დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 263 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016793 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (14/08/2015 - 20/02/2020)
|
საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 199-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე საქონლის იმპორტისას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად ჩაითვალოს ის საქონელი, რომლის წარმოებისათვის გამოყენებულია მხოლოდ:
1. საქონელი, რომელსაც ჰქონდა საქართველოს საქონლის სტატუსი (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა); 2. უცხოური საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელზეც განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადამუშავება და: ა) რომლის საქართველოში იმპორტი საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან, ან ბ) რომლის საქართველოში იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 3. საქონელი, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საქონლისაგან. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გათავისუფლების დასადასტურებლად გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თანახმად გაცემული შესაბამისი დოკუმენტი. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები