საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 1101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.000.298
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1101
14/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
230.000.000.05.001.000.298
საქართველოს საბაჟო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

კარი 1

ზოგადი დებულებანი

თავი 1

საქართველოს საბაჟო პოლიტიკა

    მუხლი 1. საქართველოს საბაჟო პოლიტიკის მიზნები და ამოცანები

1. საქართველოში ხორციელდება ერთიანი საბაჟო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ქვეყნის საშინაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

2. საქართველოს საბაჟო პოლიტიკის მიზნებია: საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტიმულირება და შიდა ბაზრის დაცვა, საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირება, საქართველოს საშინაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ამოცანების განხორციელება.

3. საქართველოს საბაჟო კოდექსი განსაზღვრავს საბაჟო პოლიტიკის განხორციელების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. იგი ადგენს საბაჟო და სხვა სახელმწიფო ორგანოთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს საბაჟო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

4. საბაჟო პოლიტიკის განხორციელება განეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.

5. საქართველოს საბაჟო პოლიტიკა ვითარდება საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და პრაქტიკასთან ჰარმონიზაციისა და უნიფიკაციის მიმართულებით. საქართველო საბაჟო პოლიტიკის სფეროში ესწრაფვის აქტიურ საერთაშორისო თანამშრომლობას.

    მუხლი 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საბაჟო საზღვარი

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიას შეადგენს საქართველოს სახმელეთო ტერიტორია, ტერიტორიული და შიდა წყლები და მათი საჰაერო სივრცე.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორია მოიცავს აგრეთვე განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და ნაგებობების ტერიტორიებს, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია.

3. საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება იყოს თავისუფალი საბაჟო ზონები და თავისუფალი საწყობები, რომელთა ტერიტორიები განიხილება, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული. თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიებზე მოქმედებს ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული საბაჟო რეჟიმები.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლები, აგრეთვე თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების პერიმეტრები შეადგენენ საქართველოს საბაჟო საზღვარს.

    მუხლი 3. საბაჟო პოლიტიკა და საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაცია

1. საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებისა და განმტკიცებისათვის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად შეუძლია შექმნას საბაჟო კავშირები, თავისუფალი ვაჭრობის ზონები, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები საბაჟო საკითხებზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს, საქართველოს საბაჟო სისტემის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს უცხო ქვეყნის ექსპერტები.

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2301 – სსმI, №37(44), 03.08.1999წ., მუხ.179

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

    მუხლი 4. საბაჟო კანონმდებლობა

1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას და შედგება ამ კოდექსისაგან, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსსა და საბაჟო კანონმდებლობის სხვა აქტებს. წინააღმდეგობის არსებობისას გამოიყენება ამ კოდექსის ან შესაბამისი კანონის დებულებები.

3. საბაჟო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

4. საბაჟო ურთიერთობების სფეროში გამოიყენება საბაჟო კანონმდებლობის გამოქვეყნებული აქტები, რომლებიც მოქმედებს საქონლის მესაკუთრის ან მფლობელის სრულ განკარგულებაში გადაცემის დღისათვის.

5. აკრძალულია სხვა კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით იმ ურთიერთობათა დარეგულირება, რომლებიც საბაჟო კანონმდებლობის პრეროგატივას წარმოადგენს.

6. საბაჟო კანონმდებლობის აქტებს უკუქცევითი ძალა არა აქვთ, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 5. კოდექსში გამოყენებული ტერმინებისა და ცნებების განსაზღვრებანი

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) საქონელი – ნებისმიერი ქონება, მათ შორის ფული, ფასიანი ქაღალდები და სავალუტო ფასეულობა, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი, წყალი და სატრანსპორტო საშუალებები, გარდა ამ მუხლის "დ" პუნქტში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებისა;

ბ) სამამულო საქონელი – საქართველოში წარმოშობილი საქონელი;

გ) უცხოური საქონელი – საქონელი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ მუხლის "ბ" პუნქტში;

დ) სატრანსპორტო საშუალებები – ნებისმიერი საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრების საერთაშორისო გადაყვანისა და საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებისათვის, მათ შორის კონტეინერები, მისაბმელები და სხვა სატრანსპორტო მოწყობილობა;

ე) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ან სატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერი წესით შემოტანა ან ამ ტერიტორიიდან მათი გატანა, მათ შორის გაგზავნა საერთაშორისო საფოსტო გზავნილებით, მილსადენი ტრანსპორტის ან ელექტროგადამცემი ხაზების გამოყენებით.

ვ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით;

ზ) გაშვება – საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო გაფორმების შემდეგ საქონლის ან სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა პირის სრულ განკარგულებაში;

თ) პირობითი გაშვება – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გაშვება, რომელიც დაკავშირებულია პირის ვალდებულებასთან, დაიცვას დადგენილი შეზღუდვები, მოთხოვნები ან პირობები;

ი) საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი _ საქონლის ხარისხის, ღირებულების, რაოდენობისა და სასაქონლო ნომენკლატურის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელსაც საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გასცემს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირი;

) ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებები – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის განსაკუთრებული პირობები, რომლებიც დაწესებულია საქართველოს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე და შეიძლება შეიცავდეს კვოტირებას, ლიცენზირებას, მინიმალური და მაქსიმალური ფასების დაწესებას, აგრეთვე მსოფლიო მეურნეობასთან საქართველოს ეკონომიკის ურთიერთკავშირის რეგულირების სხვა ღონისძიებებს.

ლ) ელექტრონული საბუთი – დეკლარანტის მიერ საბაჟო გაფორმებისათვის საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო ორგანოებში წარსადგენი საბუთის ელექტრონული ასლი, რომლის შექმნა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

მ) ელექტრონული ლუქი – იდენტიფიკაციის ელექტრონული საშუალება, რომლის სატრანსპორტო საშუალებებზე დამაგრება, ექსპლუატაცია და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ნ) ელექტრონული პასპორტი – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარანტის შესახებ შექმნილი დოკუმენტი (მატერიალური ობიექტი), რომელზედაც ელექტრონული იმპულსების კომბინაციით ფიქსირდება ინფორმაცია და რომლის ცალსახად აღქმა ადამიანის მიერ შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულ-ციფრული ტექნოლოგიით. ელექტრონული პასპორტის შექმნა და დამუშავება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ო) ინფოშემცველი – მატერიალური ობიექტი (პლასტიკური ბარათი, მიკროსქემა და სხვა), რომელშიც ინფორმაციის შეტანა შესაძლებელია ელექტრონულ-ციფრული ტექნოლოგიით;

პ) სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირი – ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელსაც დაწესებული საფასურის საფუძველზე:

პ.ა) შეაქვს ელექტრონულ ლუქში ინფორმაცია;

პ.ბ) ახორციელებს ელექტრონული საბუთის შესაბამის დამუშავებას ერთიანი საბაჟო-საგადასახადო მონაცემთა საერთო-სახელმწიფოებრივი ბანკის ფორმირებისათვის.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2201 – სსმI, №26(33), 05.07.1999წ., მუხ.135

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

კარი II

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით. საბაჟო რეჟიმები

თავი 2

საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის ძირითადი პრინციპები

    მუხლი 6. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლება

1. ყველა პირს თანაბარ საფუძველზე აქვს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.

2. არავის არ შეიძლება ჩამოერთვას ან შეეზღუდოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 7. საქართველოს საბაჟო საზღვრის საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთის წესი

საქართველოს საბაჟო საზღვრის საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა ხდება მათი საბაჟო რეჟიმების შესაბამისად ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 8. საბაჟო რეჟიმების სახეობანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის

საბაჟო რეგულირების მიზნით წესდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმების შემდეგი სახეობანი:

ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ( იმპორტი );

ბ) რეიმპორტი;

გ) ტრანზიტი;

დ) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა;

ე) უბაჟო ვაჭრობა;

ვ) გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე;

ზ) გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ;

თ) დროებითი შემოტანა და/ან გატანა;

ი) თავისუფალ საბაჟო ზონაში საქონლის განთავსება და/ან გამოყენება;

კ) თავისუფალ საწყობში საქონლის განთავსება და/ან გამოყენება;

ლ) გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ;

მ) ექსპორტი;

ნ) რეექსპორტი;

ო) განადგურება;

პ) უარის თქმა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

    მუხლი 9. საბაჟო რეჟიმის არჩევა

პირს აქვს უფლება ნებისმიერ დროს აირჩიოს ნებისმიერი საბაჟო რეჟიმი ან შეცვალოს იგი მეორით, საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების ხასიათის, რაოდენობის, მწარმოებელი ან დანიშნულების ქვეყნის მიუხედავად, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსითა და საბაჟო კანონმდებლობის სხვა აქტებით.

    მუხლი 10. საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დრო და ადგილი

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საბაჟო ორგანოების სამუშაო დროს დაიშვება იმ ადგილებში, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. სხვა ადგილებში ან საბაჟო ორგანოების არასამუშაო დროს საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა დასაშვებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით.

თავი 3

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი)

    მუხლი 11. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმის არსი

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მუდმივად დატოვებას ამ ტერიტორიაზე, მისი გატანის ვალდებულების გარეშე.

    მუხლი 12. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის პირობები

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) ითვალისწინებს:

ა) კანონდებლობით გათვალისწინებული გადასახდელების გადახდას;

ბ) ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა დაცვას.

თავი 4

საქონლის რეიმპორტი

    მუხლი 13. საქონლის რეიმპორტის საბაჟო რეჟიმის არსი

საქონლის რეიმპორტის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გატანილი სამამულო საქონლის უკან შემოტანას დადგენილ ვადებში, საქონ-ლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად და ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გადასახადების გადახდის გარეშე.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2877 – სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.72

    მუხლი 14. საქონლის რეიმპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის პირობები

რეიმპორტის საბაჟო რეჟიმში:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელი შემოტანილ უნდა იქნეს გატანის მომენტიდან არა უგვიანეს სამი წლისა;

ბ) შემოტანილი საქონელი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორც გატანის მომენტში, გარდა იმ ცვლილებებისა, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი კლებით და რაც სხვა შემთხვევაში გათვალისწინებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი 5

საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტი

    მუხლი 15. საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის არსი

საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების უცხო სახელმწიფოთა (ან ერთი სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებს) შორის გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიის გავლით საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად.

    მუხლი 16. საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის პირობები

1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უნდა:

ა) დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით და არ უნდა გამოიყენებოდეს რაიმე სხვა მიზნით, ტრანზიტის გარდა;

ბ) მიეწოდოს გასასვლელ საბაჟო ორგანოს შემოსასვლელი საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში, სატრანსპორტო საშუალებათა შესაძლებლობების, დასახული მარშრუტისა და გადაზიდვის სხვა პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ათი დღისა.

2. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი გზებით და მიმართულებით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი სათანადოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ.

3. საბაჟო ორგანოს აქვს უფლება საქონელი მოაქციოს ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების სატრანსპორტო გადაზიდვების საერთაშორისო ნორმების დაცვის, ერთი კონკრეტული მარშრუტის დაწესების, საბაჟო თანხლების ან საბაჟო გადამზიდველის მიერ საქონლის გადაზიდვის პირობით, ამ კოდექსითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

    მუხლი 17. სატრანზიტო საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების თანმხლები დოკუმენტაციის წარდგენა გამშვები საბაჟო ორგანოებისათვის

სატრანზიტო საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების თანმხლები დოკუმენტაცია გამშვებ საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამის სატრანზიტო საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად.

    მუხლი 18. გადამზიდველის ვალდებულებანი

1. საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტის განხორციელების ვალდებულება ეკისრება გადამზიდველს.

2. საქართველოს საბაჟო ორგანოს ნებადაურთველად საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების გაცემის, დაკარგვის ან გამშვებ საბაჟო ორგანოში მიუტანლობის შემთხვევაში გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანაკლისი მოხდა ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგების შედეგად, ან თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაიკარგა ავარიისა თუ დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.

    მუხლი 19. ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევებში

1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევებში საქონელი შეიძლება გადმოიტვირთოს. ასეთ შემთხვევაში გადამზიდველი ვალდებულია:

ა) მიიღოს საჭირო ზომები საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების დასაცავად და არ დაუშვას მისი არანაირი გამოყენება;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს საქმის გარემოება, საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების ადგილსამყოფელი;

გ) უზრუნველყოს საქონლის მიტანა უახლოეს საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირთა მიყვანა საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების განლაგების ადგილზე.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების ხარჯებს გაიღებს საქონლის გადამზიდველი.

თავი 6

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა

    მუხლი 20. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის არსი

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქართველოში შემოტანილი ან საქართველოდან გასატანი საქონლის შენახვას საბაჟოს კონტროლით, საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად.

    მუხლი 21. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში საქონლის მოქცევის პირობები

1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში შეიძლება მოექცეს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა საქართველოში ან საქართველოდან გატანა აკრძალულია.

2. საქონელი, რომელიც მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ სათავსებში.

    მუხლი 22. საქონლის შენახვის ვადა

საქონელი საბაჟო საწყობში შენახვის რეჟიმში შეიძლება ინახებოდეს ერთ წლამდე ვადით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო რეჟიმში.

    მუხლი 23. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ განსახორციელებელი ოპერაციები

1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს საქონლის შენახვის უზრუნველმყოფელი ან საქონლის გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის მოსამზადებელი ოპერაციები.

2. აღნიშნულ ოპერაციათა ნუსხა და წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 24. საბაჟო საწყობები

1. საქონლის შესანახად გამოიყენება სპეციალურად მოწყობილი სათავსები – საბაჟო საწყობები.

2. საბაჟო საწყობი შეიძლება იყოს ღია, რომელიც გამოსაყენებლად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, და დახურული, რომელიც გათვალისწინებულია განსაზღვრულ პირთა საქონლის შესანახად.

3. დახურული საბაჟო საწყობები შეიძლება შეიქმნას კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე.

    მუხლი 25. საბაჟო საწყობების მფლობელები

საბაჟო საწყობების მფლობელები შეიძლება იყვნენ საბაჟო ორგანოები ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმოები, რომელთაც აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვები საბაჟო საწყობების საქმიანობების განსახორციელებლად.

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

    მუხლი 26. მოთხოვნები საბაჟო საწყობისა და მისი მფლობელისადმი

1. საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით საბაჟო საწყობებისათვის წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.

2. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას საბაჟო საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები, უსასყიდლოდ გამოუყოს მათ საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობა და კავშირგაბმულობის საშუალებანი.

ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

გ) გამორიცხოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;

დ) აწარმოოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა;

ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ანგარიშს წარუდგენს საბაჟო ორგანოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე;

ვ) განახორციელოს საბაჟო საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით, აღნიშნული საბაჟო საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;

ზ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2025 – სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.93

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

     მუხლი 27. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება

1. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირს.

2. საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობის მფლობელს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის გაფორმებისას.

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

    მუხლი 28. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად საწარმო ვალდებულია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. განცხადებას უნდა ერთვოდეს:

ა) სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ სანოტარო ფორმით დამოწმებული მონაცემები;

ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი დახურული ტიპის საბაჟო საწყობის საქმიანობისა). ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცეული საქონლის დახურული ტიპის საბაჟო საწყობში განთავსებისას საბაჟო ორგანოს წარედგინება საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი ან იდება ფულადი დეპოზიტი ან შესაბამისი ქონებრივი იპოთეკა იმ თანხის ოდენობით, რაც გადაიხდებოდა მოცემული საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში;

გ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დამოწმებული სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსს გეგმა და ტექნიკური ნახაზები;

ე) ცნობა სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვის შესახებ;

ვ) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების ან შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი საბუთი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გაუქმების წესი რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ამასთან, დახურული ტიპის საბაჟო საწყობის დაარსების ნებართვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეტარტამენტი გასცემს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2025 – სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.93

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №927 – სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.206

თავი 7

უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმი

    მუხლი 29. უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმის ცნება

უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქონლის გაყიდვას უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტებში საბაჟო კონტროლის ქვეშ, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებში (აეროპორტებში, ნავსადგურებსა და სხვა ადგილებში, რომლებიც ღიაა საერთაშორისო მიმოსვლისათვის), საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების გამოუყენებლად.

    მუხლი 30. უბაჟო ვაჭრობის რეჟიმში საქონლის მოქცევის პირობები

1. უბაჟო ვაჭრობის რეჟიმით შეიძლება გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა საქართველოში, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია.

2. საქონელი, რომლის გაყიდვაც საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია, შეიძლება გაიყიდოს უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმით მხოლოდ იმ პირობით, თუ დაცული იქნება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

     მუხლი 31. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვა

1. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტი შეუძლია დაარსოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილმა საწარმომ, რომელსაც აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვა.

2. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.

3. უბაჟო საცალო ვაჭრობის ნებართვის მისაღებად საწარმო ვალდებულია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ სანოტარო ფორმით დამოწმებული მონაცემები;

ბ) უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით;

გ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის სავაჭრო დარბაზისათვის, მაღაზიის საწყობისათვის და დამხმარე სათავსსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების საკუთრების ან შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი საბუთები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ე) ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დამოწმებული უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის გეგმა და ტექნიკური ნახაზები;

ვ) ცნობა სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვის შესახებ.

5. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) აწარმოოს შენახული და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა;

ბ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ანგარიში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტში შენახული და რეალიზებული საქონლის თაობაზე;

გ) განახორციელოს უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით, მისი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;

დ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

6. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გაუქმების წესი რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2025 – სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.93

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

    მუხლი 32. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება

საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის მესაკუთრეს ან მფლობელს.

თავი 8

საქონლის გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე

    მუხლი 33. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის არსი

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი ნიშნავს უცხოური საქონლის გამოყენებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დადგენილი წესით გადასამუშავებლად, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად და გადამუშავების პროდუქტების ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებიდან გატანის პირობით. აღნიშნული რეჟიმი რეგულირდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე.

    მუხლი 34. საქონლის გადამუშავების ოპერაციები

1. საქონლის გადამუშავების ოპერაციები მოიცავენ:

ა) საქონლის დამზადებას (დამუშავებას, გადამუშავებას), მათ შორის მონტაჟს, აწყობასა და სხვა საქონელზე მორგებას;

ბ) საქონლის შეკეთებას, კერძოდ, მის აღდგენასა და წესრიგში მოყვანას;

გ) იმ საქონლის გამოყენებას, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტების წარმოებას, თუნდაც ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხმარებოდეს გადამუშავების პროცესში.

2. საქონლის გადამუშავების ცალკეული ოპერაციების შეზღუდვები, ოპერაციების განხორციელების პირობები, მათ შორის სამამულო საქონლის გამოყენების შესაძლებლობები და წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

     მუხლი 35. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული საქონლის გადამუშავების ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე.

2. საქონლის გადამუშავების ნებართვა გაიცემა პირზე იმ პირობით, თუ:

ა) შესაძლებელია შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტების იდენტიფიკაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით;

ბ) საქონლის გადამუშავება იძლევა საქართველოს საწარმოო სიმძლავრეთა გამოყენებისა და გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის საშუალებას;

გ) შესრულებულია საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

    მუხლი 351. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვის გაცემის წესი

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვის მისაღებად, პირი ვალდებულია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ სანოტარო ფორმით დამოწმებული მონაცემები;

ბ) საქართველოში გადასამუშავებლად განკუთვნილი საქონლის შემოტანის საფუძველი (ხელშეკრულება ან საქონელზე უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

გ) საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის საფუძველი (ხელშეკრულება, საქონლის გასხვისების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადასამუშავებლად შემოტანილ საქონელზე საიმპორტო საბაჟო გადასახდელების ეკვივალენტური თანხის გადახდის უზრუნველმყოფელი საბანკო გარანტია ან კანონით გათვალისწინებული გარანტიის სახით – საბაჟო გადასახდელების საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე გადასამუშავებლად შეტანილი და საწარმოს სათავსში საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსებული საქონლის ხელშეუხებლობის თაობაზე წერილობითი გარანტია, დღიდან მისი კონტროლზე აყვანისა, გადამუშავების პროცესში მის სრულ მოხმარებამდე ან სხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე;

ვ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ზ) საწარმოს წარმადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, ნებართვის გაუქმების წესი რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, საბაჟო ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების აქტისა და პირის არგუმენტირებული მოტივაციის საფუძველზე განიხილოს გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთზე საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ შემთხვევაში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვა გაიცემა საბაჟო კოდექსის 33-ე–37-ე მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

5. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთი და გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი (სასაქონლო პროდუქცია, ნარჩენები) უნდა მოექცეს სხვა საბაჟო რეჟიმში ნებართვის ვადის გასვლიდან ათი დღის ვადაში.

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

     მუხლი 36. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მაგრამ არა უმეტეს ექვსი თვის ვადით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს გასცეს შედარებით უფრო ხანგრძლივი მოქმედების ნებართვა, თუ ნებართვის მსურველი პირი დაამტკიცებს ასეთი ხანგრძლივობის აუცილებლობას გადამუშავების ტექნოლოგიური ციკლის სპეციფიკისა და სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

    მუხლი 37. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოსავლიანობა

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის სავალდებულო გამოსავლიანობის ნორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ერთობლივად დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1627 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.24

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

თავი 9

საქონლის გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ

    მუხლი 38. საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის არსი

საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საბაჟო ტერიტორიაზე დადგენილი წესით უცხოური საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადასამუშავებლად გამოყენებას, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად და გადამუშავების პროდუქტების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად.

    მუხლი 39. საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების წესები

საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავება ხდება ამ კოდექსის 34-37-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 40. საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების შეზღუდვა

1. საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებისა და საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების დაცვისათვის თავის ასარიდებლად.

2. შემთხვევები, როცა საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენება დაუშვებელია, განისაზღვრება კანონმდებლობით.

თავი 10

საქონლის დროებითი შემოტანა და/ან გატანა

    მუხლი 41. საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმის არსი

1. საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას ან მის ფარგლებს გარეთ გატანას განსაზღვრული ვადით, უკან დაბრუნების ვალდებულებით ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად.

2. დროებით შემოტანილი და/ან გატანილი საქონელი  ექვემდებარება დაბრუნებას უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია საქონლის ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3028 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.200

    მუხლი 42. საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის პირობები

1. საქონლის დროებითი შემოტანა და/ან გატანა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ წარმოდგენილი იქნება შემოტანის და/ან უკან გატანის ვალდებულება.

2. იმ საქონლის ნუსხას, რომლის დროებითი შემოტანა და/ან გატანა აკრძალულია, ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. დროებითი შემოტანის და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში შესაძლებელია მოქცეულ იქნეს ნებისმიერი საქონელი (გარდა იმ საქონლისა, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დროებითი შემოტანის და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში არ დაიშვება).

4. დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში საბაჟო გადასახადების გადახდისაგან სრული განთავისუფლებით შესაძლებელია მოქცეულ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი, ქვემოთ ჩამოთვლილი საქონელი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად ქვემოთ ჩამოთვლილ საქონელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის ვადა):            

ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომლებიც შემოჰყავთ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის:

ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება, შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა);

ა.ბ) წარმოდგენებში, გამოფენებში, კონკურსებში, შეჯიბრებებში ან ჩვენებებში მონაწილეობა;

ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით);

ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისა და სხვა მიზნებისათვის);

ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება;

ა.ვ) ძოვება;

ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირების განხორციელება;

ა.თ) სამედიცინო მიზნები (გველის შხამის მიღება და სხვა);

ბ) ბაზრობების, გამოფენების, სხვადასხვა სახის შეხვედრებისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებებზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია:

ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია იმპორტული დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;

ბ.ბ) სამშენებლო და დეკორატიული მასალები (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომლებიც აუცილებელია იმპორტული დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;

ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრაციისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა);

გ) კინემატოგრაფიის, პრესის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემების განხორციელებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაარსებულ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაარსებული პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაარსებული იმ პირისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას (აღნიშნული პროცედურები არ ვრცელდება იმ პროფესიონალურ მოწყობილობებზე, რომლებიც საჭიროა იმავე მიზნებისათვის, როდესაც არსებობს ერთობლივი სამუშაო კონტრაქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაარსებულ პირთან). ეს მოწყობილობებია:

გ.ა) პერსონალური კომპიუტერები, ტელეფაქსები, საბეჭდი მანქანები, ყველა სახის კამერები, ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, შესამოწმებელი და გასაზომი ინსტრუმენტები და აპარატურა (ოსილოგრაფები, ფირებისა და ვიდეოჩამწერების შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრები, ინსტრუმენტების ყუთები და ჩანთები, ვექტოროსკოპები, ვიდეოგენერატორები და ა.შ.), გასანათებელი დანადგარები, საოპერატორო ნაწილები (კასეტები, ექსპონომეტრები, ლინზები, კომპასები, აკუმულატორები, ბატარეები, ბატარეების დამმუხტველები, მონიტორები, საათები, მიკროფონები, ტრანსფორმატორები, ჰაერის გამაცხელებლები, საკონდიციონერო და სავენტილაციო დანადგარები და სხვა);

გ.ბ) ტელესაკომუნიკაციო დანადგარები, როგორიცაა მიმღებ-გადამცემები, მისაერთებელი ტერმინალები, სატელიტური დამაკავშირებლები, სიხშირის გამომსხივებელი აუდიოდანადგარები;

გ.გ) ტელეკინოაპარატურა, ხმისა და გამოსახულების ჩამწერი და სარეპროდუქციო აპარატურა, სამონტაჟო დანადგარები, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, ასაწევი მასალები, ჰაერის გამოსაშრობები;

გ.დ) სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, როგორიცაა სატელევიზიო გადამცემი, ასევე ვიდეოჩამწერი, ხმის ჩამწერი, სარეპროდუქციო, ნელმავალი, გამანათებელი და სატელევიზიო დანადგარების ნაწილებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებები და სპეციალურად შექმნილი სხვა სატრანსპორტო საშუალებები;

დ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურებების, ავარიისა და კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციოდ;

ე) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, რემონტის ან დაყალიბებისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

ე.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ, მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;

ე.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ე.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება ამ ტერიტორიის გარეთ დაარსებული პირის საკუთრებად;

ვ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, რემონტის ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

ვ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ, მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;

ვ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ვ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება ამ ტერიტორიის გარეთ დაარსებული პირის საკუთრებად;

ზ) სამედიცინო, ქირურგიული და ლაბორატორიული მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია საავადმყოფოებისა და სხვა სახის სამედიცინო დაწესებულებებისათვის, დიაგნოსტიკური ან თერაპევტული მიზნებისათვის და გაგზავნილია განსაკუთრებული შემთხვევის საფუძველზე, უფასოდ;

თ) სატრანსპორტო საშუალებები, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

თ.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;

თ.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და  გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად ამავე პირის მიერ;

ი) საქონელი დიპლომატიური, კულტურული, სამეცნიერო-კვლევითი, სპორტული, ტურისტული და გასართობი მიზნებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება ამ ტერიტორიის გარეთ დაარსებული პირის საკუთრებად;

კ) შესაფუთი მასალები, კერძოდ, სავსე ან ცარიელი ფუთები, რომლებიც გამიზნულია სავსე ან ცარიელი სახით დასაბრუნებლად. დროებით შემოტანილი ფუთები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გათვალისწინებულია საქონლის ექსპორტი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის:

ა) ტერმინი „ღონისძიება“ ნიშნავს:

ა.ა) სავაჭრო, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის ან კერამიკული ნაწარმის გამოფენას, ბაზრობას ან მსგავს საჩვენებელ გამოფენას;

ა.ბ) გამოფენას ან შეხვედრას, რომელიც ორგანიზებულია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, კულტურის დონის ამაღლებისათვის;

ა.გ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფების შეხვედრას;

ა.დ) ოფიციალური ან ღირსშესანიშნავი ხასიათის წარმომადგენლობით შეხვედრას, გარდა გამოფენებისა, რომლებიც ორგანიზებულია კერძო მიზნებისათვის, მაღაზიებსა და ბიზნეს-ცენტრებში საქონლის გასაყიდად;

ბ) ტერმინი „სასწავლო დამხმარე საშუალებები“ ნიშნავს დამხმარე საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია სასწავლო მიზნებისათვის ან პროფესიული წვრთნისათვის, როგორიცაა მოდელები, ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები;

გ) ტერმინი „დამტკიცებული დაწესებულება“ ნიშნავს კერძო ან საჯარო სასწავლო ან პროფესიულ დაწესებულებას, რომელიც არ ითვალისწინებს მოგების მიღებას და რეგისტრირებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც, როგორც სასწავლო დამხმარე საშუალებების მიმღები, გასცემს რწმუნებას დროებითი შემოტანის რეჟიმზე;

დ) ტერმინი „სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობა“ ნიშნავს ინსტრუმენტებს, აპარატებს და ხელსაწყო მექანიზმებს, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის;

ე) ტერმინი „მოწყობილობის გაგზავნა განსაკუთრებული შემთხვევის საფუძველზე“ ნიშნავს ნებისმიერი სამედიცინო, ქირურგიული ან ლაბორატორიული მოწყობილობის გაგზავნას ისეთი საავადმყოფოს ან სხვა სახის სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნით, რომელსაც განსაკუთრებულად, აუცილებლად, სასწრაფოდ ესაჭიროება ასეთი მოწყობილობა;

ვ) ტერმინი „შესაფუთი მასალა“ ნიშნავს:

ვ.ა) საქონლის გარეგანი ან შინაგანი შეფუთვისათვის გამოყენებულ ან გამოსაყენებელ კონტეინერებს;

ვ.ბ) საშუალებებს, რომლებითაც საქონელი არის ან იქნება შეხვეული, შეკრული, მიბმული ან მიმაგრებული. აღნიშნულ საშუალებებში არ იგულისხმება შესაფუთი მასალა, როგორიცაა ჩალა-ნამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3028 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.200

    მუხლი 43. საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის ნებართვა

1. საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის რეჟიმში მოქცევას ახორციელებენ საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით.

2. საბაჟო ორგანოებს არა აქვთ უფლება გასცენ საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის ნებართვა, თუ შეუძლებელია მათი საიმედო იდენტიფიკაციის უზრუნველყოფა.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1627 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.24

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3028 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.200

    მუხლი 44. საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის ვადები

1. საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის ვადას ადგენს საქართველოს საბაჟო ორგანო ასეთი შემოტანისა და/ან გატანის მიზნებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადის გაგრძელების უფლება საჭიროების შემთხვევაში აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1627 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.24

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3028 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.200

    მუხლი 45. საქონლის დროებით შემოტანისა და/ან გატანის დადგენილი ვადის გასვლის შედეგები

დადგენილი ვადის გასვლის დღეს დაუბრუნებელი, დროებით შემოტანილი და/ან გატანილი საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო რეჟიმში ან მოთავსდეს დროებით შესანახ საწყობში, რომლის მფლობელიც არის საბაჟო ორგანო.

    მუხლი 46. დროებით გატანილი საქონლის დაუბრუნებლობა მისი განადგურების, დაკარგვის, დანაკლისის ან უცხო სახელმწიფოს ორგანოების ან თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედების გამო

პირი, რომელმაც დროებით გაიტანა საქონელი და არ დააბრუნა დადგენილ ვადაში, პასუხს არ აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუბრუნებლობა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების ან დაკარგვის, ანდა უცხო სახელმწიფოს ორგანოების ან თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედების შედეგია, რასაც დაადასტურებს საქართველოს შესაბამისი საკონსულო დაწესებულება.

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3028 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.200

თავი 11

თავისუფალ საბაჟო ზონასა და თავისუფალ საწყობში საქონლის განთავსება და/ან გამოყენება

    მუხლი 47. თავისუფალ საბაჟო ზონასა და თავისუფალ საწყობში საქონლის განთავსებისა და/ან გამოყენების საბაჟო რეჟიმის არსი

თავისუფალ საბაჟო ზონასა და თავისუფალ საწყობში საქონლის განთავსებისა და/ან გამოყენების საბაჟო რეჟიმი ნიშნავს უცხოური საქონლის მოთავსებას და/ან გამოყენებას შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში ან სათავსებში ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების გამოუყენებლად, ხოლო სამამულო საქონლის მოთავსებასა და/ან გამოყენებას – ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისი პირობებით.

    მუხლი 48. თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების შექმნა და მათში საქონლის განთავსებისა და/ან გამოყენების პირობები

თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების შექმნა და მათში საქონლის განთავსებისა და/ან გამოყენების პირობები, აგრეთვე თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში მოქმედი საბაჟო რეჟიმები რეგულირდება კანონმდებლობით.

თავი 12

საქონლის გადამუშავება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ

    მუხლი 49. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების საბაჟო რეჟიმის არსი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქართველოს საქონლის გატანასა და გამოყენებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად მისი გადამუშავებისა და მიღებული პროდუქტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად.

    მუხლი 50. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ოპერაციები

1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებისას შეიძლება განხორციელდეს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ოპერაციები.

2. საქონლის გადამუშავების ცალკეული ოპერაციები შეიძლება შეიზღუდოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 51. შემთხვევები, როდესაც არ შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი

საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმპორტისათვის საბაჟო გადასახდელების დაბრუნება ან გადასახდელებისაგან განთავისუფლება;

ბ) თუ საქონელი გატანამდე გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის საბაჟო გადასახდელებისაგან სრული განთავისუფლებით;

გ) კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 52. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ლიცენზია

1. ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ:

ა) გადამუშავების პროდუქტების საქართველოში შემოტანისას შესაძლებელია იმის დადგენა, რომ ისინი ნამდვილად მიღებულია გატანილი საქონლის გადამუშავების შედეგად;

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება არ აყენებს ზიანს საქართველოს ეკონომიკის ინტერესებს.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2025 – სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.93

    მუხლი 53. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ვადები

საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონელი უნდა გადამუშავდეს საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში, რომლებიც განისაზღვრება დადგენილი წესით. ვადების დადგენა უნდა ემყარებოდეს საქონლის გადამუშავების პროცესის ეკონომიკურად გამართლებულ ხანგრძლივობას.

    მუხლი 54. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოსავლიანობა

საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის სავალდებულო გამოსავლიანობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ერთობლივად დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1627 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.24

    მუხლი 55. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადასამუშავებლად გატანილი საქონლის დაბეგვრა

გადასამუშავებლად გატანილი საქონლის მიმართ საბაჟო გადასახდელები გამოიყენება კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 56. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანილი საქონლის გადამუშავებით მიღებული პროდუქტების შეცვლა უცხოური საქონლით

საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანილი საქონლის გადამუშავებით მიღებული პროდუქტების შეცვლა უცხოური საქონლით დაიშვება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 57. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადასამუშავებლად გატანილი საქონლის ან გადამუშავებით მიღებული პროდუქტების დაუბრუნებლობა მათი განადგურების, დაკარგვის, დანაკლისის, ანდა უცხო სახელმწიფოს ორგანოთა ან თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედების შედეგად

პირს, რომელმაც გადაამუშავა საქონელი ამ კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად და არ დააბრუნა საქონელი ან დადგენილ ვადაში არ შემოიტანა გადამუშავებით მიღებული პროდუქტები, არ ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საქონლის ან გადამუშავებით მიღებული პროდუქტების განადგურების, დაკარგვის, ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგების გამო დანაკლისის ან უცხო სახელმწიფო ორგანოებისა თუ თანამდებობის პირთა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არამართლზომიერი მოქმედების გამო, ამ ფაქტს დაადასტურებენ საქართველოს შესაბამისი საკონსულო დაწესებულებები.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2025 – სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.93

თავი 13

საქონლის ექსპორტი

    მუხლი 58. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის არსი

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქონლის გატანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ მისი ამავე ტერიტორიაზე შემოტანის ვალდებულების გარეშე.

    მუხლი 59. მოთხოვნები საქონლის ექსპორტისადმი

საქონლის ექსპორტი ხორციელდება კანონმდებლობისა და ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა დაცვით.

    მუხლი 60. საქონლის გაშვება ექსპორტის საბაჟო რეჟიმით

ექსპორტის საბაჟო რეჟიმით საქონლის გაშვებისას საქონელი საბაჟო ტერიტორიის გარეთ გაიტანება იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო საბაჟო ორგანოებისათვის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დღეს, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით.

თავი 14

საქონლის რეექსპორტი

    მუხლი 61. საქონლის რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის არსი

1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს უცხოური საქონლის გატანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად.

2. საქონლის რეექსპორტი დაიშვება საბაჟო ორგანოს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი №1235 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.26

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

    მუხლი 62. საქონლის რეექსპორტის პირობები

1. საქონელი, რომლის შემოტანაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განცხადებულ იქნა რეექსპორტისათვის, გატანილ უნდა იქნეს ამ ტერიტორიიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა მასზე საბაჟო დეკლარაციის მიღების დღიდან. დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საქონელი განიხილება იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.

2. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო შემოტანის მომენტში, გარდა საქონლის მდგომარეობის იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით.

თავი 15

საქონლის განადგურება

    მუხლი 63. საქონლის განადგურების საბაჟო რეჟიმის არსი

1. საქონლის განადგურების საბაჟო რეჟიმი ნიშნავს უცხოური საქონლის განადგურებას საბაჟოს კონტროლით, მათ შორის მის გამოსაყენებლად უვარგის მდგომარეობაში მოყვანას საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად.

2. საქონლის განადგურების ნებართვას იძლევა საბაჟო ორგანო შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 64. საქონლის განადგურების ხარჯები

საქონელს ანადგურებს მესაკუთრე ან მფლობელი საკუთარი სახსრებით. ასეთი განადგურება არ უნდა იწვევდეს სახელმწიფოს მხრივ რაიმე ხარჯებს.

    მუხლი 65. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები

საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები უნდა მოექცეს შესაბამის საბაჟო რეჟიმში, როგორც საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული უცხოური საქონელი.

თავი 16

სახელმწიფოს სასარგებლოდ საქონელზე უარის თქმა

    მუხლი 66. სახელმწიფოს სასარგებლოდ საქონელზე უარის თქმის საბაჟო რეჟიმის არსი

1. სახელმწიფოს სასარგებლოდ საქონელზე უარის თქმის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს პირის მიერ საქონელზე მესაკუთრის ან მფლობელის უფლებებზე უარის თქმას, მის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად.

2. სახელმწიფოს სასარგებლოდ საქონელზე უარის თქმა ამ თავის დებულებათა შესაბამისად დაიშვება კანონდებლობით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 67. სახელმწიფოს სასარგებლოდ საქონელზე უარის თქმასთან დაკავშირებული ხარჯები

სახელმწიფოს სასარგებლოდ საქონელზე უარის თქმა არ იწვევს სახელმწიფოს მხრივ რაიმე ხარჯებს.

თავი 17

სატრანსპორტო საშუალებებითა და ცალკეული სახეობის საქონლით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა

    მუხლი 68. სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა

1. სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ხდება სატრანსპორტო საშუალებების მიმართ გამოყენებული საბაჟო რეჟიმების მიხედვით.

2. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საბაჟო საზღვარს გადაკვეთენ როგორც საქონელი, განლაგდებიან საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალებათა იძულებითი გაჩერების ღონისძიებებს.

3. სატრანსპორტო საშუალებების დგომის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საბაჟო ორგანო გადამზიდველთან ერთად, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების განხორციელებისათვის აუცილებელი დროის გათვალისწინებით.

4. სატრანსპორტო საშუალებების გასვლა სადგომებიდან ხდება საბაჟო ორგანოების ნებართვით.

5. სატრანსპორტო საშუალებით საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დროსა და ადგილს გადამზიდველი უთანხმებს შესაბამის საბაჟო ორგანოს, ამ კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 69. სახელმწიფოს საკუთრებად მიქცევა და განკარგვა

1. სამართალდარღვევის ობიექტი და სამართალდარღვევის ჩადენის საშუალებები, აგრეთვე უპატრონო და ის საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზედაც უარი ითქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, მიიქცევა სახელმწიფოს საკუთრებად.

2. სახელმწიფოს საკუთრებად საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიქცევისა და განკარგვის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.

    მუხლი 70. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქართველოს ვალუტის, ფასიანი ქაღალდების, უცხოური ვალუტისა და სხვა სავალუტო ფასეულობათა გადატანა

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქართველოს ვალუტის, ფასიანი ქაღალდების, უცხოური ვალუტისა და სხვა სავალუტო ფასეულობათა გადატანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

კარი III

საბაჟო გადასახდელები

თავი 18

საბაჟო გადასახდელების სახეები

    მუხლი 71. საბაჟო გადასახდელები

1. საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლიდან მოხსნისას და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში გადაიხდევინება გადასახდელები – გადასახადები და მოსაკრებლები.

2. გადასახადებია:

ა) საბაჟო;

ბ) დამატებული ღირებულებისა;

გ) აქციზი.

3. საბაჟო მოსაკრებლებია:

ა) საბაჟო პროცედურებისათვის;

ბ) ლიცენზიების გაცემისათვის.

    მუხლი 72. გადასახადები საბაჟოში

საბაჟო კონტროლიდან მოხსნისას და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში საქონელი ექვემდებარება საბაჟო, დამატებული ღირებულებისა და აქციზის გადასახადებით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საბაჟო გადასახადის შესახებ კანონის მიხედვით.

    მუხლი 73. საბაჟო მოსაკრებლები

საბაჟო კონტროლიდან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) მოხსნისას და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე საერთაშორისო საფოსტო გზავნილების საბაჟო პროცედურების გაფორმებისათვის პირები იხდიან სათანადო მოსაკრებლებს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2025 – სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.93

    მუხლი 74. საბაჟო გადასახდელების გადახდა და იძულებით გადახდევინება

1. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო გაფორმების დამთავრებამდე კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, საბაჟო გაფორმების დამთავრებამდე გადამხდელის მიერ გადასახდელების გადახდილი თანხა შემოსავლების შესაბამის საბიუჯეტო ანგარიშებზე გადაიტანება მხოლოდ საქონლის დეკლარირებისა და საბაჟო გაფორმების დამთავრების შემდეგ.

2. თუ საბაჟო გადასახდელის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დადგენილი საბაჟო გადასახდელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და მისი შესაბამისი საბაჟო ორგანოები ამ გადამხდელის მიმართ ახორციელებენ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.

3. (ამოღებულია).

4. საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრესა და მფლობელს, ასევე მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებსა და გადამზიდველს.

საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2020 – სსმI, №10, 24.04.2003წ., მუხ.54

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №927 – სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.206

    მუხლი 75. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხების აკუმულირება და საბაჟო გადასახდელების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

1. საბაჟო გადასახდელების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საბაჟო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების არა უმეტეს 3 პროცენტისა, ირიცხება საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე. ამ ქვეანგარიშზე თანხებს ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების პროპორციულად რიცხავს სახელმწიფო ხაზინა.

2. ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3. გადასახადების გადახდაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით საბაჟო გადასახდელების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა გადასახდელის გადამხდელის მიერ საბაჟო ორგანოებისათვის ზედმეტად გადახდილი გადასახდელების უკან დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის დღიდან.

4. ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხა გადამხდელს უბრუნდება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან, მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ან კალენდარული წლის განმავლობაში გადასახდელების სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში ჩაეთვლება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე საბაჟო გადასახდელების გადახდის ანგარიშში.

5. (ამოღებულია).

6. ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ჩათვლა (გადატანა) სხვა გადამხდელების საბაჟო გადასახდელების ვალდებულებათა დაფარვის ანგარიშში დაუშვებელია.

7. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №891 – სსმI, №15, 11.06.2001წ., მუხ.49

საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2020 – სსმI, №10, 24.04.2003წ., მუხ.54

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3369 – სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.32

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №927 – სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.206

კარი IV

საბაჟო გაფორმება

თავი 19

საბაჟო გაფორმების ძირითადი პრინციპები

    მუხლი 76. საბაჟო გაფორმება

საბაჟო გაფორმება არის გარკვეული საბაჟო პროცედურების ჩატარება საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დამთავრების მიზნით, ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 77. საბაჟო გაფორმების დრო და ადგილი

1. საბაჟო გაფორმება, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილას – საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებიან საქონლის გამგზავნი, მიმღები ან მათი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით საბაჟო გაფორმება შეიძლება განხორციელდეს განცხადებაში მითითებულ ადგილზე და/ან საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროსაც.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს დაადგინოს, რომ ცალკეული კატეგორიის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება განახორციელონ მხოლოდ განსაზღვრულმა საბაჟო ორგანოებმა.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

    მუხლი 78. საბაჟო გაფორმების ენა

საბაჟო გაფორმება წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ენაზედაც.

    მუხლი 79. საბაჟო გაფორმებისას უფლებამოსილ პირთა და მათ წარმომადგენელთა დასწრება

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ უფლებამოსილ პირებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით კი – ვალდებულნი არიან დაესწრონ საბაჟო გაფორმებას.

    მუხლი 80. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო სატვირთო და სხვა ოპერაციები

1. საბაჟო ორგანოს მოთხოვნით საქართველოს საბაჟო საზღვრის საქონლით გადაკვეთის მომენტისათვის, ამ საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განახორციელოს საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციები: საქონლის ტრანსპორტირება, რაოდენობის განსაზღვრა, საქონლის გადაზიდვამდე მისი რაოდენობის, ხარისხისა და ღირებულების სავალდებულო ინსპექტირების უზრუნველყოფა, დატვირთვა, გადმოტვირთვა, გადატვირთვა, დაზიანებული შეფუთვის შეკეთება, საფუთავის გახსნა, შეფუთვა ან ხელახალი შეფუთვა. საწყობის მფლობელი ასევე ვალდებულია გააღოს სათავსები, საცავები და სხვა ადგილები, სადაც შეიძლება იყოს მოთავსებული საბაჟო გაფორმებას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები.

2. საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოს ნებართვით.

3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული სატვირთო და სხვა ოპერაციები ხორციელდება მესაკუთრის ხარჯით და მათ არ უნდა გამოიწვიონ ამ მიზნით სახელმწიფოს მხრივ რაიმე ხარჯი.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2201 – სსმI, №26(33), 05.07.1999წ., მუხ.135

    მუხლი 81. საბაჟო გაფორმების პრიორიტეტული წესები

1. მალფუჭებადი საქონლის, ცხოველების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მისამართზე გაგზავნილი, აგრეთვე სტიქიური უბედურებების, ავარიების, კატასტროფების დროს საბაჟო ტერიტორიაზე საჭირო საქონლის შემოტანისა და ამ ტერიტორიიდან გატანის დროს მათი საბაჟო გაფორმება ხდება გამარტივებული და პრიორიტეტული წესით.

2. საბაჟო გაფორმების პრიორიტეტული წესის გამოყენების შემთხვევები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 82. იმ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება და/ან განკარგვა, რომელთა მიმართაც საბაჟო გაფორმება არ დამთავრებულა

დაუშვებელია იმ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება და/ან განკარგვა, რომელთა მიმართაც საბაჟო გაფორმება არ არის დამთავრებული, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავი 20

დეკლარირება

    მუხლი 83. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება

საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, აგრეთვე საბაჟო რეჟიმის შეცვლისას საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება საბაჟო ორგანოში დეკლარირებას.

    მუხლი 84. დეკლარირების ფორმა

1. დეკლარირება ხდება დადგენილი ფორმის (წერილობითი, ზეპირი მონაცემების ელექტრონული გადაცემის გზით) განცხადებით, რომელიც შეიცავს ზუსტ ცნობებს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, მათი საბაჟო რეჟიმის შესახებ და საბაჟო მიზნებისათვის საჭირო სხვა ცნობებს.

2. დეკლარირების ფორმა და წესი, აგრეთვე საბაჟო მიზნებისათვის საჭირო ცნობების ნუსხა განისაზღვრება დადგენილი წესით.

    მუხლი 85. დეკლარირების ადგილი

1. საქონლის დეკლარირება ხდება საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო გაფორმება.

2. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც საქონელი გადააქვთ, ექვემდებარება დეკლარირებას საქონელთან ერთად, გარდა ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საზღვაო და საჰაერო ხომალდების დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დანიშნულების ნავსადგურში ან აეროპორტში ჩასვლისას, აგრეთვე საბაჟო ტერიტორიის ნავსადგურში ან აეროპორტში, საიდანაც ისინი გადიან.

4. ცარიელი და მგზავრების გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას.

    მუხლი 86. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადები

1. საბაჟო სატვირთო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადებში. ეს ვადები არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს საქონლისა და მისი გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოებისათვის წარდგენის დღიდან (გარდა 23-ე თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. საბაჟო საზღვრის გავლით ფიზიკური პირების მიერ ხელბარგითა და ბარგით საქონლის გადაადგილებისას საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქონელთან ერთად.

3. ცარიელი და მგზავრების გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შესვლისას დეკლარირდება არა უგვიანეს სამი საათისა საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან, ხოლო გასვლისას – არა უგვიანეს სამი საათისა საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე.

4. აღნიშნული ვადები შეიძლება გახანგრძლივდეს დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №891 – სსმI, №15, 11.06.2001წ., მუხ.49

    მუხლი 87. დეკლარანტი

1. დეკლარანტი შეიძლება იყოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი ან საბაჟო ბროკერი.

2. დეკლარანტი ასრულებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ მოვალეობებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №891 – სსმI, №15, 11.06.2001წ., მუხ.49

    მუხლი 88. დეკლარანტის უფლება-მოვალეობანი

1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირებისას დეკლარანტი ვალდებულია:

ა) მოახდინოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესის მიხედვით;

ბ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნით წარადგინოს საჭირო საბუთები და ცნობები;

გ)უზრუნველყოს საბაჟო გადასახდელების გადახდა;

დ) ხელი შეუწყოს საბაჟო ორგანოებს საბაჟო გაფორმებაში, მათ შორის საჭირო სატვირთო და სხვა ოპერაციების შესრულების გზით.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებების გარდა, საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე დეკლარანტს უფლება აქვს საბაჟო კონტროლის ქვეშ დაათვალიეროს საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე საბაჟო ორგანოს ნებართვით აიღოს საქონლის სინჯები და ნიმუშები. საქონლის სინჯებსა და ნიმუშებზე ცალკე საბაჟო დეკლარაცია არ შეივსება.

საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №891 – სსმI, №15, 11.06.2001წ., მუხ.49

    მუხლი 89. საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთები და ცნობები

1. საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთები, მათი ელექტრონული ასლები (ელექტრონული საბუთები), ელექტრონული პასპორტი, საქონლის გადაზიდვამდე მასზე ჩატარებული ინსპექტირებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საქონლის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. აღნიშნული საბუთებისა და ცნობების და გადაზიდვამდე ინსპექტირებას დაუქვემდებარებელი საქონლის ნუსხა განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2201 – სსმI, №26(33), 05.07.1999წ., მუხ.135

 საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2275 – სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.110

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

    მუხლი 90. საბაჟო დეკლარაციის მიღება

1. წარმოდგენილ საბაჟო დეკლარაციას იღებს საბაჟო ორგანო და ახდენს მის რეგისტრაციას დადგენილი წესით.

2. საბაჟო დეკლარაცია რეგისტრაციის მომენტიდან იქცევა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ საბუთად.

3. საბაჟო ორგანოს არა აქვს უფლება უარი თქვას საბაჟო დეკლარაციის მიღებაზე.

    მუხლი 91. საბაჟო დეკლარაციის შეცვლა, შევსება ან გამოთხოვა

1. საბაჟო ორგანოს ნებართვით შეიძლება საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული მონაცემების შეცვლა, შევსება ან წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის გამოთხოვა.

2. საბაჟო დეკლარაციის შეცვლა, შევსება ან გამოთხოვა შეიძლება მხოლოდ:

ა) საბაჟო დეკლარაციის შემოწმების დაწყებამდე;

ბ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვალიერებამდე და/ან საბაჟო შემოწმებამდე;

გ) საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული მონაცემების უტყუარობის დადგენამდე.

3. საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირთ არა აქვთ უფლება შეავსონ საბაჟო დეკლარაცია, შეცვალონ ან შეიტანონ მონაცემები, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც საბაჟო ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება, აგრეთვე შეცვალონ ან შეავსონ კოდირებული მონაცემები, რომლებიც მანქანური დამუშავებისათვის გამოიყენება, თუ ასეთი მონაცემები არაკოდირებული სახით არის საბაჟო დეკლარაციაში.

    მუხლი 92. დროებითი ან არასრული საბაჟო დეკლარაცია

თუ დეკლარანტს განსაკუთრებულ მიზეზთა გამო არ შეუძლია სრული საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, საბაჟო ორგანოს დადგენილი წესით უფლება აქვს დართოს ნება დროებითი ან არასრული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე იმ პირობით, თუ დროებით ან არასრულ დეკლარაციაში შეტანილი იქნება ძირითადი მონაცემები, რომლებიც საჭიროა საბაჟო მიზნებისათვის, ხოლო იმ მონაცემებს, რომლებიც აკლია, წარმოადგენენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

    მუხლი 93. პერიოდული საბაჟო დეკლარაცია

ერთი და იმავე პირის მიერ ერთი და იმავე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების რეგულარულად გადაადგილებისას საბაჟო ორგანოს შეუძლია მას დართოს ნება, რომ მთელ იმ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საბაჟო საზღვრის გავლით გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაადგილდება, წარდგენილ იქნეს ერთი საბაჟო დეკლარაცია.

პერიოდული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევები და წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 94. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირების გამარტივებული წესი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად უფლება აქვს ნება დართოს დეკლარანტს განახორციელოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება გამარტივებული წესით.

    მუხლი 95. საბაჟო დეკლარაციების სახეები

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის დეკლარაციები:

ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია;

ბ) ფიზიკური პირის დეკლარაცია;

გ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია;

დ) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

    მუხლი 96. სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურების ჩატარების მიზნით დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციას.

    მუხლი 97. ფიზიკური პირის დეკლარაცია

ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დეკლარირების ქვემდებარე პირადი საგნები, ვალუტა და ფასიანი ქაღალდები, ავსებს და საბაჟო ორგანოს წარუდგენს ფიზიკური პირის დეკლარაციას.

    მუხლი 98. საფოსტო გზავნილების დეკლარაცია

საქართველოდან საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაგზავნისას გამგზავნი ავსებს დეკლარაციას გასაგზავნ საქონელზე.

    მუხლი 981. სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია

სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

თავი 21

საბაჟო გაფორმების პროცედურები

    მუხლი 99. საბაჟო გაფორმების პროცედურების სახეები

საბაჟო დეკლარაციის მიღებისა და საბაჟო ორგანოების მიერ მისი შემოწმების შემდეგ ხორციელდება საბაჟო გაფორმების შემდეგი პროცედურები:

ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენა, მათი დათვალიერება და საბაჟო შემოწმება;

ბ) საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება;

გ) საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმება;

) გადასახდელების გამოანგარიშება და გადახდევინება;

) საბაჟოსათვის გარანტიების წარდგენა;

) საქონლის გაშვება.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2201 – სსმI, №26(33), 05.07.1999წ., მუხ.135

    მუხლი 100. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვალიერება და შემოწმება

1. საბაჟო ორგანოები ახორციელებენ საქონლის საბაჟო დათვალიერებას, ამოწმებენ საქონლის დასახელების, წარმოშობის, მდგომარეობის, რაოდენობის, ღირებულების შესაბამისობას წარმოდგენილი დეკლარაციის მონაცემებთან.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს საქონლის საბაჟო დათვალიერებასა და შემოწმებას.

11. საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმება, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში და რომელთა რეგისტრაციას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო სამსახურები, შეიძლება განხორციელდეს ამავე სამსახურების სპეციალისტების მონაწილეობით საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

2. საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ შეამოწმონ საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული, საბაჟო ტერიტორიაზე არსებული და ტერიტორიიდან გამსვლელი სატრანსპორტო საშუალებანი, აგრეთვე მოახდინონ მათი საბაჟო დათვალიერება.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2877 – სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.72

    მუხლი 101. ფიზიკური პირის ნივთების საბაჟო დათვალიერება

1. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას და საბაჟო კონტროლის ზონაში ყოფნისას საბაჟო ორგანოს მუშაკს უფლება აქვს მოსთხოვოს მას პირადი ნივთების წარდგენა საბაჟო დათვალიერებისათვის და დაათვალიეროს ისინი. შესამოწმებელი ფიზიკური პირი ვალდებულია საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირს დაეხმაროს თავისი ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებაში, გახსნას თავისი ბარგი მისი მითითებით.

2. ფიზიკური პირის ნივთების საბაჟო დათვალიერება ხორციელდება მფლობელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით. თუ საგნების მფლობელი არ იქნება დადგენილი, ან თუ იგი უარს აცხადებს საბაჟო დათვალიერებაზე დასასწრებად, პირადი ნივთები შეიძლება დათვალიერებულ იქნეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 102. საბაჟო გაფორმების მიზნით საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება

1. საბაჟო გაფორმების მიზნით საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ აიღონ საქონლის სინჯები და ნიმუშები და ჩაატარონ მათი გამოკვლევა (ექსპერტიზა).

2. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სინჯები და ნიმუშები, კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანოს ნებართვით შეუძლიათ აიღონ აგრეთვე საქონლის მფლობელებმა ან მათმა წარმომადგენლებმა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში

3. სინჯებსა და ნიმუშებს იღებენ იმ მინიმალური ოდენობით, რაც საკმარისია მათ გამოსაკვლევად.

4. სინჯებისა და ნიმუშების აღების შესახებ დგება ოქმი დადგენილი წესით.

5. საქონლის მესაკუთრეს, მფლობელსა და სხვა უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ დაესწრონ საბაჟო ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ სინჯებისა და ნიმუშების აღებას. საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირები ესწრებიან სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების, აგრეთვე საქონლის მესაკუთრის, მფლობელისა და სხვა უფლებამოსილი პირების მიერ სინჯებისა და ნიმუშების აღებას. აღნიშნული პირები და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირებს საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებაში, კერძოდ, თავიანთ ხარჯზე განახორციელონ სატვირთო და სხვა ოპერაციები, რომლებიც საჭიროა სინჯებისა და ნიმუშების ასაღებად.

6. საქონლის მესაკუთრეთა, მფლობელთა და სხვა უფლებამოსილ პირთა დაუსწრებლად საქონლის სინჯები და ნიმუშები საბაჟო ორგანოებმა შეიძლება აიღონ საქონლის წარდგენიდან ათი დღის განმავლობაში; სხვა გადაუდებელი გარემოებების დროს სინჯებისა და ნიმუშების აღებას ესწრება ორი მოწმე, რომლებიც არ არიან დაინტერესებული გამოკვლევის შედეგებით.

7. საქონლის მესაკუთრეს, მფლობელსა და სხვა უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ გაეცნონ საქონლის სინჯებისა და ნიმუშების გამოკვლევის შედეგებს. სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების მიერ აღებული საქონლის სინჯებისა და ნიმუშების გამოკვლევის შედეგები უნდა ეცნობოს საბაჟო ორგანოებს.

8. საბაჟო ორგანოები არ უნაზღაურებენ საქონლის მესაკუთრეს იმ ზიანს, რომელიც დაკავშირებულია სინჯებისა და ნიმუშების აღებასთან. სინჯებისა და ნიმუშების გამოკვლევისას საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო ლაბორატორიების ხარჯებს საქონლის მესაკუთრე არ აანაზღაურებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი გამოკვლევა ეწყობა აღნიშნული პირის ინიციატივით.

9. საქონლის სინჯისა და ნიმუშების აღება მათი გამოკვლევის მიზნით ხდება დადგენილი წესით.

    მუხლი 103. გადასახდელების გამოანგარიშება და გადახდევინება

გადასახდელების გამოანგარიშება და გადახდევინება რეგულირდება კანონმდებლობის მიხედვით.

    მუხლი 104. საბაჟო გარანტიები (გირაო)

კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვადასხვა საბაჟო რეჟიმით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გაფორმებისას საბაჟო ორგანო იტოვებს საბანკო გარანტიას ან შესაბამისი ღირებულების საქონელს გარანტის სახით (გირაო), რომლის დაბრუნებაც ხდება საბაჟო რეჟიმების ფაქტობრივი განხორციელებიდან 15 დღის განმავლობაში.

    მუხლი 105. საქონლის გაშვება

საბაჟო გაფორმება მთავრდება საქონლის გაშვებით, რის შემდეგაც საქონელი გადადის მფლობელის სრულ განკარგულებაში.

    მუხლი 106. საფოსტო გზავნილების საბაჟო გაფორმება

საბაჟო დათვალიერება საფოსტო გზავნილებისა, რომლებშიც მოთავსებულია უცხო სახელმწიფოდან შემოსული საქონელი, ხდება კავშირგაბმულობის საწარმოებში გზავნილის მიმღებისათვის გადაცემამდე. უცხო სახელმწიფოში გასაგზავნი საფოსტო გზავნილების საბაჟო დათვალიერება ხდება კავშირგაბმულობის საწარმოებში მიღების შემდეგ ან მიღებისას.

თავი 22

წინასწარი ოპერაციები

    მუხლი 107. წინასწარი ოპერაციების არსი და დანიშნულება

1. წინასწარ ოპერაციებს განეკუთვნება ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებას.

2. წინასწარმა ოპერაციებმა უნდა გააიოლოს და დააჩქაროს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება.

3. წინასწარი ოპერაციების დროს საბაჟო ორგანოები ახორციელებენ წინასწარ საბაჟო მომსახურებას.

    მუხლი 108. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების შემოტანის ან ამ ტერიტორიიდან გატანის შესახებ წინასწარ შეტყობინება საბაჟო ორგანოებისათვის

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანის ან ამ ტერიტორიიდან გატანის დროს მესაკუთრეს ან მის უფლებამოსილ პირს აქვს უფლება საბაჟო ორგანოს წინასწარ შეატყობინოს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.

2. საბაჟო ორგანო ვალდებულია აღრიცხოს შეტყობინება და, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დანიშნოს დრო და ადგილი, სადაც უნდა მიიტანონ საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები საბაჟო გაფორმებისათვის.

    მუხლი 109. საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი დოკუმენტაციის მიტანა საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილას

1. ამ კოდექსის 108-ე მუხლში აღნიშნული შეტყობინების შემდეგ მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია საქონელი, სატრანსპორტო საშუალებები და მათი საბუთები საქონლის მდგომარეობის რაიმე ცვლილებების გარეშე (გარდა იმ ცვლილებებისა, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალურ პირობებში კლებით) და რაიმე სხვა მიზნით გამოყენების გარეშე, დადგენილი მარშრუტით მიიტანოს საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილას და იმყოფებოდეს იქ მიტანის შემდეგ.

2. საქონელი, სატრანსპორტო საშუალებები და მათი დოკუმენტაცია საბაჟო ორგანომ უნდა მიიტანოს დადგენილ ვადებში, მიტანის ჩვეულებრივი ვადების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებების შესაძლებლობის, დადგენილი მარშრუტისა და გადაზიდვის სხვა პირობების გათვალისწინებით, მაგრამ ეს ვადები არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ ვადას, რომელიც განისაზღვრება დღეში ას კილომეტრზე გაანგარიშებით.

    მუხლი 110. პასუხისმგებლობა წინასწარი ოპერაციების დროს

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გარკვეულ საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე პასუხისმგებლობა ამ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის, ეკისრება მესაკუთრეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.

თავი 23

დროებითი შენახვა

    მუხლი 111. დროებითი შენახვის არსი

საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მომენტიდან და მათ გაშვებამდე, ან არსებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად პირის განკარგულებაში გადაცემამდე დროებით ინახება საბაჟო კონტროლის ქვეშ.

საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №891 – სსმI, №15, 11.06.2001წ., მუხ.49

    მუხლი 112. დროებითი შენახვის ადგილები და ვადები

1. დროებითი შენახვა ხდება სპეციალურად გამოყოფილ და მოწყობილ სათავსებში ან სხვა ადგილებში (დროებით შესანახ საწყობებში), რომლებზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მე-6 თავით განსაზღვრული პირობები და მოთხოვნები.

2. დროებითი შენახვის ვადებს ადგენენ საბაჟო ორგანოები, საბაჟო დეკლარაციის წარსადგენად საჭირო დროის, საქონლისა და გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ხასიათის გათვალისწინებით.

3. დროებითი შენახვის საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეუძლია დაადგინოს ცალკეული კატეგორიის საქონლის შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადები, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა.

თავი 24

საბაჟო ბროკერი

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

მუხლი 113. საბაჟო ბროკერი

1. საბაჟო ბროკერი (შუამავალი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომელსაც აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზია საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად.

2. საბაჟო ბროკერი თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კოდექსისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. საბაჟო ბროკერის მარწმუნებელთან ურთიერთობას საფუძვლად უდევს წერილობითი ხელშეკრულება.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

    მუხლი 114. საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზია

1. საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ ლიცენზირებულ საბაჟო ბროკერს.

2. საბაჟო ბროკერის საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად საწარმო ვალდებულია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ სანოტარო ფორმით დამოწმებული მონაცემები;

ბ) საბაჟო ბროკერის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით. ამასთან, საგარანტიო ან სადაზღვევო თანხა არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) საწარმოს მიერ გაცემული ცნობა საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ.

4. დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გაუქმების საკითხები რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

5. საბაჟო ბროკერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) შექმნას პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების განხორციელებას;

ბ) აწარმოოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ განხორციელებული ოპერაციების ან ნებისმიერი საშუამავლო ფუნქციის შესრულების აღრიცხვის ჟურნალი, მარწმუნებელ პირთან დადებული ხელშეკრულებების რეესტრი და ისინი მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს;

გ) უზრუნველყოს საბაჟო ბროკერის პასუხისმგებლობა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით, აღნიშნული საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;

დ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ანგარიში წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს საანგარიშო პერიოდში წარმოებული ყველა ოპერაციისა და მარწმუნებელ პირთან დადებული ხელშეკრულებების თაობაზე;

ე) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №891 – სსმI, №15, 11.06.2001წ., მუხ.49

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

მუხლი 115. საბაჟო ბროკერის უფლება-მოვალეობანი

1. საბაჟო ბროკერს უფლება აქვს თავისი სახელით, მისი მარწმუნებლის ხარჯზე და დავალებით განახორციელოს საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ნებისმიერი ოპერაცია და საბაჟო საქმეში შეასრულოს სხვა საშუამავლო ფუნქციები.

2. საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ბროკერი ასრულებს ყველა მოვალეობას და მას ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა საბაჟო საზღვრის გავლით საქონლის დამოუკიდებლად გადამაადგილებელ პირს.

3. საბაჟო ბროკერის ამ კოდექსით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს მარწმუნებელთან დადებული ხელშეკრულებით.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №891 – სსმI, №15, 11.06.2001წ., მუხ.49

მუხლი 116. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

მუხლი 117. საბაჟო ბროკერისა და მისი მუშაკების დამოკიდებულება მარწმუნებლის ინფორმაციისადმი

1. საბაჟო ბროკერისა და მისი მუშაკების მიერ მარწმუნებლისაგან მიღებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის.

2. ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კომერციულ, საბანკო და კანონით დაცულ სხვა საიდუმლოს, არ შეიძლება გახმაურდეს. აკრძალულია ასეთი ინფორმაციის გამოყენება საბაჟო ბროკერის მიერ საკუთარი მიზნებისათვის, აგრეთვე მისი გადაცემა მესამე პირისათვის (გარდა საბაჟო ორგანოებისა), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

თავი 25

საბაჟო გადამზიდველი

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

მუხლი 118. საბაჟო გადამზიდველი

1. საბაჟო გადამზიდველი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომელსაც აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზია საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის განსახორციელებლად.

2. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება აქვს მხოლოდ საბაჟო გადამზიდველს, რომელმაც აიღო საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზია ამ კოდექსით განსაზღვრული წესით, გარდა:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) მილსადენი ტრანსპორტის საშუალებით ან/და ელექტროგადამცემი ხაზებით გადასაადგილებელი, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სვლით გადაადგილებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, თუ ამ საშუალებებით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი არ გადაიზიდება.

3. საბაჟო გადამზიდველი თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კოდექსისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. საბაჟო გადამზიდველის ურთიერთობა საქონლისა და დოკუმენტების გამომგზავნთან ან მის წარმომადგენელთან განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №891 – სსმI, №15, 11.06.2001წ., მუხ.49

    მუხლი 119. საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზია

1. ლიცენზიის მისაღებად საწარმო ვალდებულია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი საბუთები:

ა) სანოტარო ფორმით დამოწმებული მონაცემები სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ;

ბ) საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისი ან საბანკო გარანტია. ამასთან, საგარანტიო ან სადაზღვევო თანხა არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) სატრანსპორტო საშუალებებზე საწარმოს საკუთრების ან სულ ცოტა 3 წლის ვადით მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სანოტარო ფორმით დამოწმებული საბუთი;

ე) ცნობა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გაუქმების საკითხები რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ჰქონდეს საკუთრებაში ან შესაბამისი მფლობელობის უფლებით აღებული ტექნიკურად გამართული ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაზიდვების აღრიცხვის ჟურნალი და იგი მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს;

გ) უზრუნველყოს საბაჟო გადამზიდველის პასუხისმგებლობა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით აღნიშნული საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;

დ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №891 – სსმI, №15, 11.06.2001წ., მუხ.49

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

მუხლი 120. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

მუხლი 121. საბაჟო გადამზიდველისა და მისი მუშაკების დამოკიდებულება მიღებული ინფორმაციისადმი

ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კომერციულ, საბანკო და კანონით დაცულ სხვა საიდუმლოს, არ შეიძლება გახმაურდეს. აკრძალულია ასეთი ინფორმაციის გამოყენება საბაჟო გადამზიდველისა და მისი მუშაკების მიერ საკუთარი მიზნებისათვის, აგრეთვე მისი გადაცემა მესამე პირისათვის (გარდა საბაჟო ორგანოებისა), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

    მუხლი 122. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2025 – სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.93

კარი V

საბაჟო კონტროლი

თავი 26

საბაჟო კონტროლის განხორციელება

    მუხლი 123. საბაჟო კონტროლის განხორციელება და მისი სახეები

1. საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირნი ახორციელებენ საბაჟო კონტროლს, რაც ითვალისწინებს:

ა) საბაჟო მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და ცნობების შემოწმებას;

ბ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო შემოწმებას;

გ)პირად გასინჯვას;

დ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას;

ე) ფიზიკური პირების ზეპირ გამოკითხვას;

ვ) აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმებას;

ზ) დროებითი შენახვის საწყობების ტერიტორიისა და სათავსების, საბაჟო საწყობების, თავისუფალი საწყობების, თავისუფალი საბაჟო ზონებისა და უბაჟო ვაჭრობის მაღაზიებისა და სხვა ადგილების დათვალიერებას, სადაც შეიძლება ინახებოდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, ანდა ხორციელდება საქმიანობა, რომლის კონტროლიც ევალებათ საბაჟო ორგანოებს;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლის სხვა სახეებს.

2. საბაჟო კონტროლის განხორციელების წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტებით.

    მუხლი 124. საბაჟო კონტროლისა და სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია

1. საქართველოს საბაჟო საზღვრის საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთისას საბაჟო კონტროლთან კოორდინაციაში ხორციელდება სამედიცინო-სანიტარიული, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ ორგანოებს შეუძლიათ მოახდინონ თავიანთ უფლებამოსილებათა მთლიანი ან ნაწილობრივი დელეგირება საქართველოს საბაჟო ორგანოებისადმი.

4. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ ორგანოთა შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ფუნქციონირებენ საბაჟო კონტროლის ზონაში. საბაჟო კონტროლის ზონაში ამ სამსახურების საქმიანობას კოორდინაციას უწევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი.

5. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება შეიძლება დამთავრდეს მხოლოდ ყველა შესაბამისი სახის სახელმწიფო კონტროლის დამთავრებისა და გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ.

    მუხლი 125. საბაჟო კონტროლის ზონები

1. საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში იქმნება საბაჟო კონტროლის ზონები.

2. საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესი განისაზღვრება კანონმდებლობის მიხედვით.

21. საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, მხოლოდ ამ კოდექსის მე-100 მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების განსახორციელებლად.

3. სამეწარმეო საქმიანობა, საქონლის, სატრანსპორტო საშუალებათა და ფიზიკურ პირთა გადაადგილება საბაჟო კონტროლის ზონების საზღვრის გადაკვეთით ან მათ ფარგლებში დაიშვება მხოლოდ საბაჟო ორგანოების ნებართვით და მათი კონტროლით, გარდა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ შემთხვევებში საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლა დაიშვება საბაჟო ორგანოებისათვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2877 – სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.72

    მუხლი 126. საბაჟო კონტროლზე ყოფნის დრო

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანისას საბაჟო კონტროლი იწყება მათ მიერ საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გატანისას საბაჟო კონტროლი იწყება საბაჟო დეკლარაციის მიღების მომენტიდან.

3. საბაჟო კონტროლი მთავრდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის დროს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, ხოლო სხვა საბაჟო რეჟიმების შემთხვევაში – შესაბამისი რეჟიმის სრული დამთავრებისას.

4. საბაჟო კონტროლზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ყოფნის დრო განისაზღვრება ამ კოდექსითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 127. საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტები და ცნობები

1. საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას გადამაადგილებელი პირი ან პირები, რომლებიც ეწევიან საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობას, ვალდებულნი არიან ამ ორგანოებს წარუდგინონ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დაკუმენტები და ცნობები.

2. დოკუმენტებისა და ცნობების ნუსხა და მათი წარდგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტებით.

3. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გამოიყენონ სამართალდამცავი, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების ინფორმაცია.

4. საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტებსა და ცნობებს საბაჟო ორგანო ინახავს ექვსი წლის განმავლობაში.

    მუხლი 128. სპეციალისტთა და ექსპერტთა მონაწილეობა საბაჟო კონტროლში

1. საბაჟო ორგანოებს ამ კოდექსის მე-100 მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად მოიწვიონ სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სპეციალისტები და ექსპერტები.

2. სპეციალისტთა და ექსპერტთა მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება კანონმდებლობის მიხედვით.

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2877 – სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.72

    მუხლი 129. საბაჟო კონტროლის მეთოდები

1. საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას ხორციელდება სრული ან შერჩევითი შემოწმება.

2. საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად საბაჟო ორგანოები იყენებენ ისეთ მეთოდებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საბაჟო კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დაცვას.

3. საბაჟო კონტროლი შეიძლება განხორციელდეს იმ ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც არავითარ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ცხოველებსა და მცენარეულობას და არ აზიანებს საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებს.

    მუხლი 130. საბაჟო კონტროლის დროს არამართლზომიერი ზიანის მიყენების დაუშვებლობა

საბაჟო კონტროლის დროს დაუშვებელია პირებისათვის, მათი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის არამართლზომიერი ზიანის მიყენება. დამრღვევნი პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 131. საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების, სათავსების, აგრეთვე სხვა ადგილების იდენტიფიკაცია და კონტროლი

1. სატრანსპორტო საშუალებები, სათავსები და სხვა ადგილები, სადაც არის ან შეიძლება იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, ადგილები, სადაც ხორციელდება საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, აგრეთვე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნეს საბაჟო ორგანოების მიერ.

2. იდენტიფიკაცია ხდება პლომბის, ელექტრონული ლუქისა და ბეჭდის დადებით, ციფრობრივი, ასოებრივი ან სხვა მარკირების, საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და შტამპის დასმით, სინჯებისა და ნიმუშების აღებით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღწერით, ნახაზების შედგენით, მასშტაბური გამოსახულების, ფოტოსურათების, ილუსტრაციების გამოყენებითა და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებებით.

3. იდენტიფიკაციის საშუალებების შეცვლა, მოცილება, ან განადგურება შეიძლება მხოლოდ საბაჟო ორგანოების მიერ ან მათი ნებართვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების განადგურების, დაკარგვის ან არსებითი დაზიანების რეალური საფრთხე. საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ ეცნობება იდენტიფიკაციის საშუალებათა შეცვლის, მოცილების ან განადგურების შესახებ.

4. საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანოების შესაბამის სახელმწიფო მოხელეებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლება აქვთ შევიდნენ ნებისმიერ საცავში, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, ან სადაც შეიძლება მოთავსებული იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთები და სატრანსპორტო საშუალებები თუ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტები.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

    მუხლი 132. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი

1. საბაჟო კონტროლს ექვემდებარება საბაჟო საზღვრის გავლით გადასაადგილებელი ყველა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ იძულების წესით გააჩერონ სატრანსპორტო საშუალებები, უკან დააბრუნონ საზღვაო და საჰაერო ხომალდები, რომლებიც საბაჟო ტერიტორიიდან გავიდნენ საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე, გარდა სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მყოფი ხომალდებისა.

3. საბაჟო ორგანოები ვალდებული არიან, აღკვეთონ საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საგარეო ეკო­­­ნო­მი­კუ­რი საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 და 8711 სასაქონლო კოდებში აღნიშნული ავტო­სატრანსპორტო საშუალებებისა) მოძრაობა, რომ­ლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართვე­ლოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თი­თოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვან­ღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. საქართველოს ტერიტო­რიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბის გადაადგილება, რომლის საგაბარიტო პარა­მეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნება­დართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრან­სპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსი­მალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრან­სპორ­­ტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, დასაშვებია მხოლოდ საბაჟო ორგანოების მიერ მითითებულ ადგილზე აღნიშნული პარამეტრების კორექ­ტირების შემდეგ. საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუა­ლების გაცი­ლებას საბაჟო გამშვები პუნქტიდან (საბაჟო საგუშაგოდან) კორექტირების ადგილამდე. თუ ავტოსატ­რანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემ­დებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) გავლით შემდგომი გადაადგი­ლება დასაშვებია საქართველოს კანონ­მდებლობის შესაბა­მისად განსაზღვრული რეკომენდაციის წარდგენის შემთხვევაში.

საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2023 – სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ.320

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2517 – სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.446

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3397 – სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.218

    მუხლი 133. პირადი გასინჯვა

1. პირადი გასინჯვა, როგორც საბაჟო კონტროლის განსაკუთრებული ფორმა, დაიშვება საბაჟო ორგანოს უფროსის ან მისი შემცვლელი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, თუ არის საკმაო საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საბაჟო საზღვრის გავლით მიმავალი ან საბაჟო კონტროლის ზონაში, ანდა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია აეროპორტის სატრანზიტო ზონაში მყოფი ფიზიკური პირი მალავს და არ აჩენს საქონელს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების დარღვევის ობიექტია და რომელთა შესრულებაზე კონტროლი საბაჟო ორგანოებს ევალებათ.

2. პირადი გასინჯვის დაწყების წინ საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი ვალდებულია ფიზიკურ პირს აცნობოს საბაჟო ორგანოს უფროსის ან მისი შემცვლელი პირის გადაწყვეტილება პირადი გასინჯვის თაობაზე, გააცნოს ფიზიკურ პირს მისი უფლება- მოვალეობანი ასეთი გასინჯვის დროს და შესთავაზოს მას ნებაყოფლობით გამოაჩინოს დამალული საქონელი.

3. ფიზიკური პირის მიერ ნებაყოფლობით პირად გასინჯვაზე უარის თქმის შემთხვევაში პირადი გასინჯვა სხეულის გასინჯვის ჩათვლით ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 134. საბაჟო დეკლარაციის, დოკუმენტების შემოწმების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ვადები

საბაჟო დეკლარაციის, დოკუმენტების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება ხდება საბაჟო ორგანოების მიერ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს სამი დღისა საბაჟო დეკლარაციის მიღებისა და საბაჟო მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და მონაცემების წარდგენის მომენტიდან. აღნიშნულ ვადებში არ შედის დრო, რომელიც საჭიროა სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლის განსახორციელებლად.

    მუხლი 135. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის დროს უფლებამოსილი პირებისა და მათი წარმომადგენლების დასწრება

1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის დროს დასწრების უფლება აქვთ ამ კოდექსის მე-100 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ პირებს.

2. საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები უფლებამოსილ პირთა და მათ წარმომადგენელთა დაუსწრებლად შეამოწმონ შემდეგ შემთხვევებში:

ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენიდან ხუთი დღის განმავლობაში აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობისას;

ბ) თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ცხოველებსა და მცენარეულობას, გარემოს, მხატვრულ, ისტორიულ და არქეოლოგიურ ფასეულობებს, აგრეთვე სხვა გადაუდებელ გარემოებებში;

გ) საერთაშორისო საფოსტო გზავნილებით საქონლის გაგზავნისას.

3. საბაჟო რეჟიმის დარღვევისას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება ხდება დაინტერესებულ პირთა თანდასწრებით.

    მუხლი 136. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაცია

საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს ჩაატარონ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე იმ საქონლის ინვენტარიზაცია, რომლის საბაჟო გადასახდელები გადაუხდელია, ან რომელსაც აქვს საბაჟო შეღავათები საბაჟო გადასახდელების ნაწილში.

    მუხლი 137. საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება

1. საბაჟო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვთ დანიშნონ ან ჩაატარონ იმ პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და მისი შესაბამისი საბაჟო ორგანოები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ თავის კონტროლს დაქვემდებარებულ პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმებას, აგრეთვე საბაჟო გადასახდელების ადმინისტრირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის IV-VI კარებით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.

3. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირებს შეუძლიათ დაადგინონ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცნობის დრო და ადგილი.

4. შემოწმებისას საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირთა მოქმედებამ არამართლზომიერი ზიანი არ უნდა მიაყენოს პირს, რომლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაც მოწმდება. შემოწმების შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამ პირს.

5. შემოწმების დროს მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუ მასზე ვრცელდება ამ კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნები.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №927 – სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.206

    მუხლი 138. საბაჟო ორგანოების კომპეტენცია სავალუტო კონტროლის განხორციელებისას

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი არის სავალუტო კონტროლის აგენტი საქართველოში.

2. საბაჟო ორგანოების ფუნქციები და უფლებამოსილებები სავალუტო კონტროლის განხორციელების სფეროში განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში.

3. საბაჟო ორგანოები ახორციელებენ პირების მიერ საბაჟო საზღვრის გავლით, თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების პერიმეტრების გარდა, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების, სავალუტო ფასეულობათა გადაადგილების სავალუტო კონტროლს.

4. საბაჟო ორგანოები სავალუტო კონტროლს ახორციელებენ ამ კოდექსისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიხედვით.

5. სავალუტო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანოების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობა დგება კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი 27

საბაჟო შეღავათები

    მუხლი 139. საბაჟო კონტროლისაგან განთავისუფლება

1. საბაჟო კონტროლისაგან განთავისუფლება ხდება მხოლოდ ამ კოდექსის საფუძველზე.

2. საბაჟო კონტროლისაგან განთავისუფლება არ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას.

3. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები, უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მათი თანმხლები ოჯახის წევრები, მათი ბარგი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცალკეული პირები, საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება განთავისუფლდეს საბაჟო კონტროლის გარკვეული ფორმებისაგან, თუ ეს შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.

5. საბაჟო კონტროლის გარკვეული ფორმისაგან განთავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ხდება მათი რატიფიცირების შემდეგ.

    მუხლი 140. საბაჟო შეღავათები დიპლომატებისათვის

1. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) და მათი ბარგი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლებისაგან თავისუფლდება იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის, აგრეთვე უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის იმ სახით, რა სახითაც ასეთი განთავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომლის მონაწილეც საქართველოა. საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლისაგან თავისუფლდება აგრეთვე უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი.

    მუხლი 141. უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტითა და საკონსულო ვალიზით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა

1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზის გახსნა ან დაკავება. თუ არის სერიოზული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საკონსულო ვალიზი შეიცავს საგნებს, რომლებიც აღნიშნული არ არის ამ მუხლის მესამე ნაწილში, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საკონსულო ვალიზი გახსნას უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელმა უფლებამოსილმა პირმა საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირთა თანდასწრებით. საკონსულოს ვალიზის გახსნაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი ბრუნდება გამოგზავნის ადგილზე.

2. ყველა გზავნილს, რომელიც შეადგენს დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზს, უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგნული ნიშანი, რომელიც გზავნილის ხასიათზე მიუთითებს.

3. დიპლომატიური ფოსტა შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ დიპლომატიურ საბუთებსა და ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საქონელს, ხოლო საკონსულო ვალიზი – მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას, საბუთებს ან ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საქონელს.

    მუხლი 142. საბაჟო შეღავათები უცხოელი დიპლომატიური და საკონსულო კურიერებისათვის

უცხოელ დიპლომატიურ და საკონსულო კურიერებს შეუძლიათ საქართველოში შემოიტანონ და საქართველოდან გაიტანონ პირადი სარგებლობისათვის გათვალისწინებული საქონელი ნაცვალგების საფუძველზე, რომელიც გამომდინარეობს ორ ქვეყანას შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან, საბაჟო კონტროლის გარეშე და საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლებისაგან განთავისუფლებით.

    მუხლი 143. საბაჟო შეღავათები უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებისა და დელეგაციის წევრებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის

1. უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციის, აგრეთვე ნაცვალგების საფუძველზე უცხო სახელმწიფოთა დელეგაციის იმ წევრებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებაში, საერთაშორისო კონფერენციებსა და თათბირებში მონაწილეობის მისაღებად ან სხვა ოფიციალური დავალებით, და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო შეღავათები.

2. საბაჟო შეღავათები საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათთან არსებული უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლობებისათვის, აგრეთვე ამ ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების პერსონალისათვის, მათი ოჯახის წევრებისათვის განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.

    მუხლი 144. საბაჟო შეღავათები დიპლომატიური პერსონალისა და საკონსულოს თანამდებობის პირთათვის, უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და დელეგაციების წევრებისათვის, რომლებიც ტრანზიტით მგზავრობენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით

უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლობის დიპლომატიურ პერსონალზე, საკონსულო თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ამ კოდექსის 143-ე მუხლში აღნიშნულ პირებზე, რომლებიც იმავე მიზნით ტრანზიტით მგზავრობენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით, ვრცელდება ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო შეღავათები.

კარი VI

საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება

თავი 28

საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები

მუხლი 145. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა

საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

    მუხლი 146. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3385 – სსმI, №5, 04.03.2004წ., მუხ.13

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1347 – სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.119

    მუხლი 147. საბაჟო წესების დარღვევები და პასუხისმგებლობა

საბაჟო წესების დარღვევებისათვის პასუხისმგებლობისა და სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.

თავი 29

კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება

    მუხლი 148. ნარკოტიკულ საშუალებათა და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება

1. ნარკოტიკულ საშუალებათა და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა საერთაშორისო უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად და ამ ბრუნვაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით საბაჟო ორგანოები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოთა საბაჟო და სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით ან საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე იყენებენ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმას, რაც გულისხმობს საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ უკანონო ბრუნვაში მოქცეული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანას, საქართველოდან გატანას ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გატარებას.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნების მიმართ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, რასაც იგი ახორციელებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად.

3. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ ნარკოტიკულ საშუალებათა და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა დანიშნულების ქვეყანა უცხო სახელმწიფოა, სისხლის სამართლის საქმე საქართველოში არ აღიძვრება, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებას საბაჟო ორგანო დადგენილი წესით დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

    მუხლი 149. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის გამოყენების სხვა შემთხვევები

1. ამ კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებული წესით კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის გამოყენება შეიძლება ძლიერმოქმედი და შხამიანი ნივთიერებების, აგრეთვე იმ სხვა ობიექტების მიმართაც, რომლებიც წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის საგანს ან საშუალებას, მოპოვებულია დანაშაულებრივი გზით, ან რომელთა მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედება კონტრაბანდად ითვლება.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნების მიმართ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს.

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

კარი VII

საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა

თავი 30

საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის წარმოება

    მუხლი 150. საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკა

1. საგარეო ვაჭრობის მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო ორგანოების ინფორმაციით უზრუნველყოფის, სახელმწიფო ბიუჯეტში საბაჟო გადასახდელების შემოსვლის კონტროლის, სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსების გაანგარიშებისა და მთლიანად საგარეო ვაჭრობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, საბაჟო ორგანოები იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის შესახებ და მის საფუძველზე აწარმოებენ საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკას.

2. საქართველოს საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკა წარმოებს ამ კოდექსისა და საბაჟო კანონმდებლობის სხვა აქტების მიხედვით.

3. საბაჟო სტატისტიკის წარმოება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს საბაჟო სტატისტიკურ მონაცემთა შესადარისობას როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

    მუხლი 151. სპეციალური საბაჟო სტატისტიკა

საბაჟო ორგანოები მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით აწარმოებენ სპეციალურ საბაჟო სტატისტიკას დადგენილი წესით.

    მუხლი 152. საბაჟო სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტები

1. საბაჟო სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა ხდება ამ კოდექსისა და მის საფუძველზე მიღებული საბაჟო გაფორმებისა და საბაჟო კონტროლის წესების დებულებათა შესაბამისად.

2. სტატისტიკისათვის წარდგენილ ინფორმაციაზე ვრცელდება ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

თავი 31

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა

    მუხლი 153. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის გამოყენება

1. საბაჟო ორგანოები საქონლის კოდირებისა და კლასიფიკაციისათვის იყენებენ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურას, რომელიც შემუშავებულია საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის ბაზაზე და შესულია საქართველოს ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კოდირების ეროვნულ სისტემაში.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი სახელმძღვანელოდ იღებს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის საერთაშორისო საფუძვლების ცვლილებებსა და დამატებებს. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ეკონომიკის თავისებურებებიდან გამომდინარე, მისი წარდგინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეაქვს დამატებები საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში არსებული წესის მიხედვით.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

    მუხლი 154. საქონლის კლასიფიკაცია

1. საბაჟო ორგანოები ახდენენ საქონლის კლასიფიცირებას, კონკრეტულ საქონელს აკუთვნებენ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში აღნიშნულ პოზიციებს.

2. საქონლის კლასიფიკაციის შესახებ საბაჟო ორგანოების გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. სხვა ორგანოებისა და დაწესებულებების მიერ მიღებული კლასიფიკაცია საბაჟო ფუნქციების განსახორციელებლად არ გამოიყენება.

    მუხლი 155. წარმომადგენლობითი უფლებამოსილებანი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის სფეროში

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს მხარეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ საბაჟო საკითხებზე, კერძოდ, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის საერთაშორისო საფუძვლის შემუშავების, შეცვლის, დამატების, განმარტებისა და გამოყენების ნაწილში.

2. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოქმედებს დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებულად.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

კარი VIII

ინფორმირება და კონსულტირება

თავი 32

საბაჟო საკითხებზე ინფორმაციით უზრუნველყოფა და კონსულტირება

    მუხლი 156. საბაჟო კანონმდებლობის აქტების გამოქვეყნება

1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აქტები მოქმედებენ მხოლოდ დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საბაჟო კანონმდებლობის აქტების შესახებ არსებული ინფორმაცია (აქტის სახელწოდება, რეგულირების ობიექტი, მიღებისა და ძალაში შესვლის ვადა, გამოქვეყნების ადგილი) უფასოდ მიეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

    მუხლი 157. კონსულტირება საბაჟო ორგანოების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე

საბაჟო ორგანოების, მათი ლაბორატორიების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების მუშაკების მიერ საბაჟო ორგანოების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტირება ხდება დადგენილი წესით.

კარი IX

საბაჟო საქმიანობის ორგანიზაცია

თავი 33

საბაჟო ორგანოები და მათი ფუნქციები

    მუხლი 158. საქართველოს საბაჟო ორგანოები

1. საქართველოს საბაჟო ორგანოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ როგორც სამართალდამცავი ორგანოს სტატუსის მქონე საბაჟო ორგანოები, რომლებიც შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში.

2. (ამოღებულია).

3. საქართველოს საბაჟო ორგანოებში სახელმწიფო მოხელეების სამსახურის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებით.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1627 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.24

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 – სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

    მუხლი 159. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ლაბორატორიები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები სასწავლებლები და სხვა საწარმოები

1. საბაჟო საქმიანობის განხორციელების მიზნით საქონლის ექსპერტიზისა და სხვა გამოკვლევის ჩასატარებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას საბაჟო ლაბორატორიები, სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო და სხვა საწარმოები და დაწესებულებები.

2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, სავალდებულო საბაჟო პროცედურების ჩატარების გარდა, გასწიოს საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

    მუხლი 160. საბაჟო ორგანოების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

საბაჟო ორგანოების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კოდექსით, შესაბამისი დებულებითა და საბაჟო კანონმდებლობის სხვა აქტებით.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

    მუხლი 161. საბაჟო ორგანოების სიმბოლიკა

1. საქართველოს საბაჟო სიმბოლიკა შედგება დროშისა და ამოსაცნობი ნიშნისაგან.

2. დროშისა და ამოსაცნობი ნიშნის აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

    მუხლი 162. საბაჟო ორგანოების ურთიერთმოქმედება სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან

1. საბაჟო ორგანოები საბაჟო საქმიანობის განხორციელების მიზნით ურთიერთმოქმედებენ სხვა სამართალდამცავ და სახელმწიფო ორგანოებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან.

2. სახელმწიფო ორგანოები და მათი თანამდებობის პირნი ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ საბაჟო ორგანოებს მათზე დაკისრებულ ამოცანათა გადაწყვეტაში.

3. საკანონმდებლო აქტების მიხედვით საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი კონტროლითა და პასუხისმგებლობით დაუშვან მათ კომპეტენციაში შემავალ ცალკეულ უფლებამოსილებათა დელეგირება სხვა სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის.

    მუხლი 163. საბაჟო ორგანოებისათვის სასამსახურო და საყოფაცხოვრებო სათავსების, მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა გამოყოფა

საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ საბაჟო გაფორმება ხდებოდეს უშუალოდ მათ ტერიტორიაზე ან მათ სათავსებში, და არა საბაჟო ორგანოების განლაგების ადგილას, საბაჟო ორგანოებს დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გამოუყოფენ საბაჟო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სასამსახურო და საყოფაცხოვრებო სათავსებს, მოწყობილობასა და კავშირგაბმულობის საშუალებებს.

    მუხლი 164. საბაჟო ორგანოებისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა

საბაჟო ორგანოებს საბაჟო საქმიანობის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთები გადაეცემა კანონმდებლობის მიხედვით.

    მუხლი 165. საქართველოს რეზიდენტების მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის გამოყენება

1. სახელმწიფო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საბაჟო ორგანოებისათვის ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციულ, საბანკო ან კანონით დაცულ სხვა საიდუმლოებას, აგრეთვე კონფიდენციალური ინფორმაცია (ინფორმაცია, რომელიც არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და რომელსაც შეუძლია შელახოს მისი გამცემი პირის უფლებები და კანონით დაცული ინტერესები) არ შეიძლება გამოქვეყნდეს, გამოყენებულ იქნეს საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ პირადი მიზნით, გადაეცეს მესამე პირს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №927 – სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.206

    მუხლი 166. საბაჟო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების, მოქმედების ან უმოქმედობის გასაჩივრება

საბაჟო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, მოქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კარი X

საქართველოს საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელეები

თავი 34

 საქართველოს საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელეთა სამართლებრივი სტატუსი

    მუხლი 167. საქართველოს საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელის სტატუსი და სამსახურის გავლის პირობები

საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელის სტატუსი, თანამდებობაზე დანიშვნის, დისციპლინური პასუხისმგებლობის, განთავისუფლებისა და სხვა პირობები განისაზღვრება კანონმდებლობის მიხედვით.

    მუხლი 168. საბაჟო ორგანოს სახელმწიფო მოხელეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვა

1. (ამოღებულია).

2. საბაჟო ორგანოს სახელმწიფო მოხელეებისათვის დადგენილია ერთიანი ფორმის ტანსაცმელი. საბაჟო ორგანოების თანამშრომელთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ".

3. საბაჟო ორგანოს სახელმწიფო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა ხორ­­ციელდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2468 – სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.409

    მუხლი 169. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი №1235 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.26

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2046 – სსმI, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.74

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2201 – სსმI, №26(33), 05.07.1999წ., მუხ.135

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №1007 – სსმI, №22, 06.07.2001წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 31  დეკემბრის კანონი №3173 – სსმI, №33, 31.12.2003წ., მუხ.241

თავი 35

საბაჟო ორგანოებისა და მათი სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობა

    მუხლი 170. საბაჟო ორგანოების პასუხისმგებლობა

1. საბაჟო ორგანოები და მათი სახელმწიფო მოხელეები პასუხისმგებელნი არიან იმ ზიანისათვის, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებსა და მათ ქონებას მიაყენეს თავიანთი არამართლზომიერი გადაწყვეტილებით, მოქმედებით ან უმოქმედობით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

2. ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძველზე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 171. საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობა

არამართლზომიერი ქმედებისათვის საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონმდებლობის მიხედვით.

კარი XI

დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი

თავი 36

საბაჟო კოდექსის ამოქმედება. საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ძალას კარგავს. ცვლილებები და დამატებები მოქმედ საკანონმდებლო აქტებში

    მუხლი 172. საბაჟო კოდექსის ამოქმედება

საბაჟო კოდექსი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

    მუხლი 173. საბაჟო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული საკანონმდებლო აქტი

ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსი (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, მუხლი 183).

    მუხლი 174. საბაჟო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტებმა მოამზადონ და 1997 წლის ბოლომდე პარლამენტს წარუდგინონ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტები:

ა) „საბაჟო გადასახადის შესახებ" საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., საკანონმდებლო დამატება 1-2);

ბ) „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1994 წ., 16, მუხლი 304);

გ) „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., 6, მუხლი 99);

დ) სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში.

    მუხლი 175. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება

1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა 1998 წლის 1 დეკემბრამდე მოამზადოს და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ,,საბაჟო დეპარტამენტის დებულება” და ,,საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელეთა მიერ სამსახურის გავლის დებულება.

2. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა 1998 წლის 1 დეკემბრამდე შეიმუშაოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დაამტკიცოს და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში გასატარებლად შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

) საბაჟო რეჟიმების დებულებები;

) საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის დებულებები;

) დებულება საბაჟო გაფორმების წესის შესახებ;

) დებულება ფიზიკური პირის მიერ და/ან საქონლით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის წესის შესახებ;

) დებულება წინასწარი ოპერაციების ჩატარებისა და წინასწარი გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ;

) დებულება საერთაშორისო საფოსტო გზავნილების საბაჟო გაფორმების წესის შესახებ;

) დებულება ინფორმირებისა და კონსულტირების წესის შესახებ.

3. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად 1998 წლის 1 დეკემბრამდე დაამტკიცოს და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში გასატარებლად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და მის გარეთ საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოსავლიანობის ნორმების განსაზღვრის წესი.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2003 წლის 1 ნოემბრამდე დაამტკიცოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გასატარებლად წარუდგინოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) დებულება სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის გამოსავლენი ტენდერის პირობებისა და მისი ჩატარების წესის შესახებ;

ბ) დებულება სახელმწიფოს უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული საბუთისა და ელექტრონული ლუქის შექმნისა და გაცემის წესების შესახებ;

გ) დებულება საგადასახადო ორგანოების მიერ ელექტრონული პასპორტის შექმნისა და დამუშავების წესის შესახებ.

5. 2006 წლის 1 მაისამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ ამ კოდექსის მე-100 მუხლის 11 ნაწილითა და 125-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ერთობლივი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1627 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.24

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2877 – სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.72

    მუხლი 176. გარდამავალი დებულებანი

2007 წლის 1 იანვრამდე:

ა) საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დის­ტილატებისათვის არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-8 მუხლის „ე“–„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზ­ღვრული საბაჟო რეჟიმები. ამასთანავე, ამ საქონლის რეექსპორტი დასაშვებია მხოლოდ 1 თვის ვადით, ხოლო საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცევის დროს ეს საქონელი უნდა განთავსდეს მხოლოდ დახურული ტიპის საბაჟო საწყობში არა უმეტეს 3 თვისა;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის, ამ კოდექსის მე-8 მუხლის „გ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვა­ლისწინებულ საბაჟო რეჟიმებში მოსაქცევად (რომელთა შედეგად ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები გადაკვეთენ საქართველოს სახელ­მწიფო საზღვარს) საბაჟო ორგანოებში წარმოდ­გენილ უნდა იქნეს საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი ან უნდა დაიდოს ფულადი დეპოზი­ტი იმ თანხის ოდენობით, რაც გადაიხდებოდა იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში. აღნიშნული საქონლის საქართვე­ლოდან გატანისას უქ­მდება საბანკო გარანტია ან ფინან­სური რისკის დაზღვევის პოლისი ან ბრუნდება ფულადი დეპოზიტი გატანილი საქონლის ოდენობის შესაბამისად. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცევის დროს, აღნიშნული საგარანტიო უზრუნველყოფის ფორმების გარდა, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ქონებრივი იპოთე­კა იმ თანხის ოდენობით, რაც გადაიხდებოდა მოცემული საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანზი­ტის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად, რომლის გადაად­გილება საქართვე­ლოს ტერიტორიაზე ხორციელდება სარკინიგზო ტრან­სპორტით, საბაჟო ორგანოებში შესაძ­ლებელია წარ­დგენი­ლ იქნეს საქართველოს რკინიგზის მიერ გაცემუ­ლი თავდებობა;

გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 99-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებისათვის დადგენილი მოთხოვ­ნები კანონიერ ძალაში იქნება სახელმწიფოს მიერ საქონ­ლის გადაზიდვამდე ინსპექტირებაზე უფლე­ბამოსილი პირის კანონით დადგენილი წესით დანიშვნის შემთხვევაში; 

დ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით,  89-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით ელექტრონული საბუთის, ელექტრონული პასპორტისა და ელექტრონული ლუქი­სათვის დადგენილი მოთხოვნები კანონიერ ძალაში შედის სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის სა­­ქარ­­თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნისთანავე;

ე) სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის მომსახურების გამოყენების შემთხვევაში ელექტრონული საბუთების შექმნისათვის დეკლარანტის მიერ და ელექტრონული ლუქის გაცემა-ექსპლუატაციისათვის საქონლის მფლობელის ან საბაჟო გადამზიდველის მიერ გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური;

ვ) ამ კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 137-ე მუხლის  მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის 25 ოქტომბრიდან;

ზ) აკრძალულია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და გადაადგილება (მათ შორის, ტრანზიტი დანიშნულების ქვეყნის აქციზური მარკის გარეშე. თუ დანიშნულების ქვეყანას არ გააჩნია აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების მოთხოვნა, მაშინ საბაჟო ორ­განოს შესაბამისი სამსახური ახორციელებს თამბა­ქოს ნაწარმის გაცილებას საბაჟო გამშვებ პუნქტამდე), გარდა უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმში მოქცეული თამბაქოს ნაწარმისა;

თ) საქართველოდან 2005 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილამდე რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის რეჟიმის პირობების შესაბამისად უკან შემოტანისას, ექსპორტიორი ქვეყნის (რუსეთის ფედერაციის) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში ამ საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2201 – სსმI, №26(33), 05.07.1999წ., მუხ.135

საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 – სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №474 – სსმI, №31, 01.08.2000წ., მუხ.96

საქართველოს 2000 წლის 29 დეკემბრის კანონი №717 – სსმI, №51, 30.12.2000წ., მუხ.155

საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1234 – სსმI, №36, 31.12.2001წ., მუხ.146

საქართველოს 2002 წლის 27 სექტემბრის კანონი №1679 – სსმI, №27, 17.10.2002წ., მუხ.126

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1931 – სსმI, №35, 30.12.2002წ., მუხ.168

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

საქართველოს 2003 წლის 31  დეკემბრის კანონი №3173 – სსმI, №33, 31.12.2003წ., მუხ.241

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №927 – სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.206

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2507 – სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.431

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2877 – სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.72

    მუხლი 177. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 29 დეკემბრის კანონი №717 – სსმI, №51, 30.12.2000წ., მუხ.155

საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №1007 – სსმI, №22, 06.07.2001წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 31  დეკემბრის კანონი №3173 – სსმI, №33, 31.12.2003წ., მუხ.241

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 14 ნოემბერი.

№1101–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი №1235 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.26

2. საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1627 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.24

3. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2046 – სსმI, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.74

4. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2025 – სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.93

5. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2201 – სსმI, №26(33), 05.07.1999წ., მუხ.135

6. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2301 – სსმI, №37(44), 03.08.1999წ., მუხ.179

7. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61 – სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.240

8. საქართველოს 2000 წლის 24 მარტის კანონი №240– სსმI, №13, 13.04.2000წ., მუხ.32

9. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295– სსმI, №17, 12.05.2000წ., მუხ.41

10. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 – სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

11. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №474 – სსმI, №31, 01.08.2000წ., მუხ.96

12. საქართველოს 2000 წლის 29 დეკემბრის კანონი №717 – სსმI, №51, 30.12.2000წ., მუხ.155

13. საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №808 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.32

14. საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №891 – სსმI, №15, 11.06.2001წ., მუხ.49

15. საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №1007 – სსმI, №22, 06.07.2001წ., მუხ.83

16. საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1234 – სსმI, №36, 31.12.2001წ., მუხ.146

17. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 – სსმI, №10, 13.05.2002წ., მუხ.44

18. საქართველოს 2002 წლის 27 სექტემბრის კანონი №1679 – სსმI, №27, 17.10.2002წ., მუხ.126

19. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1931 – სსმI, №35, 30.12.2002წ., მუხ.168

20. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2020 – სსმI, №10, 24.04.2003წ., მუხ.54

21. საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2275 – სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.110

22. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №2998 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.199

23. საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3028 – სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.200

24. საქართველოს 2003 წლის 26  აგვისტოს კანონი №3052 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.217

25. საქართველოს 2003 წლის 31  დეკემბრის კანონი №3173 – სსმI, №33, 31.12.2003წ., მუხ.241

26. საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3385 – სსმI, №5, 04.03.2004წ., მუხ.13

27. საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3369 – სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.32

28. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №927 – სსმI, №41, 30.12.2004წ., მუხ.206

29. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1347 – სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.119

30. საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2023 – სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ.320

31. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2468 – სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.409

32. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2507 – სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.431

33. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2517 – სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.446

34. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2877 – სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.72

35. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3397 – სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.218

36. ძალადაკარგულია – საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3545 – სსმI, №39, 09.08.2006წ., მუხ.280 (2007 წლის 1 იანვრიდან)

36. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3545 - სსმ, 39, 09/08/2006 35. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3397 - სსმ, 26, 14/07/2006 34. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2877 - სსმ, 10, 28/04/2006 33. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2517 - სსმ, 59, 31/12/2005 32. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2507 - სსმ, 56, 28/12/2005 31. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2468 - სსმ, 56, 28/12/2005 30. 09/11/2005 - საქართველოს კანონი - 2023 - სსმ, 48, 29/11/2005 29. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1347 - სსმ, 19, 28/04/2005 28. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 927 - სსმ, 41, 30/12/2004 27. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3369 - სსმ, 7, 16/03/2004 26. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3385 - სსმ, 5, 04/03/2004 25. 31/12/2003 - საქართველოს კანონი - 3173 - სსმ, 33, 31/12/2003 24. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3052 - სსმ, 29, 18/09/2003 23. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3028 - სსმ, 28, 15/09/2003 22. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 2998 - სსმ, 28, 15/09/2003 21. 05/08/2003 - საქართველოს კანონი - 2275 - სსმ, 15, 04/06/2003 20. 28/03/2003 - საქართველოს კანონი - 2020 - სსმ, 10, 24/04/2003 19. 28/12/2002 - საქართველოს კანონი - 1931 - სსმ, 35, 30/12/2002 18. 27/09/2002 - საქართველოს კანონი - 1679 - სსმ, 27, 17/10/2002 17. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 16. 21/12/2001 - საქართველოს კანონი - 1234 - სსმ, 36, 31/12/2001 15. 22/06/2001 - საქართველოს კანონი - 1007 - სსმ, 22, 06/07/2001 14. 25/05/2001 - საქართველოს კანონი - 891 - სსმ, 15, 11/06/2001 13. 16/03/2001 - საქართველოს კანონი - 808 - სსმ, 8, 31/03/2001 12. 29/12/2000 - საქართველოს კანონი - 717 - სსმ, 51, 30/12/2000 11. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 474 - სსმ, 31, 01/08/2000 10. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 432 - სსმ, 24, 30/06/2000 9. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 8. 24/03/2000 - საქართველოს კანონი - 240 - სსმ, 13, 13/04/2000 7. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 61 - სსმ, 47(54), 09/12/1999 6. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2301 - სსმ, 37(44), 03/08/1999 5. 25/06/1999 - საქართველოს კანონი - 2201 - სსმ, 26(33), 05/07/1999 4. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2046 - სსმ, 18(25), 01/06/1999 3. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2025 - სსმ, 20(27), 09/06/1999 2. 13/10/1998 - საქართველოს კანონი - 1627 - სსმ, 2, 26/10/1998 1. 18/02/1998 - საქართველოს კანონი - 1235 - პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998