თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.018934
549
26/10/2015
ვებგვერდი, 27/10/2015
300390000.10.003.018934
თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №549

2015 წლის 26 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძ­ველ­ზე:

1. ქალაქ თბილისში, 17 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის მისამართი: ქალაქი თბილისი, გლდანის რაიონი, სამრეწველო ზონაში ყოფილი „ტარზის“ ტერიტორია, ს/კ:  №72.13.33.783; №72.13.33.784; №72.13.33.769) შეიქმნას თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში − თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზ) 49 წლის ვადით.

2. თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზის ორგანიზატორის/ ადმინისტრატორის უფ­­­ლე­ბამოსილებას განახორციელებს შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკ“ (საიდენტიფიკაციო კოდი № 405101367).

3. თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზის ფუნქციონირების ვადის დაწყებად გა­ნი­საზღვროს არაუგვიანეს 2015 წლის 30 ნოემბრისა.

4. თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით ორ­განიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2015 წლის 27 ოქტომბრისა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკის“ მიერ ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, სამრეწველო ზონაში, ყოფილი „ტარზი“-ს ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ − შემოსავლების სამსახურის 09.09.2015 წლის №33946 ბრძანებაში მითითებული:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმის შესაბამისად;

ბ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა;

გ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერის, კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრით კავშირის უზრუნველყოფა;

დ) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და შემოსავლების სამსახურისათვის მიმდინარე რეჟიმში გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;

ე) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა.

5. თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზ-ში სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ისეთი საქონლის შეტანა, რომლის მიმართაც იმპორტის გადასახდელების გამოანგარიშება დაკავშირებულია საქონლის წონასთან.

6. საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.

7. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, უზრუნველყოს თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზის ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8.  ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2016 წლის პირველი თებერვლისა, შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გა­ნა­შენიანების რეგულირების გეგმა „თავისუფალი ინდუსტრი­ული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს ერთი თვის  ვადაში საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულება.

10. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, თბილისის ტექნოლოგიური პარკის  თიზის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.  

11. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველ­ყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. 

მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზ­რუნ­ველყონ ამ დადგენილების შესრულების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციე­ლება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი