საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 60.1 მუხლის მეორე აბზაცის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „(სამომხმარებლო კოოპერატივები)“.
2. ამავე მუხლის მეორე აბზაცს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 15 მაისი.
№712–IIს
დოკუმენტის კომენტარები