., სალამი / დილა მშვიდობისა! საღამო მშვიდობისა! კარგად იყავი!  და ა.შ.);

·        ამოიცნობს და იყენებს თავაზიან და ფამილარულ ფორმებს (მაგ., როგორ ხარ? როგორ ბრძანდებით? კარგად იყავი!  კარგად ბრძანდებოდეთ! ვინ გნებავთ? _ თუ შეიძლება, ...-ს სთხოვეთ! გისმენთ!  და ა.შ.);

·        მარტივი ინფორმაციის გასაცვლელად ამოიცნობს და იყენებს შესაბამის ლექსიკას პირადი მონაცემების, ოჯახის / ნათესავების, საქმიანობის, კვებითი ჩვევების და ა.შ. შესახებ;

·        პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას იყენებს სათანადო ენობრივ საშუალებებსა და კონკრეტულ სიტყვათშეხამებებს (მაგ., ...-ზე დიდი/პატარა, უფრო დიდი, ყველაზე დიდი; ულვაშიანი... და ა.შ.);

·        ამოიცნობს და იყენებს დროისა და სივრცის გამომხატველ სიტყვებსა და სიტყვათშეხამებებს (მაგ., დილით, შუადღისას, საღამოს; აქ/იქ; მარჯვნივ/მარცხნივ; წინ/უკან და ა.შ.).

·        კითხვებზე დაყრდნობით სწორად სვამს სახელს ბრუნვაში (ვინ თამაშობს? – ბიჭი; ვის აქვს? – ბიჭს;  რა აქვს? – ბურთი; რას თამაშობს? – ბურთს);

·        სწორად იყენებს ნასწავლი მსაზღვრელ-საზღვრულის კონკრეტულ სიტყვათშეხამებებს, მაგ., ჩემს ძმას, ლამაზ კაბას, ორ ბავშვს, ჩემი ძმის, ორ აპრილს და სხვა);

·        მარტივი მიზეზის გამოსახატავად იყენებს იმიტომ, რომ კავშირს (მაგ., გაცივდა იმიტომ, რომ უქუდოდ გავიდა; ტირის იმიტომ, რომ კბილი სტკივა  და სხვა).

განარჩევს და იყენებს:

·        ნასწავლი ბრუნვის ფორმებს სხვადასხვა ფუნქციით;

·        ზედსართავი სახელის უფროობითი ხარისხის ფორმებს შედარების გამოსახატავად;

·        ნასწავლი სახელების შეკუმშულ და შეკვეცილ ფორმებს სათანადო ფუნქციის გამოხატვისას (მაგ., ძმის ბურთი, ატმის ხე და ა.შ.);

·        ნასწავლი ზმნების საწყის ფორმებს;

·        ნასწავლი ზმნების ახლანდელი (აწმყო), წარსული (წყვეტილი) და მომავალი (მყოფადი) დროის ფორმებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;

·        III სუბიექტური პირის ნაცვალსახელს სხვადასხვა ტიპის ზმნასთან (ის თამაშობს/ერთობა, ისინი თამაშობენ/ერთობიან; მას მოსწონს, აინტერესებს / მათ მოსწონთ, აინტერესებთ...).

3.  შინაარსი

1. სამეტყველო აქტები

·        ინტერაქცია სოციალურ რიტუალებში:  მისალმება-დამშვიდობება, მოკითხვა,  გაცნობა, მადლობის გადახდა,  მილოცვა, თანხმობა/უარი, ტელეფონით საუბარი;

·        ინტერაქცია ინფორმაციის მოსაპოვებლად:  პირადი მონაცემების გაცვლა (ვინაობა, ასაკი, ეროვნება, საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი); ადამიანის / ცხოველის / საგნის აღწერა/დახასიათება (გარეგნობა, ფერი, ფორმა, ზომა...);  თარიღის, ამინდის გაგება;  საკუთარი ან სხვისი ყოველდღიური საქმიანობა;

·        ინტერაქცია შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ:  მოწონება/არ მოწონება; სურვილისა და ინტერესის გამოხატვა; დადებითი და უარყოფითი შეფასება (კარგია, ცუდია...);  

·        ინტერაქცია ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ:  მარტივი ემოციებისა და შეგრძნებების გამოხატვა (სიხარული, ტკივილი, სიცივე, სიცხე...);

·        ინტერაქცია დროისა და სივრცის შესახებ: დროის მითითება (საათის / დღის / კვირის / თვის / წლის), მოქმედების ქრონოლოგიური თანამიმდევრობის განსაზღვრა (ჯერ / შემდეგ), ადგილმდებარეობისა და მიმართულების მითითება.

2. თემატიკა

შესაძლებელია ამ ჩამონათვალის შეცვლა, შევსება ან შემცირება.

I.  ყოფითი თემები:

1.      საკუთარი თავის შესახებ (პირადი მონაცემები, დაბადების დღე, საქმიანობა, ინტერესები);

2.      სახლი და უახლოესი გარემო (ოჯახი/ნათესავები; ქალაქი/სოფელი; საცხოვრებელი ადგილი, სახლის ინტერიერი, ავეჯი / საყოფაცხოვრებო ნივთები);

3.      ყოველდღიური ცხოვრება (სკოლა, სასწავლო საგნები, სასკოლო ნივთები და აქტივობები; დღის განრიგი);

4.      თავისუფალი დრო, გართობა (თამაში / სათამაშოები, სპორტი, სეირნობა, ცხოველთა სამყარო);

5.      ჯანმრთელობა (სხეულის ნაწილები; ავადმყოფობა, წამალი, ექიმი, საავადმყოფო);

6.      საჭმელ-სასმელი (ხილი, ბოსტნეული, სურსათი; ჭურჭელი);

7.      საყიდლები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი; მაღაზიები);

8.      ამინდი (წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები; ბუნების მოვლენები).

II.   სოციოკულტურა და კულტურა

1.      ტრადიციული თამაშები, პერსონაჟები;

2.      დღესასწაულები და ტრადიციები (ახალი წელი; კერძები; სამოსი; აქსესუარები);

3.      ყოფითი რეალიები;

3. ძირითადი ენობრივი საკითხები:

·        ფონეტიკა და ორთოეპია: ბგერა/ასო; მარცვალი; ხმოვანი და თანხმოვანი; ქართული სპეციფიკური თანხმოვნები;

·        მორფოლოგია: სახელის რიცხვი; კონკრეტულ ბრუნვათა ფუნქციები; პირის, კითხვითი და კუთვნილებითი ნაცვალსახელები; რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები; ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები; სახელთა წარმოქმნის ცალკეული შემთხვევები; პირისა და რიცხვის გამოხატვა  სხვადასხვა ტიპის ზმნებში; ნასწავლი ზმნების ახლანდელი, წარსული და მომავალი დროის ფორმები (აწმყო, წყვეტილი, მყოფადი); თანდებულები და ზმნიზედები კონკრეტული ფუნქციით (დრო,  ადგილი, მოქმედების ინტენსივობა – არასოდეს, ზოგჯერ, ხშირად, ყოველთვის და ქრონოლოგიური თანამიმდევრობა); 

·        სინტაქსი: წინადადება მოდალობის მიხედვით – თხრობითი და კითხვითი წინადადებები;  მარტივი სინტაქსური კონსტრუქციები;

·        პუნქტუაცია: წერტილი, მძიმე, კითხვის ნიშანი.

4. ტექსტის ტიპები

·     მხატვრული ლიტერატურა: პროზაული და პოეტური ნაწარმოებები ენის გასატეხები, გამოცანები და ანდაზები, ლექსები, ადაპტირებული მოთხრობები, ლეგენდები და ზღაპრები;

·     არამხატვრული ლიტერატურა:  ა) პრაგმატული ტექსტები – გაკვეთილების ცხრილი, განრიგი, ტელეპროგრამა, რეცეპტი, კატალოგი, ანკეტა; ბ) მარტივი კორესპონდენცია – ღია ბარათი, მცირე ზომის პირადი წერილი; გ) მარტივი საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები – სტატიები საბავშვო წიგნებიდან, ჟურნალებიდან და გაზეთებიდან;

·     მედია/მულტიმედია ტექსტები:  ადაპტირებული კომიქსები, ქართული ანიმაციური ფილმები, სიმღერები, საპროგრამო თემატიკაზე შექმნილი აუდიო-ვიდეო სასწავლო რესურსები;

·     სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) ტექსტები: თემატური დიალოგები, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები.

შინაარსობრივი პრიორიტეტები: ძირითადი სამეტყველო ფუნქციები სათანადო ენობრივი კონსტრუქციებითა და ფორმულებით

სამეტყველო ფუნქციები

ენობრივი კონსტრუქციები და ფორმულები

1.1. სოციალური ურთიერთობები

                                

მისალმება

გამარჯობა! 

მოკითხვა

როგორ ხარ / ბრძანდებით?   

დამშვიდობება

კარგად ბრძანდებოდეთ!  ღამე მშვიდობისა!

წარდგენა (საკუთარი თავის/სხვისი), გაცნობა

გაიცანით, ეს არის ... / ...-ა

მილოცვა (დაბადების დღის, დღესასწაულის)

გისურვებ(თ) ჯანმრთელობას, ბედნიერებას...    

დათანხმება, უარი

კი, კარგი,         

წახალისება

კარგია!

ტელეფონით საუბარი

ვინ გნებავთ? _ თუ შეიძლება, ...-ს სთხოვეთ! გისმენთ!  ნომერი შეგეშალათ, სხვაგან მოხვდით...

1.2.ინფორმაციის გაცვლა

 

პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი

რამდენი წლის არის/წლისაა ... /შენი ...? _ ის არის + ...…წლის / ის ... წლისაა; ცხოვრობს + ...…-ში;  დავიბადე / ვცხოვრობ  ... -ში;  

ეროვნებისა და წარმომავლობის შესახებ

სადაური ხარ? _ თბილისელი...  / არის + ...ელი (თბილისელი...)

ტელეფონის ნომერი

ჩემი ტელეფონის ნომერია ...

ოჯახი / ნათესავები

ეს ჩემი ოჯახია;  ვცხოვრობ ...-თან ერთად

საკუთრების შესახებ

ეს მისი/მათი ოთახია;

პროფესიის/ხელობის შესახებ

ის მუშაობს ...ში, ექიმია.               კბილის ექიმი, ტანსაცმლის მკერავი...

არის ფეხბურთელი, კალათბურთელი... პოლიციელი, გამყიდველი...

ჯანმრთელობის შესახებ

რა გაწუხებს/რა აწუხებს? _ მახველებს/... მტკივა; აქვს სიცხე... / ახველებს, აცემინებს...

საკუთარი ან სხვისი საქმიანობის, აქტივობის შესახებ

ვიღვიძებ, ვიბან, ვსაუზმობ, მივდივარ, ვკითხულობ, ვთამაშობ ...

კერავს – შეკერავს; ამზადებს მოამზადებს ...

ბიჭი ხატავს ძაღლს / ბიჭმა დახატა ძაღლი...

თავისუფალი დროის შესახებ;

რას აკეთებ თავისუფალ დროს?  ...თან ერთად + ვთამაშობ + ...-ს;    ვერთობი + ...თან ერთად;       ვსეირნობ / ვისეირნებ; ვისვენებ / დავისვენებ...

1.3. აღწერა, დახასიათება

 

ადამიანის გარეგნობა

როგორია? _ არის + ზედ. სახელი;  აქვს + გრძელი, ლამაზი, შავი... თმა;

...ზე დიდი / პატარა...;   ყველაზე დიდი / პატარა... მაღალი – უფრო მაღალი – ყველაზე მაღალი;    აქვს ულვაში / არის ულვაშიანი...

ადამიანის ხასიათი

როგორია? _ არის + ზედ. სახელი       ჭკვიანი, მხიარული...

საგნის, შენობის (სახლი, სკოლა...), ცხოველის, ფრინველის აღწერა

ეს ხის მაგიდაა / ეს სკოლის შენობაა... ; ლამაზი,  ყველაზე ლამაზი, ულამაზესი; კარგი – უკეთესი; ცუდი – უარესი...   

- იანი: კოპლებიანი... / აქვს კოპლები / არის კოპლებიანი

1.4. შეფასება, დამოკიდებულების გამოხატვა

 

საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა (ნივთის, საქმიანობის, ამინდის, საჭმლის... მიმართ)

არა, არ მომწონს ... / არა, არ მიყვარს ...

წვიმიანი, ქარიანი, მზიანი... იყო ღრუბელი / იყო ღრუბლიანი ამინდი;

დადებითი, უარყოფითი შეფასება (ნივთის, საქმიანობის, საჭმლის...)

კარგია, გემრიელია...

1.5. შეგრძნებების გამოხატვა

მცივა, მცხელა...

1.6. საჭიროების, სურვილის გამოხატვა

 

სურვილი

მე მინდა + საწყისი                     მინდა, რომ ვიყო ...

1.7. გრძნობების, ემოციის გამოხატვა

 

სიხარული

რა კარგია!

გაკვირვება

მართლა?

ინტერესი

მაინტერესებს/არ მაინტერესებს + საწყისი

1.8. დროში ორიენტირება

 

მითითება საათის/დღის/კვირის/თვის/წლის

ცხრა საათია, ცხრის ნახევარია, ცხრის ოცი წუთია...;   იანვარში... ორ იანვარს;     სეზონები, თვეები, კვირის დღეები; შარშან, წელს, მომავალ წელს;     ცოტა ხანში / მოგვიანებით / ხუთ წუთში / ერთ საათში ...

ქრონოლოგიური თანამიმდევრობა

 

გუშინ, დღეს, ხვალ; დილით, შუადღისას, საღამოს; ჯერ/ წინ/შემდეგ; გვიან / ადრე;

1.9. სივრცეში ორიენტირება

 

ადგილმდებარეობის მითითება (ადამიანის, ნივთის, ცხოველის, მარშრუტის...)

სად არის ...? _ არის + -თან/ახლოს/შორს/მარჯვნივ...

მიმართულების განსაზღვრა

მიდის + ...-თან

1.10. ლოგიკური კავშირის გამოხატვა

 

მიზეზი, შედეგი

... სტკივა იმიტომ, რომ ...    /  ... იმიტომ, რომ მომწონს / მაინტერესებს ...

 

A2

ენის ფლობის A2 დონის საგნობრივ პროგრამაში წარმოდგენილია:

1.      წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები;

2.      შეფასების ინდიკატორები მიმართულებების მიხედვით;

3.      პროგრამის შინაარსი:

·        სამეტყველო აქტები;

·        თემატიკა (ყოფითი თემები და სოციოკულტურა და კულტურა);

·        ძირითადი ენობრივი საკითხები;

·        ტექსტის ტიპები;

·        შინაარსობრივი პრიორიტეტები: ძირითადი სამეტყველო ფუნქციები სათანადო ენობრივი კონსტრუქციებითა და ფორმულებით.

 

3.    წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

სწავლების დამთავრების შემდეგ მოსწავლემ უნდა შეეძლოს:

·        მარტივი მითითებებისა და ინსტრუქციების მოსმენა ან წაკითხვა და გაგება;

·        საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე გაკეთებული განცხადებების, შეტყობინებების, სარეკლამო ხასიათის ტექსტების მოსმენა და ძირითადი შინაარსის გაგება;

·        მისთვის ნაცნობ და საინტერესო თემაზე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტის მოსმენა ან წაკითხვა და ძირითადი შინაარსის გაგება;

·        მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის, ინფორმაციის ან საკითხის მიმართ საკუთარი შეფასება-დამოკიდებულების მარტივად გამოხატვა;

·        კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მარტივი დასკვნების გამოტანა;

·        ნიმუშისა თუ მოცემული პირობის მიხედვით მარტივი ენით სხვადასხვა ტიპის ტექსტის შედგენა;

·        კონკრეტული საყრდენების დახმარებით საკუთარი გამოცდილებიდან მარტივი ამბების წერილობით გადმოცემა;

·        წერილობითი ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციური გამოყენება;

·        წინასწარი მომზადების გარეშე მისთვის ნაცნობი თემების შესახებ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა;  

·        ნაცნობ და საინტერესო თემებზე მარტივი ფრაზებით გაბმულად საუბარი;

·        ყოფით თემებსა თუ ყოველდღიურ საკითხებზე მარტივად მსჯელობა (საკუთარი აზრის, პოზიციის გამოხატვა);

·        მარტივი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა (რეცეპტის, ამა თუ იმ ობიექტის ადგილმდებარეობის, მისასვლელი გზის აღწერა);

·        მომავალ გეგმებსა და საქმიანობებზე საუბარი;

·        საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სათანადო ენობრივი ფორმულებისა და კლიშეების, ენობრივი კონსტრუქციებისა და  კონკრეტული გრამატიკული ფორმების ფუნქციური გამოყენება.

4.    შეფასების ინდიკატორები მიმართულებების მიხედვით

მოსმენა:

·   ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (სასაუბრო თემას, თანამოსაუბრეებ, ინტერვიუერს/რესპონდენტს, კონტექსტს, მაგ.,  მაღაზიაში საყიდლებზე, სადგურში საინფორმაციო ბიუროსთან, ქალაქში უცნობთან საუბარი და სხვა);

·   ამოიცნობს განცხადებებისა და შეტყობინებების თემასა და მიზანს (მაგ., რეკლამირება, გაფრთხილება, რეკომენდაციების/რჩევების მიცემა, მარშრუტის ახსნა და სხვა); განცხადების გაკეთების ადგილს, ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი); ფაქტობრივ დეტალებს (დაკარგული ნივთის მახასიათებლები, სურსათის ფასი, გამგზავრების დრო, უსაფრთხოების წესები, დანიშნულების ადგილი და მიმართულება და სხვა); ცალკეულ მოქმედებებსა და მათ თანამიმდევრულობას (მაგ., ჯერ მარჯვნივ გაუხვიე, შემდეგ ქუჩა გადაკვეთე და იარე პირდაპირ და სხვა).

    ·    ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (მაგ.,  განცხადებებში: სასკოლო ღონისძიების დრო და ადგილი, გამგზავრების დრო და ადგილი, დანიშნულების ადგილი და მიმართულება და ა.შ. აუდიოჩანაწერებში: სპორტის სახეობებს, ანგარიშს, გამარჯვებულ და დამარცხებულ გუნდებს/მოთამაშეებს; გეოგრაფიულ ადგილებს, ატმოსფერულ მოვლენებსა და ტემპერატურას და სხვა);

·     ამოიცნობს ამბის განვითარების მარტივ საფეხურებს (როგორ დაიწყო, რა მოხდა და რით დამთავრდა);

·      ამოიცნობს თანამოსაუბრეთა და პერსონაჟთა ემოციებსა და შეგრძნებებს, სურვილებსა და ინტერესებს, დადებით და უარყოფით შეფასებებს;

·     ამოიცნობს ცალკეული მოქმედებების, ფაქტებისა და მოვლენების თანამიმდევრობას.

·      ამოიცნობს შესრულებული ან შესასრულებელი მოქმედებების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას (დროსა და ადგილს, სიხშირეს, კონკრეტული მოქმედების/მდგომარეობის მიზეზს).

კითხვა

·     ამოიცნობს ახსნა-განმარტებითი ტექსტების, განცხადებებისა და მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების საკომუნიკაციო სიტუაციას, თემასა და შინაარსს;

     ·     საკითხავი ამოცანების შესაბამისად ტექსტში პოულობს ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;

·      ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა;

     ·      ამოიცნობს მოვლენათა და მოქმედებათა თანამიმდევრობას;

      ·     ამოიცნობს პერსონაჟების ემოციებსა და განწყობებს, მათი ქცევის მოტივებს (მაგ., რატომ არის მოწყენილი; რატომ მოიქცა ასე და ა.შ.); 

      ·     განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს;

·     მარტივი ფრაზებით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების / ქცევის მიმართ; აფასებს პერსონაჟთა საქციელს;

     ·     ამოიცნობს ილუსტრაციებსა და ტექსტებში ასახულ სახელმწიფო სიმბოლოებს, კულტურის რეალიებს (მაგ., დროშა, ძეგლი, ხალხური საკრავი, ტანსაცმელი  და ა.შ.);

·     ავლებს პარალელებს  უცხო და მშობლიურ კულტურულ და სოციოკულტურულ კონტექსტებს შორის და პოულობს მსგავსება-განსხვავებებს (მაგ., დასახელები, კერძები, სასკოლო კალენდარი, დღესასწაულები და სხვა);

·      ამოიცნობს მისთვის უცხო კულტურისათვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს და ასახელებს მსგავსება-განსხვავებას საკუთარ სოციოკულტურასთან მიმართებაში.

წერა:

·     განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (თემა, რუბრიკები, მიზანი, ადრესატი);

·     საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად ირჩევს სტილს და სხვა ენობრივ მახასიათებლებს;

·     წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს (მაგ., კორესპონდენციის წერის დროსმიმართვა, ხელმოწერა, თარიღი; შემეცნებითი ტექსტის დროსრუბრიკები, ქვერუბრიკები და ა.შ.);

·    მიუთითებს კონკრეტულ დეტალებს (ვინ, რა, სად, როდის, როგორ, რატომ, რისთვის და ა.შ.);

·    აღწერს / ახასიათებს ადამიანებს, გარემოს, მოვლენებს, კონკრეტულ მოქმედებებს;

·    თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებს, მოვლენებს; მითითებებს, შესაბამის რჩევა-დარიგებებს;

·    მარტივი ფრაზებით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას კონკრეტული პერსონაჟისადმი / ფაქტისადმი / მოვლენისადმი;

·    აფასებს პერსონაჟის / ცხოველის ქცევას;

·    გამოხატავს საკუთარ განწყობებს, გრძნობებსა და სურვილებს;

·    ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა;

·    ავლენს შემოქმედებით დამოკიდებულებას.

ლაპარაკი:

       ·  მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციებში (მაგ.,  ინტერვიუს ჩამორთმევა, კაფეში, შეხვედრა თანატოლთან/უფროს ადამიანთან, მარშრუტის ახსნა, ტელეფონით ინფორმაციის მოპოვება, შეხვედრის დანიშვნა და სხვა);

·    თავს ართმევს ტელეფონით საუბარს ყოველდღიურ თემებზე;

·    სვამს/პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით; ნასწავლი ტექსტის შინაარსის, მისთვის ნაცნობი თემების გარშემო;

·    ილუსტრაციებზე დაყრდნობით ან მარტივი გეგმის მიხედვით ჰყვება ნაცნობი ტექსტის (მოსმენილის/წაკითხულის) მოკლე შინაარსს;

·    საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., მეგობრები, ერთი დღე უცხო ქალაქში და სხვა); საყვარელ საქმიანობებზე, საკუთარ თუ სხვის გეგმებზე, სურვილებზე, გატაცებებზე (რა მოსწონს, რა უნდა, რა აინტერესებს) და ა.შ.;

·    იხსენებს მარტივ ამბებს პირადი გამოცდილებიდან;

·    მარტივი ფრაზებით გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას გარკვეულ საკითხზე, განმარტავს საკუთარ პოზიციას, რატომ ფიქრობს ასე;

·    გამოხატავს თავის ემოციებს, განწყობებს, სურვილებს;

·    აფასებს ფაქტებს, ადამიანებს, კონკრეტულ მოვლენებსა და მოქმედებებს;

·    ყოფით ან სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას იცავს ქართული სოციოკულტურული გარემოსათვის დამახასიათებელ ნორმებს.

გრამატიკა:

·    საკლასო თუ სიმულაციურ სიტუაციებში მარტივი სოციალური ურთიერთობის დასამყარებლად (მაგ., მილოცვა, დაპატიჟება, შთაბეჭდილების აზიარება, რჩევა, გრძნობის გამოხატვა, ინფორმაციის გაცვლა და სხვა) ამოიცნობს და იყენებს სიტუაციის  შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს, შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულებსა და გრამატიკულ ფორმებს;

·    მარტივი ინფორმაციის გასაცვლელად ამოიცნობს და იყენებს შესაბამის ლექსიკასა და კონკრეტულ სიტყვათშეხამებებს პირადი მონაცემების, ეროვნებისა და წარმომავლობის, პროფესიისა და საქმიანობის, ჯანმრთელობის, გართობისა და თავისუფალი დროის და ა.შ. შესახებ;

·    წერილის ადრესატის გათვალისწინებით იცავს სათანადო ეტიკეტს (მიმართვა-მისალმების, მოკითხვის, დამშვიდობების ფორმულები; ზმნების თავაზიანი ფორმები);

·    მართებულად იყენებს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ შესაბამის ფორმულებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., შეფასება/დამოკიდებულების გამოსახატავად: მიყვარს/მომწონს + საწყისი; ჩემი აზრით; მე ვფიქრობ, რომ და სხვა);

·    დროსა და სივრცეში ორიენტაციას გამოხატავს სხვადასხვა ენობრივი საშუალებით (ზმნიზედა; ზმნა: ზმნისწინი, მწკრივის ფორმები; სათანადო სიტყვათშეხამებანი: ქუჩის დასაწყისში/ბოლოს... გადახვალ ქუჩაზე, წახვალ ქუჩით, გადაკვეთ ქუჩას და სხვა);

·    სათანადო ლექსიკით გამოხატავს მოქმედების ინტენსივობასა და ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას (მაგ., ყოველთვის, ხშირად, იშვიათად, არასდროს; ...-ის წინ / შემდეგ, პირველად, ჯერ);

·    სათანადოდ აფორმებს მარტივი წინადადების ფარგლებში სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვებს;

·    კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სხვადასხვა მწკრივის ფორმას (აწმყო, უწყვეტელი, წყვეტილი, მყოფადი, II კავშირებითი);

·    წარსულში შესრულებული მოქმედებებისადმი დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს შესაბამისი მწკრივის ფორმას (უწყვეტელი / წყვეტილი);

·    იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის  წინადადებების წარმოთქმის დროს; ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან, რჩევას ბრძანებისაგან და სხვა;

·    იცავს მარლთწერის წესებს რთული რიცხვების დაწერისას;

·    სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.

3.  შინაარსი

1. სამეტყველო აქტები

·    ინტერაქცია სოციალურ რიტუალებში:  წარდგენა (საკუთარი თავის/სხვისი), მობოდიშება, შეთავაზება, დახმარების თხოვნა, ნებართვის აღება/მიცემა, თავაზიანობის გამოხატვა;

·    ინტერაქცია ინფორმაციის მოსაპოვებლადპირადი და სხვისი მონაცემების გაცვლა (წარმომავლობა, სადაურობა, მისამართი); ადამიანის / ცხოველის აღწერა/დახასიათება (გარეგნობა, ხასიათი, ბუნება...); გარემოს, საქმიანობის აღწერა/დახასიათება;  მომავალი გეგმების / საქმიანობის გაგება;

·    ინტერაქცია შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ:  ინტერესები და მოთხოვნილებები; დადებითი და უარყოფითი შეფასება; დათანხმება / უარყოფა;

·    ინტერაქცია ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ:  გრძნობების, ემოციებისა (სიხარული, ბრაზი, უკმაყოფილება, შიში) და შეგრძნებების (ტკივილი, წყურვილი, შიმშილი, სიცივე, სიცხე) გამოხატვა;

·    ინტერაქცია დროისა და სივრცის შესახებ:  დროის მითითება, მოქმედების ქრონოლოგიური თანამიმდევრობისა და ინტენსივობის (სიხშირე, ხანგრძლივობა) განსაზღვრა, ადგილმდებარეობისა და მიმართულების მითითება.

2. თემატიკა

შესაძლებელია ამ ჩამონათვალის შეცვლა, შევსება ან შემცირება.

   I.  ყოფითი თემები:

1.      საკუთარი თავის შესახებ (პირადი მონაცემები, საქმიანობა);

2.      სახლი და უახლოესი გარემო (ოჯახი და ნათესავები; მეგობრები და ახლობლები; პროფესიული საქმიანობა / ხელობა);

3.      ყოველდღიური ცხოვრება (სკოლა და სასკოლო აქტივობები; დღის რეჟიმი – დილით / შუადღისას / საღამოს; ყოველდღიური ყოფითი საქმიანობა);

4.      თავისუფალი დრო, გართობა (დასვენება, სეირნობა; დღესასწაულები;  გარემო/ბუნება;  სტუმრად წასვლა);

5.      ინტერესები (ჰობი; ლაშქრობა / მოგზაურობა; მუსიკა და სპორტი).

II.   სოციოკულტურა და კულტურა

1.      დღესასწაულები და ტრადიციები (ფესტივალები, კარნავალები; შესაბამისი აქსესუარები; რიტუალები);

2.      წეს-ჩვეულებები (ყოფით სიტუაციებში ქცევები და ურთიერთობები);

3.      სახელმწიფო სიმბოლიკა და ყოფითი რეალიები;

4.      ღირსშესანიშნაობები.

3. ძირითადი ენობრივი საკითხები:

1.    მორფოლოგია: არსებითი სახელის ბრუნვა და  ცალკეულ ბრუნვათა კონკრეტული ფუნქციები; ნაცვალსახელი; ზედსართავი სახელი და მისი ფუნქცია წინადადებაში; პირისა და რიცხვის გამოხატვა  სხვადასხვა ტიპის ზმნებში; წარსულში შესრულებული მოქმედების ორგვარი გამოხატვა (წყვეტილი / უწყვეტელი); მომავალში შესასრულებელი მოქმედების ფორმა და შინაარსი (II კავშირებითი და მისი ფუნქციები); წართქმითი და უკუთქმითი ბრძანებითი; ზმნისწინის ფუნქციები (მოქმედების მიმართულება, მრავალგზისობის გამოხატვა); საწყისი და მიმღეობა და მათი ფუნქციები წინადადებაში; სახელთა წარმოქმნის კონკრეტული შემთხვევები; თანდებულის ფუნქციები (წარმომავლობა, ადგილის გამოხატვა, დროში სიხშირის განსაზღვრა).

2.    სინტაქსი: წინადადება მოდალობის მიხედვით – თხრობითი, კითხვითი და ძახილის წინადადებები;  მარტივი სინტაქსური კონსტრუქციები; მსაზღვრელ-საზღვრული; მოქმედების მიზეზისა და მიზნის გამოხატვა და შესაბამისი სინტაქსური კონსტრუქციები (რატომ? რა მიზეზით? / რისთვის? რა მიზნით?).

3.    პუნქტუაცია: წერტილი, მძიმე, კითხვისა და ძახილის ნიშნები; ორი წერტილი, ტირე.

4. ტექსტის ტიპები

·        მხატვრული ლიტერატურა: პროზაული და პოეტური ნაწარმოებები ლექსები, ადაპტირებული მოთხრობები, ლეგენდები და ზღაპრები; ლიტერატურული ზღაპრები;

·        არამხატვრული ლიტერატურა:  ა) პრაგმატული ტექსტები – ტელეპროგრამა, რეცეპტი, განცხადება, ანკეტა, მარშრუტი, შეტყობინება, ინსტრუქცია, გზამკვლევი; ბ) მარტივი კორესპონდენცია – ღია ბარათი, პირადი წერილი, ინტერვიუ; გ) მარტივი საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები – სტატიები საბავშვო წიგნებიდან, ჟურნალებიდან და გაზეთებიდან; დ) მცირე ზომის მარტივი ენით დაწერილი ბიოგრაფიული ტექსტები – დღიური, მოგონება;

·        მედია/მულტიმედია ტექსტები:  ადაპტირებული კომიქსები, სიმღერები, ქართული ანიმაციური ფილმები; საბავშვო გასართობ-შემეცნებითი გადაცემები; საპროგრამო თემატიკაზე შექმნილი აუდიო-ვიდეო სასწავლო რესურსები;

·        სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) ტექსტები:  თემატური დიალოგები, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები.

შინაარსობრივი პრიორიტეტები: ძირითადი სამეტყველო ფუნქციები სათანადო ენობრივი კონსტრუქციებითა და ფორმულებით:

სამეტყველო ფუნქციები

ძირითადი ენობრივი კონსტრუქციები

და ფორმულები

1.1. სოციალური ურთიერთობები:

მისალმება/დამშვიდობება, მოკითხვა, საკუთარი თავის / სხვისი წარდგენა, მილოცვა, თხოვნა, ნებართვის აღება, შეთავაზება, დაპატიჟება, შეხვედრის დანიშვნა, წახალისება/შექება, თავაზიანობის გამოხატვა, მადლობის გადახდა, მობოდიშება, ტელეფონით საუბარი

ხვალამდე!

გისმენთ!

სთხოვეთ!

თუ შეიძლება!

როგორ ბრძანდებით?

თქვენ ბრძანდებით?

 

1.2. ინფორმაციის გაცვლა: პირადი მონაცემები (ვინაობა, ასაკი, წარმომავლობა, სადაურობა, საცხოვრებელი ადგილი), ოჯახი / ნათესავები, საკუთრება, პროფესია/ხელობა, საჭიროებები / მოთხოვნილებები /სურვილები, თავისუფალი დრო, საქმიანობა, კვებითი ჩვევები, ჯანმრთელობა, ამინდი, გეგმები / განზრახვა, მგზავრობა/მოგზაურობა, გემოვნება,

საყიდლებზე ყოფნისას

ვარ საიდან / სადაური?

...-დან + ყოფნა ზმნა სამივე დროში (თბილისიდან ვარ); ზმნა სამივე დროში + ...-ში (ვცხოვრობ თბილისში; მუშაობს სკოლაში);  ზმნა სამივე დროში + ...-ის ქუჩაზე (ვცხოვრობ დოლიძის ქუჩაზე);

დავიბადე ... წელს, ... (მაისს);

ჩემი ოჯახის წევრები არიან ... ;

სახელი + -ა(რის) (ექიმია);

მინდა + სახელი (ნათ.-ში) + საწყისი (მინდა ბურთის ყიდვა/თამაში);

მინდა, უნდა + ზმნა (II კავშირებითში) _ მინდა ვიყიდო, გავისინჯო, წავიდე... 

რით ერთობი? _ ვერთობი + სახელი მოქმ.-ში (ვერთობი ბურთით);

რას აპირებ? _ ვაპირებ + საწყისი მიც.-ში (ვაპირებ ხატვას);

რას აპირებ ? ვაპირებ + საწყისი;

რას აკეთებდა, რითი ერთობოდა?

1.3. აღწერა-დახასიათება: ადამიანის გარეგნობა, ჩაცმულობა, ხასიათი, თვისებები; ცხოველის/საგნის აღწერა

ჩემზე.../ყველაზე + ზედს. + -(რის) _ ჩემზე მაღალია;

ჩემთან შედარებით უფრო... / ჩემსავით... + როგორი?

როგორი გარეგნობა/ ხასიათი აქვს?

მაცვია/აცვია + ...-იანი + სახელი (აცვია ჯიბეებიანი შარვალი);

მაცვია/აცვია (როგორი?) + (რა?)

აცვია + როგორ (ლამაზად, ცუდად...)?

ყოფნა ზმნა + ...-იანი (არის მოკლეთმიანი)

1.4. გრძნობა/ემოციისა და შეფასება/დამოკიდებულების გამოხატვა: დადებითი/უარყოფითი ემოციები (სახარული, კმაყოფილება, ბრაზი, სინანული, გაკვირვება, უკმაყოფილება, ეჭვი, ვარაუდი, შიში, ინტერესი, ინდიფერენტულობა), დადებითი / უარყოფითი შეფასება, შთაბეჭდილება, პოზიციის გამოხატვა

მაინტერესებს + ეს/ის;

საჭიროა, აუცილებელია + საწყისი (საჭიროა წერა);

მე მგონი, + კარგია / ლამაზია...;

ცუდად / კარგად + ზმნა

 

1.5.                                                                                             დროში ორიენტირება: დროში

ლოკალიზება, ქრონოლოგია, სიხშირე, თანადროულობა, ხანგრძლივობა, დროში მრავალგზისი მოქმედება.

ერთხელ, თავიდან, ჯერ, შემდეგ, მერე, ბოლოს

ყოველთვის, ხანდახან, ხშირად, იშვიათად, არასდროს...

დავდივარ ხატვაზე (მაგრამ ახლა მივდივარ)

1.6. სივრცეში ორიენტირება: ადგილმდებარეობის მითითება, მიმართულების განსაზღვრა (დანიშნულების ადგილი, მარშრუტი...)

სად? საით? საიდან? საიდან სადამდე?

გადახვალ ქუჩაზე, გადაკვეთ ქუჩა;

...-ის ბოლოს/დასაწყისში/ კუთხეში...,

წადი ...-მდე . . .

1.7. ინსტრუქციის მიცემა:

რჩევა-დარიგება, მოთხოვნა, აკრძალვა, ნებართვის მიცემა, ვალდებულება 

(არ) უნდა / შეგიძლია... + II კავშირებითი  

                     

1.8. ლოგიკური კავშირების გამოხატვა:

მიზანი, მიზეზი, შედეგი, ოპოზიცია 

რატომ? რის გამო? _ ამიტომ / ამის გამო; იმიტომ, რომ... / იმის გამო, რომ...

სასწავლო რესურსად, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს:

1.      11-15 წლის მოსწავლეებისათვის: ქართულის, როგორც მეორე ენის გრიფირებული სახელმძღვანელო (”ქართული ენა” – 1, 2, 3, 4, 5, 6 დონეები). 

ყველა დონის სახელმძღვანელოს თან ახლავს:

•   მოსწავლის რვეული;

•   მასწავლებლის წიგნი;

•   კომპაქტდისკი;

•   საგანმანათლებლო თამაშები (http://www.buki.ge/  (ვისწავლოთ ქართული).

სახელმძღვანელოები ატვირთულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზეც:  http://mes.gov.ge/;   http://elibrary.emis.ge/ge/.

 

2.      15-18 წლის მოსწავლეებისათვის:   ქართული, როგორც უცხო ენა

სწავლების ვებგვერდი www.geofl.ge

ვებგვერდზე განთავსებულია ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკის სახელმძღვანელო; ქართული ენის დონეების სტანდარტული აღწერილობა უნარების (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა) მიხედვით.

ვებგვერდზე გრაფაში „ისწავლეთ“ განთავსებულია ქართული ენის სასწავლო სახელმძღვანელოების  A1, A2, და B1.1 დონეების სრული კომპლექტები (წიგნი, რვეული, ვიდეო და აუდიომასალები).  ასევე, A1  და A2 დონეების ადაპტირებული საკითხავი ლიტერატურა, სადაც შეტანილია ქვეყანათმცოდნეობის ელემენტები, ქართული მხატვრობა, მწერლობა, საინტერესო ამბები და სხვა; ვებგვერდზე გრაფაში „მედია“ მოცემულია ასოების გრაფიკული მოხაზულობა, რომელსაც ახლავს არტიკულაციის ვიდეოჩანაწერი. აქვეა ვიდეოკლიპი „ქართულ ანბანი“ და სხვა დამხმარე მასალები.



[1] პილოტირების გავლის შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება მიზნები.

[2] ის ზუსტად არ ეთანაბრება ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის განყოფილების მიერ მომზადებულ ენის ფლობის A1 დონის სტანდარტულ აღწერილობას. სამიზნე ჯგუფის ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით, ის ადაპტირებულია და კომუნიკაციური და ენობრივი მოთხოვნებიც, შესაბამისად, გამარტივებულია.