„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 429
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.018815
429
20/08/2015
ვებგვერდი, 21/08/2015
130000000.10.003.018815
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №429

2015 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015 წ., 130000000.10.003.018772) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, ასევე ერთჯერადი დახმარება ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სხვა მოსამსახურეებისათვის შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სამსახურის უფროსის შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი