„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.018921
535
16/10/2015
ვებგვერდი, 19/10/2015
010250000.10.003.018921
„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №535

2015 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/12/2014, 010250000.10.003.018289) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1.  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“.

2.  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 115-ე მუხლის შესაბამისად, დამტ­კიცდეს თანდართული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატი­ზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივა­ტიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების  წესები.“.

3.  დამტკიცებული წესების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატი­ზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივა­ტიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების  წესები“.

4. დამტკიცებული წესების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების რეგულირების სფერო

მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები (შემდგომში წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას – ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს.“.

5. დამტკიცებული წესების მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ვადაგაგრძელებული აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი   მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და  ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებით და ფასით;“.

6. დამტკიცებული წესების მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) განმეორებითი აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი  მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და  ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი  პირობებით და ფასით;“.

7. დამტკიცებული წესების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ვადაგაგრძელებული და განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი   მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულე­ბელი ორგანო, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქონების მმართველი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი  მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია,  გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე,  შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით.  ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე. თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს,  ხოლო თბილისის შემთხვევაში, აღმასრულებელი ორგანოს მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.“.  

8. დამტკიცებული წესების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. ვადაგაგრძელებული და განმეორებითი საჯარო აუქციონის  ჩატარების წესი

1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულე­ბელი ორგანო, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქონების მმართველი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია,  გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ საჯარო აუქციონზე,  შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით.  ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით საჯარო აუქციონად. განმეორებით საჯარო აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე. თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თბილისის შემთხვევაში, აღმასრულებელი ორგანოს  მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.“.

9. დამტკიცებული წესების 291 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური  და იურიდიული პირებისათვის (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირებისა), თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით, მართვის უფლებით, სასყიდლით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და შესათანხმებლად უგზავნის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“.

10. დამტკიცებული წესების 34-ე მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.“.

11. დამტკიცებული წესების 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 35. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.“.

12. დამტკიცებული წესების 36-ე მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქონების მმართველის მიერ, ამ წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“. 

13.  დამტკიცებული წესების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქონების მმართველის მიერ, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5% -ის  ოდენობით.“.

14. დამტკიცებული წესების 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების  აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების  აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის  საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

3. პირდაპირი განკარგვის წესით, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასური, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

4. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების, ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს, საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზებისას, წილების/აქციების  საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“.

15.  დამტკიცებულ  წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

მუხლი 371.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი  ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი  ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის გათვალისწინებით, ასევე აუდიტორული (ექსპერტი) დასკვნის გარეშე ნებისმიერი, მათ შორის, სიმბოლური თანხის ოდენობით. კონკურენტული შერჩევის დროს, საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას,  მხედველობაში მიიღება ასევე შეთავაზებული ფასის საუკეთესო წინადადება.“.

16. დამტკიცებული წესების  38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 38.  საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს

თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს,  ხოლო, თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში, ყოველი განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას, ქონების  საწყის საპრივატიზებო საფასურს და სხვა პირობებს ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი