„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-26/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 280070010.22.035.016338
01-26/ნ
30/07/2015
ვებგვერდი, 31/07/2015
280070010.22.035.016338
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-26/ნ

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №19, მუხლი 241) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის” (დანართი №2):
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის ერთდროულად მიღება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. აგრეთვე, კომპენსაციასთან ერთად სახელმწიფო პენსიის ან სოციალური პაკეტის მიღება, გარდა კანონისა და „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობებით“ გათვალისწინებულისა.“.

2. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან,  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიანი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები:

ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;

ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;

გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;

დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);

ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;

ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.“;

ბ) მე-3, 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.

31. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირი, თუ მას აქვს წელთა  ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.

32. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცრები და რიგითები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.“.

3. 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებმაც პროკურატურის სისტემაში იმსახურეს 4 წელი მაინც, გააჩნიათ პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო  დანაყოფებში სპეციალობით მუშაობის, აგრეთვე, ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი და არიან პროკურატურიდან დათხოვნილი საპენსიო ასაკის გამო, მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს დათხოვნის მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს 1.5% ნამრავლს ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.”.

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით და „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა.“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის  და იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე ზევადიანი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.“.

6. 141 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის  (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის  ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ:

ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილმა, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირმა, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულმა პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებაზე მომუშავე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.

1) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებებლი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, დამატებით, მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

2) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის:  გარდაცვალების მოწმობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში ვეტერანების საქმეთა სამსახური) მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, დამატებით, მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

3) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის  (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტი (სამართლებრივი საფუძვლის მითითებით), საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

4) „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტი (სამართლებრივი საფუძვლის მითითებით), საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, დამატებით, მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

ბ) პროკურატურის მუშაკზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ,  ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ:

ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ბ.ბ) პროკურატურის მუშაკის   გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, გარდაცვალების მოწმობა. ამასთან, დამატებით შვილ(ებ)ზე დაბადების მოწმობა.

გ) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ:

გ.ა) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,პარლამენტის წევრობის (ყოფილი წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

გ.ბ) პარლამენტის/უზენაესი საბჭოს  წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენტში მინიმუმ 8 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იგივე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;

ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ;

ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი:

ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.

ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:

ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:

თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

ი) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის –პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (შემდგომში – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;

კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ლ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) კომპენსაციის დასანიშნად – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილების ვადის გასვლის (მოადგილისათვის – არანაკლებ 5 წლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხანგრძლივობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ:

ლ.ა) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ლ.ბ) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) გარდაცვალების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილისათვის კომპენსაციის დასანიშნად – კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის ან მზრუნველის მომართვის შემთხვევაში – დამატებით, ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა.

მ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის საერთო სტაჟისა და მისი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) სოციალურ მოსამსახურედ მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბრძანება მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ცნობა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისას იგივე თანამდებობაზე მყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესახებ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს  „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3894-რს) ამოქმედებიდან და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3934-რს) ამოქმედებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო