ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016781
232
27/07/2015
ვებგვერდი, 27/07/2015
190040000.22.033.016781
ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №232

2015 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, 30.12.2009, №159, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

„3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ გადასახადის გადამხდელი აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული რისკების კრიტერიუმებს და ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება ხორციელდება ავტომატურად, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით საგადახდო დავალება მზადდება ერთ ეგზემპლარად.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე  უფლებამოსილი  საგადასახადო  ორგანოსთვის  წარდგენილი  იმ გადასახადის გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის/სანქციის   ზედმეტად   გადახდილი   თანხის   დაბრუნება,   გარდა   ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-13 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის სატარიფო ღირებულების 18 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდისათვის დეკლარირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხისა. გარდა ამ ბრძანების მე-12 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური