დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.129.016176 |
26
31/07/2015
ვებგვერდი, 04/08/2015
010250050.35.129.016176
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
|
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში (სსმ, 29/09/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შენდეგი რედაქციით:
„ბ) გამგებლის პირველი მოადგილე.“; |
ბ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს მე-8 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. გამგებლის პირველი მოადგილე გამგებლის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგებლის პირველი მოადგილე ასრულებს გამგებლის მოვალეობებს გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.“; |
გ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ა“ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამგებლის პირველი მოადგილე.“; |
დ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები