საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016793
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
263
13/08/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
190040000.22.033.016793
საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/08/2015 - 20/02/2020)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №263

2015 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 199-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე საქონლის იმპორტისას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად ჩაითვალოს ის საქონელი, რომლის წარმოებისათვის გამოყენებულია  მხოლოდ:

1. საქონელი, რომელსაც ჰქონდა საქართველოს საქონლის სტატუსი (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა);

2. უცხოური საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელზეც განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადამუშავება და:

ა) რომლის საქართველოში იმპორტი საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან, ან

ბ) რომლის საქართველოში იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

3. საქონელი, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული  საქონლისაგან.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გათავისუფლების დასადასტურებლად გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თანახმად გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური