„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 330120000.35.132.016263
17
06/08/2015
ვებგვერდი, 12/08/2015
330120000.35.132.016263
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №17

2015 წლის 6 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის  ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონ­ის, საქართ­ველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული  „ტექნიკური რეგლამენტის – „დასახლებათა ტერიტორიების გამოყე­ნე­ბისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუ­ნ­ქ­ტ­ის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №33 გან­კა­რგულების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „თვითმმართველი ქალაქის  ბა­თ­უ­მის მიწათსარგებლობის გენერალური გეგ­მ­ის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის  ბა­თ­უმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებე­რვლის №4-1 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ 28; 12-13 მარტი, 2009 წ., გვ:14, 15, 16) შეტანილ იქნეს ცვლილება და თანდართული (გრაფიკული) სახით დამტკიცდეს:
ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზო­ნი­რების ახალი რუკა (1.1).
ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის ახალი რუკა (1.9).
2. წინამდებარე დადგენილება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შეს­ვლის შემდეგ, საკრებულოს რეგლა­მენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრე­ბულოს ინტერნეტგვერდზე  და გაზეთ „აჭარა-ში“.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30), უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი