„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 118/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017024
118/ნ
07/09/2015
ვებგვერდი, 08/09/2015
430210000.22.022.017024
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №118/ნ

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.03.2011 წ., 110311011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016076) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) 49-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის პირველი სექტემბრიდან;;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის მესამე კარის XIII, XIV, XVIII, XXII, XXIII, XXVI, XXVIII, XXX, XXXII, XXXIV, XXXVII, XXXVIII, XLI, XLII, XLVII, L, LV, LVI თავები ამოქმედდეს 2016 წლის პირველი სექტემბრიდან;“.

2. პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სასწავლო წლის კალენდარი სკოლაში

1. სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.

2. საჯარო სკოლებისთვის სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა  განისაზღვრება კანონმდებლობით.

3. კერძო სკოლებმა შესაძლოა დაადგინონ სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების განსხვავებული თარიღები და არდადეგების განსხვავებული დრო და ხანგრძლივობა, მაგრამ ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 34 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის 33 კვირაზე ნაკლები.

4. საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები; ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.

5. საჯარო სკოლაში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასი, სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის   შემცირების მიზნით.

6. საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ 10 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების შექმნა, ხოლო თუ კლასში 1 ან 2 მოსწავლეა, აუცილებელია სხვა კლასთან კლას-კომპლექტის შექმნა. კლას-კომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.

12. კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში რეკომენდებულია ის შეიქმნას ერთი საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV პრინციპით, ან I-III და II-IV პრინციპით). სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ. I, II და III; IV,V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.).“;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მცირეკონტინგენტიან სკოლაში ერთ დამრიგებელს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელია ერთი კლასის/კლას-კომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:

ბ.ა) პიროვნული და მორალური განვითარება;

ბ.ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;

ბ.გ) მეწარმეობის უნარების განვითარება;

ბ.დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

ბ.ე) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;

ბ.ვ) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;

ბ.ზ) თვალსაწიერის გაფართოება.“;

დ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება ხელს უნდა უწყობდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და. შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.“;

ე) მე-14 მუხლის:

ე.ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლებს უფლება აქვთ დაადგინონ გაძლიერებული სწავლების  საგნის/საგნების დაძლევის ბარიერი, მაგრამ არანაკლებ ამ ეროვნული სასწავლო გეგმის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერისა.

5. თუ მოსწავლემ ვერ გადალახა საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებისა და კერძოს სკოლების მიერ დადგენილი განსხვავებული ბარიერი, მაგრამ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერი, უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლის მომდევნო კლასში.“;

ე.ბ) მე-5 პუნქტის შემდომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლების და კერძო სკოლების მოსწავლეები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს იღებენ საერთო დადგენილი წესით.

7. ამ ეროვნული სასწავლო გეგმის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმა – არ ვრცელდება უცხოური ენების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებზე და კერძო სკოლებზე.“;

ვ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 23.  გამოცდის ტიპები

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:

ა) სემესტრული გამოცდა;

ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;

გ) საშემოდგომო გამოცდა;

დ) ექსტერნატის გამოცდა;

ე) სკოლის გამოსაშვები გამოცდა.“;

ზ) 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 – 23მუხლები:

„მუხლი 231. სემესტრული გამოცდა

1. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

2. მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები სემესტრული გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.

4. სემესტრულ გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

5.  სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

მუხლი 232. წლიური გამოცდა

1. წლიური გამოცდის დანიშვნა/არდანიშვნის საკითხს წყვეტს სკოლა. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.

2. სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში.  ამავე დროს, ერთსა და იმავე საგანში გამოცდებს შორის უნდა იყოს ორწლიანი შუალედი მაინც (მაგ. თუ სკოლამ მე-7 კლასში დანიშნა წლიური გამოცდა ინგლისურ ენაში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ საგანში ვეღარ დანიშნავს წლიურ გამოცდას).

3. წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საბაზო და/ან  საშუალო საფეხურზე. თუ სკოლას სურს საგნის წლიური გამოცდის დანიშვნა, მან სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს, რომელ კლასში/კლასებში და რომელ საგანში/საგნებში ჩაატარებს ამ გამოცდას და ექნება თუ არა ამ გამოცდაზე მიღებულ ქულას გავლენა საგნის წლიურ ქულაზე.

4. თუ  სკოლა ჩაატარებს წლიურ გამოცდას,  იგი ვალდებულია გამოცდაზე შემაჯამებელი დავალების მსგავსი შინაარსიანი, კონტექსტუალიზებული, კომპლექსური დავალებები შესთავაზოს მოსწავლეებს. დაუშვებელია წლიურ გამოცდაზე ცალსახაპასუხიანი ტესტების შეთავაზება.

5.  თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე.

მუხლი 233.  საშემოდგომო გამოცდა

1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე  ნაკლები,  სკოლა ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში.

2.  საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

3.  საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.

4.  საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. სკოლა ვალდებულია გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა.

5.  მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა).

მუხლი 234.  ექსტერნატის გამოცდა

1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.

2. ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საბაზო/საშუალო განათლების ატესტატის მიღების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებზედაც ვრცელდება ამ ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

მუხლი 235. სკოლის გამოსაშვები გამოცდა

1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიღებული უნდა ჰქონდეს დადებითი შეფასება.

2. სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების ვადები, წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.“;

თ) 27-ე-30-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 27. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სენსორული განვითარების დარღვევა  (სმენის და/ან მხედველობის);

დ) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

ზ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

2. ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რომელიც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების შემცირებას ან გაზრდას, გამარტივებას ან გართულებას.

3. სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ისეთ ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შეცვლას, კერძოდ:

ა) სკოლისა და კლასის ფიზიკური გარემო;

ბ) საათობრივი ბადე;

გ) დღის გრაფიკი, აქტივობების ხანგრძლივობა;

დ) სასწავლო მასალა;

ე) სწავლების სტრატეგია;

ვ) ალტერნატიული შეფასების გამოყენება (ტესტირება, წერითი დავალება, ზეპირი დავალება და სხვა.) და სხვა.

4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა ნიშნავს მძიმე და/ან ძალიან მძიმე ინტელექტუალური დარღვევის ან მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და შედეგების რადიკალურ ცვლილებას, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ფოკუსირებულია შედეგზე სწავლების მრავალფეროვანი  ფორმებისა და სტრატეგიების გამოყენებით.

მუხლი 28. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სსსმ მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.

2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

3. ინდივიდუალური  სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს სამი კვირისა (იმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომელთა ინდივიდუალური საჭიროებები უკვე იდენტიფიცირებულია) ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.

5. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად განისაზღვროს:

ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;

ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში; 

გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები,   მეცადინეობების  გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა; 

დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი:  მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი, ასევე მეცადინეობა შესაძლებელია განხორციელდეს ფსიქოლოგის ჩართულობით  და სხვა;  სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა და სხვა) საჭიროება;  

ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც); 

ვ)  მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი.

6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას ბავშვის ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით.

7. სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლის შესაძლებლობების შეფასება. საჭიროების შემთხვევაში,  მოსწავლის  დეტალური შეფასებისთვის და მის განათლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის სკოლას შეუძლია მიმართოს სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდს (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი).

8. თითოეული სსსმ მოსწავლისათვის სკოლამ უნდა განსაზღვროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ისგ ჯგუფი), რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ს ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.

9. ისგ ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, აგრეთვე  მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი/წევრები, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი ან სპეციალური მასწავლებელი.

10. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც  წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე; სასურველია, ჯგუფს ხელმძღვანელობა გაუწიოს დამრიგებელმა ან სპეციალურმა მასწავლებელმა.

11. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს ერთი შემაჯამებელი შეხვედრა.  შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი ცვლილებები (თუკი ამის საჭიროება არსებობს). გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს.

12. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე იწარმოება სხდომის ოქმები. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

13 ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შედგენისთანავე დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს.

14. ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებული სრული დოკუმენტაცია (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.).

15. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სსსმ მოსწავლის თითოეული საგნის მასწავლებელმა ისგ ჯგუფის კოორდინატორისათვის გადასაცემად უნდა მოამზადოს სსსმ მოსწავლის მიღწევის ანგარიში, რომელიც წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.

მუხლი 29.  სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები

1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორითაც ხდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.

2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამო ანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მე-20 მუხლის შესაბამისად.

3. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას.   თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.

4. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის  22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

5. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა მოახდინოს საგამოცდო მასალის ადაპტირება – უნდა შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

მუხლი 30. სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება

1. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს  სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.

2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

3. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა ვალდებულია დაადგინოს განრიგი, რომლის მიხედვითაც საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი.

4. შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.

5. შინ სწავლების პროცესში რეკომენდებულია ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების გამოყენება.

6. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.“;

ი) მე-40 მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეორე უცხოური ენა (ისწავლება V-XII კლასებში).“;

ი.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან, ხოლო მეორისა – V კლასიდან (გარდა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის დადგენილი გამონაკლისისა).“;

კ) 46-ე მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლას შეუძლია საკუთარი რესურსებისა და მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით შესთავაზოს მათ სხვადასხვა საგანი;“;

კ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„1.1 ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნების ჩამონათვალი 1-დან 28-ის ჩათვლით ისწავლება საშუალო საფეხურზე, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა ისწავლება მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სკოლებსა და ამ სკოლების შესაბამის კლასებში, ხოლო ჭადრაკი (ელექტრონული პროგრამა) ისწავლება II-III კლასებში.“;

კ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საშუალო საფეხურზე, გარდა მესამე უცხოური ენისა და მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენებისა, არჩევითი საგანი შეიძლება იყოს ერთმოდულიანი ან ორმოდულიანი. განსხვავებულია არჩევითი საგნების მოდულების ხანგრძლივობაც. ზოგი მოდული გათვლილია ერთ სემესტრზე, ზოგიერთი კი – ორზე. მოსწავლემ, შესაძლებელია, ისწავლოს ორმოდულიანი საგნის მხოლოდ პირველი მოდული;“ ;

კ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. არჩევითი საგნების სწავლებისას, გარდა ჭადრაკისა, შესაძლებელია კლასი დაკომპლექტდეს ერთი საფეხურის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან;“;

კ.ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. არჩევითი საგნების ნუსხა:

    ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი

საგნის დასახელება

ერთი მოდულის ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით

მოდულის რაოდენობა

კლასი

1.   კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები

1

1

X/XI/XII

ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ორი სემესტრი

საგნის დასახელება

ერთი მოდულის ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით

მოდულის რაოდენობა

კლასი

2.      ამერიკისმცოდნეობა

2

1

X/XI/XII

3.      გეოგრაფიული კვლევა

2

1

X/XI/XII

4.      ეკონომიკა და სახელმწიფო

2

1

XI/XII

5.      თეატრალური ხელოვნება

2

1

X/XI/XII

6.      მეწარმეობის საფუძვლები

2

1

X/XI/XII

7.      კომპიუტერული მეცნიერება

2

1

X/XI/XII

8.      მსოფლიო კულტურა

2

1

X/XI/XII

9.      მულტიმედია და დიზაინი

2

1

X/XI/XII

10.  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი

2

1

X/XI/XII

11.  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი;

2

1

X/XI/XII

12.  ფოლკლორი და მითოლოგია

2

1

X/XI/XII

13.  XIX –XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა

2

1

X/XI/XII

14.  ხელოვნების ისტორია

2

1

X/XI/XII

15.  სახელმწიფო და სამართალი

2

1

XI/XII

16.   ბუნების ძეგლების მონიტორინგი

2

1

X/XI/XII

17.  საქართველოს ეთნოგრაფია       

2

1

X/XI/XII

18.  ფოლკლორული ანსამბლი

2

1

X/XI/XII

19.  სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა

2

1

 X/XI/XII

ორმოდულიანი საგნები, რომლის თითო მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი (სკოლამ შესაძლებელია სურვილის მიხედვით ასწავლოს ან მხოლოდ ერთი მოდული, ან ორივე მოდული)

საგნის დასახელება

ერთი მოდულის ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით

მოდულის რაოდენობა

კლასი

20.  კინოხელოვნება

1

2

X/XI/XII

21.   მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი

1

2

X/XI/XII

22.  სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა

1

2

I მოდ. -  X/XI/XII    

II მოდ. -  XI/XII

23.  ქიმიური ტექნოლოგიები

1

2

XI/XII

24.  შესავალი თანამედროვე ფიზიკაში

1

2

I მოდ. -  XI/XII  

II მოდ. -  XII

25.  ხაზვა

1

2

X/XI/XII

26.  ასტრონომია

1

2

XI/XII

27.  გარემო და მდგრადი განვითარება

1

2

X/XI/XII

საგნები, რომლებიც შეიძლება ისწავლებოდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში

28.  მესამე უცხოური ენა

 

 

X/XI/XII

29.  მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა (ისწავლება მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სკოლებში და კლასებში კვირაში 2-საათიანი დატვირთვით).

 

 

 

30.  ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა)

 

 

II-III

.“

ო) 49-ე მუხლის:

ო.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურისათვის:

კლასი

I

II

III

IV

V

VI

სახელმწიფო ენა

ქართული ენა და ლიტერატურა

7

7

6

6

5

5

მათემატიკა

მათემატიკა

4.5

5

5

5

4

4

უცხოური ენები

პირველი უცხოური ენა

2

2

3

3

3

3

მეორე უცხოური ენა

 

 

 

 

2

2

საზოგადოებრივი მეცნიერებები

ჩვენი საქართველო

 

 

 

 

3

3

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

 

 

 

0.5

 

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ბუნებისმეტყველება

2

2

3

3

3

3

ტექნოლოგიები

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

0.5

 

 

 

2

2

ესთეტიკური აღზრდა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

2

2

2

2

2

2

მუსიკა

2

2

2

2

2

2

სპორტი

სპორტი

2

2

2

2

2

2

სულ საათების რაოდენობა კვირაში

22

22

23

23.5

28

28

.“

ო.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საათობრივი ბადე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურისათვის:

კლასი

I

II

III

IV

V

VI

სახელმწიფო ენა

ქართული, როგორც მეორე ენა

5

5

5

5

5

5

ეროვნული უმცირესობების ენა

მშობლიური ენა

5

5

5

5

5

5

მათემატიკა

მათემატიკა

4.5

5

5

5

4

4

უცხოური ენები

პირველი უცხოური ენა

2

2

3

3

3

3

მეორე უცხოური ენა

 

 

 

 

0-2

0-2

საზოგადოებრივი მეცნიერებები

ჩვენი საქართველო

 

 

 

 

3

3

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

 

 

 

0.5

 

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ბუნებისმეტყველება

2

2

3

3

3

3

ტექნოლოგიები

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

0.5

 

 

 

2

2

ესთეტიკური აღზრდა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

2

2

2

2

2

2

მუსიკა

2

2

2

2

2

2

სპორტი

სპორტი

2

2

2

2

2

2

სულ საათების რაოდენობა კვირაში

25

25

27

27.5

31-33

31-33

.“

პ)  X თავში VIII კლასი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„VIII კლასი

ქართ.

არაქარ.

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

I

II

1

 

ქართული ენა და ლიტერატურა

5

 

4

5

 

1

ქართული, როგორც მეორე ენა

(არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

5

 

4

5

 

2

მშობლიური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

5

 

4

5

2

3

მათემატიკა

4

 

4

6

3

4

პირველი უცხოური ენა

3

 

2

3

4

 

მეორე უცხოური  ენა (ქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისათვის)

2

 

2

3

 

(5)

მეორე უცხოური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/

სექტორებისათვის)

0-2

 

2

3

5

5 (6)

ისტორია

3

 

2

3

6

6 (7)

გეოგრაფია

2

 

2

3

7

7(8)

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

0.5

I სემესტრი, კვირაში 1 საათი

 2

 

8

8 (9)

ბიოლოგია

2

 

2

3

9

9 (10)

ფიზიკა

2

 

2

3

10

10(11)

ქიმია

2

 

2

3

11

11 (12)

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1.5

I სემესტრი კვირაში 2 სთ; II სემესტრი – კვირაში 1 სთ

2

2

12

12 (13)

მუსიკა

1.5

I სემესტრი კვირაში 1 სთ; II სემესტრი – კვირაში 2 სთ

2

3

13

13 (14)

სპორტი

2

 

 

 

აუცილებელი  საათების რაოდენობა კვირაში

 

 

ქართულენოვანი სკოლებისათვის/

სექტორებისთვის

30.5

 

 

 

 

 

არაქართულენოვანი სკოლებისთვის/ სექტორებისთვის

33.5- 35.5

 

 

 

.“

ჟ)  XIX1 თავის შემდომ დაემატოს შემდეგი შინაარსის XIX2 თავი:

„თავი XIX2

ეროვნული უმცირესობათა ენების სასწავლო გეგმა

1 – შესავალი

ეროვნულ უმცირესობათა ენების სასწავლო გეგმა ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლებას ქართულ და არაქართულენოვან  საჯარო სკოლებში.

არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისა და სექტორების სასწავლო გეგმა მოიცავს  სტანდარტებსა და საგნობრივ პროგრამებს აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურაში, რუსულ ენასა და ლიტერატურაში, სომხურ ენასა და ლიტერატურაში.        

ქართულენოვანი საჯარო სკოლების სასწავლო გეგმა მოიცავს სტანდარტებსა და საგნობრივ პროგრამებს იმ ენებისათვის, რომელთა გადაცემა საქართველოში მცხოვრები მოზარდი თაობისთვის გაძნელებულია და ამდენად, შექმნილია მათი გაქრობის საფრთხე. ამ ენათა რიცხვს მიეკუთვნება: ასურული, ოსური, უდიური, კურმანჯი, ჩეჩნური, ხუნძური.

ეროვნულ უმცირესობათა ენების სწავლების მიზნები და ამოცანები

ეროვნულ უმცირესობათა ენის/ენების სწავლება მიზნად ისახავს, მოსწავლეს გააცნობიერებინოს მშობლიური ენა, როგორც ეროვნული კულტურისა და პიროვნული იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი/არსებითი კომპონენტი; განუვითაროს მას მშობლიური ენისა და ლიტერატურის  გააზრების უნარი ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ-კულტურული მრავალფეროვნების კონტექსტში.

ეროვნულ უმცირესობათა ენების შესწავლამ მოზარდს უნდა განუვითაროს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების ამა თუ იმ მშობლიურ ენაზე.

ამ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების  შესწავლამ მოსწავლეებს უნდა განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოხატვის უნარი მშობლიურ ენაზე; აღუძრას მშობლიური ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი ინტერესისა და პატივისცემის გრძნობა; გამოუმუშაოს მშობლიური  კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი; აღმოაჩენინოს ენობრივ-კულტურული იდენტობის განუმეორებლობა; ჩამოუყალიბოს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ, რომელიც ქვეყნის სიმდიდრეს წარმოადგენს და გააცნობიერებინოს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება.

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სასწავლო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:

Ø მშობლიური ენის აგებულების, ძირითადი ენობრივი ნორმების, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების, სტილისტიკის საკითხებისა და სამეტყველო ეტიკეტის შესახებ ცოდნის შეძენა და გაღრმავება;

Ø  ლექსიკური მარაგის შევსება;

Ø აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება; მსჯელობის უნარის განვითარება;

Ø სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;

Ø  სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვის უნარის განვითარება;

Ø ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;

Ø მწერლის შემოქმედების გააზრების უნარის განვითარება სუბიექტური (მაგ., მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (მაგ., ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;

Ø  მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბებისა და მისი არგუმენტირების უნარის გამომუშავება;

Ø ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრებისა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარის განვითარება;

Ø  კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის გამომუშავება;

Ø სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულების (პიროვნულ განსხვავებათა დაფასება და პატივისცემა, ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა, ენების სწავლის სურვილი და სხვ.) ჩამოყალიბება და განვითარება;

Ø სოციოკულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განვითარება;

Ø  ენის/ენების ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავების უნარის განვითარება;

Ø  ენის სწავლის უნარ-ჩვევების (სწავლის სწავლა) განვითარება;

Ø საგანმანათლებლო მიზნებით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება;

Ø  ქვეყნის ეთნიკურ-კულტურული მრავალფეროვნების გააზრებისა და პატივისცემის უნარების განვითარება.

ეროვნულ უმცირესობათა ენების სწავლების ორგანიზება

ეროვნულ  უმცირესობათა ენების სასწავლო გეგმაში  გაერთიანებულია შემდეგი   საგნები:

ა) ეროვნული უმცირესობების ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისთვის (აზერბაიჯანული, რუსული, სომხური).

ეს  საგანი სავალდებულოა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის და ისწავლება I-XII კლასებში.

ბ) ეროვნული უმცირესობების ენა და ლიტერატურა ქართულენოვანი სკოლების მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობებისათვის.

ეს საგანი არჩევითია  და  ისწავლება  მინისტრის ბრძანებით დადგენილ სკოლებში.  ამ საგნის სწავლება შესაძლებელია დაიწყოს I ან  V  კლასიდან (სკოლის არჩევანის მიხედვით).

მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენებისთვის არსებობს ორი სტანდარტი: A და B.

A სტანდარტი განკუთვნილია იმ მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სკოლაში მისვლისას იციან მშობლიური ენა.

B სტანდარტი განკუთვნილია იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც სკოლაში მისვლისას არ იციან მშობლიური ენა.

2. ეროვნული უმცირესობათა ენებების სასწავლო გეგმა მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის (აზერბაიჯანული, რუსული, სომხური)

მშობლიური ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის დაწყებით საფეხურზე

ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება.

მიმართულებების აღწერა

1. მიმართულება: ზეპირმეტყველება

ზეპირმეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ცოდნის შეძენისა და ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარების პროცესში. გასათვალისწინებელია, რომ კითხვისა და წერისგან განსხვავებით, ზეპირმეტყველების უნარები მოსწავლეებს უკვე მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვთ სკოლაში მისვლისას: მათ ადრეული ცოდნა, ძირითადად, შეთვისებული აქვთ მოსმენით; კომუნიკაციისა თუ თვითგამოხატვის მიზნით კი ამ ასაკის მოსწავლეები, უმეტესწილად, ლაპარაკს იყენებენ.

სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას სისტემური და თანამიმდევრული ხასიათი უნდა მიეცეს. მოსმენილის ზეპირად გადმოცემა/თხრობა, მასზე აზრის გამოთქმა, პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ა.შ. ხელს უწყობს გაგება-გააზრების პროცესებს; სწავლების პროცესში მოსმენილი ტექსტობრივი მასალის ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა და შესწავლილი სიტყვების აქტიურად გამოყენებით კი თანდათანობით მდიდრდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი, იხვეწება მათი მეტყველება.

I-IVკლასებში საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლეთა ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც კითხვისა და მართლმეტყველების საფუძველს წარმოადგენს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მართლწერისა და ზოგადად, წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებას.

V-VI კლასებში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კრიტიკული მოსმენის, მოსმენილის ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ინდივიდუალური და ჯგუფური საკომუნიკაციო უნარების, ასევე თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარებას.        

2. მიმართულება: კითხვა

საწყის ეტაპზე  კითხვის სწავლების უპირველესი მიზანია  მოსწავლეებში წერილობითი ტექსტის გაშიფვრის [1] უნარის გამომუშავება. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გამოიმუშაონ გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევები, თუმცა მუშაობა იმავდროულად უნდა წარიმართოს წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარების მიმართულებითაც – მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ის, რასაც კითხულობენ. სწორედ ეს უნარი აძლევს მათ საშუალებას, შეიძინონ ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ტექსტებიდან.

კითხვის სწავლების საბოლოო მიზანია წაკითხულის გააზრება, რაც გულისხმობს მკითხველის აქტიურ მონაწილეობას კითხვის პროცესის სამივე ეტაპზე: კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროსა და კითხვის შემდეგ. კითხვის ტექნიკის თანდათანობით სრულყოფა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გახდნენ გაწაფული მკითხველები, გაიგონ და გაიაზრონ წაკითხული.

წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლექსიკურ მარაგზე – რაც უფრო მდიდარია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია იგი, როგორც მკითხველი. ამდენად, ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებაზე ზრუნვას სწავლების საწყის ეტაპზევე საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. ზეპირი და ბეჭდური ვერბალური ტექსტების გარდა, მუშაობა უნდა წარიმართოს ასევე მულტიმედიური ტექსტების კითხვა-გაგების მიმართულებითაც, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ზოგადი წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას.

V-VI კლასებში ღრმავდება მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციები როგორც რეცეფციულ, ისე ფუნქციურ დონეზე, მოსწავლეებს თანდათან უყალიბდებათ ესთეტიკური და ემოციური დამოკიდებულება მხატვრული ტექსტების მიმართ. ამ შინაგანი პროცესების სტიმულირებას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. მუშაობა უნდა წარიმართოს იმ მიმართულებითაც, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ და განუვითარდეთ ქვეტექსტის (იმპლიციტური ინფორმაციის) წვდომის უნარი, რაც ტექსტის შედარებით ღრმა ანალიზს მოითხოვს, ასევე მასალის კონტექსტში გააზრებისა და ინტეპრეტაციის უნარი. სწავლების ამ ეტაპზე ყურადღება უნდა მიექცეს ასევე მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და წაკითხულის შეფასების უნარების განვითარებას.          

3. მიმართულება: წერა

მოსწავლეთა უმრავლესობა წერას სწავლების პირველ წელს სწავლობს. წერაში კარგი შედეგების მისაღწევად აუცილებელია, მოსწავლეებმა წერონ ხშირად და მიზანმიმართულად.

სხვადასხვა სახისა და ტიპის ტექსტების შედგენაზე მუშაობა თავდაპირველად უნდა წარიმართოს მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საყრდენების/მინიშნებების გამოყენებითა თუ მოდელის მიხედვით. მკაფიო და გასაგები ინსტრუქციების თანხლებით, მრავალფეროვანი კონტექსტის მქონე წერითი დავალებების შესრულების გზით მოსწავლეები თანდათან გაიწაფებიან წერაში, შეიქმნიან გარკვეულ წარმოდგენას წერის პროცესზე, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას წერის სამივე ეტაპზე: წერის დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ.

V-VI კლასებში მუშაობა უნდა წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გამართული წერითი მეტყველების, აზრის თანამიმდევრულად და ლოგიკურად გადმოცემის უნარ-ჩვევები. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ასევე მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი  უნარების განვითარებას.

I-IV კლასების სტანდარტი

ა) IV კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები

ინდექსების განმარტება

სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, მაგ., „მშ.დაწყ.(I).1.“

„მშ.“ – მიუთითებს საგანს „მშობლიური ენა და ლიტერატურა“;

„დაწყ. (I).”  – მიუთითებს I-IV კლასების სტანდარტს;

„1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

 

 

1.    მიმართულება: ზეპირმეტყველება

შედეგების ინდექსი

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშ.დაწყ.(I).1.

მკაფიოდ და გასაგებად მეტყველება; სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა; მეტყველების არავერბალური საშუალებების (მაგ., ჟესტების, მიმიკის) ამოცნობა და სათანადოდ გამოყენება.

მშ.დაწყ.(I).2.

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების შინაარსის გაგება და გადმოცემა ლოგიკური ხაზის დაცვით; მოსმენილი  ტექსტის თემის, დანიშნულების, ადრესატის ამოცნობა; ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის ამოცნობა; ტექსტის ცალკეული მონაკვეთების ერთმანეთთან დაკავშირება.

მშ.დაწყ.(I).3.

პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების შესახებ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

მშ.დაწყ.(I).4.

აქტიური ლექსიკისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება; მართლმეტყველების საბაზისო ნორმების დაცვა.

 

2.    მიმართულება: კითხვა

 

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშ.დაწყ.(I).5.

გაწაფულად კითხვა; სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ინფორმაციის მოძიება; მარტივი პრაგმატული ტექსტის ავტორის, ადრესატისა და დანიშნულების ამოცნობა; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

მშ.დაწყ.(I).6.

მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით (მაგ., პანტომიმით, ჟესტებით, როლური თამაშით); ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით (მაგ., ტექსტზე დაყრდნობით ილუსტრაციის შექმნა, ნახატზე დაყრდნობით ამბის გადმოცემა).

მშ.დაწყ.(I).7.

წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; წაკითხულის დაკავშირება პირად გამოცდილებასთან; დაკვირვება პერსონაჟის თვისებებსა და ქცევაზე; დასკვნის გამოტანა.

მშ.დაწყ.(I).8.

პრაგმატული ტექსტების სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა, სიუჟეტის განვითარების ძირითადი საფეხურების (ამბის დასაწყისის, ძირითადი ნაწილისა და დასასრულის) გამოყოფა.

მშ.დაწყ.(I).9.

დაკვირვება ტექსტის ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე (მაგ., სინონიმების, ანტონიმების ამოცნობა; ფრაზეოლოგიზმებზე დაკვირვება).

მშ.დაწყ.(I).10.

კითხვის ნაცნობი სტრატეგიების ადეკვატურად გამოყენება.

 

3.    მიმართულება: წერა

 

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშ.დაწყ.(I).11.

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე მოდელის და/ან საყრდენების გამოყენებით.

მშ.დაწყ.(I).12.

ნაცნობი მხატვრული ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შინაარსის გადმოცემა, გეგმის შედგენა.

მშ.დაწყ.(I).13.

შესწავლილ ტექსტებში ასახული თემების, საკითხების, პერსონაჟების მიმართ საკუთარი დამოკიდებულებისა და წაკითხულით გამოწვეული შთაბეჭდილების წერილობით გადმოცემა.

მშ.დაწყ.(I).14.

კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა; აზრის თანმიმდევრულად გადმოცემა; ნასწავლი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების ადეკვატურად გამოყენება.

მშ.დაწყ.(I).15.

მოსწავლემ უნდა შეძლოს: წერის ნაცნობი სტრატეგიების ადეკვატურად გამოყენება.

ბ) შინაარსი

I-IV კლასების მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ქვემოთ ჩამოთვლილი ენობრივი საკითხების, ასევე ტერმინებისა და ცნებების სწავლება უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული აქტივობებით. სწავლების ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის გრამატიკული წესებისა და ენობრივი კანონზომიერებების თეორიული სწავლება.

1.    ენობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები

ა) ენის ლექსიკოლოგიური ასპექტი

აქტიური ლექსიკური ფონდის შევსება; სიტყვიერი მარაგის გამდიდრება დარგობრივი ლექსიკური ერთეულებით; სიტყვათა სემანტიკური და ლექსიკური კავშირების (სინონიმის, ანტონიმის, ერთი სემანტიკური ჯგუფის სიტყვების) ამოცნობა და გამოყენება; სიტყვაწარმოება ელემენტარულ დონეზე; მარტივ ფრაზეოლოგიზმებზე, სიტყვათა მრავალმნიშვნელიანობაზე დაკვირვება.

ბ) ენის გრამატიკული ასპექტი

თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი  და ძახილის წინადადებების ამოცნობა და გამოყენება;  სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის, ორწერტილის, ტირეს) ამოცნობა და გამოყენება ნასწავლ კონტექსტებში (მაგ., ჩამონათვალში, დიალოგში); სიტყვათა ფორმაცვალების კანონზომიერებათა აღმოჩენა (მაგ., ზმნის უღლება, სახელის ბრუნება, მხოლობითისა და მრავლობითის ფორმების წარმოება); სივრცული, დროითი და მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების ამოცნობა და გამოყენება; მართლმეტყველებისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.

2.    ცნებები

Ø  სიტყვის აგებულება: ბგერა, ხმოვანი და თანხმოვანი ბგერები; ასო, მარცვალი;

Ø  ტექსტის აგებულება: სიტყვა, წინადადება, სტრიქონი, აბზაცი, ტექსტი, სათაური, თავი, მიმართვა, ხელმოწერა; სასვენი ნიშნები (წერტილი, მძიმე, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი, ტირე, ორწერტილი); 

Ø  ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო  ცნებები: მოთხრობა, ზღაპარი, იგავ-არაკი, ლექსი, პოემა, თქმულება/ლეგენდა, ავტორი, პერსონაჟი/გმირი; მოქმედების დრო, ადგილი;  ამბის დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული; დიალოგი, მონოლოგი.

3.    საკითხავი ტექსტების ტიპები

Ø  მხატვრული:

პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ფოლკლორის ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები; მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, სხვ.

Ø  არამხატვრული:

ა) პრაგმატული ტექსტები: რეკლამა, რეცეპტი, განრიგი, ტელეპროგრამა, მოსაწვევი ბარათი, სია, სამახსოვრო წესები, ცხრილი, გეგმა, ინსტრუქცია, გამაფრთხილებელი წარწერა/აბრა, ღია ბარათი, ინტერვიუ, განცხადება (მაგ., საყმაწვილო ჟურნალში), წერილი (მეგობრული ან სხვა სახის);

ბ) ასაკის შესაბამისი სირთულის საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები: სტატიები საბავშვო ენციკლოპედიიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან, სხვ.

გ) დიდაქტიზებული ტექსტები (საანბანო და სასაუბრო ტექსტები, სხვ.).

Ø  მულტიმედიური:

კომიქსი, მულტფილმი, საბავშვო სიმღერა, კინოფილმი, სასწავლო-შემეცნებითი ფილმი, სხვადასხვა სახის ვიდეო-, აუდიო-, აუდიო-ვიდეო მასალა (რეკლამა, ანონსი, რეპორტაჟი, სლაიდშოუ), საბავშვო სპექტაკლი; სტატიები საბავშვო ვებგვერდიდან, ვებპორტალიდან, პლაკატი, მიმიკური მიზანსცენა, სხვ.

V-VI კლასების სტანდარტი

ა) VI კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები

ინდექსების განმარტება

სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, მაგ., „მშ.დაწყ.(II).1.

„მშ.“ – მიუთითებს საგანს „მშობლიური ენა და ლიტერატურა“;

„დაწყ.(II).”  – მიუთითებს V-VI კლასების სტანდარტს;

„1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

 

1.    მიმართულება: ზეპირმეტყველება

შედეგების ინდექსი

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშ.დაწყ.(II).1.

ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება; სამეტყველო ქცევის წარმართვა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

მშ.დაწყ.(II).2.

ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენა, გაგება და ინტერპრეტაცია, ასევე მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების, ზოგადად, ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება საწყის დონეზე.

მშ.დაწყ.(II).3.

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა და გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.

მშ.დაწყ.(II).4.

დისკუსიაში მონაწილეობის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და გამოყენება.

 

2.    მიმართულება: კითხვა

 

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშ.დაწყ.(II).5.

ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა მსმენელისათვის.

მშ.დაწყ.(II).6.

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.

მშ.დაწყ.(II).7.

სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა, გაგება-გაანალიზება და ინტერპრეტირება (საწყის დონეზე); მსჯელობა ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ; დაკვირვება ნაწარმოების ესთეტიკურ მხარეზე; კითხვით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა.

მშ.დაწყ.(II).8.

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ და სტრუქტურულ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

მშ.დაწყ.(II).9.

ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება და შედარება; მულტიმედიური ტექსტების გაანალიზება, შეფასება და შექმნა; მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევების გამოყენება.

მშ.დაწყ.(II).10.

კითხვის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და გამოყენება.

 

3.    მიმართულება: წერა

 

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშ.დაწყ.(II).11.

მცირე ზომის მარტივი მხატვრული ტექსტების შექმნა; პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების, ასევე წარმოსახვის უნარის გამოყენება წერის პროცესში.

მშ.დაწყ.(II).12.

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის პრაგმატული ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა შესაბამისი ფუნქციური სტილის გამოყენებით.

მშ.დაწყ.(II).13.

წერისას გრამატიკის, ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა.

მშ.დაწყ.(II).14.

წერის ნაცნობი სტრატეგიების   მიზნის შესაბამისად შერჩევა და გამოყენება.

ბ) შინაარსი

1.  ენობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები

ისევე, როგორც I-IV კლასებში, დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელ ეტაპზეც,  ენობრივი საკითხების სწავლება უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული აქტივობებით. არც ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ძირითადი აქცენტის გადატანა გრამატიკული წესებისა და ენობრივი კანონზომიერებების თეორიულ დასწავლაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ V-VI კლასებიდან უკვე იწყება მოსწავლეთა მეტაენობრივი უნარების განვითარებაზე ზრუნვა, აუცილებელია, რომ ენობრივ-გრამატიკული საკითხების დამუშავებას უფრო სისტემური და თანამიმდევრული ხასიათი მიეცეს.

ა) ენის ლექსიკოლოგიური ასპექტი

აქტიური ლექსიკური ფონდის შევსება სხვადასხვა დარგობრივი ცნებებითა და ტერმინებით, მხატვრული ნაწარმოებების შესწავლისას ათვისებული ლექსიკური ერთეულებითა თუ ფრაზეოლოგიზმებით; ახალი სიტყვებისა და ფრაზების გააზრებულად წარმოება ნაცნობი მოდელების მიხედვით.

ბ) ენის გრამატიკული ასპექტი

სიტყვათა მორფოლოგიური აგებულება (სახელთა ბრუნვის ფორმები და მათი ფუნქციები); ზოგიერთი გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია (არსებითი სახელის ჯგუფები; ზმნის დრო, კილო, ასპექტი); წინადადებათა მოდალობები; წინადადების ძირითადი წევრები; ძირითადი სინტაქსური მიმართებები სიტყვებს შორის (შეთანხმება ზმნასა და სახელს შორის პირსა და რიცხვში); სახელისა და ზმნის ძირითადი გრამატიკული კატეგორიები და მათი სინტაქსური ფუნქციები წინადადებაში.

2.    ცნებები

პროგრამით გათვალისწინებული გრამატიკული და გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორიების აღმნიშვნელი ცნებები.

Ø  ტექსტის აგებულება: ქვეთავი. 

Ø  ტექსტის ფუნქციური ტიპები: თხრობა, აღწერა, მსჯელობა.

Ø  ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ცნებები და ტერმინები: ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურა, არამხატვრული ლიტერატურა, ნოველა; ნაწარმოების თემა, მთავარი აზრი (დედააზრი), ეპითეტი, შედარება, მეტაფორა.

3.    საკითხავი ტექსტების ტიპები

Ø  მხატვრული:

პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ფოლკლორის ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები; მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები...

Ø  არამხატვრული:

ა) ბიოგრაფიული ტექსტები, პრაგმატული ტექსტები: რეკლამა, რეცეპტი, განრიგი, ტელეპროგრამა, მოსაწვევი ბარათი, სია, სამახსოვრო წესები, ცხრილი, გეგმა, ინსტრუქცია, გამაფრთხილებელი წარწერა/აბრა, ღია ბარათი, ინტერვიუ, განცხადება (მაგ., საყმაწვილო ჟურნალში), წერილი (მეგობრული, ოფიციალური).

ბ) საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები: სტატიები საბავშვო ენციკლოპედიიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან, სხვ.

Ø  მულტიმედიური:

კომიქსი, მულტფილმი, საბავშვო სიმღერა, მხატვრული და/ან დოკუმენტური ფილმები, სასწავლო-შემეცნებითი ფილმი, სხვადასხვა სახის ვიდეო-, აუდიო-, აუდიო-ვიდეო მასალა (რეკლამა,ანონსი, რეპორტაჟი, სლაიდშოუ), საბავშვო სპექტაკლი; სტატიები საბავშვო ვებგვერდიდან, ვებპორტალიდან, პლაკატი, მიმიკური მიზანსცენა, სხვ.

3. სასწავლო გეგმა მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში  ქართულენოვანი სკოლების მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობებისათვის (არჩევითი საგანი).

მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა  დაწყებით საფეხურზე,  A სტანდარტი (I-VI კლასები)

A  სტანდარტი განკუთვნილია იმ მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სკოლაში მისვლისას იციან მშობლიური ენა.

საგნის სწავლება დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები)

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით საფეხურზე ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს – სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ, ასევე მულტიმედიურ ტექსტებს.

1.  ზეპირმეტყველება. ეს მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას აერთიანებს, ესენია: მოსმენა და ლაპარაკი. ამ სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული  უნარ-ჩვევების თანამიმდევრული განვითარება მიზნად ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეს გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს უყრის ჰუმანური, ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი  პიროვნების აღზრდას.

2. კითხვა. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ ლიტერატურასთან ზიარებას, ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრებას, მშობლიური კულტურის თავისებურებებზე ყურადღების გამახვილებას, პარალელების გავლებას საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ  გარემოსთან,  კულტურული კუთვნილების განცდის გაღრმავებას, ენობრივ-კულტურული იდენტობის გაცნობიერებას. ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის  დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.

3. წერა. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა და წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავი“ ხელნაწერის გასწორება-რედაქტირება და ა.შ.). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.

I-VI კლასების A სტანდარტი

ა) VI კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები

ინდექსების განმარტება

სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, მაგ., „მშA.დაწყ.1.

 „მშA“ – მიუთითებს საგანს „მშობლიური ენა და ლიტერატურა მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობებისათვის, A სტანდარტი“;

„დაწყ.”  – მიუთითებს I-VI კლასების სტანდარტს;

„1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

 

1. მიმართულება: ზეპირმეტყველება

შედეგების ინდექსი

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშA.დაწყ.1.

ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება; სამეტყველო ქცევის წარმართვა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

მშA.დაწყ.2.

ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენა, გაგება და გადმოცემა ლოგიკური ხაზის დაცვით; ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის ამოცნობა; ტექსტის ცალკეული მონაკვეთების ერთმანეთთან დაკავშირება.

მშA.დაწყ.3.

პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

მშA.დაწყ.4.

აქტიური ლექსიკისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება; მართლმეტყველების საბაზისო ნორმების დაცვა.

 

2.    მიმართულება: კითხვა

 

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშA.დაწყ.5.

ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა მსმენელისათვის.

მშA.დაწყ.6.

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.

მშA.დაწყ.7.

მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით (მაგ., პანტომიმით, ჟესტებით, როლური თამაშით); ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით (მაგ., ტექსტზე დაყრდნობით ილუსტრაციის შექმნა, ნახატზე დაყრდნობით ამბის გადმოცემა).

მშA.დაწყ.8.

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივი და სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა, სიუჟეტის განვითარების ძირითადი საფეხურების (ამბის დასაწყისის, ძირითადი ნაწილისა და დასასრულის) გამოყოფა.

მშA.დაწყ.9.

დაკვირვება ტექსტის ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე (მაგ., სინონიმების, ანტონიმების ამოცნობა, ფრაზეოლოგიზმებზე დაკვირვება).

მშA.დაწყ.10.

კითხვის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და გამოყენება.

 

3. მიმართულება: წერა

 

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშA.დაწყ.11.

მცირე ზომის მარტივი მხატვრული ტექსტების შექმნა; პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების, ასევე წარმოსახვის უნარის გამოყენება წერის პროცესში.

მშA.დაწყ.12.

ნაცნობი მხატვრული ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შინაარსის გადმოცემა, გეგმის შედგენა.

მშA.დაწყ.13.

კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა; აზრის თანამიმდევრულად გადმოცემა; ნასწავლი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების ადეკვატურად გამოყენება.

მშA.დაწყ.14.

წერის ნაცნობი სტრატეგიების   მიზნის შესაბამისად შერჩევა და გამოყენება.

 

ბ) შინაარსი

1. ენობრივი  ცოდნა და უნარ-ჩვევები

I-IV კლასებში ენობრივი საკითხების სწავლება უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული აქტივობებით. არც V-VI კლასებიდან არ არის მიზანშეწონილი ძირითადი აქცენტის გადატანა გრამატიკული წესებისა და ენობრივი კანონზომიერებების თეორიულ დასწავლაზე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უკვე იწყება მოსწავლეთა მეტაენობრივი უნარების განვითარებაზე ზრუნვა, აუცილებელია, რომ ენობრივ-გრამატიკული საკითხების დამუშავებას უფრო სისტემური და თანამიმდევრული ხასიათი მიეცეს.

 

ა) ენის ლექსიკოლოგიური ასპექტი

აქტიური ლექსიკური ფონდის შევსება სხვადასხვა დარგობრივი ცნებებითა და ტერმინებით, მხატვრული ნაწარმოებების შესწავლისას ათვისებული ლექსიკური ერთეულებითა თუ ფრაზეოლოგიზმებით; ახალი სიტყვებისა და ფრაზების გააზრებულად წარმოება ნაცნობი მოდელების მიხედვით.

ბ) ენის გრამატიკული ასპექტი

სიტყვათა მორფოლოგიური აგებულება (სახელთა ბრუნვის ფორმები და მათი ფუნქციები); ზოგიერთი გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია (არსებითი სახელის ჯგუფები; ზმნის დრო, კილო, ასპექტი); წინადადებათა მოდალობები; წინადადების ძირითადი წევრები; ძირითადი სინტაქსური მიმართებები სიტყვებს შორის (შეთანხმება  ზმნასა და სახელს შორის პირსა და რიცხვში); სახელისა და ზმნის ძირითადი გრამატიკული კატეგორიები და მათი სინტაქსური ფუნქციები წინადადებაში.

2. ცნებები

Ø  სიტყვის აგებულება: ბგერა, ხმოვანი და თანხმოვანი ბგერები; ასო, მარცვალი;

Ø  ტექსტის აგებულება: სიტყვა, წინადადება, სტრიქონი, აბზაცი, ტექსტი, სათაური, თავი, მიმართვა, ხელმოწერა; სასვენი ნიშნები (წერტილი, მძიმე, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი, ტირე, ორწერტილი); 

Ø  ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო  ცნებები: მოთხრობა, ზღაპარი, იგავ-არაკი, ლექსი, პოემა, თქმულება/ლეგენდა, ავტორი, პერსონაჟი/გმირი; მოქმედების დრო, ადგილი;  ამბის დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული; დიალოგი, მონოლოგი, ნაწარმოების თემა, მთავარი აზრი (დედააზრი), ეპითეტი, შედარება, მეტაფორა.

3.    საკითხავი ტექსტების ტიპები

Ø  მხატვრული:

პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ფოლკლორის ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები; მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, სხვ.

Ø  არამხატვრული:

ა) ბიოგრაფიული ტექსტები, პრაგმატული ტექსტები: რეკლამა,  განრიგი, ტელეპროგრამა, მოსაწვევი ბარათი, სია, სამახსოვრო წესები, ცხრილი, გეგმა, ინსტრუქცია,  ღია ბარათი, ინტერვიუ, წერილი (მეგობრული, ოფიციალური).

ბ) საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები: სტატიები საბავშვო ენციკლოპედიიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან, სხვ.

Ø  მულტიმედიური:

მულტფილმი, საბავშვო სიმღერა, მხატვრული და/ან დოკუმენტური ფილმები, სასწავლო-შემეცნებითი ფილმი, სხვადასხვა სახის ვიდეო-, აუდიო-, აუდიო-ვიდეო მასალა, საბავშვო სპექტაკლი; სტატიები საბავშვო ვებგვერდიდან, ვებ-პორტალიდან, პლაკატი, მიმიკური მიზანსცენა, სხვ.

მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა  დაწყებით საფეხურზე, B სტანდარტი (I-VI კლასები)

B სტანდარტი განკუთვნილია იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც  სკოლაში მისვლისას საერთოდ არ იციან მშობლიური ენა.

საგნის სწავლება დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები)

მშობლიური ენის სწავლება ოთხი  მიმართულებით გაიშლება: მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი.

მოსმენა – ამ ეტაპზე მოსმენა  ენის ათვისების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. სწავლების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას.

ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად.

მოსასმენი ტექსტები გამოიყენება ნიმუშებად ზეპირმეტყველებისათვის, ამიტომ ტექსტები  უნდა შეიცავდეს ნაცნობ ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციებს.

ლაპარაკი – პირველ ეტაპზე სწავლების სტრატეგია რეპროდუცირებისკენ  უნდა იყოს მიმართული. რეპროდუცირების მიზანია სწორი გამოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება-განმტკიცება.

პროდუცირება გამოიყენება შეზღუდული სახით. მოსწავლეები  შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით დასვამენ/უპასუხებენ კითხვებს და ნიმუშების მიხედვით გაითამაშებენ მარტივ სცენებს.

კითხვა – მოსწავლეები მუშაობენ როგორც კითხვის ტექნიკაზე (ანუ სიტყვების, წინადადებების გაშიფრვაზე), ისე მათს გაგებაზე. მოსწავლემ უნდა შეძლოს წინასწარ დასმული კონკრეტული ამოცანის საშუალებით საკითხავი დავალების მთავარი მიზნის მიღწევა.

წერა -  აღნიშნულ ეტაპზე სწავლება, ძირითადად, რეპროდუცირებას დაეფუძნება. წერითი დავალებები მრავალფეროვან, სახალისო და შინაარსიან კონტექსტებზე უნდა აიგოს, რაც ხელს შეუწყობს როგორც კითხვის უნარის გაუმჯობესებას, ისე ენობრივი მასალის დამახსოვრებას.

I-VI კლასების B სტანდარტი

ა)  VI კლასის ბოლოს მისაღწევი  შედეგები

ინდექსების განმარტება

 

სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, მაგ., „მშB.დაწყ.1.

„მშB“ – მიუთითებს საგანს „მშობლიური ენა და ლიტერატურა მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობებისათვის, B სტანდარტი“;

„დაწყ.“  – მიუთითებს I-VI კლასების სტანდარტს;

„1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

 

1. მიმართულება: მოსმენა

შედეგების ინდექსი

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშB.დაწყ.1.

სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის დიდაქტიზებული ტექსტებისა და მარტივი საკლასო ინსტრუქციების გაგება.  

 

მიმართულება: კითხვა

 

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშB.დაწყ.2.

ნაცნობი თემატიკის შემცველი ტექსტების ხმამაღლა წაკითხვა გარკვევით და გამართულად.

მშB.დაწყ.3.

სტანდარტით განსაზღვრული ტიპის ტექსტების  ზოგადი შინაარსის  გაგება,  კონკრეტული დეტალების ამოცნობა და  მათში კონკრეტული ინფორმაციის მოძიება.

მშB.დაწყ.4.

სტანდარტით განსაზღვრული ტიპის ტექსტის  სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა; ტექსტებში ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა-გარჩევა.

 

მიმართულება: წერა

 

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მშB.დაწყ.5.

წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ტექსტის შედგენისას ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების  ადეკვატურად გამოყენება.

მშB.დაწყ.6.

მოდელის მიხედვით   მარტივი პრაგმატული ტექსტების შედგენა.

 

მიმართულება: ლაპარაკი

 

სტანდარტის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს: 

მშB.დაწყ.7.

სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით წარმოთქმა შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით.

მშB.დაწყ.8.

ინტერაქცია სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით; რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.

 

ბ) შინაარსი

შედეგების მიღწევა დაეფუძნება შემდეგ შინაარსს:

 

1. თემატიკა

Ø  ინდივიდი: პირადი მონაცემები, წარმომავლობა, სხეული, გარეგნობა, ტანსაცმელი;

Ø  ინდივიდის გარემოცვა: ოჯახი, ნათესავები, მეგობრები; საცხოვრებელი ადგილი, საყოფაცხოვრებო ნივთები;

Ø  ცხოველთა/ფრინველთა  სამყარო;

Ø  ბუნება/ბუნების მოვლენები; ამინდი,

Ø  ქალაქი, სოფელი;

Ø  სკოლა/სასკოლო ნივთები, სასკოლო საგნები;

Ø  საჭმელ-სასმელი, ხილი, ბოსტნეული, სურსათი, კვება;

Ø  დღესასწაულები / ზეიმები;

Ø  აქტივობები: ყოველდღიური საქმიანობა, განრიგი, გართობა, ჰობი, სპორტი, თამაშები;

Ø  წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები, დღე და ღამე;

Ø  მახასიათებლები: ფერი, ზომა, ფორმა, რაოდენობა.

2.  სოციოკულტურა და კულტურა

Ø  დღესასწაულები და ტრადიციები: მათი თავისებურებები,  ტრადიციული კერძი, პერსონაჟები და სხვა;

Ø  წეს-ჩვეულებები (ყოფით სიტუაციებში ქცევები და ურთიერთობები);

Ø  ტრადიციული საბავშვო თამაშები, პერსონაჟები;

Ø  საკუთარი სახელები და კნინობითი ფორმები.

3. ტექსტის ტიპები

Ø  პრაგმატული   ტექსტები:

მითითება, შეტყობინება, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, თამაშის წესები, კვირის განრიგი,   სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, თამაშის წესები,  ამინდის პროგნოზი;

Ø  სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) ტექსტები:

ა) თემატური დიალოგი, მონოლოგი, მარტივი თხრობითი და/ან აღწერითი ტექსტები, სხვ.  

ბ) ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, ადაპტირებული ლეგენდები, თქმულებები და ზღაპრები.

Ø  მულტიმედიური ტექსტები:

ადაპტირებული კომიქსები, საბავშვო სიმღერები, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიდეო რესურსები, ანიმაციური ფილმები, საბავშვო გადაცემები, სხვ.

4. ენობრივი საშუალებები

დაწყებით საფეხურზე ენობრივი საკითხების სწავლება ხორციელდება/მიმდინარეობს პრაქტიკული აქტივობებით,  აბსტრაქტული ტერმინების, წესებისა და თეორიული განმარტებების გარეშე.

მოსწავლეები კონტექსტში ამოიცნობენ და იყენებენ  საკომუნიკაციო  მიზნის განსახორციელებლად საჭირო  გრამატიკულ საშუალებებს.

4.1.  სამეტყველო  აქტები

Ø  ინტერაქცია სოციალური ურთიერთობებისას:  მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, გაცნობა, მობოდიშება, მადლობის გადახდა,  მილოცვა, შეთავაზება, დახმარების თხოვნა, ნებართვის აღება/მიცემა;

Ø ინტერაქცია ინფორმაციის მოსაპოვებლად: პირადი მონაცემების (ვინაობა, წარმომავლობა, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) გაცვლა; ადამიანის/ცხოველის/საგნის/საქმიანობის აღწერა/დახასიათება;  თარიღის, საქმიანობის, ჯანმრთელობის, ამინდის გაგება;

Ø  ინტერაქცია შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ: მოწონება/არ

Ø  მოწონება; სურვილისა და ინტერესის გამოხატვა; დადებითი და უარყოფითი შეფასება; დათანხმება, უარყოფა, აკრძალვა;

Ø  ინტერაქცია ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ: ემოციებისა (სიხარული, ბრაზი, წუხილი, გაოცება, შიში) და შეგრძნებების (ტკივილი, წყურვილი, შიმშილი, სიცივე, სიცხე) გამოხატვა;

Ø  ინტერაქცია დროისა და სივრცის შესახებ: დროის მითითება,  ადგილმდებარეობისა

Ø  და მიმართულების მითითება.

4.2.   ენის ლექსიკოლოგიური ასპექტი

აქტიური ლექსიკური ფონდის შევსება; სიტყვათა სემანტიკური და ლექსიკური კავშირების (სინონიმების, ანტონიმების, ერთი სემანტიკური ჯგუფის სიტყვების) ამოცნობა და გამოყენება; სიტყვაწარმოება ელემენტარულ დონეზე; სიტყვათა მრავალმნიშვნელიანობაზე დაკვირვება.

4.3. ენის გრამატიკული ასპექტი

თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი და ძახილის წინადადებების ამოცნობა და გამოყენება; სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის, ორწერტილის, ტირეს) ამოცნობა და გამოყენება ნასწავლ კონტექსტებში; სიტყვათა ფორმაცვალების კანონზომიერებათა აღმოჩენა (მაგ., ზმნის უღლება, სახელის ბრუნება, მხოლობითი და მრავლობითი ფორმების წარმოება); სივრცული, დროითი და მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების ამოცნობა და გამოყენება; მართლმეტყველებისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.“          

რ)  LVII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საათობრივი ბადე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო-საშუალო საფეხურებისათვის

კლასი

VII

VIII

IX

X

XI

XII

პროგრამული

აბიტური

ქართული, როგორც მეორე ენა

5

5

5

5

5

4

1

მშობლიური ენა

5

5

5

4.5

4.5

4

 

მათემატიკა

4

4

4

5

5

3

1

პირველი უცხოური ენა

3

3

2

2

2

2

1

მეორე უცხოური ენა

0-2

0-2

0-2

0-2

0-2

0-2

საქართველოს და მსოფლიო ისტორია

3

3

4

2

3

2

1

გეოგრაფია

2

1.5

2

2

2

 

1

სამოქალაქო განათლება

 

 

2

2

 

   

ბიოლოგია

3

2

2

2

 

 

1

ფიზიკა

 

2

2

2

3

 

1

ქიმია

 

 

2

2

3

1

1

სპორტი

2

2

2

2

1.5

1

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

2

1.5

1.5

1

 

   

მუსიკა

2

1.5

1.5

1

 

   

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

 

0.5

 

 

 

0.5

 

საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება

 

 

 

 

1.5

   

არჩევითი საგანი (ბიოლოგია ფიზიკა, ქიმია)

 

 

 2 და 2

 

 

2

 

 

არჩევითი საგანი (გლობალური პრობლემების გეოგრაფია)

 

 

არჩევითი საგანი (ეკონომიკა, სახელმწიფო და მოქალაქეობა, სამართალი)

 

 

არჩევითი საგანი (მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია – თეორიული კურსი, ხაზვა, თეატრალური ხელოვნება, მსოფლიოს კულტურა)

 

 

სავალდებულო საათების რაოდენობა კვირაში (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის

31-33

31-33

35-37

32.5-34.5

34.5-36.5

20-22 (+8 აბიტ) I სემესტრი

 

19-21 (+8 აბიტ) II სემესტრი

 

1.   ცხრილის განმარტებები:

ა) VIII კლასში სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი;

ბ) VIII კლასში გეოგრაფია ისწავლება I სემესტრი – კვირაში 1 საათი, II სემესტრი – კვირაში 2 საათი;

გ) VIII კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი, II სემესტრში – კვირაში 1 საათი; მუსიკა ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი, II სემესტრში – კვირაში 2 საათი;

დ) IX კლასში მუსიკა ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი, II სემესტრში კვირაში 1 საათი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი, II სემესტრში კვირაში 2 საათი;

ე) X კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი; მუსიკა ისწავლება II სემესტრში კვირაში 2 საათი. სკოლას უფლება აქვს ამ ორი საგნის სწავლება გადაანაცვლოს სემესტრებს შორის;

ვ) XI კლასში საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება ისწავლება I სემესტრში – კვირაში 1 საათი, ხოლო II სემესტრში – კვირაში 2 საათი;

ზ) XI კლასში სპორტი ისწავლება I სემესტრში – კვირაში 2 საათი, ხოლო II სემესტრში – კვირაში 1 საათი;

თ) XII კლასში სვეტში „პროგრამული“ მოცემულია აუცილებელი დატვირთვის საათები (სავალდებულო და არჩევითი საგნებისთვის) და სვეტში „აბიტური“ მითითებულია „აბიტურის საათისთვის“ განკუთვნილი კვირეული დატვირთვა. „აბიტურის საათის“ ჩატარების საჭიროება განისაზღვრება კონკრეტული სკოლის მიერ და დარეგულირდება სასკოლო სასწავლო გეგმით;

ი) XII კლასში სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ისწავლება I სემესტრში ჯამურად 14 საათი;

კ) არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის მეორე უცხოური ენის სწავლება არ არის სავალდებულო. ორი რიცხვის მითითება (0-2) გულისხმობს, რომ მათ შეუძლიათ:

კ.ა) ან გააუქმონ მეორე უცხოური ენის სწავლება საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე; ასეთ შემთვევაში მაქსიმალურ დატვირთვად უნდა გამოიყენონ კონკრეტული კლასისთვის კვირაში სავალდებულო დატვირთვის ქვედა ზღვარი;

კ.ბ) ან დაუთმონ მხოლოდ 1 ან 2 საათი საბაზო და საშუალო საფეხურებზე;

კ.გ) თუ სკოლა არ ასწავლის მეორე უცხოურ ენას საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე, ამავდროულად აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა, მეორე უცხოური ენისთვის განკუთვნილი საათები შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფო ენის სწავლებისთვის;

ლ) XII კლასში საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებლად აბიტურის 1 საათი გამოიყოფა იმ ენაში, რომელსაც მოსწავლე აბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე;

მ) არჩევითი საგნებიდან გლობალური პრობლემების გეოგრაფია ისწავლება მხოლოდ მე-12 კლასში. დანარჩენი საგნების არჩევა შესაძლებელია როგორც მე-11, ისე მე-12 კლასებში. ამავე დროს, მე-12 კლასში მოსწავლე ირჩევს საგანს განსხვავებულს იმისგან, რაც ჰქონდა არჩეული მე-11 კლასში.

2. საათობრივი ბადე კლასების მიხედვით და ქულების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

საგნების მიხედვით კომპონენტში „ შემაჯამებელი დავალება“

VII კლასი

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

I

II

1

ქართული, როგორც მეორე ენა

5

 

4

5

2

მშობლიური ენა

5

 

4

5

3

მათემატიკა

4

 

4

6

4

პირველი უცხოური ენა

3

 

2

3

5

მეორე უცხოური ენა

0-2

 

2

2

6

საქართველოს და მსოფლიო ისტორია

3

 

2

3

7

გეოგრაფია

2

 

2

3

8

ბიოლოგია

3

 

2

3

9

სპორტი

2

     

10

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

2

 

2

2

11

მუსიკა

2

 

2

2

 

სავალდებულო საათების რაოდენობა კვირაში

31-33

 

 

VIII კლასი

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

I

II

1

ქართული, როგორც მეორე ენა

5

 

4

5

2

მშობლიური ენა

5

 

4

5

3

მათემატიკა

4

 

4

6

4

პირველი უცხოური ენა

3

 

2

3

5

მეორე უცხოური ენა

0-2

 

2

2

6

საქართველოს და მსოფლიო ისტორია

3

 

2

3

7

გეოგრაფია

1.5

I სემესტრი -  კვირაში 1 საათი; II სემესტრი  – კვირაში 2 სთ

2

2

8

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

0.5

I სემესტრში კვირაში 1 საათი

 

2

9

ბიოლოგია

2

 

2

3

10

ფიზიკა

2

 

2

3

11

სპორტი

2

 

   

12

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1.5

ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი, II სემესტრში – კვირაში 1 საათი

2

1

13

მუსიკა

1.5

ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი, II სემესტრში – კვირაში 2 საათი

1

2

 

სავალდებულო საათების რაოდენობა კვირაში

31-33

 

 

 

IX კლასი

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

I

II

1

ქართული, როგორც მეორე ენა

5

 

4

5

2

მშობლიური ენა

5

 

4

5

3

მათემატიკა

4

 

4

6

4

პირველი უცხოური ენა

2

 

2

3

5

მეორე უცხოური ენა

0-2

 

2

2

6

საქართველოს ისტორია

4

 

3

4

7

გეოგრაფია

2

 

2

3

8

სამოქალაქო განათლება

2

 

2

3

9

ბიოლოგია

2

 

2

3

10

ფიზიკა

2

 

2

3

11

ქიმია

2

 

2

3

12

სპორტი

2

 

   

13

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1.5

I სემესტრი – კვირაში 1 საათი, II სემესტრი – კვირაში 2 საათი

1

2

14

მუსიკა

1.5

I სემესტრი – კვირაში 2 საათი, II სემესტრი – კვირაში 1 საათი

2

1

 

 სულ სავალდებულო საათების რაოდენობა კვირაში

35-37

 

 

X კლასი

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

I

II

1

ქართული, როგორც მეორე ენა

5

 

4

5

2

მშობლიური ენა

4-5

 

4

5

3

მათემატიკა

5

 

4

6

4

პირველი უცხოური ენა

2

 

2

3

5

მეორე უცხოური ენა

0-2

2

2

6

ისტორია

2

 

2

3

7

გეოგრაფია

2

 

2

3

8

სამოქალაქო განათლება

2

 

1

2

9

ბიოლოგია

2

 

2

3

10

ფიზიკა

2

 

2

3

11

ქიმია

2

 

2

3

12

სპორტი

2

 

   

13

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1

I სემესტრი -

კვირაში 2 საათი

2

 

14

მუსიკა

1

II სემესტრი -

კვირაში 2 საათი

 

2

 

სავალდებულო საათების რაოდენობა კვირაში

32.5-34.5

  

 

 

XI კლასი

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

I

II

1

ქართული, როგორც მეორე ენა

5

 

4

5

2

მშობლიური ენა

4.5

 

4

5

3

მათემატიკა

5

 

4

6

4

პირველი უცხოური ენა

2

 

2

3

5

მეორე უცხოური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

0-2

2

2

6

საქართველოს და მსოფლიო ისტორია

3

 

2

3

7

გეოგრაფია

2

 

2

3

8

ფიზიკა

3

 

3

4

9

ქიმია

3

 

3

4

10

სპორტი

1,5

 I სემესტრი – კვირაში 2 საათი, II სემესტრი – კვირაში 1 საათი

 

 

11

საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება

1,5

 I სემესტრი – კვირაში 1 საათი, II სემესტრი – კვირაში 2 საათი

 

 

 12 და 13

  არჩევითი საგნები

 

 

 

 

 

ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია

2 და 2

2 არჩევითი ბლოკიდან აირჩევა 2 საგანი

 

 

გლობალური პრობლემების გეოგრაფია

 

 

ეკონომიკა, სახელმწიფო და მოქალაქეობა, სამართალი

 

 

მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია – თეორიული კურსი, ხაზვა, თეატრალური ხელოვნება, მსოფლიო კულტურა

 

 

 

სავალდებულო საათების რაოდენობა კვირაში

34.5-36.5

 

 

 

 

 

XII კლასი

 

 

 

 

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

პროგრამული

აბიტური

აბიტურის კურსებში ოფიციალური შეფასება არ იწერება

I

II

1

ქართული, როგორც მეორე ენა

4

1

 

2

3

2

მშობლიური ენა

4

 

 

3

4

3

მათემატიკა

3

1

 

4

4

4

პირველი უცხოური ენა

2

1

1 საათი აბიტურისთვის დაეთმობა იმ ენას, რომელსაც მოსწავლე აბარებს საატესტატო გამოცდაზე.

3

2

5

მეორე უცხოური ენა

0-2

2

2

6

საქართველოს და მსოფლიო ისტორია

2

1

 

1

1

7

გეოგრაფია

 

1

 

   

8

სამოქალაქო თავდაცვა  და უსაფრთხოება

0.5

 

I სემესტრი კვირაში 1 საათი

1

 

9

ბიოლოგია

 

1

 

   

10

ფიზიკა

 

1

 

   

11

ქიმია

1

1

 

2

2

12

სპორტი

1

 

 

   

 

 არჩევითი საგნები

2

 

 

   

13

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფი

ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, გლობალური პრობლემების გეოგრაფია, ეკონომიკა, სახელმწიფო და მოქალაქეობა, სამართალი, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება- პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია – თეორიული კურსი, ხაზვა, თეატრალური ხელოვნება, სახელობო განათლების საგნები.

მოსწავლე ირჩევს ნებისმიერ ერთ საგანს (განსხვავებულს იმისგან, რაც ჰქონდა არჩეული მე-11 კლასში, ) არჩევითი საგნის ნაცვლად შესაძლებელია, სკოლამ მოსწავლეებს სახელობო განათლების საგანი შესთავაზოს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 634 მუხლის შესაბამისად.

1

1

საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიისა და სხვა საზოგადოებრივი მეცბიერებების საგნობრივი ჯგუფი

1

1

ესთეტიკური, შრომითი დაფიზიკური აღზრდის საგნობრივი  ჯგუფი

1

1

სახელობო განათლება

 

 

14

სავალდებულო

საათების რაოდენობა კვირაში

I სემესტრი – 20-22

8

 

II სემესტრი – 19-21

8

 

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე