საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.018857
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
471
14/09/2015
ვებგვერდი, 16/09/2015
240090000.10.003.018857
საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/09/2015 - 24/08/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №471

2015 წლის 14 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქცია“ დანართებთან ერთად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილება.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ნებართვები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.  ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებართვა მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დადგენილების ამოქმედებიდან არა უგვიანეს ერთ თვეში.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ინსტრუქცია

საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1

1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.

2. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვებს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

მუხლი 2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნებართვა – ამ მუხლის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება საბაჟო საწყობს ან ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;

ბ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა;

გ) სანებართვო პირობები – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას;

დ) საბაჟო საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და მიწის ნაკვეთისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და შემოსაზღვრული;

ე) საბაჟო საწყობის საქმიანობა – საბაჟო საწყობში:

ე.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საწყობის სასაქონლო ოპერაციაში;

ე.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვა;

ე.გ) იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;

ე.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;

ე.ე) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერება;

ე.ვ) საგადასახადო ორგანოს თანხმობით:

ე.ვ.ა) საქართველოს საქონლის  3 თვემდე ვადით შენახვა;

ე.ვ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული უცხოური საქონლის შენახვა ამ საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისას;

ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა – უცხოური საქონლის (სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე) და საქართველოს საქონლის საცალო წესით გაყიდვა  ნებართვით განსაზღვრული ობიექტის გამოყენებით:

ვ.ა) აეროპორტში, ნავსადგურში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე განთავსებულ ობიექტში ან/და საერთაშორისო რეისის განმახორციელებელ საჰაერო ხომალდში (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) − ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;

ვ.ბ) ამ მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტის გარდა სხვა ადგილზე განთავსებულ ობიექტში − უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) − პირადი სარგებლობისათვის;

ზ) ობიექტი – სანებართვო პირობების შესაბამისად:

ზ.ა) აეროპორტში, ნავსადგურში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებული, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული ობიექტი, რომელიც შედგება სავაჭრო დარბაზ(ებ)ისაგან, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ისა ან/და ნებართვის მაძიებლის სურვილის შემთხვევაში – სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობისაგან, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა;

ზ.ბ) ამ მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტის გარდა, სხვა ადგილზე განთავსებული სავაჭრო დარბაზ(ებ)ი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ი და ნებართვის მაძიებლის სურვილის შემთხვევაში – სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება  თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული;

ზ.გ) აეროპორტში, ნავსადგურში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებული, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული დარბაზ(ებ)ი, რომელშიც ხდება ნებისმიერი მასალისაგან ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების რეალიზაცია;

ზ.დ) აეროპორტში, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული თავისუფალი  ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ი, საიდანაც ხორციელდება მგზავრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის მიწოდება საჰაერო ხომალდ(ებ)ის ბორტზე;

თ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი –  საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება;

ი) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შენახვის ჩვეულებრივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესანახად ან/და შენახული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების განსახორციელებლად;

კ) შენობა-ნაგებობა – საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო ან/და საწარმოო ოპერაციების შენობა-ნაგებობა. შენობა-ნაგებობა არის აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (დამოუკიდებელი ერთი ან რამდენიმე შესასვლელის მქონე სართული ან შენობა-ნაგებობის ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი;

ლ) პირი – საქართველოს საწარმო, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება ან ინდივიდუალური მეწარმე;

მ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ნ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი.

თავი II

ნებართვის გაცემა, ცვლილების შეტანა ნებართვაში

მუხლი 3

1. ნებართვა გაიცემა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობისათვის, ერთი საბაჟო საწყობისათვის ან ერთი თავისუფალი  ვაჭრობის პუნქტისათვის.

2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის – განუსაზღვრელი ვადით, ხოლო თავისუფალი  ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის – ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შესაბამისად – 5 ან 5-ზე მეტი წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 50 წლისა.

3. ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს.

4. შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი  ვაჭრობის  პუნქტის ფუნქციონირების პირობით თავისუფალი  ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება − შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი  ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

5. აკრძალულია ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას, სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას.

მუხლი 4

1. ნებართვის მაძიებლის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

2. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლი გადაეცემა ნებართვის მფლობელს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში − აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

3. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების დანართი არის:

ა) საბაჟო საწყობის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

4. სანებართვო მოწმობა გაიცემა ელექტრონული ფორმით.

5. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 5

1. ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომლის წარდგენა, წარმოებაში მიღება და განხილვა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ნებართვის მაძიებლის განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) შესაბამისი საქმიანობისათვის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საბაჟო საწყობისათვის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება (საბაჟო საწყობის შემთხვევაში – ნებართვის მისაღებად განცხადების შეტანიდან არანაკლებ 12 თვის ვადით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში – არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევისა).

3. საბაჟო საწყობის საქმიანობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა;

ბ) „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით  განსაზღვრული გარანტია;

გ) წერილობითი ინფორმაცია საბაჟო საწყობის, მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ;

დ) საყარი ან/და თხევადი საქონლის შენახვის შემთხვევაში – შესაბამისი სათავსის ან/და ასაშენებელი სათავსის და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების/ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარ­ტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა;

ე) მონაცემები დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღების ადგილის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ადგილი განთავსებულია ნებართვით გათვალისწინებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, აკმაყოფილებს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციფიკის გათვალისწინებით დათვალიერების პირობებს, გადახურულია და არ გამოიყენება საქონლის შესანახად. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობში შეინახება მხოლოდ სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები, ასევე საყარი, თხევადი ან/და დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში შესანახი საქონელი.

4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა, რომლებითაც დასტურდება, რომ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი მდებარეობს ან განთავსდება საბაჟო კონტროლის ზონაში (გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისა ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევისა);

ბ) წერილობითი ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში (სავაჭრო დარბაზების გარდა, ობიექტის სხვა მონაკვეთებზე) დაშვებულ ფიზიკურ პირთა (თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მომუშავე პერსონალის) შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომელთა მიერაც აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე დადასტურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში;

გ) წერილობითი ინფორმაცია ობიექტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც დაფიქსირდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის კონკრეტულ ფიზიკურ პირზე რეალიზაციის პროცესი, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ისა და ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – ობიექტის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ წერილობითი ინფორმაცია, რომლითაც დაფიქსირდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასეთი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი);

დ) ამ ინსტრუქციის  მე-2 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ობიექტის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულება (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.), რომელიც ანიჭებს ნებართვის მაძიებელს უფლებას, გაყიდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტში ექსკლუზიურად.

5. შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით ნებართვის მისაღებად, განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, აღნიშნული პირობით ნებართვის მიღებამდე შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე ჩარიცხოს შემოსავლების სამსახურსა და ნებართვის მაძიებელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

6. შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების არსებობისას, შემოსავლების სამსახურის მიერ შესაბამისი შენობა-ნაგებობის აუშენებლობის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელს/მფლობელს უბრუნდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გადახდილი თანხა.

7. შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის შემდეგ, თუ საქართველოს კანონმდებლობით აიკრძალება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა ან გაუქმდება შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტი, ნებართვის მფლობელს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გადახდილი თანხა უბრუნდება სანებართვო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის პერიოდის პროპორციულად.

8. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული გარანტია.

9. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელს ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის შემდეგ, ხოლო აღნიშნული გარანტიის წარდგენის გარეშე საქმიანობის დაწყება ითვლება სანებართვო პირობების დარღვევად.

მუხლი 6

1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, პირთან გააფორმოს ხელშეკრულება:

ა) შემოსავლების სამსახურის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის შემდეგ ამ შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განსახორციელებლად (წინარე ხელშეკრულება);

ბ) შემოსავლების სამსახურის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განსახორციელებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამავე პუნქტში აღნიშნულ პირზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს დოკუმენტური ინფორმაცია ამ ინსტრუქციის IV თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განხორციელების უფლება ეძლევა ამ ინსტრუქციის IV თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების ნებართვის გამცემის მიერ დადასტურების შემდეგ.

მუხლი 7

1. საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ან/და შენობა-ნაგებობის ფართობი, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს:

ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა, რომელშიც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა;

ბ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას − ნებართვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება (საბაჟო საწყობის შემთხვევაში − ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების შეტანიდან არანაკლებ 12 თვის ვადით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში − არანაკლებ  ნებართვის მოქმედების ვადით დადებული იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში და განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ ან განცხადებითა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის სანებართვო პირობებთან შეუსაბამობის ან არასაკმარისი ინფორმაციის თაობაზე  და იმავე ვადაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

4. საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აგრეთვე აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

5. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შეცვლილი ტერიტორიის ფარგლებში საქმიანობა განახორციელოს ნებართვაში შესაბამისი ცვლილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების რეგისტრაციის მომდევნო კალენდარული დღიდან.

6. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელი საწარმოს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება, ნებართვის მფლობელი საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სრული საფირმო სახელწოდება.

თავი III

საბაჟო საწყობი

მუხლი 8. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნები;

ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის განხორციელება დაიწყოს არაუგვიანეს ნებართვის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში და დაწყებული საქმიანობა არ შეაჩეროს უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში;

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

დ) მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები;

ე) დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა, სურსათის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ან სხვა სპეციფიკური საქონლის შენახვის შემთხვევაში – უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებულ ადგილზე შენახვა და შენახვისათვის საჭირო სათანადო პირობების დაცვა;

ვ) საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელები ამ საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;

ზ) საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უსასყიდლოდ გამოუყოს საბაჟო კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები;

თ) საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელი და გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობის შემთხვევაში, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს მხოლოდ საბაჟო საწყობის შესასვლელში ან/და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი);

ი) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი აღჭურვილი ჰქონდეს აღნიშნული პროცედურების გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით;

კ) ამ მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ვიდეოჩაწერის განხორციელება, ნებართვის მფლობელმა ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულისა და ხარვეზის აღმოფხვრის ვადის შესახებ და იმოქმედოს საგადასახადო ორგანოს მითითების შესაბამისად;

ლ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ჰქონდეს გარანტიით;

მ) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი (იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულება და მხარის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ნებართვის გამცემს;

ნ) საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში განახორციელოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებებით, დადგენილი წესის შესაბამისად;

ო) ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შენახვის შემთხვევაში, გამოყოს სპეციალური სათავსი, რომელშიც დაცულია შესაბამისი კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო ასეთი სათავსის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მხოლოდ იმ საქონლის შენახვა, რომელზეც დასრულებულია ფიტოსანიტარიული/ვეტერინარული კონტროლის პროცედურები;

პ) გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

ჟ) უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

თავი IV

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი

მუხლი 9

1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესატან უცხოურ საქონელზე საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების ადგილია საბაჟო გამშვები პუნქტი, ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის გავლითაც გადაადგილდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესატანი უცხოური საქონელი, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობი, რომელშიც გათვალისწინებულია საქონლის დასაწყობება.

2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური საქონელი საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდება აღრიცხვის მოწმობით ან TIR წიგნაკით.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების გარეშე გადაადგილდება იმავე საბაჟო გამშვებ პუნქტში განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულებით, ერთდროულად ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის გაცემა და კონტროლიდან მოხსნა.

5. საქონლის ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან მეორე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილას გადატანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში არსებული საქართველოს საქონლის (აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის გარდა) უკან დაბრუნება – სასაქონლო ზედნადებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

6. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ში დამონტაჟებული გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით ფიქსირდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის კონკრეტულ ფიზიკურ პირ(ებ)ზე რეალიზაციის პროცესი, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ისა და ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – ობიექტის შესასვლელსა და გასასვლელში დამონტაჟებული გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და შესაძლებლობის შემთხვევაში იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

7. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ვიდეოჩაწერის განხორციელება, ნებართვის მფლობელმა ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულისა და ხარვეზის აღმოფხვრის ვადის შესახებ და იმოქმედოს საგადასახადო ორგანოს მითითების შესაბამისად.

8. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტში ნებისმიერი მასალისაგან ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) ან გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების შეტანისას, ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა.

მუხლი 10

1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ი უნდა მდებარეობდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ (ამ ინსტრუქციის მე-2  მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტის გარდა) და მისი განლაგება უნდა გამორიცხავდეს მასში იმ ფიზიკური პირების მოხვედრას, რომლებსაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სათანადო პროცედურები არ გაუვლიათ.

2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებულ საქონელს შენახვისა და გაყიდვისათვის მოსამზადებლად შეიძლება ჩაუტარდეს ის ოპერაციები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის მიმართ.

3. დაუშვებელია თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზების, დამხმარე სათავსებისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის გამოყენება იმ საქონლის შესანახად და სარეალიზაციოდ, რომელიც არ გაცხადებულა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესატანად.

4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, აწარმოოს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, დადგენილი ფორმით (დანართი №3 და დანართი №4) და უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება შემოსავლების სამსახურისათვის:

ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებულ საქონელზე − საქონლის მოთავსებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 18 საათისა;

ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზებულ საქონელზე − საქონლის რეალიზებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 18 საათისა.

5. ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან სხვა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე გადატანილი, აგრეთვე უკან დაბრუნებული საქონლის შესახებ მონაცემები ასევე აღირიცხება მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, დადგენილი ფორმით (დანართი №4) და წარედგინება შემოსავლების სამსახურს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირება) ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება, იგი უნდა აიტვირთოს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე Excel ფორმატის ფაილით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულისა და ხარვეზის აღმოფხვრის ვადის შესახებ და იმოქმედოს საგადასახადო ორგანოს მითითების შესაბამისად.

7. „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №3) ან „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზებული, სხვა ადგილზე გადატანილი ან უკან დაბრუნებული საქონლის აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №4) ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შენიშვნის გრაფაში უნდა მიეთითოს ცვლილების განხორციელების მიზეზი.

8. ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში.

მუხლი 11

1.  თავისუფალი ვაჭრობის  პუნქტში საქონლის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, ხორციელდება შემდეგი დოკუმენტების წარდგენისას:

ა) პირადობის დამადასტურებელი ქვემოთ მითითებული დოკუმენტი, რომელშიც დასმულია თარიღის შტამპი აღნიშვნით – „გასვლა“:

ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან

ა.ბ) მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი, ან

ა.გ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი, ან

ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი, ან

ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამგზავრო დოკუმენტი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;

გ) აეროპორტში განთავსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის გაყიდვისას – დამატებით, საერთაშორისო რეისზე ჩასხდომის ბარათი ან საავიაციო პერსონალის მოწმობა (სერტიფიკატი) ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობა ან სხვა სამგზავრო დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებზე საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის  პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან.

3. გაყიდული საქონელი უნდა მოთავსდეს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელის შესაბამის შეფუთვაში, რომელსაც ქართულ და ინგლისურ ენებზე ექნება წარწერა „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირის მიერ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ნაყიდი საქონელი, საბაჟო ტერიტორიიდან გაუტანლობის შემთხვევაში, დაიბეგრება იმპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.

მუხლი 12

1. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრთა (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით საქონლის რეალიზაცია ხორციელდება:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათის წარდგენისას, ან

ბ) უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მიმართვის წერილის წარდგენისას. აღნიშნული მიმართვის წერილით უნდა დასტურდებოდეს, რომ კონკრეტული პირის მიერ შესაბამისი საქონლის შეძენა ხორციელდება ამ წარმომადგენლობის სამსახურებრივი სარგებლობისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან.

მუხლი 13

1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის გაყიდვისას იმ პირებზე, რომელთაც არ ჰქონდათ მისი შეძენის უფლება, აგრეთვე საქონლის დანაკლისის შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები, რომლებიც სავალდებულო იქნებოდა შესაბამისი საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას, აგრეთვე შეასრულოს სხვა საგადასახადო ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად აღმოჩნდება მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებული, დაკარგული ან გაფუჭებული იმდენად, რომ შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება.

2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის სასაქონლო სახის დაკარგვისას (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევისა), როცა საქონლის მახასიათებლები შეცვლილია იმდენად, რომ შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანისას საქონლისათვის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად განსაზღვრული სასაქონლო კოდით, ნებართვის  მფლობელი ვალდებულია, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები, რომლებიც სავალდებულო იქნებოდა პირვანდელი საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას. 

თავი V

სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, პასუხისმგებლობა და ნებართვის გაუქმება

მუხლი 14

1. საბაჟო საწყობის საქმიანობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით.

2. საგადასახადო ორგანო სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმებით.

3. საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომელიც წარედგინება ნებართვის მფლობელს.

მუხლი 15

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმებამდე, შესაბამისი საფუძვლის (მათ შორის, ნებართვის მფლობელის მომართვა) არსებობისას:

ა) საბაჟო საწყობში საქონლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს:

ა.ა) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს საბაჟო საწყობის    საქმიანობის  ნებართვის    გაუქმების    განზრახვის   თაობაზე   და    განუსაზღვრავს    არა   უმეტეს    6 თვის    ვადას    მასსა    და    საქონლის  დამსაწყობებელს  შორის   წარმოშობილი  სამართლებრივი   ურთიერთობების    დასრულებისთვის,    აგრეთვე    საქონლის    უპატრონოდ     ცნობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისთვის;

ა.ბ) იდენტიფიცირებულ დამსაწყობებელს ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახვის თაობაზე და საქონლის სხვა საბაჟო საწყობში გადატანის ან შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ;

ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება;

გ) საქონლის სხვა საბაჟო საწყობში გადატანისას, დამსაწყობებელს უფლება აქვს, საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს.

2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში:

ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია, საქონელი, რომელიც იმყოფება სავაჭრო დარბაზებსა და დამხმარე სათავსებში, ნებართვის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაიტანოს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობში; 

ბ) საგადასახადო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელს უცხოური საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობიდან სხვა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან საბაჟო საწყობში გადატანის ან შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ და განუსაზღვრავს აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადას (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს).  

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო ორგანო ამოწმებს ამავე ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი ვალდებულებების შესრულებას.

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ახორციელებს საქონლის განკარგვას.

მუხლი 16

საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.