„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 672
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.001.000.201
  • Word
672
30/04/1997
პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
440.050.000.05.001.000.201
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №№21-22, მუხ.481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“.

2. კანონის ტექსტში სიტყვები „შრომითი ხელშეკრულება“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ხელშეკრულება”.

3. მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება”.

4. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებანი”.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის პირველ სტრიქონში, ამავე მუხლის პირველი პუნქტის მე-7 აბზაცის „ი” ქვეპუნქტში და მე-14 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვით“ „პრეზიდენტი”, ხოლო მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტი”.

6. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვები „საქართველოს პარლამენტისთვის ამუშავებს” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტს წარუდგენს”.

7. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფინანსებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებიდან სამეცნიერო კვლევასა და დამუშავებას, სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრამებს (პროექტებს)”.

8. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მე-7 აბზაცში სიტყვები „საუწყებათაშორისო ორგანოს მეშვეობით (მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტი, სამინისტრო)” შეიცვალოს სიტყვებით „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მეშვეობით”.

9. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მე-7 აბზაცის „თ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „იმ”, ხოლო სიტყვები „რომელთა საქმიანობის სფერო რეგლამენტირებულია მინისტრთა კაბინეტის მიერ” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”.

10. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 აბზაცში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესაბამის საუწყებათაშორისო ორგანოს” შეიცვალოს სიტყვებით „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს”.

11. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში და 21-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო მმართველობის” შეიცვალოს სიტყვებით „აღმასრულებელი ხელისუფლების”.

12. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სახელმწიფო სუბიექტები”, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ აბზაცში და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „კომიტეტები და დეპარტამენტები” შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო დეპარტამენტები და ინსპექციები, სხვა სახელმწიფო უწყებები”.

13. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების ატესტაციის (მათ შორის დისერტაციების დაცვა, სამეცნიერო წოდებების მინიჭება) ექსპერტიზა ევალება სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.”.

14. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან საჭიროების შემთხვევაში” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 30 აპრილი.

№672–IIს