დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.158.016259 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 მარტის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/03/2015, 010250050.35.158.016227) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1.მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში არ აღემატება 65000-ს;“ . 2.მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „გ) მრავალშვილიანი ოჯახი, მათ შორის მარტოხელა მშობლის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;“. |
| მუხლი 2 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 მარტის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/03/2015, 010250050.35.158.016227) დამტკიცებულ დანართ №2-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. სოციალური კრიტერიუმების №1 გრაფაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს: 65001-ზე ნაკლები – ქულა 0,5 (ქულა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთა ნახევარი ან ნახევარზე მეტი ფიქსირდება ერთსა და იმავე მისამართზე, სოციალური სააგენტოს ბაზაში).“ . |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები