„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016194
2-181
05/08/2015
ვებგვერდი, 07/08/2015
040030000.22.032.016194
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება 2-181

2015 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 20.04.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.032.016067) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

ა) საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება და ამ მიზნით ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) საქართველოში წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების, შენახვის, გადამუშავებისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობა;

გ) საწარმოებში ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვა;

დ) მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, შესაბამისი პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და სამომხმარებლო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა;

ე) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ექსპორტის ზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების ხელშეწყობა;

ვ) მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მასში მონაწილეობის მიღება;

ზ) საქართველოში წარმოებული შიდა და გარე ბაზრისთვის განკუთვნილი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება;

თ) საქართველოში არსებული ვენახის ერთიანი კადასტრის შექმნის ორგანიზება და ხელშეწყობა;

ი) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა;

კ) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალის წარმოებასა და რეალიზაციაზე სახელმწიფო ზედამხედველობის  განხორციელება; 

ლ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების სახელმწიფო კონტროლი და სერტიფიცირება;

მ) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა/თანამშრომლობა;

ნ) ქართული ვაზისა და ღვინის კულტურისა და ისტორიის, ქართული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების პოპულარიზაციისთვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა და ამ მიზნით მარკეტინგული საქმიანობის წარმართვა;

ო) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების მოწყობის, ასევე გამოფენების და სემინარების ჩატარების ხელშეწყობა;

პ) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ჟ) სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

რ) კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილებებს და კომპეტენციის სფეროებს, ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;“.

3. მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავმჯდომარე.  

5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

 სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტი;

გ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.“.

5. მე-5 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) დარგობრივი ნორმატიული აქტების, ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების შიდა საწარმოო ინსტრუქციების ანალიზი, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და თავმჯდომარესთან შესათანხმებლად შესაბამისი დასკვნების მომზადება;

გ) რთველის სტატისტიკური ანალიზი;

დ) მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა;

ე) ვენახების ერთიანი კადასტრის პროგრამის დანერგვა, მართვა, მონიტორინგი;

ვ) მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის კვლევა;

ზ) სერტიფიცირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე ინსპექტირების განხორციელება;

თ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემთა შესწავლა და დასკვნების მომზადება;

ი) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებაზე ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი და ზედამხედველობა;

კ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების სახელმწიფო კონტროლი;

ლ) სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან, შენახვასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება, ანალიზი;

მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე შესაბამისობის სერტიფიკატის მომზადება და გაცემა;

ნ) საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე წარმოშობის სერტიფიკატების მომზადება და გაცემა;

ო) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის სტატისტიკის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება;

პ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ფიზიკო-ქიმიური ანალიზებისა და ორგანოლეპტიკური დასკვნების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;

ჟ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების შესწავლა და სააგენტოს თავმჯდომარესთან შესათანხმებლად წარდგენა;

რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის:

გ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დაგეგმვა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;“.

გ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია

1. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების ჩატარების მიზნით, სააგენტოსთან იქმნება მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.

2. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს  კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს მოადგილე და სპეციალისტები.

3. სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილეს და სპეციალისტებს  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც ამტკიცებს მათ თანამდებობრივ სარგოებს.

4. სადეგუსტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის წევრები (დეგუსტატორები), რომელთა კანდიდატურებსაც სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს თავმჯდომარე. კომისიის წევრებსა (დეგუსტატორები) და სააგენტოს შორის იდება შრომის ხელშეკრულება, რითიც განისაზღვრება მათი შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები.

5. სადეგუსტაციო კომისიის მუშაობის წესი და პირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია