სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 729
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016466
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
729
30/09/2015
ვებგვერდი, 30/09/2015
140130000.22.034.016466
სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2015 - 13/02/2020)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №729

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების თანდართული ინსტრუქცია. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი



დანართი
სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) არეგულირებს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებლის მიერ გამოცდის ჩაბარების წესსა და პირობებს.

2. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) გამოცდის ჩაბარების ვალდებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც აღნიშნული ნებართვის მისაღებად საჯარო სამართლის იურიდიული პირს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართავს 2015 წლის 1 ნოემბრამდე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

ბ) საფასური – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;

გ) მომსახურება – ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გამოცდის ჩატარება;

დ) უფლებამოსილი პირი – სააგენტოს მოსამსახურე, რომელსაც კანონმდებლობის ან სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე აქვს/აქვთ ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება;

ე) ნებართვის მაძიებელი – სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მიღების მსურველი ფიზიკური პირი;

ვ) კანდიდატი – ნებართვის მაძიებელი, რომელსაცამ ბრძანების შესაბამისად სურს გამოცდის ჩაბარება ან უფლებამოსილი პირის მიერ დაშვებულ იქნა გამოცდაზე;

ზ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლით განსაზღვრული იარაღი;

თ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ეს ტერმინი მოიცავს:

კ.ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში:

კ.ა.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას;

კ.ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტს;

კ.ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობას ან პასპორტს;

ი) კომისია – სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისია, რომელიც განიხილავს გამოცდასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

3. ამ წესში გამოყენებული ტერმინები, რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინებისგან განსხვავებული მნიშვნელობა, გამოიყენება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული ურთიერთობების რეგულირებისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 3. სააგენტოს კომპეტენცია

1. ამ ინსტრუქციის შესრულების მიზნით სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) გამოცდის ჩატარებას;

ბ) გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის გაცემას;

გ) გამოცდის ჩაბარების თაობაზე რეესტრის წარმოებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს  სააგენტო ახორციელებს უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

3. კანდიდატს უფლება აქვს, მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს, მიუხედავად საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილისა.

4. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი მიიღება, თუკი იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით.

           თავი II. გამოცდის სახეებიდა მისი ჩაბარების წესი

მუხლი 4.  გამოცდის სახეები

1.  გამოცდის სახეებია:

გამოცდის სახეებია:

ა) გამოცდა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;

ბ) გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;

გ) გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენისათვის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ბარდება შესაბამისი კატეგორიის გამოცდა.

მუხლი 5. გამოცდასთან დაკავშირებული ზოგადი წესები

1. გამოცდის მიზანია ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესებთან დაკავშირებული საჭირო ცოდნის შემოწმება.

2. გამოცდასაბარებს პირი, რომელსაც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად სურს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მიღება.

3. გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატმა უფლებამოსილ პირთან უნდა წარადგინოს:

ა) ელექტრონული ან მატერიალური სახის განცხადება, რომელშიც მიეთითება, რომელი სახის იარაღის (თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი) შეძენა სურს განმცხადებელს; განცხადებაში ასევე აღინიშნება შესაბამისი კატეგორიის გამოცდაზე დაშვების მოთხოვნა;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღება ხორციელდება სააგენტოში, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით);

დ) მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.

4. გამოცდაზე არ დაიშვება პირი:

ა) თუ არ არის შესაბამისი კატეგორიის იარაღის შეძენისათვის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს მიღწეული;

ბ) თუ ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ იგი დაავადებულია ფსიქიკურად;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

5. გამოცდის მსვლელობას ზედამხედველობს უფლებამოსილი პირი.

6. გამოცდის მსვლელობისას აკრძალულია უშუალოდ საგამოცდო ოთახში უცხო პირთა დასწრება.

7. გამოცდაზე კანდიდატს უფლება აქვს, იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის ნივთები;

გ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ნივთები, თუ არსებობს უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობა.

8. გამოცდის მსვლელობისას კანდიდატს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოს, ჩანაწერის, ფურცლისა და სხვა მასალის გამოყენება;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა  კანდიდატებისათვის რაიმე ფორმით ხელშეშლა;

დ) გამოცდის ადგილის უნებართვოდ დატოვება;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ნივთების გარდა სხვა ნივთების ქონა;

ვ) უფლებამოსილი პირის მითითების გარეშე გამოცდის დაწყება;

ზ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება;

 თ) არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება;

ი) წესრიგის დარღვევა, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფა ან სხვა მსგავსი ქმედება.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს აქვს კანდიდატის გამოცდიდან გაძევების უფლება. კანდიდატის გამოცდიდან გაძევების შემთხვევაში გამოცდა წყდება, ფასდება უარყოფითად და ითვლება ჩაუბარებლად.

10. უფლებამოსილ პირს ეკრძალება ლაპარაკით ან რაიმე ქმედებით კანდიდატის ყურადღების გადატანა საგამოცდო პროცესიდან, აგრეთვე რაიმე სახის მინიშნება ან კარნახი.

11. სააგენტო უფლებამოსილია, კანდიდატის გაფრთხილების შემთხვევაში სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით განახორციელოს გამოცდის მსვლელობის აუდიო-ვიდეოჩაწერა.

12. იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი კატეგორიის გამოცდა, იმავე კატეგორიის გამოცდაზე ყოველი შემდგომი გასვლის უფლება აქვს უარყოფითი შედეგების მიღებიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღის შემდეგ. 

მუხლი 6. გამოცდის ჩატარების წესი

1. გამოცდა ტარდება სათანადოდ მოწყობილ საგამოცდო ოთახში. სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს  გამოცდის ჩატარების სხვა ადგილიც.

2. კანდიდატის გამოცდაზე დაშვება ხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით. გამოცდაზე შეიძლება მიღებულ იქნეს კანდიდატთა მთელი ჯგუფი ან ნაწილი. კანდიდატთა რაოდენობა განისაზღვრება საგამოცდო ოთახის ფართობისა და აღჭურვილობის, აგრეთვე ყველა კანდიდატის ქცევისადმი ზედამხედველობის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

3. გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით, რომელიც ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით.  გამოცდისათვის დადგენილია საგამოცდო ტესტებზე (ბილეთები) სამუშაო დრო და გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭირო გამსვლელი ქულები. თითოეული კანდიდატისათვის ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ბილეთების შერჩევა ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. კანდიდატმა სენსორულ მონიტორზე გამოსახული თითოეული საგამოცდო ბილეთის სავარაუდო პასუხიდან უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. ყოველი საგამოცდო  ბილეთის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით. მონიტორზე აისახება საგამოცდო ბილეთებზე გაცემული როგორც სწორი, ასევე არასწორი პასუხების რაოდენობა. გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრულ სამუშაო დროში უნდა დააგროვოს გამსვლელი ქულა.   კანდიდატის მიერ საგამოცდო ბილეთებზე გაცემული პასუხების შეჯამება და გამოცდის შედეგის შეფასება ხორციელდება სპეციალური პროგრამის მიერ. კანდიდატისათვის გამოცდის შედეგი ცნობილი ხდებასაგამოცდო ბილეთებზე სამუშაო დროის ამოწურვისთანავე, კომპიუტერის მონიტორზე შედეგის ასახვის გზით.

4. საგამოცდო ბილეთებზე  სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ კანდიდატს უფლება აქვს, წერილობითი ფორმით მოითხოვოს გამოცდაზე მის მიერ დაშვებული შეცდომის ამსახველი საგამოცდო ბილეთების კომპიუტერული ამონაბეჭდი.

მუხლი 7. გამოცდაზე პასუხგასაცემი ბილეთის რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და გამოცდაზე დადგენილი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა

კანდიდატის მიერ პასუხგასაცემი ბილეთის რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და გამოცდაზე დადგენილი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით:

თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების  ცოდნაში გამოცდაზე კანდიდატმა უნდა უპასუხოს 20 ბილეთს. კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 18 ქულა.

მუხლი 8. საპრეტენზიო კომისია და გამოცდასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის წესი

1. გამოცდასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს განიხილავს კომისია. საპრეტენზიო განაცხადი განიხილება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. დასაშვებია სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის სხვადასხვა კომისიის შექმნა.

2. კომისია იხილავს გამოცდის:

ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;

ბ) შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

3. კომისია შედგება მინიმუმ 3 წევრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. კომისია კომპლექტდება სააგენტოს მოსამსახურეებით.

4. გამოცდასთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, კანდიდატი უფლებამოსილია, კომისიის სახელზე საპრეტენზიო განაცხადი სააგენტოში შეიტანოსგამოცდის დასრულებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში. უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საპრეტენზიო განაცხადი მიღებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში გადასცეს კომისიას.

5. კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იქნეს პრეტენზიის არსი და დასაბუთება, კანდიდატის კონკრეტული მოთხოვნა.

6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს პრეტენზიის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება კომისიის წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.

7. კომისია უფლებამოსილია, განიხილოს საპრეტენზიო განაცხადი და მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 9.  ცნობა გამოცდის შედეგების შესახებ

1. კანდიდატს შეუძლია მოითხოვოს გამოცდის შედეგების შესახებ ცნობის გაცემა. ცნობაში აისახება ინფორმაცია გამოცდის წარმატებით ჩაბარების ან ჩაუბარებლობის თაობაზე.

2. სააგენტოს შესაბამისი სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემას უზრუნველყოფს 5 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 10. გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა

1. გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ  მონაცემთა ბაზაში.

2. ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აისახება შემდეგი მონაცემები:

ა) კანდიდატის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი);

ბ) გამოცდის ჩაბარების თარიღი;

გ) ინფორმაცია შესაბამისი კატეგორიის გამოცდის შედეგების შესახებ.

3. ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა დასაშვებია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, როდესაც არსებობს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

მუხლი 11. გამოცდის შემდგომი პროცედურა

1. შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ნებართვის მაძიებელს შეუძლია მიმართოს მომსახურების სააგენტოს იარაღის რეგისტრაციის მოთხოვნით.

2.  სააგენტოს მიერ იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) გაცემა და იარაღის რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.