დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეიმ დასახლებული ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა და რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.103.016186 |
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლებული ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა და რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-5 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლებული პუნქტების ტერიტორიები, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა და რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - თანახმად დანართისა.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება 2016 წლის 16 იანვრამდე. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებული პუნქტების ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ, სადაც ვრცელდება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის №23 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების იმ დასახლებული ტერიტორიები, სადაც არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები