„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.132.016274
28
20/10/2015
ვებგვერდი, 26/10/2015
010250040.35.132.016274
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №28

2015 წლის 20 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებით (სსმ, 25.09.014 წ.) დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. რეგლამენტის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმში ადგილს იკავებენ საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის ერთი მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის მეორე მოადგილე იკავებს სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრისათვის განკუთვნილ ერთ-ერთ ადგილს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ადგილს დაიკავებს პრეზიდიუმში საკურატორო სფეროს მიხედვით განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.“.

2. რეგლამენტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები;“.

3. რეგლამენტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით,  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის საკურატორო სფეროს წარმოადგენს საფინანსო, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული საკითხები, ხოლო მეორე მოადგილის საკურატორო სფეროს წარმოადგენს განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის საკურატორო სფეროს ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს და ანაწილებს საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანების საფუძველზე. ამავდროულად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.“.

4. რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან გადაყენებისას (გადადგომისას); საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მოადგილე განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბრძანება არ არის გამოცემული, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისას (გადადგომისას) საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ის მოადგილე, რომლის საკურატორო სფეროს წარმოადგენს საფინანსო, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული საკითხები. ამასთან, თუ სხვადასხვა მიზეზის (მივლინება, შვებულება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა) საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ვერ ასრულებს დასახელებული მოადგილე, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მეორე მოადგილე.“.

5. რეგლამენტის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო (შემდგომში ბიურო), რომლის შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგი­ლეები, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.“.

6. რეგლამენტის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილე.“.

7. რეგლამენტის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;“.

8. რეგლამენტის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.“.

9. რეგლამენტის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნისას – სხდომაზე დამსწრე საკრებულოს უხუცესი   წევრი.“.

10. რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„4. საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხის (პროექტის) კენჭისყრისას საკითხის (პროექტის) მიღების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა (საკრებულოს წევრთა) მიერ მიცემული ხმების ოდენობას თვლის საკრებულოს სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმში მსხდომი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო კენჭისყრის შედეგებს აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე. ყველა კენჭისყრის შედეგი ფიქსირდება საკრებულოს სხდომის ოქმში.“.

11. რეგლამენტის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„5. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის ან მათ მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი