ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.138.016227
42
09/10/2015
ვებგვერდი, 15/10/2015
240120100.35.138.016227
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2015 წლის 9 ოქტომბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“  საქართველოს   ორგანული   კანონის    მე-16  მუხლის   მე-2 პუნქტის  „ჟ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა  და ნებართვების  შესახებ“ საქართველოს  კანონის   261 მუხლის და  „რეკლამის  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-6  მუხლის  შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი“ დანართი №1  შესაბამისად
მუხლი 2
დამტკიცდეს    ახალციხის    მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე   გარე   რეკლამის   განთავსების   სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №2  შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს   ახალციხის  მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   უწყებრივი   სანებართვო   რეესტრის   ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



დანართი №1

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების

 ნებართვის გაცემის  წესი’’


მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის“რეკლამის შესახებ“, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა  და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი.
2. ამ   წესით   დადგენილი   გარე   რეკლამის   განთავსების   ნებართვა   გაიცემა   მხოლოდ   სახელმწიფო   ან ადგილობრივი  თვითმმართველი  ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე   ან   სხვა   ქონებაზე   გარე   რეკლამის   განთავსება   დაიშვება   საქართველოს    კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს „რეკლამის  შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური  ან  კერძო სამართლის  იურიდიული  პირის  ან საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის  გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან   დადებული   ხელშეკრულებით,    თუ   კანონით   ან   ხელშეკრულებით   სხვა   რამ   არ   არის გათვალისწინებული.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. რეკლამა – საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში– საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,   იდეასა  და  წამოწყებაზე   ნებისმიერი  საშუალებითა  და  ფორმით  გავრცელებული   ინფორმაცია, რომელიც  გამიზნულია  პირთა  განუსაზღვრელი   წრისათვის  და  ემსახურება  ფიზიკური  და  იურიდიული პირების,   საქონლის,   იდეისა   და   წამოწყებისადმი   ინტერესის   ფორმირებასა   და   შენარჩუნებას,   აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
2. აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური  აგენტის  ან მეწარმე სუბიექტის  ობიექტზე,  აღნიშნავს  ამ ობიექტის  სახელწოდებას  და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული.
3. გარე  რეკლამა   -  ახალციხის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიის   საზღვრებში   მდებარე   სახელმწიფო   ან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით.
4. სარეკლამო საშუალება - პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი  სხვა ტექნიკური  საშუალება, რომელიც  განთავსებულია  უძრავ ობიექტზე  ან/და ობიექტის გამოყენებით;
5. ნებართვა - განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან;
6. ნებართვის მაძიებელი - ნებართვის მიღების მსურველი პირი.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი - ახალციხისმუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
8. ნებართვის მფლობელი - ფიზიკური  ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
9. უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;
10. სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
11. პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი,  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და    საქმიანობის     წესის    შესახებ“    საქართველოს     კანონით გათვალისწინებული     სამინისტრო    ან    მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
12. სხვა  ადმინისტრაციული  ორგანო  – ადმინისტრაციული  ორგანო, რომელიც  კანონმდებლობის  თანახმად ვალდებულია დაადგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო და სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები.
13. აუქციონი–გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოცხადებული  საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა  და წესების  დაკმაყოფილების  ვალდებულების  აღებისა  და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი,რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები
1. სარეკლამო  საშუალება  (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და  მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლების და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
2. შენობა-ნაგებობაზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო  საშუალება  არ  უნდა  ამახინჯებდეს  ეროვნულ  და მსოფლიო კულტურულ  საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო  მასალაზე  იმ  საქონლის  რეკლამირებისას,  რომლის  სერტიფიცირებაც  აუცილებელია,  უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“.
4. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს რეკლამის განთავსების  შესახებ  ნებართვის ნომერი.
5. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც)  აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
6. სარეკლამო  საშუალებაზე  (გარე  რეკლამაზე)  წარწერა  შესრულებული  უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო  ენაზე, საქართველოს  სახელმწიფო  ენასთან ერთად,  წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს  სახელმწიფო  ენაზე  შესრულებულ  წარწერას.  ორენოვანი  მანათობელი  წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებადი და  კითხვადი.
7. გარე რეკლამა უნდა აკმაყოფილებდეს „რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ზოგად და სპეციალურ მოთხოვნებს რეკლამისადმი.

მუხლი 4. გარე რეკლამის განთავსების გეგმა
1. ახალციხის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის  გავრცელების  გეგმას  (სარეკლამო საშუალების განთავსების,  ზომებისა და ფორმის მითითებით) ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გარე  რეკლამის  გავრცელების  გეგმა  (რეკლამის  ზომის,  ფორმისა  და  მიზანშეწონილობის გათვალისწინებით). შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან  - რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);
ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან-საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიაზე;
გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან-რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას;
დ) საქართველოს  ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან  ან მისდამი დაქვემდებარებულ  სტრუქტურებთან  რეგიონებში  - ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.
ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ნებართვის გაცემის პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  სახელმწიფო  ან ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს იმ ნებართვის  მაძიებელს, რომელიც  აიღებს  ვალდებულებას,  დააკმაყოფილოს  გამოცხადებული  სანებართვო  პირობები  და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. თუ ნებართვით გათვალისწინებულ  ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია  ფილიალის  მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის  წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს ფილიალის   მიერ   სანებართვო   პირობების   დაკმაყოფილების   შესახებ.   დაუშვებელია   ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის  მფლობელი  იურიდიული  პირის ფილიალისათვის  ცალკე ნებართვის გაცემას. იგივე   წესი    მოქმედებს   ნებართვის   მფლობელის   მიერ   მესამე   პირზე  ნებართვის გადაცემის შემთხვევაში.
3. გარე  რეკლამის   განთავსების   ნებართვის  მოსაპოვებლად   აუქციონი  ცხადდება  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის’’ დამტკიცების შესახებ ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2015 წლის  29 იანვრის №2  დადგენილებით განსაზღვრული წესები.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას, აუქციონში გამარჯვებულ პირზე, დადგენილი წესით გასცემს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
6. ამ   წესის   შესაბამისად   გაცემული   გარე   რეკლამის   განთავსების   ნებართვის  საფუძველზე   სარეკლამო საშუალების  განთავსების  საკითხები  რეგულირდება  მოქმედი  სამშენებლო  ნორმებისა  და  წესების შესაბამისად.

მუხლი 6. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის, აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის  მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალების 1   კვ.მ-ზე,    ყოველ   სანებართვო   წელზე   ახალციხის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   განისაზღვრება „საერთაშორისო  და  შიდასახელმწიფოებრივი   მნიშვნელობის  საავტომობილო  გზების  ნუსხის  დამტკიცების შესახებ“    საქართველოს    მთავრობის    2014წლის    18 ივნისის    №407   დადგენილებით  განსაზღვრული მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებული შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50  მეტრის   არეალში   (გზის   მარცხენა   და  მარჯვენა   მხარეს)  –  70  ლარის   ოდენობით,   ხოლო  დანარჩენ ტერიტორიაზე 60 ლარის ოდენობით.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის  მფლობელი იხდის ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის მოქმედების  კონკრეტული  ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის  ნებართვის  გაცემის  შესახებ  აუქციონის  გამოცხადების  თაობაზე  გამოცემული  სამართლებრივი აქტით.

მუხლი 8. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვასთან დაკავშირებით  დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები
გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვასთან  დაკავშირებით  დაწესებული  საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ  უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.

მუხლი 9. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის,  ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა  და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. გარე  რეკლამის  განთავსების  სანებართვო  პირობების  დარღვევა  გამოიწვევს პასუხისმგებლობას  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გარე  რეკლამის   განთავსების   ნებართვის  მთლიანად   ან  ნაწილობრივ   გაუქმების   შესახებ,  ასევე  მასში შესაბამისი ცვლილებების  ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას  იღებს ნებართვის გამცემი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 


მუხლი 10. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის გაუქმების საფუძველი
1. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის, ახალციხცის  მუნიციპალიტეტის  მხრიდან  ცალმხრივად  გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების  მიუხედავად  დაწესებულ ვადაში სანებართვო  პირობების  შეუსრულებლობა,  მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი  ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე  რეკლამის  განთავსების  ადგილი  საჭიროა  კომუნალური  ინფრასტრუქტურის   (სანიაღვრე  არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია,  დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
2. წინამდებარე  მუხლის  „დ“,  „ე“  და  „ვ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ  უბრუნდება უკვე გადახდილი  ნებართვის ფასი  და არ წარმოეშობა  ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
3. წინამდებარე მუხლის  „დ“,  „ე“  და  „ვ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  ახალციხის  მუნიციპალიტეტის  მიერ  ნებართვის  ცალმხრივად  გაუქმების  დროს  ნებართვის  მფლობელს უფლება  აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
4. წინამდებარე  მუხლის  „ა“,  „ბ“  და  „გ“  ქვეპუნქტებით   გათვალისწინებულ  ახალციხის   მუნიციპალიტეტის  მიერ  ნებართვის  ცალმხრივად  გაუქმების  დროს  ნებართვის  მფლობელს  უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილებზე მის მიერ განთავსებული ნივთები, მას არ  უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.


დანართი №2

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების

ნებართვა №

ეძლევა _____________________________________________________________________________________________

                                                                           ნებართვის მიმღები და მისი მისამართი

____________________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________________

საფუძველი ___________________________________________________________

ნებართვის მოქმედების ვადა

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _  დან

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მდე

ნებართვა შედგენილია სამ ეგზემპლარად, რომელთაგანაც 1 პირი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო დარჩენილი 2 პირი რჩება ნებართვის გამცემთან

სანებართვო პირობები: _______________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________

ნებართვა გაცემულია 20___ წლის ______________________

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _                                                    _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ნებართვის მიმღები                                                                      ნებართვის გამცემი

ბეჭდის ადგილი

 

 

 



დანართი №3

უწყებრივი სანებართვო რეესტრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

სანებართვო

მოწმობის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნებართვის

გამცემი

უფლებამოსილი

პირი

(სახელი; გვარი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი

 

მონაცემები ნებართვის მიმღების  შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა  რეესტრიდან – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის

 

 

 

 

 

 

 

ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

 

 

 

მონაცემები ნებართვის მიმღების  შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე – ფიზიკური პირისათვის

 

 

 

 

ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ