ტექნიკური რეგლამენტი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 473
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018859
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
473
14/09/2015
ვებგვერდი, 15/09/2015
300160070.10.003.018859
ტექნიკური რეგლამენტი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/09/2015 - 16/08/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №473

2015 წლის 14 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, 36-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის გათვალისწინებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის  პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადამიანის კანის საფარველზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოების ჰიგიენური პრაქტიკისა და უსაფრთხოების მიზნით, გადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენციისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის  სანიტარიული ნორმები“.

2. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა 2016 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყონ ღონისძიებების გატარება დადგენილებით  დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

3. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შერჩევითი კონტროლის განხორციელება დაიწყოს 2016 წლის 15 იანვრიდან.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის

დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის

სანიტარიული ნორმები


მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

1. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება იმ  საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაზე, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები (აკუპუნქტურა, პირსინგი, ელექტროლიზისი, მიკროპიგმენტაცია, ფრჩხილების მანიკიური და პედიკიური, ტატუირება, ვაქსინგი და თმის მოვლა/პარსვა) ადამიანის კანის საფარველზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

3. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება სავალდებულია როგორც მოქმედი, ისე ახლად გახნილი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებისთვის.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება ობიექტი, სადაც ხორციელდება მომხმარებლების მომსახურება ადამიანის კანის საფარველზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებით (აკუპუნქტურა, პირსინგი, ელექტროლიზისი, მიკროპიგმენტაცია, ფრჩხილების მანიკიური და პედიკიური, ტატუირება, ვაქსინგი და თმის მოვლა/პარსვა), რაც დაკავშირებულია ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკთან მომხმარებლებსა და მომსახურე პერსონალს შორის კონტამინირებული ინსტრუმენტების მეშვეობით ან/და ჰიგიენური პრაქტიკის წესების დაუცველობით;

ბ) პათოგენური ბიოლოგიური აგენტი მიკროორგანიზმი, ბიოლოგიური წარმოშობის შხამი, აგრეთვე მათი შემცველი ნებისმიერი წარმოშობის ობიექტი და მასალა;

გ) ასეპტიკა ადამიანის ორგანიზმში დაავადების პოტენციურ გამომწვევთა მოხვედრის პრევენცია (თავიდან აცილება);

დ) ანტისეპტიკა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი პოტენციურად საშიში მიკროორგანიზმების განადგურება ან ზრდის დათრგუნვა;

ე) ინფექციების კონტროლი ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია დაწესებულებაში ინფექციურ დაავადებათა აღმოცენებისა და გავრცელების პრევენციისაკენ;

ვ) ინფექციის წყარო ბუნებრივი გარემო მიკროორგანიზმების ბინადრობისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მათ ზრდასა და გამრავლებას და საიდანაც ხდება მათი გარემოში გამოყოფა;

ზ) სტერილიზაცია დამუშავების პროცესი, რომლის დროსაც ნადგურდება მიკრობული ფლორის ყველა ფორმა (ბაქტერია, ვირუსი, სოკო, სპორები);  

თ) დეზინფექცია პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურების პროცესი (გამონაკლისია ბაქტერიების სპორები). განასხვავებენ დეზინფექციის სამ დონეს: მაღალი, საშუალო და დაბალი:

თ.ა) მაღალი დონის დეზინფექცია – ანადგურებს ბაქტერიების ვეგეტატიურ ფორმებს, ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს. არაეფექტურია ბაქტერიების სპორების დიდი რაოდენობის მიმართ;

თ.ბ) საშუალო დონის დეზინფექცია – ანადგურებს ბაქტერიების ვეგეტატიურ ფორმებს, ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს, უმეტეს სოკოებს, ვირუსებს. არ არის ეფექტური ბაქტერიების სპორების მიმართ;

თ.გ) დაბალი დონის დეზინფექცია – ანადგურებს ბაქტერიების ვეგეტატიური ფორმების უმეტესობას, ზოგიერთი სახეობის სოკოს, ვირუსებს. არაეფექტურია იმ ბაქტერიების მიმართ, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ბუნებრივი გამძლეობით (სპორები და მიკობაქტერიები);

ი) ბიოლოგიური სითხე სითხეები, რომელიც  ჩვეულებრივ არსებობს ადამიანის ორგანიზმში: სისხლი, ლორწო, ოფლი, ნერწყვი, ცრემლი, შარდი, თავზურგტვინის სითხე, სხვა სითხეები ორგანოთა ღრუებიდან, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმებს;

კ) წმენდა ორგანული ნარჩენების მოცილება ინსტრუმენტებიდან. ძირითადად  ხდება წყლით რეცხვით და გახეხვით. ამ პროცესის დროს ხდება მიკროორგანიზმების პირველადი მოცილება მექანიკურად, მაგრამ არ ხდება ზედაპირზე დარჩენილი მიკროორგანიზმების განადგურება/გაუვნებელყოფა;

ლ) დაბინძურება ინფექციური აგენტის არსებობა ზედაპირზე, ტანსაცმელზე, ინსტრუმენტებსა და ხსნარებში, მათ შორის  წყალში;

მ) ჯვარედინი დაბინძურება ინფექციის აგენტის გადატანა ერთი დაბინძურებული წყაროდან მეორე დაუბინძურებელ წყაროზე;

ნ) ინვაზიური პროცედურა ნებისმიერი პროცედურა, რომელიც არღვევს კანის მთლიანობას (ტატუირება, მიკროპიგმენტაცია, პირსინგი, ელექტროლიზისი, აკუპუნქტურა და ა.შ);

ო) ბასრი საგნების კონტეინერი მყარი, ჩხვლეტაგამძლე, არარღვევადი,  არაჟონვადი კონტეინერი, რომლის კედლის მთლიანობის დარღვევა შეუძლებელია მასში მოთავსებული ბასრი საგნების ზემოქმედებით. მას აქვს მჭიდრო თავსახური და „ბიოლოგიური საფრთხის“ მკაფიო მარკირება;

პ) აკუპუნქტურა გრძელი, თხელი ნემსების სამედიცინო მიზნით გამოყენება, რომელთა ჩასმა (შერჭობა) ხდება კანში, სხეულის  ე.წ. „ენერგეტიკულ ზონებში“;

ჟ) პირსინგი სხეულის ზედაპირზე ნახვრეტის გაკეთება და სამკაულის ჩასმა;

რ) ელექტროლიზისი სხეულიდან თმის მოცილება ნემსისმაგვარი ელექტროდების საშუალებით, თმის ღერის ბოლქვში ელექტრული დენის გატარებით;

ს) ტატუირება სხეულზე დეკორატიული დიზაინის მქონე გამოსახულებების გამოყვანა ნემსით, კანქვეშ საღებავის შეყვანის საშუალებით;

ტ) მიკროპიგმენტაცია  კოსმეტიკური საშუალებების პერმანენტული დატანა კანზე.  განიხილება, როგორც პერმანენტული მაკიაჟი ან კოსმეტიკური ტატუირება. პროცესი ძალიან ჰგავს ტატუირებას და შეიძლება ჩატარდეს ტატუირების ინსტრუმენტით;

უ) ვაქსინგი ჭარბი თმის მოცილების ბიოეპილაციური მეთოდი (ბიომექანიკური ეპილაცია), რომლის საშუალებით კანის დიდი ნაწილიდან ხდება თმის ფესვიანად ამოღება.  პროცედურისთვის გამოიყენება ნატურალური ფისი, ცვილი;

ფ) შერჩევითი კონტროლი – მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება.

მუხლი 3. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების რეგისტრაცია

1. ყველა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

2. თუ დაწესებულების საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის კანის საფარველზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში სავალდებულოა მითითება „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება“.

3. რეგისტრაციის გარეშე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების  საქმიანობა აკრძალულია.

მუხლი 4. რისკის შეფასება და მართვა

1. ოპერატორი, რომელიც ახორციელებს მომხმარებლების მომსახურებას ადამიანის კანის საფარველზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების საშუალებით, ვალდებულია შეაფასოს  ინფექციური დაავადებების (მ.შ. B და C ვირუსული ჰეპატიტები და აივ ინფექცია/შიდსი) გავრცელების შემდეგი პოტენციური რისკები:

ა) პათოგენური ბიოლოგიური აგენტის გადატანა ერთი მომხმარებლიდან მეორეზე;

ბ) პათოგენური ბიოლოგიური აგენტის გადატანა მომხმარებლიდან საკუთარ ორგანიზმზე;

გ) სხეულის/კანის დაზიანება კონტამინირებული ბასრი იარაღით ან სხვა ობიექტით.

2. ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების დროს ინფიცირების ძირითადი მიზეზებია:

ა) ოპერატორის მიერ ჰიგიენური პრაქტიკის წესების დაუცველობა;

ბ) სხვადასხვა ოპერატორის მიერ ერთი და იმავე ინსტრუმენტის გამოყენება პარალელურ რეჟიმში;

გ) სუფთა და დაბინძურებული ინსტრუმენტების ურთიერთშეხება;

დ) სუფთა ინსტრუმენტების განთავსება დაბინძურებულ ზედაპირზე;

ე) სტერილური ინსტრუმენტების განთავსება არასტერილურ ზედაპირზე ან ურთიერთშეხება არასტერილურ ინსტრუმენტებთან;

ვ) სამედიცინო ნარჩენების (მ.შ. შესახვევი მასალის, გამოყენებული ერთჯერადი ხელთათმანის, ხალათის, ნიღაბის, ნემსების, შპრიცების, კალმებისა და ა.შ.) მართვის წესების დაუცველობა.

3. ოპერატორი ვალდებულია მართოს ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკები  შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

ა)  ხელების დაბანა მომხმარებლის მომსახურების დაწყებამდე და დასრულებისთანავე, ან პროცედურის მიმდინარეობისას, მისი დროებით შეწყვეტის შემთხვევაში (მაგ.: სატელეფონო საუბრის გამო);

ბ) იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან, ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება;

გ) იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმლისა და სათვალის გამოყენება;

დ) ასეპტიკის წესების გამოყენება პროცედურების წარმოებისას;

ე) პროცედურების წარმოება სათანადოდ გასუფთავებული, დამუშავებული და სტერილური ინსტრუმენტებისა და დამხმარე მასალის გამოყენებით;

ვ) სისუფთავის დაცვა პროცედურების წარმოებისათვის განკუთვნილ სათავსებში;

ზ) ბასრ საგნებთან უსაფრთხო მოპყრობის (მ.შ. გადაყრის) წესების დაცვა;

თ) პროფესიული ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა (მ.შ. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია).

4. ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დეტალური ჩამონათვალისა და  საჭიროებისამებრ, მათ შესასრულებლად აუცილებელი კონკრეტული აქტივობების გაწერა  და  თვალსაჩინო ადგილას განთავსება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მომხმარებლების, ისე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების ნებისმიერი თანამშრომლისათვის.

მუხლი 5.  მომხმარებლის ინფორმირება რისკების შესახებ და თანხმობა

1. ტატუირებისა და აკუპუნქტურის, ჩატარებისას ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია კანის საფარველზე წარმოებული კოსმეტიკური პროცედურის კავშირის შესახებ ინფიცირების რისკთან და მიიღოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა დადგენილი ფორმით (დანართი 1)  მომხმარებლისაგან პროცედურის ჩატარებამდე, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომხმარებლის სახელი და გვარი;

ბ) მომხმარებლის დაბადების თარიღი და ასაკი;

გ) მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) ჩატარებული პროცედურის დასახელება და ლოკალიზაცია;

ე) პროცედურის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ოპერატორის სახელი და გვარი;

ვ) ინფორმირებული თანხმობის მიღების თარიღი და დრო;

ზ) მომხმარებლის ხელმოწერა.

2. ორსულმა ქალებმა და პირებმა, რომელთაც გააჩნიათ ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი ტატუირებისას გამოყენებულ მელანსა და საღებავებზე, აუცილებელია  წინასწარ გაიარონ ექიმის კონსულტაცია.

3. ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს ჩანაწერები ჩატარებული ტატუირების, პირსინგისა და აკუპუნქტურის პროცედურების აღრიცხვის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროცედურის რიგითი ნომერი, პროცედურის დასახელება, პროცედურის ლოკალიზაცია, პროცედურის ჩატარების თარიღი და დრო, მომხმარებლის სახელი და გვარი, მომხმარებლის დაბადების თარიღი, მომხმარებლის  საკონტაქტო ინფორმაცია. დასაშვებია, ჩანაწერების წარმოება და აღრიცხვა ელექტრონულად.

4. დადგენილი წესით წარმოებული ჩანაწერები ჩატარებული ტატუირებისა და აკუპუნქტურის პროცედურების აღრიცხვის შესახებ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის წარმომადგენლებისათვის (მოთხოვნის შემთხვევაში).

მუხლი 6. დასუფთავება, დეზინფექცია და სტერილიზაცია

1. დაწესებულებაში, რომელშიც წარმოებს ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ადამიანის კანის საფარველზე, ინფექციების პრევენციის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა ღონისძიებათა კომპლექსის გატარება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად კომპონენტებს მიკროორგანიზმების გავრცელების მაქსიმალური შეზღუდვისათვის:

ა) ხელების ადეკვატური ჰიგიენა;

ბ) ხელთათმანების გამოყენება;

გ) შესაბამისი ასეპტიკური პრაქტიკა;

დ) გარემო ობიექტების, ზედაპირების, აღჭურვილობის რუტინული წმენდა და სისუფთავის დაცვა;

ე) სტერილიზაციისა და დეზინფექციის კარგი პრაქტიკა;

ვ) გამოყენებული თეთრეულის ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა;

ზ) ნარჩენების უსაფრთხო შეგროვება და გატანა.

2. ინფიცირების რისკის მიხედვით, ინსტრუმენტები და საგნები იყოფა სამ პირობით ჯგუფად „კრიტიკული“, „ნახევრადკრიტიკული“ და „არაკრიტიკული“:

ა) „კრიტიკული“ საგნები გამოიყენება ორგანიზმის სტერილურ ქსოვილებსა და სისხლძარღვოვან სისტემაში შესაღწევად. ამგვარი საგნები აუცილებლად უნდა იყოს სტერილური, რადგან მათი მიკროორგანიზმებით კონტამინაციის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება პაციენტის ინფიცირების რისკი. კრიტიკული საგნები შეიძლება იყოს მრავალჯერადი ან ერთჯერადი გამოყენების. მრავალჯერადი გამოყენების კრიტიკული საგნები გამოყენებამდე საჭიროებს სტერილიზაციას;

ბ) „ნახევრადკრიტიკული“ საგნები შეხებაშია ლორწოვან გარსებთან ან დაზიანებულ კანთან, ზედაპირის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში. ასეთი საგნები თავისუფალი უნდა იყოს მიკროორგანიზმებისაგან და ამიტომ ექვემდებარება მაღალი დონის დეზინფექციას (პასტერიზაცია ან ქიმიური დეზინფექცია);

გ) „არაკრიტიკული“ საგნები შეხებაშია მხოლოდ დაუზიანებელ კანთან. ამ ტიპის საგნების მეშვეობით, ინფექციის გადაცემის რისკი მნიშვნელოვნად დაბალია და საკმარისია მათი გასუფთავება ან/და დაბალი ან საშუალო დონის დეზინფექცია.

3. მრავალჯერადი გამოყენების კრიტიკული საგნები ყოველი გამოყენების წინ საჭიროებს წინასასტერილიზაციო რეცხვა-დამუშავებას, შესაბამის შეფუთვას,  სტერილიზაციას და შენახვას სტერილური შეფუთვით, ხოლო ერთჯერადი მოხმარების კრიტიკული საგნები გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაყრა-განადგურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. წინასასტერილიზაციო დამუშავებისას ხდება ცილოვანი, ცხიმოვანი და მექანიკური დაბინძურების მოცილება. წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა განხორციელდეს წყლით, სარეცხი საშუალებების გამოყენებითა და მექანიკური გაწმენდით.

5. დაუშვებელია იმ ინსტრუმენტებისა და საგნების დეზინფექცია და სტერილიზაცია, რომელთაც არა აქვთ ჩატარებული სათანადო წინასადეზინფექციო ან წინასასტერილიზაციო რეცხვა და დამუშავება.

6. დაბინძურებული ინსტრუმენტები და სხვა საგნები უნდა გაირეცხოს დაუყოვნებლივ, პროცედურის დასრულებისთანავე, წყლითა და სარეცხი საშუალების გამოყენებით, რათა არ მოხდეს სისხლისა და ნარჩენების შეშრობა/შეხმობა მათ ზედაპირზე.

7. ინსტრუმენტებისა და სხვა საგნების რეცხვა-დამუშავებისას,  მომსახურე პერსონალი ყოველთვის უნდა იყენებდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რათა დაცულ იქნეს დაბინძურებული სითხის  შხეფების მოხვედრისაგან კანს და/ან ლორწოვან  გარსზე.

8. ყველა იმ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ინსტრუმენტებისა და სხვა საგნების რეცხვის პროცესში, უნდა ჩაუტარდეს დაბალი დონის დეზინფექცია ყოველი გარეცხვის შემდეგ და შეინახოს მშრალად.

9. დეზინფექციის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად საჭიროა ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სრული დემონტაჟი (დაშლა) და სათანადო გასუფთავება.

10. სადეზინფექციო ხსნარი უნდა დამზადდეს მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვით. გამოყენებული დეზინფექტანტის ეფექტურობა დამოკიდებულია კონცენტრაციაზე, ტემპერატურასა და კონტაქტის ხანგრძლივობაზე.

11. ხსნარების მომზადება (განზავება), შენახვა (ვენტილაცია და დასაწყობება) და განადგურება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

12. ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დატოვება სადეზინფექციო ხსნარში მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ საკონტაქტო პერიოდზე უფრო ხანგრძლივი ვადით არ აუმჯობესებს დეზინფექციის შედეგებს, იწვევს ინსტრუმენტების დაზიანებას და ამცირებს მათი ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.

13. მაღალი დონის დეზინფექციისთვის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენების ხსნარების შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური საშუალებების (მაგ.: ტესტ-ჩხირების) გამოყენებით ყოველდღიურად, საჭირო კონცენტრაციის შენარჩუნების დონის განსაზღვრისათვის.

14. კანის საფარველზე კოსმეტიკური პროცედურების მწარმოებელი დაწესებულება ვალდებულია გამოიყენოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალება და წინასასტერილიზაციო რეცხვა-დამუშავების, დეზინფექციისა და სტერილიზაციის სათანადო წესები და მეთოდები, რათა მიღწეულ იქნეს დეკონტამინაციის ადეკვატური ხარისხი.

15. ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების მწარმოებელი დაწესებულება ვალდებულია, ხელმძღვანელობდეს სტერილიზაციის მეთოდებითა და წესებით, რომელიც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად.

16. მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან, გაუწიონ კონსულტაცია და მეთოდური დახმარება კანის საფარველზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების მწარმოებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების წარმომადგენლებს წინასასტერილიზაციო დამუშავების, სტერილიზაციისა და დეზინფექციის საკითხებზე, მიმართვის შემთხვევაში.

17. დამატებითი რეკომენდაციები დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის უზრუნველსაყოფად მოცემულია დანართი 2-ის №1, №2 და №3 ცხრილებში.

მუხლი 7. ჩანაწერების წარმოება სტერილიზაციის პროცედურების აღრიცხვისათვის

1. შესაბამისი პროცედურების განმახორციელებელ, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, აწარმოონ  სტერილიზაციის პროცედურების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში, დანართი 2-ის №4 ცხრილის მიხედვით.

2. სტერილიზაციის პროცედურების აღრიცხვის ჟურნალი  ხელმისაწვდომი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის წარმომადგენლებისათვის (მოთხოვნის შემთხვევაში), ეპიდზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით.

მუხლი 8. ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურისათვის მომზადების წესი

1. მომსახურე პერსონალი ვალდებულია დაათვალიეროს მომხმარებლის კანის საფარველი პროცედურის დაწყებამდე და დარწმუნდეს, რომ მას სხეულის რომელიმე ნაწილზე არ გააჩნია ნაკაწრი, ჭრილობა, სიწითლე ან თვალით ხილული კანის დაავადება.

2. ინვაზიური პროცედურის დაწყებამდე, სამკურნალო არე უნდა დამუშავდეს ერთჯერადი აპლიკატორისა და კანის ანტისეპტიკური საშუალების გამოყენებით.

3. კანის დაავადების ან/და ინფექციის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ოპერატორი ვალდებულია ურჩიოს მომხმარებელს მიმართოს ექიმს. კანის დაავადების/დაზიანების ხილული ნიშნების არსებობის შემთხვევაში,  დაუშვებელია მასზე ინვაზიური პროცედურების ჩატარება.

მუხლი 9. ინფრასტრუქტურისა  და აღჭურვილობის უსაფრთხოება

1. სათავსების აღჭურვილობამ, მოწყობამ და სამუშაო რეჟიმმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლებისა და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.

2. სათავსების კედლები და იატაკი უნდა იყოს გლუვი და სწორი, სანიტარიული დამუშავებისათვის მოსახერხებელი. სანიტარიული კვანძის კედლები დაფარული უნდა იყოს სველი წესით დამუშავებისა და დეზინფექციისადმი მედეგი საფარით.

3. აღჭურვილობის, ავეჯისა და ინვენტარის საფარი ადვილად უნდა ექვემდებარებოდეს გასუფთავება-დეზინფექციას.

4. სამუშაო ადგილები აღჭურვილ უნდა იქნეს ცივი და ცხელი წყლით უზრუნველყოფილი ხელსაბანი ნიჟარ(ებ)ით, ხელის დასაბანი თხევადი საპნითა და ერთჯერადი ხელსახოცებით (ან ინდივიდუალური ხელსახოცების საკმარისი რაოდენობით), ასევე სათანადო სარეცხი საშუალებებით.

5. დაუშვებელია თეთრეულისა (მ.შ. პირსახოცების, ხელსახოცების) და სამუშაო ტანსაცმლის რეცხვა უშუალოდ დაწესებულებაში, შესაბამისი რაოდენობისა და ფართობის სათავსების ან ავტომატური სარეცხი აღჭურვილობის არარსებობის შემთხვევაში.

6. დაწესებულებაში გამოყენებული ქიმიური საშუალებები უნდა ინახებოდეს განცალკევებით, ორიგინალურ შეფუთვაში, უსაფრთხოების წესების დაცვით.

7. პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია გარემო ობიექტების ზედაპირების გაწმენდაზე, კარგად უნდა იცნობდეს დასუფთავების პრინციპებსა და მეთოდებს, აცნობიერებდეს მისი სამუშაოს მნიშვნელობას, იცოდეს სისხლისა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისაგან თავის დაცვა. აღნიშნულ საკითხებზე მას უნდა უტარდებოდეს სწავლება როგორც სამსახურში მიღებისთანავე, ისე მუშაობის პროცესში პერიოდულად.

8. დალაგებისა და დეზინფექციის დროს პერსონალმა უნდა გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (მაგ.: ხელთათმანები, ნიღაბი).

9. სათავსის დასუფთავება უნდა წარმოებდეს ნაკლებად დაბინძურებული უბნებიდან მეტად დაბინძურებული უბნების მიმართულებით.

10. მექანიკური გაწმენდა მიკროორგანიზმების მოცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ამიტომ ის დასუფთავების ნებისმიერი პროცედურის აუცილებელი ელემენტი უნდა იყოს.

11. ადამიანის კანის საფარველთან შეხებაში მყოფი ზედაპირების დასუფთავება და დეზინფექცია უნდა წარმოებდეს ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ. იმ ზედაპირების დასუფთავება, რომლებსაც არ ეხებიან ხელით, უნდა წარმოებდეს უფრო იშვიათად, მაგრამ რეგულარულად, არანაკლებ ერთხელ დღეში.

12. კედლების, იატაკისა და ფარდების დასუფთავება წარმოებს საჭიროებისამებრ, აგრეთვე  ესთეტიკის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

13. დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარი (ჯაგრისი, ტილო და სხვ.) უნდა იყოს მარკირებული გამოყენების ტიპის შესაბამისად.

14. მტვრისა და მიკროორგანიზმების გავრცელების შემცირების მიზნით,  კედლები, იატაკი და ზედაპირები უნდა დასუფთავდეს სველი წესით.

15. საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ უნდა გასუფთავდეს, ჩაუტარდეს დეზინფექცია (საჭიროების მიხედვით) და გაშრეს.

მუხლი 10. დაღვრილ ბიოლოგიურ სითხეებთან უსაფრთხო მოპყრობის წესები

1. სისხლის ან სხვა ბიოლოგიური სითხეების შხეფები დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს და მოხდეს მათი დეკონტამინაცია (შესაბამისი კონცენტრაციის ქლორშემცველი ან სხვა დაბალი/საშუალო დონის დეზინფექტანტის მოსხმა 10-წუთიანი ექსპოზიციით და შემდეგ მოწმენდა). აღნიშნული პროცედურების ჩასატარებლად, მომსახურე პერსონალმა უნდა გამოიყენოს დამცავი ბარიერები (მაგ.: ხელთათმანები, ნიღაბი).

2. თუ დაღვრილია დიდი რაოდენობით ბიოლოგიური სითხე, მაშინ საჭიროა დაბინძურებული ადგილის გაწმენდა მაადსორბირებელი მასალით. გაწმენდის შემდეგ აღნიშნული მასალა უნდა მოთავსდეს შესაბამისი ტიპის ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში, შემდგომი გაუვნებელყოფის ან/და განადგურებისათვის.

3. დაბინძურებული ადგილი უნდა გაიწმინდოს დაბალი ან საშუალო დონის დეზინფექტანტის (მაგ: მეოთხეული ამონიუმის ნაერთები ან ნატრიუმის ჰიპოქლორიტი) გამოყენებით, ხოლო შემდეგ კარგად გაშრეს (პათოგენების უმრავლესობა, მათ შორის ადამიანის იმუნოდეფიციტისა (აივ) და B ჰეპატიტის ვირუსები ინაქტივირდება ფართო სპექტრის და იაფი გერმიციდებით, მაგალითად ამონიუმის მეოთხეული ნაერთებით (დაბალი დონის დეზინფექტანტი) და ნატრიუმის ჰიპოქლორიტით).

4. დასუფთავების დროს მაქსიმალურად უნდა იქნეს აცილებული თავიდან  შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა.

5. დასუფთავების ყოველი პროცედურა უნდა ჩატარდეს ხელთათმანებით, რომლის გახდის შემდეგ, აუცილებელია ხელების დაბანა ან/და დამუშავება ხელის ანტისეპტიკის გამოყენებით.

მუხლი 11. ნარჩენების უსაფრთხო მართვის წესები

1. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში წარმოქმნილი ნარჩენების მართვა (შეგროვება, სეპარაცია, შენახვა-დასაწყობება,  გატანა-ტრანსპორტირება, აღდგენა და განთავსება) უნდა ხორციელდებოდეს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნარჩენების სახეობების, მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით ისე, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.

2. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში წარმოიქმნება ნარჩენები, რომლებიც თავისი ბუნებით შეიძლება მიეკუთვნებოდეს არასახიფათო  ან სახიფათო  ნარჩენების ჯგუფს:

ა) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების არასახიფათო ნარჩენებს მიეკუთვნება ისეთი ნარჩენები, რომლებიც არ იყვნენ კონტაქტში ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთან, მ.შ. სისხლთან. ამ ჯგუფს ძირითადად მიეკუთვნება საკვების, საკანცელარიო და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები;

ბ) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების სახიფათო  ნარჩენებს მიეკუთვნება პოტენციურად ინფიცირებული ნარჩენები, როგორიცაა ადამიანის ბიოლოგიური სითხეებით (მ.შ. სისხლით) დაბინძურებული მასალები და ინსტრუმენტები, ხელთათმანები, ხელსახოცები, ნემსები და ა.შ.

3. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში წარმოქმნილი არასახიფათო  ნარჩენები უნდა შეგროვდეს ერთჯერად პაკეტებს ან მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელში. მრავალჯერადი გამოყენების ¾ -მდე შევსებული ჭურჭელი და ერთჯერადი პაკეტები უნდა გადაიტვირთოს მათთვის განკუთვნილ ნარჩენების კონტეინერებში. მრავალჯერადი გამოყენების ტარა ნარჩენების შეგროვებისა და დაცლის შემდგომ საჭიროებს აუცილებელ რეცხვასა და დეზინფიცირებას.

4. არასახიფათო  ნარჩენები შეიძლება მოგროვდეს მუნიციპალური ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში.

5. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების სახიფათო  ნარჩენების მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით სამედიცინო დაწესებულებებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

6. დაწესებულების სახიფათო  ნარჩენები საჭიროებს შეგროვებას ორი ტიპის ტარაში:

ა) ერთჯერადი ჰერმეტული ტარა;

ბ) ბასრი საგნებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერი.

7. სახიფათო ნარჩენების ერთჯერადი გამოყენების ჰერმეტული პაკეტის 3/4-ით შევსების შემდგომ, საჭიროა მისი ჰაერისგან დაცლა და ჰერმეტიზება, რაც უნდა განახორციელოს დაწესებულებაში ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელმა პირმა. ერთჯერადი პაკეტის ჰაერისაგან დაცლისა და ჰერმეტიზებისას, მომსახურე პერსონალმა უნდა გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (რეზინის ხელთათმანები და ნიღაბი).

8. ბასრი ინსტრუმენტები (ნემსები, კალმები და ა.შ.) უნდა შეგროვდეს სხვა სახიფათო ნარჩენებისაგან განცალკევებით, მყარ, ერთჯერადი გამოყენების სპეციალურ ტარაში.

9. დაწესებულება ვალდებულია არ დაუშვას სახიფათო  ნარჩენების შერევა არასახიფათო  ნარჩენებთან.

10. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სახიფათო  ნარჩენების მართვა  (შეგროვება,  შენახვა,  გატანა,  ტრანსპორტირება, დამუშავება ან/და განადგურება) უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

მუხლი 12. ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკური ღონისძიებები

1. სისხლი და ბიოლოგიური სითხეები შეიძლება შეიცავდეს ისეთ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებს, როგორიცაა ჰეპატიტ B ვირუსი (HBV), ჰეპატიტ C ვირუსი (HCV) ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) და სხვა.

2. პათოგენური ბიოლოგიური აგენტებით ექსპოზიცია შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:

ა) ნემსით ჩხვლეტა ან ბასრი საგნით კანის გაჭრა, რომლებიც კონტამინირებულია სისხლით და/ან ბიოლოგიური სითხეებით;

ბ) კანის საფარის მთლიანობადარღვეულ უბნებზე (ჭრილობა, დერმატიტი) სისხლით და/ან  სითხეებით ექსპოზიცია;

გ) სისხლით და/ან სხეულის სითხეებით ლორწოვანი გარსების (თვალი, ცხვირი, პირი) ექსპოზიცია.

3. მომხმარებლის, მომსახურე პერსონალის კანის შემთხვევითი დაზიანების ან ნაჩხვლეტი ჭრილობის შემთხვევებში:

ა) პერსონალმა, რომელიც დაამუშავებს ჭრილობას,  უნდა ჩაიცვას ერთჯერადი ხელთათმანები;

ბ) ამის შემდგომ მან კონტამინირებული კანის ზედაპირი უნდა ჩამობანოს საპნითა და წყლით. თუ სხეულის დაზიანებული უბანი სისხლმდენია  სისხლდენა უნდა გაგრძელდეს თავისუფლად. ჭრილობის გასუფთავების შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს კანის ანტისეპტიკური საშუალება და დაიდოს სამედიცინო პლასტირი ან სუფთა ნახვევი.

4. ლორწოვანი გარსი სისხლით ან ბიოლოგიური სითხეებით კონტამინაციის (შეშხეფება) შემთხვევაში, გულდასმით უნდა იქნეს ჩამობანილი წყლით.

5. ექსპოზიციის შემდეგ, პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც განსაზღვრავს ექსპოზიციისშემდგომი მკურნალობისა და პროფილაქტიკის სქემას.

მუხლი 13. მოთხოვნები პერსონალისა და პროცედურებისადმი

1. ოპერატორი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ესთეტიკურ და კოსმეტიკურ პროცედურებს ადამიანის კანის საფარველზე, ექვემდებარება ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულ შემოწმებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, სამედიცინო პერსონალისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

2. მომსახურე პერსონალმა უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები. დაიბანოს და დაიმუშაოს ანტისეპტიკური ხსნარით ყოველი მომხმარებლის მომსახურების წინ და შემდეგ, ან საჭიროების მიხედვით, პროცედურის მსვლელობისას ან მომსახურების პროცესში პაუზების შემთხვევაში (ხელთათმანების შეცვლა და სხვა).

3. დაუშვებელია მომსახურე პერსონალის მიერ საკვების მიღება და/ან თამბაქოს მოხმარება პროცედურის წარმოების პროცესში მომხმარებლის კანის საფარველის კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით.

4. მომსახურე პერსონალი პროცედურის ჩატარებისას უნდა იყენებდეს სუფთა ტანსაცმელსა და ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს (ხალათი, ხელთათმანი, სათვალე, ნიღაბი).

5. ოპერატორები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ინვაზიურ ესთეტიკურ და კოსმეტიკურ პროცედურებს, ექვემდებარებიან B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნიზაციას.

მუხლი 14.  სპეციფიური მოთხოვნები ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურებისადმი

1. აკუპუნქტურა:

ა) ინფიცირების რისკის მიხედვით, აკუპუნქტურისთვის გამოსაყენებელი ნემსები მიეკუთვნება „კრიტიკული“ საგნების ჯგუფს;

ბ) ასეთი ნემსები უნდა ინახებოდეს სტერილურად შეფუთული და გაიხსნას უშუალოდ მოხმარების წინ. ეს ნემსები გამოყენების შემდეგ ექვემდებარება დაუყოვნებელ განადგურებას. დაუშვებელია მათი განმეორებით გამოყენება. ასევე არ შეიძლება ნემსის განმეორებით გამოყენება ერთი და იმავე მომხმარებლისათვის;

გ) აკუპუნქტურის მრავალჯერადი ინსტრუმენტების სახელურები, ასევე  ფიგურული ნემსების სახელურები, ყოველი გამოყენების შემდეგ,  ექვემდებარება წმენდას და მაღალი დონის დეზინფექციას;

დ) აკუპუნქტურის ნემსები გამოყენებამდე არ უნდა მოხვდეს არასტერილურ გარემოში და ამოღებულ უნდა იქნეს შეფუთვიდან უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ, პროცედურის დაწყების წინ;

ე) ინსტრუმენტები (პინცეტები, მაშები), რომლებიც შეხებაშია ნემსებთან, ექვემდებარება წმენდასა და მაღალი დონის დეზინფექციას ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ;

ვ) ელექტროსტიმულატორის მეტალის დამჭერები ექვემდებარება წყლით გაწმენდას/რეცხვას და საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექციას ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ;

ზ) დაუზიანებელ კანთან კონტაქტისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტები ექვემდებარება წმენდასა და დაბალი დონის დეზინფექციას ყოველი პაციენტის მომსახურების შემდეგ;

თ) დაუშვებელია აკუპუნქტურის განხორციელება დაზიანებულ ან დაავადებულ კანზე.

2. პირსინგი:

ა) პირსინგისთვის გამოსაყენებელი ყველა სამკაული უნდა იყოს სტერილური. თუ პირსინგის სამკაულები დამზადებულია ან მოდიფიცირებულია პირსინგის განმახორციელებლის მიერ გამოყენებამდე, ის ექვემდებარება წმენდას, შეფუთვასა და სტერილიზაციას. საყურის გასახსნელი და ჩამკეტი ბრტყელტუჩა ყოველი გამოყენების შემდეგ იწმინდება და უტარდება სტერილიზაცია;

ბ) პირსინგის გასაკეთებელად კანის ზედაპირი ჯერ უნდა გაიწმინდოს შესაბამისი ანტისეპტიკური ხსნარით, შემდეგ მოინიშნოს იოდისწვერიანი კალმით, მონიშნული ადგილების გაშრობის შემდეგ ისევ უნდა გაიწმინდოს ანტისეპტიკური ხსნარით, უშუალოდ პროცედურის შესრულების წინ. მოსანიშნად გამოიყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ინსტრუმენტები;

გ) დერმალური პანჩისთვის (გახვრეტა) გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი სტერილური ინსტრუმენტები. დაუშვებელია მათი განმეორებით  გამოყენება. გამოყენების შემდეგ (მაშინვე) საჭიროა მათი განთავსება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში;

დ) ინსტრუმენტების დასალაგებელი დაფა უნდა იყოს გლუვზედაპირიანი და გამძლე რეცხვისა და დეზინფექციისთვის. ყოველი მომხმარებლის მომსახურების წინ უნდა მოხდეს ინსტრუმენტების დალაგება დაფაზე, რომელსაც გადაფარებული აქვს ერთჯერადი ან სტერილური ხელსახოცი. დაფა იწმინდება ყოველი გამოყენების შემდეგ და უტარდება დაბალი დონის დეზინფექცია;

ე) ნახვრეტის გასაფართოებელი ჩხირი ექვემდებარება  რეცხვას სარეცხი საშუალების გამოყენებით და შემდგომ სტერილიზაციას;

ვ) დახურულბოლოიანი მიმღები მილი, რომელიც გამოიყენება  კანის დასაჭიმად,  უნდა იყოს სტერილური, ერთჯერადი გამოყენების;

ზ) ღიაბოლოიანი მიმღები მილები ექვემდებარება მავთულიანი ჯაგრისით წმენდასა  და გამოყენებებს შორის გასტერილებას;

თ) საცობი გამოიყენება ნემსის  დაბოლოების დასაცობად მას შემდეგ, რაც ის გახვრეტს კანს, რათა არ მოხდეს მომსახურე პერსონალის კანის დაზიანება. სუფთა ერთჯერადი საცობები უნდა გადაიყაროს ყოველი პირსინგის შემდეგ. გამოყენების შემდეგ მათი სტერილიზაცია აუცილებელი არაა, ვინაიდან ის არ ეხება დაზიანებულ კანს. დაუშვებელია საცობში ჩარჭობილი ნემსის წვერის განმეორებით გამოყენება. გამოყენებული ნემსი და საცობი (ერთმანეთისგან განცალკევების გარეშე) უნდა მოთავსდეს ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში;

ი) თითოეული პირსინგის შემდეგ, მრავალჯერადი გამოყენების ყველა ინსტრუმენტი ექვემდებარება გაწმენდასა  და სტერილიზაციას;

კ) მომხმარებლებს უნდა მიეცეთ ვერბალური და წერილობითი ინფორმაცია პირსინგისშემდგომ მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ:

კ.ა) აბაზანისა და შხაპის მიღებისას პირსინგის ადგილის მშრალად შენარჩუნება;

კ.ბ) სამკაულებთან შეხებისთვის ხელების გაწმენდის საჭიროება;

კ.გ) ჭრილობის მოშრობამდე სამკაულის ბრუნვითი მოძრაობა;

კ.დ) თავისუფალი ნახვევის მეშვეობით ჭრილობის ჰაერთან კონტაქტის საჭიროება;

კ.ე) ჭრილობის შეხორცების სავარაუდო დრო, მოსალოდნელი გართულებები და სიმპტომები;

კ.ვ) მდგომარეობები, როცა საჭიროა ექიმის კონსულტაცია (მაგ.: მსუბუქი სიწითლე, ტკივილი, შეშუპება, ინფიცირება და სხვა);

ლ) ნემსით ჩხვლეტა ან კანზე დარტყმის მეთოდი გამოიყენება ყურის ბიბილოს პირსინგისთვის. ამასთან, ყურის პირსინგისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები არ გამოიყენება სხეულის სხვა ნაწილების პირსინგისათვის (გასახვრეტად);

მ) პირსინგის დროს სავალდებულოა პერსონალმა ჩაიცვას ხელთათმანი ორივე ხელზე;

ნ) პირსინგის ინსტრუმენტის გამოყენება  ერთჯერადი კარტრიჯის (ან გადამყვანის) გარეშე არ არის რეკომენდებული;

ო) ყურის პირსინგისთვის გამოსაყენებელი მრავალჯერადი მოხმარების ინსტრუმენტები ექვემდებარება სათანადო წმენდასა და დეზინფექციას;

პ) ყურის პირსინგის თოფი/ინსტრუმენტი ისე უნდა იყოს დატენილი, რომ არ შევეხოთ სტერილურ საყურეს, ან stud-holding ნაწილებს თოფზე;

ჟ)  ყოველი გამოყენების შემდეგ, ყურის პირსინგის თოფი/ინსტრუმენტი უნდა იქნეს გაწმენდილი და დეზინფიცირებული საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექტანტით;

რ) საყურე უნდა იყოს სტერილური და შეფუთული. არ შეიძლება შეფუთული საყურის გახსნა, თუ არ მოხდება მისი დატანა ყურზე. გახსნილი საყურე, რომელიც არ იქნა გამოყენებული,  ექვემდებარება განადგურებას;

ს) დაუშვებელია უშუალოდ პირსინგის წინ საყურის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით (შესხურება, წასმა);

ტ) პირსინგის წინ ყურის ბიბილო ჯერ მუშავდება ანტისეპტიკით, შემდეგ ინიშნება იოდისწვერიანი კალმით, ხოლო ერთი წუთის შემდეგ (როდესაც გაშრება) მუშავდება ანტისეპტიკური ხსნარით. მოსანიშნად გამოიყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ინსტრუმენტები;

უ) ყოველი პირსინგის პროცედურის დასრულების შემდგომ, ყველა გამოყენებული ერთჯერადი ინსტრუმენტი ექვემდებარება უსაფრთხო მოცილებას/გადაყრას. სტერილური სამკაულის შესანახად განკუთვნილი ბიქსი/კონტეინერი/ყუთი არ შეიძლება დატოვებულ იქნეს თავღია მდგომარეობაში 24 საათზე ხანგრძლივი ვადით. ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ისინი ექვემდებარება  ხელახალ სტერილიზაციას. დაუშვებელია ისეთი სამკაულის გამოყენება, რომელიც ინახება თავღია ან დაზიანებულ ყუთში;

ფ) პირსინგის ინსტრუმენტები ინახება შეფუთულ მდგომარეობაში/დახურულ კონტეინერში/ბიქსში ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი დაბინძურება;

ქ) ყურის პირსინგის შემდეგ, მომხმარებელს უნდა მიეცეს სიტყვიერი და წერილობითი ინფორმაცია პირსინგის არის მოვლის შესახებ (იხილეთ ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი).

3. ელექტროლიზისი (ელექტროლიზისის დროს ელექტრული დენი გადის თმის ფოლიკულში მოთავსებულ ნემსში და არღვევს თმის ზრდის ზონის უჯრედებს.  ნემსში დენის გავლით  წარმოქმნილი სითბო იმდენად არ აცხელებს ნემსს, რომ ნემსი სტერილური გახდეს,  რადგან  ტემპერატურა მასში  მატულობს მხოლოდ 70-800C-მდე  და დენის  გავლის დრო არის მხოლოდ 1-2 წამი, რაც არ არის საკმარისი მისი სტერილიზაცისთვის):

ა) ელექტროლიზისთვის გამოყენებული ნემსები უნდა იყოს ერთჯერადი, სტერილური. დაუშვებელია ნემსების განმეორებით გამოყენება;

ბ) ეპილატორის ნემსის დამჭერის მოსახსნელი თავი ექვემდებარება გაწმენდასა და მაღალი დონის დეზინფექციას ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ;

გ)  ეპილატორის ზონარი შეიძლება მოვიდეს კონტაქტში მომხმარებლის კანთან, ამიტომ იგი უნდა იყოს დაცული არაადსორბირებადი ერთჯერადი მასალისგან დამზადებული შალითით, რომელიც უნდა გამოიცვალოს ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ან გაიწმინდოს და დამუშავდეს მაღალი დონის სადეზინფექციო საშუალებით;

დ) ეპილაციისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა/ინსტრუმენტები  ექვემდებარება წმენდასა და სტერილიზაციას, ან მაღალი დონის დეზინფექციას ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ;

ე) სტერილური საგნების  დამჭერი ინსტრუმენტები (მაგალითად, პინცეტი) ექვემდებარება სტერილიზაციას ან მაღალი დონის დეზინფექციას;

ვ) ჩაზრდილი თმის ამოსაღებად გამოიყენება ერთჯერადი, სტერილური ნემსები, ხოლო მხოლოდ თმის ამოსაქაჩად განკუთვნილი ინსტრუმენტები ექვემდებარება წმენდასა და საშუალო ან მაღალი  დონის  დეზინფექციას მომხმარებლებს შორის შუალედში;

ზ) იარაღების განსათავსებელი დაფა/ლანგარი, ასევე გამადიდებელი ლუპა, სათვალე და მიკროსკოპი, სანათი ექვემდებარება წმენდასა და დაბალი დონის დეზინფექციას ყოველი გამოყენების შემდეგ.

4. ტატუირება,  მიკროპიგმენტაცია  სამუშაო გარემოს  ჯვარედინი კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად:

ა) გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთჯერადი სტერილური ნემსები;

ბ) ყველა მასალა ტატუსა და მიკროპიგმენტაციისთვის უნდა აიწყოს და მომზადდეს უშუალოდ  პროცედურის დაწყებამდე;

გ) დიდი რაოდენობით მოწოდებული (მაგალითად, ბევრი თავი  ერთ ჩანთაში) მელნის ერთჯერადი თავების გამოყენებამდე, თითოეული  თავი უნდა გაიწმინდოს და შემდეგ დეზინფიცირდეს მაღალი დონის სადეზინფექციო საშუალებით (მაგ.  70-90%-იანი იზოპროპილალკოჰოლი), 10 წუთის განმავლობაში;

დ) ნემსის სამაგრზე ნემსების მიმაგრების შემდეგ, სტერილიზაციამდე სამაგრი უნდა გაიწმინდოს (მ.შ. ულტრაბგერით);

ე) ერთჯერადი მელნის თავები ექვემდებარება გადაყრას  ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ. მელნის თავების ნებისმიერი დარჩენილი რაოდენობა, ასევე უნდა იქნეს გადაყრილი. თუ საჭიროა დამატებითი მელანი, უნდა გამოიყენონ ახალი მელნის თავი;

ვ) ყველა არაერთჯერადი   მელნის თავი უნდა გასტერილდეს  მომხმარებლებს შორის შუალედში. უმჯობესია ერთჯერადი მელნის თავების გამოყენება. მელნის თავების დამჭერებს სჭირდება მაღალი დონის დეზინფექცია;

ზ) ფერებს შორის სავლებად გამოყენებული სითხეები უნდა მოთავსდეს ერთჯერად თავებში. თითოეული მომხმარებლის შემდეგ, საჭიროა სითხის და თავების გადაგდება;

თ) ტატუს ან მიკროპიგმენტაციის შესრულების წინ  მომარაგებული უნდა იყოს პირსახოცების და ხელსაწმენდების საჭირო რაოდენობა. ნებისმიერი შეგროვილი ან გამოუყენებელი პირსახოცები და ხელსაწმენდი უნდა გადააგდონ/გადაამუშავონ თითოეული მომხმარებლის შემდეგ;

ი) ტატუ ან  მიკროპიგმენტაცია უნდა შესრულდეს ანთებადი ან დაინფიცირებული, ან ერითემული კანიდან დაშორებით  არანაკლებ 15 სმ-ის რადიუსში;

კ) გამოყენებული ნემსების სამაგრები მათზე დამაგრებული ნემსებით უნდა მოათავსონ ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში ტატუს ან მიკროპიგმენტაციის პროცედურის დამთავრებისთანავე. გამოყენებულ ნემსებზე და ნემსის სამაგრებზე არ  უნდა ჩატარდეს მანიპულაციები მათ გადაგდებამდე (ნებისმიერი მანიპულაცია გამოყენებულ ნემსებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნემსის  სამაგრის მოხსნა ნემსებიდან, ზრდის ნემსის ჩხვლეტის რისკს სერვისის მიმწოდებლისათვის);

ლ) თუ მიკროპიგმენტაციისთვის არ გამოიყენება ტატუს მანქანა, ნემსის დამჭერი მოწყობილობა კალამზე/ინსტრუმენტზე შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი. მრავალჯერადი ნემსის დამჭერი მოწყობილობა უნდა გასუფთავდეს და გასტერილდეს გამოყენებისთანავე;

მ) ნებისმიერი ნარჩენი პროდუქტი  უნდა იქნეს გადაგდებული,  არ უნდა ჩაბრუნდეს თავდაპირველ კონტეინერებში და არ უნდა იყოს გამოყენებული მეორე მომხმარებელზე;

ნ) თუ გამოიყენება ტრაფარეტები, ისინი უნდა იყოს ერთჯერადი  და პროცედურის ბოლოს უნდა იქნეს გადაგდებული;

ო) მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი უნდა  დაიშალოს გასუფთავების წინ;

პ) ტატუ უნდა დაიფაროს  ცალკე  შეფუთული სტერილური ნახვევით, რომელიც განკუთვნილია ჭრილობებისთვის;

ჟ) მომხმარებლებს უნდა მიეცეთ ვერბალური და წერილობითი ინფორმაცია ტატუს და მიკროპიგმენტაციის შემდგომი მოვლის შესახებ, როგორიცაა:

ჟ.ა) ხელების გასუფთავება ტატუირებული ადგილების შეხებამდე;

ჟ.ბ) შესაძლო გართულებების, მათი ნიშნების და სიმპტომების შესახებ;

ჟ.გ) მსუბუქი სიწითლის, ტკივილის და შეშუპების შესახებ;

ჟ.დ) მიეცეთ რეკომენდაცია, მიმართონ  ექიმს, თუ სიმპტომები არ გაივლის 24 საათის განმავლობაში.

5. ფრჩხილების მანიკიური და პედიკიური:

ა) მომხმარებლის ფრჩხილები  დაკვირვებით უნდა გაისინჯოს ფრჩხილებზე მომსახურების გაწევის წინ;

ბ) ფრჩხილებზე სერვისი არ უნდა ჩაუტარდეთ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ფრჩხილზე აღენიშნებათ ფრჩხილის სოკო (ფრჩხილზე დისკოლორაცია-გაუფერულება, რომელიც ვრცელდება კუტიკულაზე, ან მოყვითალო-მომწვანო ლაქა, რომელიც  დროთა განმავლობაში მუქდება).  დაუშვებელია დაწესებულების მომსახურე პერსონალის მიერ რაიმე სოკოს საწინააღმდეგო მალამოს ან სხვა სამკურნალო საშუალების მიცემა/დანიშვნა ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. ასეთ მომხმარებლებს უნდა მიეცეთ სათანადო მკურნალობის მიზნით ექიმისადმი მიმართვის რეკომენდაცია;

გ) რეცირკულაციის სისტემებზე (მაგ. ფეხის სპა/აბაზანა) ბიოაპკის განვითარების პრევენციის მიზნით, გამწმენდი და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ცირკულირებდეს მათში, რადგან არასათანადო გასუფთავებამ და გაუვნებლობამ არ გამოიწვიოს მიკროორგანიზმების გავრცელება და გადატანა ერთი მომხმარებლიდან მეორეზე;

დ) ფრჩხილების სერვისისთვის საჭირო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (რეცირკულაციის სისტემების ჩათვლით) მომხმარებლებს შორის შუალედში ჯერ  უნდა გასუფთავდეს და შემდეგ ჩაუტარდეს საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია;

ე) ფეხის აბაზანა: თითოეული გამოყენების შემდეგ, ფეხის აბაზანა უნდა გასუფთავდეს წყლისა და სარეცხი საშუალების გამოყენებით, შემდეგ კი ჩაუტარდეს დეზინფექცია საშუალო ან მაღალი დონის სადეზინფექციო საშუალებით. თითოეული საშუალება გაშვებულ უნდა იქნეს ფეხის აბაზანის საცირკულაციო სისტემაში;

ვ) სადეზინფექციო ხსნარის ცირკულირება აბაზანებში უნდა ხორციელდებოდეს მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად, განსაზღვრული მინიმალური დროის განმავლობაში;

ზ) ფეხის აბაზანების მთელი აღჭურვილობა და რეცირკულაციის სისტემა საჭიროებს დამატებით მოვლას. ისინი იწმინდება დაგროვილი ნაწილაკებისგან და სუფთავდება ყოველდღიურად, შემდგომ კი უტარდება საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია;

თ) პედიკიურის ერთჯერადი ბასრი იარაღები გამოყენებისთანავე უნდა ჩაიყაროს ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში;

ი) სისხლდენის შემაჩერებელი ნებისმიერი საშუალება უნდა იყოს ერთჯერადი და განთავსდეს თითოეული მომხმარებლის მომსახურების შემდეგ საშიში ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში. დაუშვებელია სისხლის შემაჩერებელი ფანქრების გამოყენება;

კ) კანის მთლიანობის დარღვევისას, თუ სხეულის დაზიანებული უბანი სისხლმდენია, უნდა მიეცეს საშუალება, რომ თავისუფლად გაგრძელდეს სისხლდენა, შემდეგ დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით და დაედოს ერთჯერადი სამედიცინო პლასტირი ან სუფთა ნახვევი.

6. ვაქსინგი:

ა) ვაქსინგი უკუნაჩვენებია კანის ნებისმიერი ქრონიკული ან მწვავე დაავადების, შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე ორსული და მეძუძური დედებისთვის;

ბ) დასამუშავებელი კანის ზედაპირი უნდა იყოს სუფთა;

გ) ჯვარედინი კონტამინაციის პრევენციის მიზნით, ყველა ხსნარი და კრემი უნდა იქნეს გამოყენებული ერთჯერადი კონტეინერებიდან (ტუბი), ან ერთჯერადი აპლიკატორების საშუალებით მრავალჯერადი კონტეინერებიდან;

დ) ცვილისა და ფისის ამოსაღებად გამოყენებული შპადელები და აპლიკატორები ექვემდებარება გადაყრას გამოყენებისთანავე. დაუშვებელია მათი მეორედ გამოყენება, თუნდაც იმავე მომხმარებლის შემთხვევაში;

ე) პერსონალის ხელების დაბანა სავალდებულოა, როგორც  პროცედურის წინ, ისე მის შემდეგ;

ვ) სავალდებულოა ხელთათმანების გამოყენება ნებისმიერი პროცედურის დროს. გამოყენებული ხელთათმანები ექვემდებარება გადაგდებას საშიში ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტარაში;

ზ) ზედაპირების რეცხვისა და დეზინფექციის რეჟიმი ისეთივეა, როგორც სხვა პროცედურების დროს.

7. თმის მოვლა და პარსვა:

ა) ყველა მრავალჯერადი გადასაფარებელი/საფარი, რომელიც არ იწმინდება მომსახურებებს შორის, უნდა დაიფაროს ერთჯერადი ზეწრით;

ბ) მომხმარებლის კისრის გარშემო ზედაპირთან შეხებისას გამოყენებულ უნდა იყოს სუფთა პირსახოცი. პირსახოცები უნდა იქნეს გამოცვლილი ყოველი გამოყენების შემდეგ;

გ) მხოლოდ თმის დასამუშავებლად განკუთვნილი ინვენტარი მიეკუთვნება „არაკრიტიკულ“ ჯგუფს და ექვემდებარება საპნითა და სარეცხი საშუალებით რეცხვას, ყოველი გამოყენების შემდეგ. ამასთან ერთად,  შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დაბალი დონის დეზინფექცია;

დ) მაკრატელი და დამჭერი (რომელიც კანს ეხება) წარმოადგენს „არაკრიტიკული“ ჯგუფის ინვენტარს, თუმცა მრავალჯერადი გამოყენების გამო განიხილება როგორც „ნახევრადკრიტიკული“. ამდენად ისინი ექვემდებარებიან საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექციას;

ე) გასაპარსად განკუთვნილი საპარსის პირები უნდა იყოს ერთჯერადი და გამოყენებისთანავე ექვემდებარებოდეს გადაყრას, ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში;

ვ) სახელური და საპარსი პირის ბუდე ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია როგორც „ნახევრადკრიტიკული“ ჯგუფის იარაღს;

ზ) ბასრი საპარსი (სამართებელი) ექვემდებარება წმენდასა და სტერილიზაციას;

თ) ბასრ საპარსს, რომელიც გამოიყენება თმის შესაჭრელად, უნდა ჰქონდეს კანის დაზიანებისგან დამცავი;

ი) საპარსი პირების ბუდეები და სახელურები მრავალჯერადი გამოყენებისაა იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ თმისთვისაა განკუთვნილი;

კ) თმის მელირებისათვის გამოსაყენებელი ქუდი მიეკუთვნება „ნახევრად კრიტიკულ“ ჯგუფს და ექვემდებარება შესაბამის დამუშავებას ყოველი გამოყენების შემდეგ;

ლ) ყველა საგანი და ინსტრუმენტი უნდა გაირეცხოს და გაშრეს სუფთა ხელსახოცით, სადეზინფექციო სითხეში ჩალაგების წინ;

მ) საპარსისა და თმის მოვლისთვის განკუთვნილი საგნებისა და იარაღების დამუშავებისთვის, ფართოდ გამოიყენება დაბალი დონის სადეზინფექციო საშუალება (ამონიუმის ნაერთი), მასში მოთავსებამდე კი შესაბამისი ინსტრუმენტი ექვემდებარება წინასწარ გაწმენდას, ხოლო ხსნარიდან ამოღების შემდეგ კი გამშრალებას;

ნ) დამუშავებული და სუფთა ინსტრუმენტები ინახება სხვა საგნებისგან განცალკევებულად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯვარედინი დაბინძურება;

ო) ნებისმიერი ნემსი,  ბასრი და მჭრელი იარაღი, რომელიც გამოიყენება თმის დახვევისა და დაგრძელებისათვის და შეხებაშია მომხმარებლის ან მომსახურე პერსონალის კანთან, გამოყენების შემდეგ ექვემდებარება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ კონტეინერში განთავსებას.

მუხლი 15. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სანიტარიული წესების შემოწმების წესი

1. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის  სანიტარიული ნორმების შესრულება მოწმდება შერჩევითი კონტრო­ლით, წელი­წადში ერთ­ხელ, მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი.

2. შერჩევითი კონტროლის განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურის გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას იგი ვალდებულია, მომსახურების განმახორციელებელს (საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებას) წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.

3. მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირი შერჩევითი შემოწმების (კონტროლის) განხორციელებისას, ადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

4. მას შემდეგ, რაც შერჩევითი შემოწმების დროს მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირი დაადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ფორმდება შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეტანილ იქნება მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურების მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

5. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აუცილებელი წესით უნდა იქნეს მითითებული ყველა ის დარღვევა, რომელიც აღმოჩენილ იქნა შემოწმების შედეგად. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს შერჩევითი კონტროლის საფუძველს შემდგომი გადამოწმებისათვის.

6. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნორმების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირი  ვალდებულია, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში შერჩევითი შემოწმების (კონტროლის) განხორციელებისას,  კანონმდებლობასთან შეუსაბამობის აღმოჩენის პირველ შემთხვევაში,  გაუწიოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო კონსულტაცია და განუსაზღვროს გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული წარმოადგენს შემდგომი გადამოწმების  (კონტროლის) საფუძველს.

8. სერვისის მიმწოდებლისათვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირი  უფლებამოსილია, გადაამოწმოს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნორმების შესრულება.

მუხლი 16. შერჩევითი კონტროლის კრიტერიუმები

1. მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირი შერჩევით კონტროლს ახორციელებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

2. შერჩევით კონტროლს ექვემდებარება საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება,  თუ:

ა) არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესების ან ხარისხთან მიმართებაში, სერიოზული რისკის არსებობასთან დაკავშირებით;

ბ) საქმიანობის განმახორციელებელმა შეიცვალა მისამართი;

გ) შერჩევითი კონტროლის მონაცემთა ელექტრონული ბაზის წინა წლის შედეგებით აღმოჩენილი იყო დარღვევები;

დ) მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ საქმიანობის წარმოების დარღვევის აღმოსაფხვრელად მიცემული გონივრული ვადა ამოიწურა.

მუხლი 17. მიღებული შედეგების ანალიზი

1. მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შერჩევითი კონტროლის შედეგები აცნობოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო).

2. შერჩევითი კონტროლის შედეგების დამუშავება/ანალიზს უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი   ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომელიც, ასევე შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში, ეპიდზედამხედველობის მიმართულებით გასატარებელ დამატებით ღონისძიებებს, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით და წარუდგენს მას მუნიციპალიტეტების შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 


  დანართი 1 
მომსახურების მიმწოდებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების დასახელება

მომხმარებლის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა მომსახურების გაწევაზე

მომხმარებლის სახელი და გვარი: ________________________________________________

დაბადების თარიღი: _______/_________/_______        ასაკი: _____________

                                 (რიცხვი/ თვე/ წელი)

მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაცია: _________________________________________________

                                                                              (მისამართი, ტელ, ელექტრონული ფოსტის მისამართი)

______________________________________________________________________________

პროცედურის სახელწოდება და ლოკალიზაცია: _________________________________________

________________________________________________________________________________________

პროცედურის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ოპერატორის სახელი და გვარი: ____________________

მივიღე სრული და ამომწურავი ინფორმაცია მომსახურების გაწევის შესახებ. ოპერატორმა გამაცნო მომსახურების/პროცედურის მიზანი, მისი მიმდინარეობა, თავისებურებანი და შესაძლო გართულებები, პროცედურის შემდგომ კანის მოვლის წესები, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით

მომხმარებლის (ან მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელის) ხელმოწერა: __________________________

თარიღი______/___________/__________         დრო_________

                        (რიცხვი/თვე/წელი)

ვადასტურებ, რომ მომხმარებელს პასუხი გაეცა ყველა შეკითხვაზე, რაც შეეხება პროცედურას, შესაძლო გართულებებსა და რისკებს, პროცედურის შემდგომ კანის მოვლის წესებს.

პროცედურის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ოპერატორის  ხელმოწერა: ________________________

თარიღი______/___________/__________         დრო_________

(რიცხვი/თვე/წელი)

 

 

 

დანართი 2

დამატებითი რეკომენდაციები დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის უზრუნველსაყოფად

ცხრილი 1.

საყოფაცხოვრებო მათეთრებლის, როგორც სადეზინფექციო საშუალების, მომზადება და დანიშნულება (საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში ხშირად გამოყენებული სადეზინფექციო საშუალების – 5.25%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ხსნარის მაგალითზე)

დეზინფექციის დონე

გამოყენების დანიშნულება

მომზადების წესი

მაღალი დონის დეზინფექცია

 

1:50 განზავებული (1 წილი მათეთრებელი 49 წილი წყალი)

გამოიყენება:

·  ,,ნახევრად კრიტიკული“ ჯგუფის ინსტრუმენტისა და აღჭურვილობისთვის

· ზოგიერთი ,,კრიტიკული“ ჯგუფის ინსტრუმენტისათვის,  რომელთა სტერილიზაცია ვერ ხორციელდება

 

კონტაქტის დრო  >20 წუთი

10მლ ხსნარი იხსნება 495 მლ წყალში

საშუალო დონის დეზინფექცია

 

1:50 განზავებული (1 წილი მათეთრებელი 49 წილი წყალი)

გამოიყენება:

· ,,ნახევრად კრიტიკული“ ჯგუფის  ინსტრუმენტისათვის,  რომლებმაც შესაძლოა დააზიანოს კანი, ჰქონდეს შეხება სისხლთან ან ბიოლოგიურ სითხესთან (თმის, ფრჩხილის მაკრატელი)

 

კონტაქტის დრო  >10 წუთი

10მლ ხსნარი იხსნება 495 მლ წყალში

დაბალი დონის დეზინფექცია

 

1:500 განზავებული (1 წილი მათეთრებელი 499 წილი წყალი)

გამოიყენება:

·   არაკრიტიკული ჯგუფის  ინსტრუმენტისათვის

·  ყოველდღიურ საქმიანობაში იატაკის და გარემოს ზედაპირებისათვის

 

კონტაქტის დრო  >10 წუთი

5მლ ხსნარი იხსნება 2.5 ლ წყალში

 

 

ცხრილი 2.

მშრალი და მაღალი ტემპერატურით  სტერილიზაციისათვის საჭირო დრო და ტემპერატურა:

მშრალი და მაღალი ტემპერატურით  სტერილიზაციისათვის საჭირო დრო და ტემპერატურა

ტემპერატურა

დრო

1710 C

60 წუთი

1600 C

120 წუთი

1490 C

150 წუთი

1410 C

180 წუთი

1210 C

12 საათი

 

ცხრილი 3.

ინსტრუმენტების სტერილიზაციის ეტაპები

 

ეტაპები

კომენტარები

1.

გაასუფთავეთ  ინსტრუმენტები

სისხლისა და ბიოლოგიური სითხეებისგან

დაუშვებელია გაუსუფთავებელი ინსტრუმენტების სტერილიზაცია

2.

ხელების ჰიგიენის შემდეგ ჩაიცვით ხელთათმანები

 

ხელები უნდა იყოს რაც შეიძლება სუფთა, რათა არ მოხდეს სუფთა ინსტრუმენტების/ხელსაწყოების დაბინძურება

3.

გასუფთავებული ინსტრუმენტები უნდა მოთავსდეს შესაბამის სასტერილიზაციო პაკეტში/ ბიქსში და  დაილუქოს

 

· სტერილიზაციის შემდეგ ხელსაწყოები  სტერილურობას  ინარჩუნებს დალუქული სასტერილიზაციო პაკეტის   გახსნამდე

·  პაკეტის დაზიანების ან დასველების შემთხვევაში სტერილიზაციის უზრუნველყოფა  ვერ განხორციელდება 

· პაკეტის დაზიანების ან დასველების  შემთხვევაში უნდა მოხდეს ინსტრუმენტების რესტერილიზაცია ან მათი დაწუნება

· საჭიროა ინსტრუმენტების სათანადო შეფუთვის უზრუნველყოფა

4. 

თითოეული პაკეტისთვის გამოყენებულ  უნდა იქნას ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე  ქიმიური ინდიკატორები

 

 

ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე  ქიმიური ინდიკატორების გამოყენებით  შესაძლებელია პაკეტში მიმდინარე პროცესის  დაუყოვნებლივი ვიზუალური დეტექცია. 

შენიშვნა:

·  მხოლოდ ქიმიური ინდიკატორების  ფერის შეცვლა არ არის საკმარისი ინსტრუმენტების სტერილობის შესაფასებლად.

·  სტერილიზაციის  წარმატებული ციკლის  დადასტურება  მხოლოდ სათანადო ბიოლოგიური ინდიკატორების საშუალებით არის შესაძლებელი 

5.

სტერილიზატორი შეავსეთ თანაბრად, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი გადატვირთვა, იმოქმედეთ მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით

სტერილიზატორის გადატვირთვამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ეფექტურ სტერილიზაციას. შეფუთვებს შორის უნდა იყოს თავისუფალი სივრცე

6.

დაიწყეთ სტერილიზაციის პროცესი

სტერილიზაციის დრო ტემპერატურა, წნევა და ციკლები  შესაძლოა ვარირებდეს იმის მიხედვით, თუ რომელი სტერილიზატორი გამოიყენება. ყველა შემთხვევაში იმოქმედეთ მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით. მშრალი გაცხელების  და აუტოკლავით სტერილიზაციისას დროის ათვლა არ იწყება, სანამ სათანადო ტემპერატურა არ მიიღწევა

7.

სტერილიზაციის ციკლის დასრულების შემდეგ ამოიღეთ ინსტრუმენტები

 

დარწმუნდით, რომ  სტერილიზატორის სათავსოდან ამოღებამდე ინსტრუმენტები არის მშრალი. სტერილური ინსტრუმენტები შესაძლოა დაბინძურდეს სველი პაკეტის ხელით აღების შემთხვევაში

8.

სტერილური ინსტრუმენტები შეინახეთ სუფთა,  მშრალ, მტვრის, ჭუჭყისა და ნესტისაგან დაცულ ადგილზე.  სტერილური ინტრუმენტები უნდა შენახული იქნას იატაკიდან მოშორებით

სტერილური შეფუთვების გამოყენება მათი დაბინძურების რისკს ზრდის. სტერილური  ინსტრუმენტები შენახული უნდა იყოს დაბინძურებული ინსტრუმენტებისგან განცალკევებით

9.

გააკეთეთ თითოეული სტრილიზაციის ციკლის აღრიცხვა/ჩანაწერი

 

განახორციელეთ თითოეული დატვირთვის, ტემპერატურის, ციკლის ხანგრძლივობა დ.ა.შ. მონიტორინგი

 

 

ცხრილი 4.

სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალი

სასტერილიზაციო დანადგარის ტიპი ან ქიმიური სასტერილიზაციო საშუალება

თარიღი და დრო

გასასტერილებელი მასალა

სასტერილიზაციო

დანადგარების მუშაობის დრო

ექსპოზიციის ციკლი

პასუხისმ-გებელი პირის ხელმოწერა

შენიშვნა

დასახელება

რაოდენობა

ჩართვა

გამორთვა

წნევა

ტემპერატურა

დრო

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.