ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016169
19
23/07/2015
ვებგვერდი, 28/07/2015
010250050.35.118.016169
ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2015 წლის 23 ივლისი

ქ. ონი

 

 

ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის  სიმბოლოების – გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი №1

ონის მუნიციპალიტეტის გერბი

                       

ონის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა:

გერბის ფარის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომლის შუა მწვერვალი მაღალია; მთის ზემოთ მოთავსებულია სტილიზებული ფორმის ოქროს ვერძის რქები, მის ზემოთ ოქროს ჯვარი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი ონი.


დანართი №2

ონის მუნიციპალიტეტის დროშა

                            

ონის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა:


დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. I ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს ბოლნური ჯვარი.  II ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს. I ნაწილს დროშის 2/3 უჭირავს, II ნაწილს 1/4. დროშის პროპორციაა  2:3.