დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 504 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/09/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.018890 |
|
„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15.04.2011 წ., 240140000.10.003.016334) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები