„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4189-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.017903
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4189-Iს
03/09/2015
ვებგვერდი, 10/09/2015
220020000.05.001.017903
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/09/2015 - 10/03/2017)

 

საქართველოს კანონი

 

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომერციული ბანკი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზია – სააგენტოს მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ნებართვა;“;

გ) „კ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“  ქვეპუნქტი:

„კ2) სააგენტო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს საფინანსო სექტორს;“;

დ) „ლ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ2) საბანკო დღე − კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები სააგენტოს საგადახდო სისტემის საშუალებით;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი; სააგენტო ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არავის არა აქვს უფლება, მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავენ წერილობით (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)), მის მიერ განსაზღვრული წესებისა და ფორმის მიხედვით. შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დამფუძნებელი დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ანდა ლეგალიზებული ასლები;

ბ) ინფორმაცია ადმინისტრატორების ამ კანონით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

გ) კომერციული ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს შესაბამისი კომერციული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი წარმოადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ;

დ) ამ კანონის 81 მუხლით გათვალისწინებული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;

ე) სააგენტოს წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს საწესდებო კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, კომერციული ბანკის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც  სააგენტო დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში;

ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება კომერციული ბანკი ან მისი ფილიალი.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

2. სააგენტო საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირზე, რომლის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი შეესაბამებიან ამ კანონით განსაზღვრულ კომერციული ბანკის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის შესაფერისობის კრიტერიუმებს. სათავო ბანკის მიერ აღნიშნული ფილიალისათვის გამოყოფილი რესურსის ოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

3. უცხოეთის ბანკის ფილიალზე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა) საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი უფლებამოსილია სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა, თუ წარმოდგენილი იქნება იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული.

4. სააგენტო უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე შესაბამისი სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:

ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება;

ბ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული;

გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, უცხოური სანდო ბანკის სტატუსი ენიჭება;

დ) ფილიალის ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი;

ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

5. უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკისათვის დადგენილი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.“.

5. 41 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.“.

6. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას მას გარკვეული პირობები და შეზღუდვები დაურთოს, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. შემდგომ პირობები და შეზღუდვები საბანკო საქმიანობის ლიცენზიას შეიძლება დაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი სისტემატურად არღვევს საბანკო კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის/სააგენტოს ინსტრუქციებს, დებულებებს, წესებს, დადგენილებებს, მოთხოვნებს, და მხოლოდ დარღვევათა აღმოსაფხვრელად საჭირო ფარგლებში.“.

7. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება 

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ  სააგენტოს გადაწყვეტილებით:

ა) კომერციული ბანკის თხოვნის საფუძველზე, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ბ) ამ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;

გ) ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე გარემოების გამო:

გ.ა) ლიცენზია გაცემულია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობაში ყალბი განცხადების ან სხვა უზუსტობების საფუძველზე;

გ.ბ) კომერციულმა ბანკმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში;

გ.გ) კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმის, მიერთების ან გამოყოფის შემთხვევაში;

გ.დ) კომერციულ ბანკს აღარ აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის ან საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ან მან დაკარგა კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ან ბანკს აღარ შეუძლია მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ.ე) კომერციული ბანკის პარტნიორებმა (აქციონერებმა) გადაწყვიტეს ბანკის გაუქმება ან ლიკვიდაცია, ან ბანკმა შეწყვიტა არსებობა, როგორც იურიდიულმა პირმა;

გ.ვ) კომერციული ბანკი ეწევა ან ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტორებს;

გ.ზ) აქციონერთა გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკი ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება;

გ.თ) კომერციული ბანკი გადახდისუუნაროა.

2.  სააგენტო ვალდებულია გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება უცხოეთის ბანკის ფილიალს და შვილობილ ბანკს, თუ ბანკის სათავო დაწესებულებას ჩამოერთვა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების უფლება.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა სააგენტოს მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება თხოვნით

1. კომერციულ ბანკს შეუძლია წერილობით სთხოვოს სააგენტოს, გაუუქმოს მას ლიცენზია.

2. სააგენტო აღნიშნული თხოვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს კომერციულ ბანკს (უარის შემთხვევაში – მისი საფუძვლის მითითებით).“.

8. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება სააგენტოსა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობასა და გაკოტრებაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სააგენტო.“.

9. 8მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი (შემდგომ – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ ბანკის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომ – დეკლარაცია).“.

10. 82– 84 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 82. დეკლარაციის განხილვა 

1. სააგენტო დეკლარაციას განიხილავს მისი წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში და დეკლარანტს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

2. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ არასაკმარისი ან არაზუსტი ინფორმაციაა წარმოდგენილი, მას უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს ან უშუალოდ ბენეფიციარ მესაკუთრესთან დააზუსტოს. ამ შემთხვევაში პასუხის გაცემის ვადა 3 თვემდე გრძელდება. ამის შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს.

3. დეკლარაციის წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში სააგენტოს მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.

4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დეკლარანტმა სააგენტოს დეკლარაცია არ წარუდგინა ან სააგენტოსაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილი.

მუხლი 83. სააგენტოსთვის წარსადგენი ინფორმაცია

1. კომერციული ბანკი სააგენტოს წლიურ ანგარიშთან ერთად, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აწვდის ინფორმაციას მისი 10 პროცენტზე მეტი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.

2. ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის წილის 10 პროცენტზე მეტს, ვალდებულია ყოველი წლის აპრილში სააგენტოს წარუდგინოს დეკლარაცია წინა წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით.

3. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ  სააგენტოსთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში დადგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მუხლი 84. სანქცია და გასაჩივრება

1. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია კომერციული ბანკისაგან მოითხოვოს მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ დეკლარაციის წარდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის პირს:

ა) გარკვეული ვადით შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს 60 დღის ვადაში მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება;

ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.

3. შესაბამის პირს უფლება აქვს, კომერციული ბანკის წილის შეძენაზე უარის თქმის, ხმის უფლების შეჩერების ან/და მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება  სასამართლოში გაასაჩივროს.

4. ხმის უფლების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, ისარგებლოს მხოლოდ წილის 10 პროცენტის შესაბამისი ხმის უფლებით.“.

11. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მოთხოვნები კომერციული ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ 

1. სააგენტო კომერციულ ბანკს პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობებს და მათი შექმნის წესებს. კომერციულ ბანკს ეკრძალება საწესდებო კაპიტალის არაფულადი ფორმით შევსება (ფორმირება).

2. კომერციულ ბანკს არა აქვს უფლება, შეამციროს თავისი საწესდებო კაპიტალი აქციების გამოსყიდვით ან შეამციროს საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების გამოყენებით სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წესდებაში სათანადო შესწორების შეუტანლად.“.

12. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია:

ა) სააგენტოს ნებართვის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება;

ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს გარკვეულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ საბანკო საქმიანობასთან. სააგენტოს წერილობითი ნებართვის გარეშე ეს წილი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს;

გ) სააგენტოს წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას და შეიძინოს შვილობილი საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში თითოეული შვილობილი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი საწარმოების საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით;

დ) მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში, თუ დაირღვა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, იგი ვალდებულია გაასხვისოს ნამეტი წილი ამ უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია ეს ვადა გააგრძელოს;

ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო – საბროკერო კომპანია, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში, და შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს მასში წილს, თუ სააგენტოს ნებართვის გარეშე ეს წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის 10 პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის მითითებით), აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს, ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე, და საჯაროდ გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია თავის წლიურ ანგარიშში.  სააგენტო განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.“.

13. 101 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციულმა ბანკმა საქართველოს ფარგლების გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში სააგენტოს უნდა წარუდგინოს ბანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესასრულებლად შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბანკი უზრუნველყოფს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“.

14. მე-11–მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. კომერციული ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა 

კომერციული ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა შეიძლება მხოლოდ სააგენტოს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია ისეთი შერწყმა, მიერთება ან გაყოფა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.

მუხლი 12. კომერციული ბანკის წესდება

1. თითოეულ კომერციულ ბანკს აქვს წესდება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ წერილობით, დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს.

2. თითოეული კომერციული ბანკის მართვა ხორციელდება შინაგანაწესით, რომელმაც მისი წესდების შესაბამისად უნდა განსაზღვროს:

ა) ბანკისა და მისი საოპერაციო და ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურა, შემადგენელი ერთეულები და ფუნქციები, მმართველობითი თანამდებობები და ანგარიშვალდებულებები;

ბ) თითოეული დეპარტამენტის დირექტორისა და მის დაქვემდებარებაში და კონტროლის ქვეშ მყოფი განყოფილების მოვალეობანი;

გ) აუდიტის კომიტეტის ფუნქციები;

დ) ადმინისტრატორებისა და ბანკის სხვა თანამშრომელთა უფლებამოსილება, აწარმოონ საბანკო ოპერაციები ბანკის სახელით და მის ხარჯზე.

3. თითოეული კომერციული ბანკი სააგენტოს წარუდგენს წესდებას, შინაგანაწესს და იმ თანამდებობის პირთა სიებს, რომლებსაც აქვთ ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება. სიებს უნდა დაერთოს აღნიშნულ პირთა ხელმოწერის ნიმუშები. ამ სიებში მითითებული უნდა იყოს მათი უფლებამოსილების ფარგლები.

მუხლი 13. კომერციული ბანკის ხელმძღვანელი ორგანოები

კომერციული ბანკის ხელმძღვანელ ორგანოთა ფორმირება და ფუნქციონირება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. კომერციული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად. იგი ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს. ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის მითითებით, კრებაში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად აქციონერებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უნდა მიეწოდოს სააგენტოს.“.

15. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. კომერციული ბანკის ფილიალები

კომერციული ბანკის ფილიალები, წარმომადგენლობები და სხვა, ანალოგიური ქვედანაყოფები იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით.“.

16. მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე ეროვნული ბანკის/სააგენტოს დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. ეროვნული ბანკის/სააგენტოს წესები, ნორმატივები და ინსტრუქციები, რომლებიც შეეხება ერთზე მეტ კომერციულ ბანკს, ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას და ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში მითითებული თარიღიდან. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესი, კომერციული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.

2. კომერციული ბანკი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდური რესურსების სათანადო დონეს და ახდენს თავისი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების რისკის გათვალისწინებით, სააგენტოს მოთხოვნათა შესაბამისად.“.

17. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები 

1. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას სააგენტოს მიერ დაწესებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

ა) საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობები;

ბ) ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა – სააგენტოს წესების შესაბამისად;

გ) ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

დ) ბანკის მიერ ერთ მსესხებელზე (ინსაიდერსა და აუტსაიდერზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

ე) ბანკის მიერ ყველა ინსაიდერზე (ბანკთან, აგრეთვე ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

ვ) ყველა გაცემული კრედიტისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის მაქსიმალურად დასაშვები მთლიანი მოცულობა, რომელიც გამოიხატება პროცენტულად, ბანკის მიერ გაცემულ ყველა კრედიტთან მიმართებით, რომლებიც შეიძლება გასცეს ბანკმა 10 ყველაზე მსხვილ მსესხებელზე (მათ შორის, ინსაიდერებსა და ურთიერთდაკავშირებულ პირებზე).

2. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას  სააგენტოს მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ნორმატივები:

ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირაოს ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობებთან. ბანკს აქვს ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლება;

ბ) კრედიტებისა და ინვესტიციების ან მათი განსაკუთრებული სახეების მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ;

გ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, აგრეთვე ის ვადები და პირობები, რომლებითაც აქტივების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა;

დ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც შეეხება:

დ.ა) გაცემული კრედიტებისა და განხორციელებული ინვესტიციების სახეობებსა და ფორმებს;

დ.ბ) აქტივებისა და ვალდებულებების (გარესაბალანსო და სხვა ვალდებულებების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობას;

დ.გ) დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებში ან ძვირფას ქვებში.

3. სააგენტო უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული კომერციული ბანკის მიმართ დაადგინოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და მოთხოვნები.“.

18. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. კომერციულ ბანკს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას. საბანკო საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კონკურენციის პოლიტიკას ახორციელებს სააგენტო, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში საბანკო საქმიანობის დასაშვებ პარამეტრებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს.“.

19. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილი ვადით შეინახოს ყველა საბუთი, რომლებიც მის თითოეულ გარიგებას შეეხება, კერძოდ:

ა) შუამდგომლობები და ყველა სახელშეკრულებო საბუთი, რომლებიც გარიგებას შეეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);

ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;

გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;

დ) სააგენტოს ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.“.

20. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკები და მათი შვილობილი ორგანიზაციები სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ საფინანსო ანგარიშგებას, რომლებიც საერთაშორისო საბუღალტრო მეთოდების საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებს და ფინანსურ მდგომარეობას, ამასთანავე, იცავენ საქართველოს ეროვნული ბანკის/სააგენტოს წესების შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონეს და სააღრიცხვო ნორმებს.“.

21. 27-ე–29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. გარე აუდიტი 

1. თითოეული კომერციული ბანკი, მისი შვილობილი საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი და სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ჩაატაროს გარეაუდიტორული შემოწმება.

2. თითოეული კომერციული ბანკი ვალდებულია გარეაუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე სააგენტოს წარუდგინოს შემოწმების სრული ანგარიში და გამოაქვეყნოს სააგენტოს წესებით განსაზღვრული საფინანსო ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.

მუხლი 28. უცხოეთის ბანკის ფილიალი

ამ კანონის 26-ე, 27-ე და 29-ე მუხლების დებულებები ვრცელდება უცხოეთის ბანკის ფილიალზე და შვილობილ ორგანიზაციაზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ეწევიან სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიებით. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბანკის ფილიალის საფინანსო-საანგარიშგებო საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს გამარტივებული საფინანსო ანგარიშების სახით, რაც გულისხმობს, რომ ბანკის ფილიალის აუდიტის კომიტეტად შეიძლება ჩაითვალოს მოცემული უცხოეთის ბანკის აუდიტის კომიტეტი ან სხვა შესაბამისი ორგანო.

მუხლი 29. ანგარიშგება და ინსპექციები

1. კომერციული ბანკი ამზადებს და სააგენტოს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს (როგორც თვით ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების) ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მოგებიანობას თვით ბანკის და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატივებით.

2. თითოეული კომერციული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ სააგენტოს ინსპექტორები ან სააგენტოს მიერ დანიშნული აუდიტორები. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში ხორციელდება, აუდიტორები შეიძლება იყვნენ შესაბამის ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურეები.

3. კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ინსპექტირებისას სააგენტოს და მის აუდიტორებს უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ანგარიშები, სახსრები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები;

ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს, თანამშრომლებს, ასევე მათი მონათესავე საწარმოების ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ ინფორმაცია კომერციული ბანკის აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ, აგრეთვე ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.“.

22. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. დარღვევები და სანქციები 

1. ამ მუხლში მითითებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს თითოეულ შემთხვევაში უფარდებს სააგენტო. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

2. სააგენტოს უფლება აქვს, კომერციული ბანკის, მისი ადმინისტრატორებისა და მაკონტროლებელი პირების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი სანქციები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სააგენტოს ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან სააგენტოს შესაბამის დებულებას;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;

ე) დაარღვია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და კომერციული ბანკის აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) კომერციულ ბანკს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;

გ) კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ბანკის საკუთარი სახსრებისა;

დ) კომერციულ ბანკს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ ადმინისტრატორის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა ბანკს ან დაუშვა სააგენტოს მიერ დადგენილი საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;

ე) ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;

ვ) სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება;

ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შეუჩეროს მას აქტიური ოპერაციები, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) მოითხოვოს კომერციული ბანკის მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა სააგენტოსათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც სააგენტო საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებიდან გამომდინარე;

კ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

4. სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ანდა შესაძლო საფრთხეს.

5. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

23. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა სააგენტოში  წარდგენილ თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.“.

24. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიიღოს აუცილებელი ზომები კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, ბანკის მოსამსახურეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით. დროებითი ადმინისტრატორი ასევე უფლებამოსილია მოახდინოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, მისი კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის სხვა კომერციულ ბანკზე გასხვისება. დროებითი ადმინისტრატორის მიერ სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.“.

25. 35-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით;“.

26. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს სააგენტოს მიერ დანიშნული პირი სააგენტოს მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს სააგენტოს გამოსაქვეყნებლად. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადებში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ბანკზე ირიცხება ხელშეკრულების საფუძველზე, ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის სააგენტოს მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) სააგენტო და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები არაუმეტეს 1500 ლარისა;

გ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები;

ე) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ვ) კომერციული ბანკის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ისეთი აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე კომერციული ბანკის აქტივი იყო, ის ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული ბანკის აქტივად, რომლის განკარგვის უფლებასაც იძენს სააგენტო. თუ ლიკვიდირებული ბანკის ამოღებული აქტივი არის ფულადი სახსრები, ისინი უნდა გადაირიცხოს სააგენტოში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. არაფულადი სახის მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში, მისი განკარგვის მიზნით სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ამოღებული აქტივის განკარგვის წესს ლიკვიდირებული ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად.“.

მუხლი 2. იმ კომერციულმა ბანკმა, რომელმაც „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის ამოქმედებამდე შექმნა ან შეიძინა შვილობილი საწარმო, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგინოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

3 სექტემბერი 2015 წ.

N4189-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.