„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1556
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 27/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.230.100.05.001.001.856
  • Word
1556
03/06/2005
სსმ, 31, 27/06/2005
200.230.100.05.001.001.856
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) სახელმწიფო დახმარება – სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი სახით, გარკვეული ვადითა და ნებისმიერი ფორმით გაწეული დახმარება. კერძოდ – გადასახადებისაგან გათავისუფლება ან მათი გადავადება, ვალების ჩამოწერა, რესტრუქტურიზაცია, სესხების გაცემა განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით, სესხის შეღავათიანი გარანტიები, უძრავი ქონების შეძენა განსაკუთრებული პირობებით, პრეფერენციული პირობები სახელმწიფო შესყიდვების დროს და მოგების მიღების გარანტია, აგრეთვე სხვა ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას ან ქმნიან მისი შეზღუდვის საშიშროებას, ანიჭებს რა უპირატესობას გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს ან გარკვეული საქონლის წარმოებას;

ო) სახელმწიფო დახმარების გეგმა – სახელმწიფო დახმარების განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი ვადების ჩვენებით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. კომისიამ სახელმწიფო დახმარების გაცემის გეგმის, დახმარების შეცვლის ან/და განხორციელებული დახმარების შესახებ უნდა აცნობოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ.სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 3 ივნისი.

№1556-Iს