„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016779
223
17/07/2015
ვებგვერდი, 20/07/2015
190040000.22.033.016779
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №223

2015 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში  (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხლი 1871) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №2-ში:
ა) ამოღებულ იქნეს ბიუჯეტის შემდეგი განმკარგველები:

 146        

0757

სსიპ – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე                                 

  683

4323 

ა(ა)იპ – თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი

“;

ბ) ბიუჯეტის განმკარგველი „4286” – (ა(ა)იპ - თვითმმართველი ქალაქის-ტურიზმის განვითარებისა და სოციალური კვლევის ცენტრი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 646

 4286

ა(ა)იპ - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის ცენტრი

“;

გ) N684 ბიუჯეტის განმკარგველის – „4324“ (ა(ა)იპ – საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი) შემდეგ  დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:

 685

4325

ა(ა)იპ – „ქ. ქუთაისის ხელბურთის კლუბი „ქუთაისი 2015

 686

4326

ა(ა)იპ – „ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი

 687

4327

ქ. თბილისის ა(ა)იპ – „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

“;

2. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები):
ა) სახაზინო კოდი – „3243“-ის (შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდები:

 შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში

 

 შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში გამოვლენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ.

3540

 შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში გამოვლენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ

3541

 შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში გამოვლენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ მიერ

3542

 შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში გამოვლენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ “ეროვნული სატყეო სააგენტოს“ მიერ

3543

“;

ბ) სახაზინო კოდი – „3245“ („შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 სხვა შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში

 

3245

“;

გ) სახაზინო კოდი - „3263“-ის (შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო) შედეგ დაემატოს შედეგი შინაარსის სახაზინო კოდები:

 შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო

 

 

 შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო გამოვლენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ

3544

 შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო გამოვლენილი საქართველოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ“

3545

 შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო  გამოვლენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ “ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ

3546

“;

დ) სახაზინო კოდი - „3264“ (შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო) ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

 შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა სამართალდარღვევების გამო

3264

“;

ე) სახაზინო კოდი – „3285“-ის (შემოსულობა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვაზე) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდები:

 სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი

 

 

 სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი გადახდევინებული საქართველოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ.

3580

 სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი გადახდევინებული საქართველოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ

3581

 სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი გადახდევინებული საქართველოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ“

3582

 სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი გადახდევინებული საქართველოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ “ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ“

3583

“;

ვ) სახაზინო კოდი – „3286“ (სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 სახელმწიფოსადმი მიყენებული სხვა ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი

3286

“;

ზ) სახაზინო კოდი – „3286“-ის (სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი) შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

 „

 ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზის ჩატარების თანხები

3584

“;

თ) ამოღებულ იქნეს შემდეგი სახაზინო კოდი:

 სსიპ – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

7107

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური