„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 410
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.018796
410
03/08/2015
ვებგვერდი, 03/08/2015
010250000.10.003.018796
„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №410

2015 წლის 3 აგვისტო

 ქ.თბილისი

 

„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09.12.2014წ., 010250000.10.003.018289) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესების:

1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი - მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ქონების შემძენი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას კანონით განსაზღვრული პირი;“.

2. მე-2 მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის ან ასეთ პირთა გაერთიანებისათვის, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე ან კონკურენტული  შერჩევის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემა;“.

3. მე-2 მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:

„ყ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა.“.

4. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ამ ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი ვალდებულია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გაცემიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე.

4. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე,  მყიდველს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა თბილისის ქონებისა) პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტე­ბის ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.“.

6. მე-6 მუხლის  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. ელექტრონული აუქციონის ფორმით თბილისის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ვებგვერდზე და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს აუქციონატორის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.“.

7. მე-9 მუხლის  მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.“.

8. მე-11 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერი­ლობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკ­რულება).“.

9. მე-11 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას.“.

10. მე-11 მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

9. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“.

11. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიცი­პალი­ტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკ­რულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკის­რე­ბუ­ლი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკით­ხი, აგრეთვე, პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინებით.“.

12. მე-12 მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) (გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობისა (პირობებისა) შეცვლის ან გაუქმების, ხოლო პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებულ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ წინადადება.“.

13. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას თბილისის შემთხვევაში აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის − აუქციონატორის ვებგვერდზე, ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge.“.

14. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.“.

15. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.“.

16. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. გარიგებათა გაფორმების წესი

1. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.

2. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 - მე-9 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.“.

17. III თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი III1:

„თავი III1

თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება

მუხლი 201. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების წესი

1. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ამ წესებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

2. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების  პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება შეიძლება სასყიდლით, პირობებით ან უპირობოდ.

3. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვისა ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულებების პირობებს განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვისა ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება ხდება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომლის მიერაც, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ, 3 თვის ვადაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით იდება ხელშეკრულება.

4. თბილისის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, საკრებულოს მუნიციპალიტეტის თანხმობით. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე ხელშეკრულებებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით დებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

5. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით საკუთრებაში გადასცეს ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება სხვა ქონების თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ (გაცვლა). აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების სხვა ქონების თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ გადაცემა (გაცვლა) ხდება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გაცემის შემდეგ, 3 თვის ვადაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით დებს ხელშეკრულებას.“.

18. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთ­ხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცე­მის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს მუნიციპალიტეტის აღმას­რულებელ ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს, რომელიც, აღნიშნული საკითხის განხილ­ვის შემდგომ, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესა­ხებ ამ წესებით დადგენილი პროცედურებით.“.

19. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში,  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.“.

20. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიცი­პალი­ტეტის საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდ­ლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე, გადასცემს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბ­ლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იური­დიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპა­ლიტე­ტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პი­რებ­სა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით და­ფუძნებულ საწარმოებს.“.

21. 22-ე მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) წერილობითი მოთხოვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

22. მე-22 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

მუხლი 221. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი

1.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, თბილისის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ან/და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სარგებლობის უფლებით  გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან  ამ მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებას.

2. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირებისათვის და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებისათვის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის იმ საწარმოებისათვის, რომლებშიც თბილისის მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობა 100-პროცენტზე ნაკლებია სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით იღებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან  ამ მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებას.

3. ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისათვის (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირებისა) თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებას.

4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტის ან თხოვების ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს, აგრეთვე ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს ქონებაზე ინვესტიციის განხორციელების ან/და ხარჯების გაწევის პირობით.

5. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, ამ მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება 22-ე მუხლით განსაზღვრული დებულებები.“.

23. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.“.

24. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია, მხოლოდ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის თანხმობით.“.

25. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის აღამასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი იხილავს შესულ განაცხადებს 30 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).“.

26. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

27. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდე­ბულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

28. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის ქონების მმართველთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.“.

29. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“.

30. 28-ე მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიცი­პალი­ტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკ­რულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკის­რე­ბუ­ლი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკით­ხი, აგრეთვე, სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინებით.

6. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) (გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობისა (პირობებისა) შეცვლის ან გაუქმების, ხოლო პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემულ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ წინადადება.“.

31. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. ზოგადი დებულებები

1. აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორ­ციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.

2. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ინიცია­ტორი განაცხადს წარუდგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგა­ნოს ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს, რომელიც მთავრობის სახელით, აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.

3. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ვადას გან­საზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თბილისის შემთხვევაში - თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.“.

32. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

„მუხლი 291. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით, მართვის უფლებით გადაცემის შესახებ

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის ან/და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების უსასყიდლოდ, პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.

2. სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან/და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის, აგრეთვე თბილისის იმ საწარმოსათვის, რომელშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100 პროცენტზე ნაკლებია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების უსასყიდლოდ, პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.

3. ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისათვის (გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირებისა) თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით, მართვის უფლებით სასყიდლით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და შესათანხმებლად უგზავნის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“.

33. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისში აუქციონის ფორმით, პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი აუქციონი) შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, აგრეთვე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.“.

34. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუქციონის პირობებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრუ­ლებე­ლი ორგანო წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი, მართვის უფლე­ბ­ით გადასაცემი აქციების ან/და წილების მნიშვნელობის გათვა­ლის­წინებით.“.

35. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

მუხლი 301. თბილისის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით,  საჯარო ან კერძო შეთავაზებით,  უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესი

1. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზებას ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

2. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

3. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დასაბუთებული წინადადება, რომელშიც მოცემულია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზების ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და სხვა არსებითი პირობები, შემუშავებული დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის მისაღებად.

4. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შესახებ.

5. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ადგენს პრივატიზების კონკრეტულ პირობებს, მათ შორის:

ა) პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივ ან პროცენტულ მაჩვენებელს ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალურ ან/და მინიმალურ ზღვარს (ზღვრებს);

ბ)   წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასურს (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყის საპრივატიზებო საფასურს) და ანგარიშსწორების წესსა და პირობებს;

გ)  გრაფიკის შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო ძირითად თარიღებს, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადას, წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობებს, რომელთა შესაბამისად მთავრობა განახორციელებს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ სათანადო ქმედებებს.

6. სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზების საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მთავრობის განკარგულებით შეიძლება დადგინდეს სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების მიმართ ხმის უფლებასთან ან სხვა უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა ან ვალდებულება (მათ შორის, მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ საკითხებზე საზოგადოების წინასწარ ინფორმირების ვალდებულება).

7. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულება (ხელშეკრულებები) იდება, საპრივატიზებო საფასური გადაიხდება და მყიდველს შეძენილ წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლება გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.“.

36.  33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“.

37.  33-ე მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიცი­პალი­ტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკ­რულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკის­რე­ბუ­ლი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკით­ხი, აგრეთვე, მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინებით.

6. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) (გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობისა (პირობებისა)) შეცვლის ან გაუქმების, ხოლო პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის გადაცემულ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ წინადადება.“.

38. Vთავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავიV1:

„თავი V1

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა

მუხლი 331. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვის ფორმები და პირობები

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემისას ქონების შემძენს უფლება არ აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად გირავნობით დატვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის (რწმუნებულის), ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის თანხმობის გარეშე.

3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემაზე, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ წესის მე-11 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები.

მუხლი 332. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვის წესი

1. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება ამ წესების 201 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

2. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას გამოიყენება ამ წესების 41 მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.

3. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.“.

39. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზ­ღვრის წესი

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფა­სური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერ­ტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფა­სურს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.

2. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მიღებული თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შესაძლებელია განისაზღვროს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.“.

40. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქცი­ონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასუ­რი განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერ­ტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასუ­რს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.“.

41. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის და ქირის საფასურის განსაზღ­ვრის წესი

1. მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადა­ცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ, ამ წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქირის საწყისი საფასურის გათვალისწინებით.

2. მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადა­ცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.

3. მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადა­ცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერ­ტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქირის საწყისი საფასურის გათვალისწინებით.

4. მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადა­ცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.“.

42. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილე­ბის/აქციების აუქციონის ფორ­მით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერ­ტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.

2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადა­ცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერ­ტი) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით,  საწყის საფასურს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრუ­ლებელი ორგანო წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით, ხოლო თბილისის შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.

3. პირდაპირი განკარგვის წესით ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის  მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საფა­სუ­რი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ.

4. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზებისას წილების/აქციების საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“.

43. 38-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე მუხლი:

„მუხლი 39. აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის,  სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი

აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ შემთხვევაში მიმართავს,  თუ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება,  სარგებლობის უფლებით გადაცემა ან მართვის უფლებით გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი