,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-29/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 170230000.22.035.016340
01-29/ნ
11/08/2015
ვებგვერდი, 12/08/2015
170230000.22.035.016340
,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-29/ნ

2015 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების (სსმ III, 26.02.2010 წ., №23, მუხ. 310) პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის (მინდობით აღზრდის პროცედურები):
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებ პირად ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;“;

ბ) „გ” ქვეპუნქტის ,,გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ზ) ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით, მიჩნეულია მხარდაჭერის მიმღებ პირად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად;“.

2.  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებ პირად ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო