„საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010170000.10.003.018881
495
23/09/2015
ვებგვერდი, 25/09/2015
010170000.10.003.018881
„საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №495

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.01.2015 წ., 010170000.10.003.018399) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების“  მე-2 მუხლის:

 1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აწვდის საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე:

ა) იმ პირების ოჯახების შესახებ მონაცემებს, რომლებსაც ჰყავთ ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი;

ბ) ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის პირთა სიას, რომელსაც ახლავს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა თანხმობის განაცხადი შვილის ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.“. 

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების წევრთა (დედა, მამა ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი) და ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის პირთა მონაცემები უნდა შეიცავდეს პირის:

ა) დროებითი საიდენტიფიკაციო ან დროებითი ბინადრობის მოწმობით  მინიჭებულ პირად ნომერს;

ბ) სახელსა და გვარს;

გ) დაბადების თარიღს (რიცხვი/თვე/წელი);

დ) სქესს;

ე) მოქალაქეობას;

ვ) სტატუსს;

ზ) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს საქართველოში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი