„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33218
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 03/09/2015
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
ძალაში შესვლის თარიღი 03/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016343
  • Word
33218
03/09/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
000000000.00.00.016343
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №33218

2015 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა.ა) მე-2 მუხლის 23-ე პუნქტის „ბ.გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ.გ.ე) „XRS05“ − საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სარკინიგზო სკანერის შემთხვევაში;“;

ა.ბ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 მუხლი:

„მუხლი 71. რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გრაფების შევსების წესი

1. გრაფა „რეგისტრაციის ნომერი“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად, გამგზავნ საგადასახადო ორგანოში რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციისას.

2. გრაფა „ვაგონის ნომერი“ – ივსება სისტემის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და მიეთითება სარკინიგზო ვაგონის ნომერი.

3. გრაფა „უწყისის ნომერი“ – ივსება სისტემის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და მიეთითება სარკინიგზო უწყისის (ზედდებულის) ნომერი.

4. გრაფა „გამგზავნი საგადასახადო ორგანო“ – მიეთითება გამგზავნი საგადასახადო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

5. გრაფა „დანიშნულების საგადასახადო ორგანო“ – მიეთითება დანიშნულების საგადასახადო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

6. გრაფა „სასაქონლო ოპერაცია“ – ივსება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოწმობის მე-4 გრაფის შევსების წესის შესაბამისად.

7. გრაფა „გამგზავნის დასახელება“ – ივსება სისტემის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული მონაცემებით და გრაფაში მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის სრული სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და მისამართი. თუ გამგზავნი ერთზე მეტია, გრაფაში აღინიშნება „სხვადასხვა“ და შემდეგ – თითოეული გამგზავნის/ექსპორტიორის შესახებ ინფორმაცია – გადასახადის გადამხდელის სრული სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი) და მისამართი.

8. გრაფა „გამგზავნის ს/ნ“ – ივსება სისტემის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული მონაცემით და მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომერი.

9. გრაფა „მიმღების დასახელება“ – ივსება სისტემის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული მონაცემებით. გრაფაში მიეთითება საქონლის მიმღების სრული სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და მისამართი. თუ მიმღები ერთზე მეტია, გრაფაში აღინიშნება „სხვადასხვა“ და შემდეგ – თითოეული მიმღების შესახებ ინფორმაცია – გადასახადის გადამხდელის სრული სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და მისამართი.

10. გრაფა „მიმღების ს/ნ“ – ივსება სისტემის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული მონაცემით. გრაფაში მიეთითება საქონლის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომერი.

11. გრაფა „გამომგზავნი ქვეყანა“ – გრაფის პირველ ნაწილში სისტემაში ინტეგრირებული მზა მონაცემებიდან მიეთითება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის დასახელება კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხოლო გრაფის მეორე ნაწილი ივსება სისტემის მიერ ავტომატურად.

12. გრაფა „დანიშნულების ქვეყანა“ – გრაფის პირველ ნაწილში, კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად სისტემაში ინტეგრირებული მზა მონაცემებიდან მიეთითება იმ ქვეყნის დასახელება, სადაც სატრანსპორტო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ინფორმაციით დასრულდება საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა (რამდენიმე დანიშნულების ქვეყნის არსებობის შემთხვევაში – მიეთითება პირველი ქვეყნის დასახელება), ხოლო გრაფის მეორე ნაწილი ივსება სისტემის მიერ.

13. გრაფა „ტვირთის დასახელება“ – ივსება სისტემის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან რუსულ ენაზე მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც გრაფის შევსებისას რედაქტირდება ქართულ ენაზე. გრაფაში მიეთითება საქონლის დასახელება და სხვა მონაცემები, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას.

14. გრაფა „ტვირთის კოდი“ – ივსება სისტემის მიერ, რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რედაქტირდება. გრაფაში მიეთითება საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად:

ა) ორნიშნა დონეზე, ამასთან, შესაბამისი ჯგუფის ორნიშნა რიცხვის მითითების შემდეგ აღინიშნება „00“;

ბ) ოთხნიშნა დონეზე – იმ საქონელზე, რომლის შემოტანას/გატანას ესაჭიროება ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი, ასევე მსუბუქი ავტომანქანის შემთხვევაში;

გ) რვანიშნა დონეზე – აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომანქანისა), აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შემთხვევაში.

დ) ხუთზე მეტი დასახელების საქონლის მითითების აუცილებლობისას, მიეთითება 5 საქონლის კოდი.

15. გრაფა „ტვირთის რაოდენობა“ – მიეთითება სატვირთო ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახე.

16. გრაფა „ბრუტო“ – ივსება სისტემის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული საქონლის ბრუტო წონით.

17. გრაფა „ნეტო“ – მიეთითება საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში სატრანსპორტო დოკუმენტაციის მიხედვით (სატრანსპორტო დოკუმენტაციაში ნეტო წონის შესახებ სხვადასხვა მონაცემის არსებობის შემთხვევაში გრაფაში მიეთითება უმცირესი მონაცემი), რომელიც მოიცავს საქონლის წონას ყველა სახის შეფუთვის გარეშე.

18. გრაფა „დეკლარაციის ნომერი“ – ივსება წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში. როდესაც დეკლარაციას განესაზღვრება მწვანე ან ლურჯი დერეფანი, გრაფაში მიეთითება: „დეკლარაციის შეფასების ნომერი/A“, ხოლო ყვითელი ან წითელი დერეფნის შემთხვევაში – „დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი/C“.

19. გრაფა „კონტეინერის სუფიქსი და ნომერი“ – ივსება სისტემის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და მიეთითება – კონტეინერის სუფიქსი და ნომერი.

20. გრაფა „კონტროლის შედეგი“ – მიეთითება:

ა) A1 – როცა სასაზღვრო საგადასახადო ორგანოში განხორციელებული სატრანსპორტო საშუალების გარეგანი (ვიზუალური) დათვალიერების შედეგად საბაჟო კონტროლის შედეგი დამაკმაყოფილებელია;

ბ) A3 – როცა სასაზღვრო საგადასახადო ორგანოში განხორციელებული სატრანსპორტო საშუალების გარეგანი (ვიზუალური) დათვალიერების შედეგად საბაჟო კონტროლის შედეგი არადამაკმაყოფილებელია და საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას;

გ) B − როცა სკანირების შედეგად საბაჟო კონტროლის შედეგი დამაკმაყოფილებელია;

დ) C – როცა სკანირების შედეგად საბაჟო კონტროლის შედეგი არადამაკმაყოფილებელია და საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას.

21. გრაფა „საბაჟო ლუქები“:

ა) პირველ განყოფილებაში მიეთითება შემდეგი კოდირებული მონაცემები:

ა.ა) 0 – თუ არ არის საჭირო ლუქების დადება;

ა.ბ) 1 – როდესაც სარკინიგზო ზედნადებში არ არის მითითებული ლუქების შესახებ ინფორმაცია;

ა.გ) 2 – როდესაც სარკინიგზო ზედნადებში მითითებულია ლუქების შესახებ ინფორმაცია;

ა.დ) 3 – თუ გამგზავნ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე უკვე დადებულია ლუქები და გამგზავნი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ არ ხდება სატრანსპორტო საშუალების გადალუქვა;

ა.ე) 4 – თუ გამგზავნ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დადებული ლუქები და გამგზავნი საგადასახადო ორგანოს მიერ ხდება სატრანსპორტო საშუალების დალუქვა;

ა.ვ) 5 – თუ გამგზავნ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებულია ლუქები და გამგზავნი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ხდება სატრანსპორტო საშუალების დამატებით დალუქვა;

ბ) მეორე განყოფილება ივსება პირველ განყოფილებაში კოდირებული მონაცემებიდან „4“-ის ან „5“-ის მითითების შემთხვევაში და მიეთითება გამგზავნი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დადებული ლუქების რაოდენობა (ციფრებით) და მძიმის შემდეგ მიეთითება ლუქის ნომერი (რამდენიმე ლუქის შემთხვევაში – პირველი და ბოლო ნომერი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით).

22. გრაფა „დოკუმენტის ტიპი“ – მიეთითება საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების კოდები კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად. საქონლის X-RAY რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის დანიშნულებით გადაადგილებისას მიეთითება:

ა) „XRS01“ – გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ (სოფ. ადლია) კონტროლის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;

ბ) „XRS02“ – საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;

გ) „XRS03“ – საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;

დ) „XRS04“ – საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სარკინიგზო სკანერის შემთხვევაში;

ე) „XRS05“ – საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სარკინიგზო სკანერის შემთხვევაში;

ვ) „XRS06“ – მობილური სკანერის (ZBV) შემთხვევაში;

ზ) „XRS07“ – მობილური სკანერის (1213) შემთხვევაში;

თ) „XRS08“ – მობილური სკანერის (EAGLE M60) შემთხვევაში.

23. გრაფა „დოკუმენტის ნომერი“ მიეთითება:

ა) წარდგენილი დოკუმენტის ინდივიდუალური ნომერი;

ბ) სამართალდარღვევის ოქმის ნომერი.

24. გრაფა „დამატებითი ინფორმაცია გამგზავნი საგადასახადო ორგანო“ – გამგზავნი საგადასახადო ორგანოს მიერ მიეთითება ინფორმაცია, რომელიც სტანდარტულ გრაფებში ვერ მოხვდა და მისი მითითება აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სატრანსპორტო საშუალების გამგზავნ საგადასახადო ორგანოში აწონვის შემთხვევაში მიეთითება წონა ციფრებით კგ-ში.

25. გრაფა „დამატებითი ინფორმაცია დანიშნულების საგადასახადო ორგანო“ – დანიშნულების საგადასახადო ორგანოს მიერ მიეთითება:

ა) ინფორმაცია, რომელიც სტანდარტულ გრაფებში ვერ მოხვდა და მისი შეტანა აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად;

ბ) A1 – როცა სატრანსპორტო საშუალების გარეგანი (ვიზუალური) დათვალიერების შედეგად დასტურდება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა;

გ) A2 – როცა არ ხდება სატრანსპორტო საშუალების გარეგანი (ვიზუალური) დათვალიერება.

26. გრაფა „მიმდინარე სტატუსი“ – ივსება სისტემის მიერ, გრაფაში „აირჩიეთ სტატუსი“ შესაბამისი სტატუსის მითითების შედეგად.

27. გრაფა „აირჩიეთ სტატუსი“ – გრაფაში ინტეგრირებული მზა მონაცემებიდან მიეთითება ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა)აყვანილია კონტროლზე“ – შესაძლებელია სარკინიგზო ვაგონში/კონტეინერში განთავსებული ტვირთის შემდგომი გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;

ბ) „უარყოფილია“ – დაუშვებელია სარკინიგზო ვაგონში/კონტეინერში განთავსებული ტვირთის შემდგომი გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;

გ) „დროებით შეჩერებულია“ – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ვაგონში/კონტეინერში განთავსებული ტვირთის გადაადგილება შეჩერებულია, ვიდრე აღნიშნულ ვაგონს/კონტეინერს მიენიჭება სტატუსიაყვანილია კონტროლზეანუარყოფილია“;

დ) „გამოცხადებულია რკინიგზაზე“ – ვაგონში/კონტეინერში განთავსებული ტვირთის გამოცხადება დასტურდება საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული რკინიგზის სადგურის მიერ;

ე) „გამოცხადებულია საგადასახადო ორგანოში“ – ვაგონში/კონტეინერში განთავსებული ტვირთის გამოცხადება დასტურდება საბაჟო საწყობის ან საგადასახადო ორგანოს მიერ;

ვ) „გამოცხადებულის უარყოფა“ – ტვირთის გამოცხადების შეცდომით დადასტურების შემთხვევაში ხორციელდება გამოცხადების გაუქმება, შესაძლებელია საქონლის გამოცხადების ხელმეორედ დადასტურება;

ზ) „მოხსნილია კონტროლიდან“ – საბაჟო კონტროლი საქონლის გადაადგილებაზე დასრულებულია;

თ) „გაუქმებულია“ – უქმდება ვაგონში/კონტეინერში განთავსებული ტვირთის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი.

28. გრაფა „სტატუსის თარიღი“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად და მასში მიეთითება სტატუსის მინიჭების თარიღი და დრო.

29. გრაფა „გამოცხადების ვადა“ – ივსება სისტემის მიერ გრაფის „გამოცხადების ვადის ცვლილება“ შევსების შედეგად და მიეთითება დანიშნულების საგადასახადო ორგანოში ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი.

30. გრაფა „გამოცხადების ვადის ცვლილება“ – გრაფის მეშვეობით, სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან გამგზავნი საგადასახადო ორგანოს მიერ ამოირჩევა გამოცხადების თარიღი.

 31. გრაფა „მებაჟე-ოფიცერი“ – ივსება სისტემის მიერ და გრაფაში მიეთითება:

ა) სტატუსის ან/და ცვლილების ავტორი მებაჟე-ოფიცრის სახელი და გვარი;

ბ) საქონლის გამოცხადების რკინიგზის მიერ დადასტურების შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის მიმნიჭებელი რკინიგზის სადგურის დასახელება და კოდი;

გ) საქონლის გამოცხადების საბაჟო საწყობის მიერ დადასტურების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის დასახელება და კოდი.

32. გრაფა „ტერმინალის კოდი/დასახელება“ – ივსება სისტემის მიერ და მიეთითება იმ საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის კოდი და დასახელება, რომელმაც მოახდინა საქონლის გამოცხადების დადასტურება.

33. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-16 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული გრაფების რედაქტირება.“;

ა.გ) მე-13 მუხლის 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. გრაფა 40 „წინმსწრები დოკუმენტი“ – გრაფაში აღინიშნება წინმსწრები განაცხადის, მოწმობის, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის ან დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.“;

ა.დ) 22-ე მუხლის 161 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„161. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი გასცემს „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №1“-ს (დანართი №III-04) მხოლოდ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის შედეგებზე.“;

ა.ე) დანართი №III–04 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

ა.ვ) 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის ის საშუალებები (ნიშნები), რომლის თაობაზე საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ შეიტანება ინფორმაცია მოწმობაში ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობაში;“;

ა.ზ) 30-ე მუხლის:

ა.ზ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სხვა უფლებამოსილი ორგანოს ან უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვებ პუნქტში არ ხორციელდება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ან ხელახალი ნიშანდება არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქონლის ზოგადი დეკლარირების განმახორციელებელი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შევსებულ მოწმობაში, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობაში ან დროებითი შენახვის განაცხადში ასახული მონაცემების ფაქტობრივ მონაცემებთან შეუსაბამობის აღმოჩენისას.“;

ა.ზ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ აღმოჩნდება, რომ სატრანსპორტო საშუალება არ არის ნიშანდებული ან დარღვეულია ნიშანდება ან იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) რეკვიზიტები განსხვავდება გადამაადგილებელი პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებული რეკვიზიტებისაგან, საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებული საქონლის დათვალიერება; ხოლო თუ ადგილზე დათვალიერება შეუძლებელია, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ხელახალ ნიშანდებას და მოწმობით ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება უახლოეს ან საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ საბაჟო ტერმინალამდე ან საბაჟო საწყობამდე ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილამდე.“;

ა.ზ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დასაშვებია, ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდეს: საყარი ტვირთები, ჯართი, ცოცხალი ცხოველები, მცენარეები, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთები, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას.“;

ა.თ) 32-ე მუხლის:

ა.თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელებული ნიშანდების შესახებ მონაცემები დააფიქსიროს რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობაში ან ელექტრონულად შევსებულ მოწმობაში, ასევე TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – TIR-წიგნაკის საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებელ მოსახევ ფურცელსა და ყუაზე.“;

ა.თ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის დათვალიერების შედეგად საქონლის დანაკლისი არ გამოვლინდა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს ხელახალ ნიშანდებას და აკეთებს აღნიშვნას თავის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში, ასევე TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – TIR-წიგნაკის შესაბამის მოსახევ ფურცელსა და ყუაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო გამშვებ პუნქტში შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ნიშანდებას და მოწმობით ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ საბაჟო ტერმინალამდე ან საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე, სადაც განხორციელდება საქონლის დათვალიერება.“;

ა.ი) დანართი №IV–02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

ა.კ) 35-ე მუხლის 53-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„53. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემთხვევაში, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი დეკლარაციის მე-40 გრაფაში მიუთითებს მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის ან TIR წიგნაკის ნომერს, რომლითაც საქონელი მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს, ხოლო დეკლარაციის 44-ე გრაფაში მიუთითებს მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის ან TIR წიგნაკის კოდს კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

ა.ლ) 52-ე მუხლის:

ა.ლ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის ან დაულუქავი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია), აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, თუ საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.“.

ა.ლ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ერთდროულად წარდგენა ვერ ხორციელდება 1 სთ და 30 წთ-ის განმავლობაში, სასაქონლო პარტიის ყოველი წარდგენილი ნაწილის გაშვება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ ხორციელდება მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერით. გამოწერილი მოწმობა/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა ელექტრონულად დაიხურება და სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ამოიბეჭდება მხოლოდ დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვებისას.“;

ა.ლ.გ) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია საბაჟო გამშვებ პუნქტში არ ამოიბეჭდება, საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ან მოწმობით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებულისა) გადაადგილდება ოქროს სიის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან გაფორმების ადგილამდე და საგადასახადო ორგანოს ნებადაურთველად არ დაიშვება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;“;

ა.ლ.დ) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია საბაჟო გამშვებ პუნქტში არ ამოიბეჭდება, საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ან მოწმობით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებულისა) გადაადგილდება ოქროს სიის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან გაფორმების ადგილამდე და საგადასახადო ორგანოს ნებადაურთველად არ დაიშვება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;“;

ა.მ) 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ ივსება რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა ან გამოიწერება მოწმობა (გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებისა), რომლითაც ხორციელდება ოქროს სიის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება.“;

 

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი

„დანართი №IV–02

ა ქ ტ ი

არასაგადასახადო ორგანოს მიერ იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების)

მოხსნის/მოცილების შესახებ

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 გადასახადის გადამხდელის დასახელება ან/და სიდენტიფიკაციო ნომერი

 

 აქტის შედგენის თარიღი „-----„ ------------- 20 წ.

 

აქტის შედგენის ადგილი: --------------------------------------------------------------

(საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და

შენობა-ნაგებობის ადგილსამყოფელი - მისამართი)

 

აქტი შეადგინა: -----------------------------------------------------------------------------

(საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის

მფლობელის ან უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი)

 

აქტი შედგენილია მასზე, რომ: --------------------------------------------------------

(აღინიშნოს იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/

----------------------------------------------------------------------------------------------------

მოცილების, შეცვლის ან ჩაბარების კონკრეტული მიზეზი)

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

მოწმობის, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის, საბაჟო დეკლარაციის,

სატრანსპორტო საშუალების ნომერი №, შენობა-ნაგებობის № -----------------------------------------------------------------------------------------------------

 თუ იდენტიფიკაციის საშუალებების განახლების საჭიროება არსებობს, მიეთითოს აღნიშნულის

 

თაობაზე: -------------------------------------------------------------------------------------------

განახლებული იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ გაკეთებულია აღნიშვნა: -----------------------------------------------------------------------------------------------

(მიეთითოს დოკუმენტები)

 

აქტი შევადგინე:

უფლებამოსილი პირის

სახელი, გვარი, ხელმოწერა -------------------------------------------

 

ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი № III–04

 

 თარიღი: --/--/-----

 

-----------------------------------------------

(სტრუქტურული ერთეული)

-------------------------------------------------------------

 

ექსპერტის დასკვნა № 001/001

----------------------------------------- შესახებ

(ფორმა №1)

 

 

დამნიშნავი

 

სახელი

გვარი

 

თანამდებობა

 

წარმოდგენილი დოკუმენტების

ან/და გამოსაკვლევი საქონლის ჩამონათვალი

 

საქონლის მფლობელი

 

 

წარმოშობის ქვეყანა

 

შემსრულებელი

 

 

სახელი

 

გვარი

 

სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

 

 

თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ან/და შესაბამისი სერტიფიკატის ნომერი

 

ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები

 

 

ექსპერტიზის ჩატარების ადგილი

 

 

განმარტება ექსპერტიზის შედეგებზე

(ექსპერტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. არსებობის შემთხვევაში მიეთითება საქონლის შეფასების დანართები (დანართის №, გვერდების რაოდენობა).

 

ექსპერტის ხელმოწერა:“.

 

„ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი

 

დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში

დოკუმენტის დასახელება

001

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

002

ხელშეკრულება

003

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რებო დოკუმენტი)

004

სატრანსპორტო ზედნადები

005

კონოსამენტი

006

მანიფესტი

007

TIR-წიგნაკი

008

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკ­რუ­ლება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ

009

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

010

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

011

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

012

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

013

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

014

რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა

015

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა

016

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

017

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა

018

საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

019

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა

071

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

072

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

073

სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა

074

სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

075

სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

076

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა

077

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა

078

შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა

020

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

021

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

022

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

023

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

025

შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ

026

შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

027

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

028

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

030

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი

031

ვეტერინარული სერტიფიკატი

032

საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია

034

იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

035

საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

036

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

037

შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

039

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს

040

საქონლის სპეციფიკაცია

041

საბანკო გარანტია

042

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

043

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

045

საქონლის დროებითი შენახვის განაცხადი

046

სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა

047

იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

049

შეფუთვის ფურცელი

050

ექსპერტიზის აქტი

051

საქონლის დათვალიერების აქტი

052

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

053

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

054

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

055

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

056

წერილი

057

განცხადება

058

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

062

ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

063

გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

064

ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

165

რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

166

თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

065

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

067

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22

068

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23

069

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

070

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

200

ავტომანქანის სახელმწიფო N

201

რკინიგზის ვაგონი, N

202

თვითმფრინავი, რეისი N

203

გემი, რეისი N

204

კონტეინერი, N

210

წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის N: A-

300

ავტომანქანის მარკა

330

მედიკამენტის დასახელება

333

სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი

340

აქციზური მარკების ნომრები

341

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი

342

საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს ბრძანება

345

აწონვის ქვითარი

420

საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)

421

დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)

444

დამატებითი ინფორმაცია საქონელზე

445

წინასწარი გადაწყვეტილება

446

სასაქონლო ზედნადები

447

სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი

449

ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის”დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას

450

ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათი

451

ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას − შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი

452

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი

456

ექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი

457

რეექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი

460

გირავნობის გარიგება

461

დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე

462

სააღსრულებო ფურცელი

463

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა

464

შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი

465

ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები

466

საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებზე ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე (რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) – წარმომავლობისა და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი

467

რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა“.