დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 77 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 02/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.174.016119 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 05/03/2015 210020010.35.174.016060) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი ორგანო.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქ.გორის მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.“ დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახები („ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი და გერი);“ ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლს დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71. იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშება და გადახდისგან გათავისუფლება 1. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. 2. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიითი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.“ |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები