„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 28/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 490.150.000.05.001.001.821
  • Word
1418
20/04/2005
სსმ, 19, 28/04/2005
490.150.000.05.001.001.821
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 05.09.2003, მუხ. 190) 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილი ორგანოს წინადადების საფუძველზე, პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაკავებული პირი თავისუფლდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1418-Iს