„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4334-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110060000.05.001.017915
4334-Iს
16/10/2015
ვებგვერდი, 19/10/2015
110060000.05.001.017915
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) 81 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, რომელთაგან ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს იმ პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, ირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნილი არ არის, საპროკურორო საბჭოს ორივე წევრს პარლამენტის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პარლამენტი;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ერთი და იგივე პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. საპროკურორო საბჭოს წევრმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება განახორციელოს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება. საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს საპროკურორო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, მისი არჩევის პროცესი, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად, დაიწყება ან გაგრძელდება მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან მორიგი სესიის დაწყებამდე, რიგგარეშე სესიაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 ოქტომბერი 2015 წ.

N4334-Iს