ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23-93
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010270000.35.101.016206
23-93
17/09/2015
ვებგვერდი, 22/09/2015
010270000.35.101.016206
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23-93

2015 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის ,,ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“  პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.  დამტკიცდეს თანდართული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი სტრატეგია.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი სტრატეგიის რეალიზაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების განხორციელება.
3.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი