ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019581
  • Word
1462
09/07/2015
ვებგვერდი, 27/07/2015
000000000.00.003.019581
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1462

2015 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, დაბა ჩოხატაურში კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2015 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოსრეგიონებშიგანსახორციელებელიპროექტებისფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხისგამოყოფისშესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების საფუძველზე, №51 დანართის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 700 000 (შვიდასი ათასი) ლარისა და „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულების საფუძველზე, №52 დანართის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი დაფინანსებიდან აუთვისებელი 444 446 (ოთხას ორმოცდაოთხი ათას ოთხას ორმოცდაექვსი) ლარის ფარგლებში.

3. ეთხოვოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2016 წელს განსახორციელებელი სამუშაოების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაფინანსების მიზნით, 2016 წელს წარსადგენ პრიორიტეტულ პროექტებში გაითვალისწინოს დაბა ჩოხატაურში კულტურის სახლის მშენებლობის პროექტი და მასთან დაკავშირებული, 2016 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.