შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“, ღსს „აზერიოლსერვისს“ და შპს „აზერინშაატსერვისს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებათა პროექტების მოწონების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1843
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019916
  • Word
1843
04/09/2015
ვებგვერდი, 24/09/2015
000000000.00.003.019916
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“, ღსს „აზერიოლსერვისს“ და შპს „აზერინშაატსერვისს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებათა პროექტების მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1843

2015 წლის 4 სექტემბერი

 ქ. თბილისი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“, ღსს „აზერიოლსერვისს“ და შპს „აზერინშაატსერვისს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებათა პროექტების მოწონების თაობაზე

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“ და ღსს „აზერიოლსერვისს“ შორის 2009 წლის 9 დეკემბრის №85, 2011 წლის 15 ივლისის №87 და №88, 2011 წლის 29 სექტემბრის №136, 2011 წლის 13 დეკემბრის №182 ხელშეკრულებებში და შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“ და შპს „აზერინშაატსერვისს“  შორის 2007 წლის 19 ნოემბრის №23 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გასაფორმებელი შეთანხმებების პროექტები.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი