ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 349
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018734
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
349
14/07/2015
ვებგვერდი, 17/07/2015
300160070.10.003.018734
ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/07/2015 - 18/05/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №349

2015 წლის 14 ივლისი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლებისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის   მე-4 პუნქტის საფუძველზე:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტების − „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №84 დადგენილების დანართი 14-ით განსაზღვრული „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა

    თავი I. შესავალი

მუხლი 1.  მენეჯმენტის გეგმის მიზნები და მოქმედების ტერიტორიული სფერო

წინამდებარე მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისა და აღკვეთილისათვის, მთლიანობაში კი „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის“. მენეჯმენტის გეგმა მომზადდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის თანახმადაც მენეჯმენტის გეგმა სავალდებულოა ყველა დაცული ტერიტორიისთვის. მენეჯმენტის გეგმის შექმნის მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნების დასახვა, რომელთა განხორციელებაც  მიზნად უნდა დაისახოს პასუხისმგებელმა უწყებამ მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდში, შედეგების მისაღწევად მის მიერ შესასრულებელი კონკრეტული ქმედებებისა და პროგრესის მონიტორინგის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრის გზით.

 

მუხლი 2.  დაცული ტერიტორიების შექმნის მთავარი მიზნები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები შეიქმნა ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით შემდეგი მიზნებისათვის:

ა) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობების მონიტორინგი, ბუნებრივი ეკოსისტემების, ამ კანონით განსაზღვრულ საზღვრებს შიგნით მოქცეული ველური ბუნების შენარჩუნება და დაცვა;

ბ)  ლაგოდეხის აღკვეთილი ბუნებრივი პირობების დაცვა, რომელიც აუცილებელია ეროვნული მნიშვნელობის მქონე იმ ცოცხალი ორგანიზმების სახეობების ჯგუფებისა ან გარეული სახეობების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნებრივი ფორმაციების შესანარჩუნებლად, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებასა და აღდგენას და ამ კანონით განსაზღვრულ საზღვრებს შიგნით მოქცეული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვის პროპაგანდა.

 

მუხლი 3.  მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი

ა) 2013 წლის ივლისში რეგიონში მთავარი პარტნიორების გამოვლენის მიზნით   გაიმართა დაინტერესებულ მხარეთა ანალიზის სემინარი მენეჯმენტის გეგმის შემუშავების სხვადასხვა ეტაპისთვის;

ბ) მენეჯმენტის გეგმის I და  II თავები შემუშავდა სექტემბერში  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;

გ) 2013 წლის ნოემბერში ჩატარდა საწყისი სამუშაო შეხვედრა და სიტუაციური ანალიზის სემინარი გარე დაინტერესებულ პირებთან ერთად. სიტუაციური ანალიზის შეხვედრის დროს გადაიხედა მენეჯმენტის გეგმის I და  II თავი, განისაზღვრა დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებები და შეთანხმებული გრძელვადიანი მიზნები, ასევე გამოვლინდა პრობლემები და შესაძლებლობები, რაც მენეჯმენტის გეგმაში უნდა იყოს ასახული;

დ) 2013 წლის დეკემბერში მენეჯმენტის გეგმის  I და  II თავი შესწორდა, ხოლო III და IV თავი შემუშავდა სიტუაციური ანალიზის სემინარის შედეგებზე დაყრდნობით;

ე) 2014 წლის იანვარში დაგეგმვის სემინარი გაიმართა გარე დაინტერესებულ პირებთან ერთად. სემინარზე გადაიხედა III და IV თავები, ჩამოყალიბდა საშუალოვადიანი მიზნები და პროგრამები. სემინარის შემდეგ მომზადდა V, VI და VII თავები;

ვ)  2014 წლის 28 ოქტომბერს მართვის გეგმის პროექტი გამოქვეყნებულ იქნა საჯარო განხილვისთვის;

ზ)  2014 წლის 21 ნოემბერს ჩატარდა საჯარო განხილვა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში;

თ)  2014 წლის 9 დეკემბერს შედგა საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით დაცული ტერიტორიების სააგენტოში თბილისში.

 

მუხლი 4.  მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი

მენეჯმენტის გეგმა მოქმედებს ძალაში შესვლიდან 6 წლის განმავლობაში.

 

მუხლი 5. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა და განახლება

1. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მენეჯმენტის გეგმის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს მეექვსე წლის პირველი კვარტალისა, დაცული ტერიტორიების სააგენტო დაიწყებს ახალი მენეჯმენტის გეგმის მომზადებას, რომელიც მომზადდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი II
დაცული ტერიტორიების აღწერა

 

მუხლი 6. ადგილმდებარეობა

1. კახეთის რეგიონში მდებარე  ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის საერთო ფართობი შეადგენს 19749 ჰექტარს და მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე. ნაკრძალი მოიცავს მაწიმის ხევის, ლაგოდეხის ხევის, შრომის ხევის, ნინოსხევის, ბაისუბნის ხევის და კაბალის მდინარეების აუზებს. მისი ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან (დაღესტანთან). ნაკრძალს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მდ. მაწიმის ხევი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აზერბაიჯანთან. სამხრეთიდან და დასავლეთიდან სახელმწიფო ნაკრძალი ესაზღვრება აღკვეთილს.

2.  კახეთის რეგიონში მდებარე ლაგოდეხის აღკვეთილის საერთო ფართობი შეადგენს 4702 ჰექტარს და მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე. აღკვეთილი ორი ნაწილისაგან შედგება: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებებსა და სახელმწიფო ნაკრძალს შორის არსებული ტყე და ალპური საძოვარი, რომელიც გამოიყენება საზაფხულო ძოვებისთვის. ტყიან ნაწილს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, ხოლო სამხრეთიდან – დასახლებული პუნქტები (სოფ. გურგენიანი, სოფ. ხიზაბავრა, სოფ. კავშირი, სოფ. შრომა, ქ. ლაგოდეხი, სოფ. რაჭისუბანი და სოფ. მაწიმი).. აღკვეთილის ამ ნაწილის აღმოსავლეთის საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აზერბაიჯანთან და ესაზღვრება მდ. მაწიმისხევს, დასავლეთის საზღვარს კი ბაისუბნის ქედი ქმნის, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაშია. ალპური საძოვრების ნაწილი ჩრდილოეთიდან ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან (დაღესტანთან), მეორე ნაწილს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ალპური საძოვრები.  აღმოსავლეთის საზღვარს კი სახელმწიფო ნაკრძალი ქმნის, სამხრეთით იგი ესაზღვრება  სახელმწიფო ტყეს, რომელიც ეკუთვნის   ეროვნულ სატყეო სააგენტოს.

3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2002 წლის ბოლო საყოველთაო აღწერის მონაცემებით 51066-ია, რომელიც გადანაწილებულია მცირე და საშუალო ზომის სოფლებსა და ქალაქ ლაგოდეხში. ნაკრძალისა და აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტებია: ქ. ლაგოდეხი, სოფლები: მაწიმი, რაჭისუბანი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, ხიზა, გურგენიანი, ხიზაბავრა, ბაისუბანი, მსხალგორი და კაბალი.

4. დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობისა და საზღვრების რუკა იხილეთ დანართში 2ა.

 

მუხლი 7. დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა ეროვნულ დონეზე

1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, რომელიც ერთ-ერთია 14 სახელმწიფო ნაკრძალსა (IUCNIb კატეგორია) და 18 აღკვეთილს (IUCN IV კატეგორია) შორის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ლაგოდეხი პირველი ოფიციალურად დაცული ტერიტორიაა საქართველოში, აქ წარმოდგენილია ძირითადად ხელუხლებელი ტყე, ძუძუმწოვართა კარგად შენარჩუნებული პოპულაციების დიდი მრავალფეროვნება  და ენდემიზმის მაღალი დონე. ქვეყნის მასშტაბით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ეროვნული ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით.

2. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები    პრიორიტეტულ კონსერვაციული დერეფნის (კორიდორი)  ხევი - თუშეთი - ლაგოდეხის ნაწილია, როგორც აღნიშნულია კავკასიის ეკორეგიონალურ კონსერვაციის გეგმაში. სამხრეთ-აღმოსავლეთით მასთან ყველაზე ახლოსაა ვაშლოვანის, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით - თუშეთის დაცული ტერიტორიები.

 

მუხლი 8. დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა საერთაშორისო დონეზე

1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს 1163 დაცული ტერიტორიის შემადგენელ ნაწილს, კავკასიის რეგიონში, რომელიც მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის ნაწილს, ზემოთ ნახსენები დაცული ტერიტორიები მოიცავს 1 მილიონ ჰექტარზე მეტ ფართობს, რაც კავკასიის რეგიონის  12.7% შეადგენს.  

2. საერთაშორისო დონეზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები განლაგებულია აზერბაიჯანისა და დაღესტანის (რუსეთის ფედერაცია) საზღვრებთან. ზაქათალას სახელმწიფო ნაკრძალი (IUCN I კატეგორია) აზერბაიჯანში 1929 წელს შეიქმნა და დაახლოებით 23844 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, განლაგებულია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების აღმოსავლეთით და მათი საზღვრები თითქმის სახელმწიფო საზღვრებს ემთხვევა გარდა საერთაშორისო საზღვარზე გამყოლი ქედისა, რომელიც არ შედის ზაქათალას სახელმწიფო ნაკრძალში. ნაკრძალში არ არის დასახლებები და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა კანონმდებლობით აკრძალულია. ჩრდილოეთიდან ლაგოდეხს ესაზღვრება ტლიარატინსკის აღკვეთილი (IUCN IV კატეგორია) დაღესტანში, რომელიც 1986 წელს შეიქმნა და 83500 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს 20-ზე მეტ სოფლის ტიპის დასახლებას და ტლიარატას ოლქის მრავალ სასოფლო მეურნეობას. გუნიბისა და ჩაროდას რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებისათვის გამოყოფილია საძოვრებიც, სატყეო მეურნეობას კი სახელმწიფო სააგენტო „ტლიარატალესი“ მართავს.

3. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები შედარებით იზოლირებულია, ზაქათალასა და ტლიარატინსკის მომიჯნავე დაცული ტერიტორიების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ტერიტორია მაინც მოქცეულია დაცვის ქვეშ ბუნებრივი პროცესების ეკოლოგიური სტაბილურობისა და გენეტიკური გაცვლის უზრუნველსაყოფად.

4. მეზობელი ქვეყნების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მხრიდან დღესდღეობით არ შეიმჩნევა ტრანსსასაზღვრო კონსერვაციის ან კონტაქტის მცდელობები პოლიტიკურ თუ ტექნიკურ დონეზე.

 

მუხლი 9. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ისტორია

1. ლაგოდეხის ჩრდილოეთით მდებარე მთები და მდინარეთა აუზები ჯერ კიდევ 1870 წლიდან იწვევდა ბოტანიკოსებისა და ნატურალისტების ცხოველ ინტერესს. პოლონელ მოყვარულ ნატურალისტს ლუდვიგ მლოკოსევიჩს მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ლაგოდეხის ფაუნისა და ფლორის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. მან უშუალოდ შეუწყო ხელი რამდენიმე ენდემური მცენარის გამოვლენასა და მეცნიერულ აღწერას და ეს აისახა კიდეც მათ მეცნიერულ (ლათინურ) სახელწოდებებში: იულიას ფურისულა (Primula juliae), ლაგოდეხის ნაღველა (Gentiana lagodechiana), მლოკოსიევიჩის იორდასალამი (Paeonia mlokosewitschii), ლაგოდეხის იორდასალამი (P. lagodechiana). მასვე უკავშირდება კავკასიური როჭოს, როგორც დამოუკიდებელი სახეობის აღწერა. როჭოს ლათინური სახელწოდებაც ამ პიროვნების სახელთან არის დაკავშირებული – Tetrao mlokosiewiczi.

2. 1903 დასაწყისში ლაგოდეხის ხეობა, როგორც სანადირო ნაკრძალი, იჯარით გადაეცა რუსი დიდგვაროვნების ოჯახს. ხეების ჭრა, ძოვება და მიწით სხვა სახის სარგებლობა მკაცრად იკრძალებოდა. 1912 წელს ხეობის ნაწილი რუსეთის იმპერიის მეცნიერებათა აკადემიამ და გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის ფილიალმა ნაკრძალად გამოაცხადა, რითაც ლაგოდეხი საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში პირველი დაცული ტერიტორია გახდა. იმ დროისთვის ნაკრძალი მოიცავდა 3500 ჰექტარს მაწიმის  (მაწიმჩაი), ლაგოდეხისხევის და შრომისხევის (ანწალი) ხეობების ჩათვლით.

3. მცენარეული საფარისა და ფლორის უფრო დეტალური შესწავლა 1930-იანი წლებიდან დაიწყო. ლაგოდეხის ნაკრძალში უამრავ ცნობილ ქართველსა თუ რუს ბოტანიკოსს უმუშავია, მათ შორის - ნიკოლაი კუზნეცოვი, დიმიტრი სოსნოვსკი, ნიკო კეცხოველი. ამიტომაც, ფლორისა და მცენარეულობის თვალსაზრისით, ეს ნაკრძალი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ტერიტორიაა საქართველოში.

4. 1929 წელს აღნიშნული ტერიტორია პირველად გაფართოვდა. 1945 წელს ნაკრძალს მიემატა სუბალპური და ალპური საძოვრები. სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი საბჭოთა ეპოქაში გულისხმობდა როგორც ფლორის, ისე ფაუნის სახეობების, რაც მთავარია, ტყის მაქსიმალურ დაცვას. კანონის თანახმად, ადამიანის მხრიდან ჩარევა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობით შემოიფარგლებოდა, თუმცა იყო ნადირობის შემთხვევებიც. ნაკრძალში უნადირიათ გავლენიან საბჭოთა ლიდერებსა და მათ სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ რეალურად, კანონით გათვალისწინებული მკაცრი დაცვა არასდროს ვრცელდებოდა ნაკრძალის ქვედა, პერიფერიულ ზონებზე. მოსახლეობას უფლება ეძლეოდა, ეს ზონები რეკრეაციული მიზნებისა და ტყის არამერქნული პროდუქტების  (მეგ., კენკრა, თხილი, სამკურნალო მცენარეები და ა.შ.) შესაგროვებლად გამოეყენებინათ. საბჭოთა ეპოქაში მართვას ახორციელებდა ნაკრძალების სამმართველო, რომელიც სატყეო სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო.

5. 1990 წელს ნაკრძალების სამმართველო უშუალოდ დაექვემდებარა საქართველოს პრეზიდენტს. 1993 წლიდან შეიქმნა დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სანადირო მეურნეობების მთავარი სამმართველო. 2004 წელს ეს უწყება დაექვემდებარა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. 2003 წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი გაიზარდა 24,258 ჰა-მდე და ორი ტერიტორიული ერთეული მოიცვა, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი (22385 ჰა) და ლაგოდეხის აღკვეთილი (1998 ჰა), რომელსაც ერთი ადმინისტრაცია მართავს.

6. 2004 წელს სახელმწიფო სამმართველო დაექვემდებარა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტად გადაკეთდა, ხოლო 2008 წელს რეორგანიზაციის შედეგად დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - დაცული ტერიტორიების სააგენტოდ ჩამოყალიბდა და დღემდე ამ სტატუსით ფუნქციონირებს.

7. 2007 წელს შეიცვალა საქართველოს კანონი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“: ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შემცირდა 22296 ჰა-მდე, ხოლო აღვეთილის- 2156 ჰა-მდე გაიზარდა. 2013 წელს ამავე კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად სახელმწიფო ნაკრძალიდან აღკვეთილს დამატებით 2547 ჰა. ფართობის ტერიტორია გადაეცა.

 

მუხლი 10. გეოლოგია და ჰიდროლოგია

1.  ნაკრძალის ტერიტორია რთული მთიანი რელიეფითა და გეომორფოლოგიური სტრუქტურით ხასიათდება, რომლის ფორმირებაში მთავარი როლი მდინარეულ ეროზიას მიუძღვის. ძველი გამყინვარების კვალი  მყინვარული რელიეფისა და მორენული ნაფენების სახით სუსტადაა გამოხატული და, ძირითადად, თხემისპირა ზოლში და ქოჩალოს მწვერვალზე გვხვდება.

2. დაცულ ტერიტორიებზე ხუთი  მთავარი წყალგამყოფი ქედია: მსხალგორის, უღელტეხილის, ნინიგორის, კუდიგორის  და  ქოჩალოს. ეს უკანასკნელი რთული მთიანი სისტემაა და, თავის მხრივ, მოიცავს მრავალ გვერდით შტოქედსა და ხეობას.

3. რელიეფი სიმაღლის მიხედვით იცვლება. დაბალ სიმაღლეებზე 400-დან 500 მ.ზღ.დ. რელიეფი შედარებით რბილია. მდინარეების კალაპოტები განიერია და ფერდობები ზომიერად დაქანებული - 5-8°. 500 მეტრის ზემოთ რელიეფი მეტად რთულდება, ბევრია ღრმა ხეობა და ციცაბო კლდოვანი ფერდობი. რთული რელიეფი დომინირებს ზღვის დონიდან 1550 მეტრამდე. საშუალო დაქანება 20-25°-ია. განსაკუთრებით ციცაბოა სამხრეთი ფერდობები, სადაც დაქანება 60°-საც კი აღწევს. ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობები ნაკლებად დაქანებულია. ზღვის დონიდან 1800-2200 მ-ის სიმაღლეზე რელიეფი მეტად დანაოჭებულია, თუმცა დაქანება ჩვეულებრივ მცირეა 15-20°. 2200-2600 მ. სიმაღლეზე ისევ დომინირებს დიდი დაქანების 30-40° ეროზიული და ციცაბო კლდოვან-ნაშალიანი ფერდობები. ზღვის დონიდან 2600-2850 მ-ზე მყინვარული რელიეფი ხასიათდება რბილი ფორმებითა და მაღალმთის ტალღური ვაკეებით. უფრო ზემოთ კი ჭარბობს დიდი დაქანების კლდე-ნაშალიანი ფერდობები და გაშიშვლებული კლდეები. ნაკრძალის რელიეფის უმეტესი ნაწილი აგებულია იურული თიხა-ფიქლებითა და ქვიშაქვებით, რომელიც დიდი დაქანების ფერდობებზე მრავალგან გაშიშვლებულია. ნაკრძალის ქვედა ზონებში მდინარისპირა ტერასები აგებულია მეოთხეული პროლუვიური (ქვიანი, ქვიშნარი) ნაფენებით, რაც ზოგან გამდიდრებულია ალუვიური ჩამონატანით.

4. დაცულ ტერიტორიებზე ნიადაგის სხვადასხვა ტიპი გვხვდება, რომელიც განსხვავდება ნიადაგის ფენის სისქის, ტენის შემცველობის, სტრუქტურისა და ნაყოფიერების მიხედვით. ამ პარამეტრების ვარიაცია ხშირად დამოკიდებულია რელიეფზე, ექსპოზიციასა და სიმაღლეზე. სამხრეთ ფერდობებზე ტყით დაფარულ ქვედა ზონებში გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგები. სუბალპურ მდელოებზე გავრცელებულია მთამდელოს მცირე სიღრმის ხირხატიანი ჰუმუსიანი ნიადაგები. სუბალპური სარტყლის ზედა ნაწილში ნიადაგური საფარი, ძირითადად, შექმნილია მთა-მდელოს ჰუმუსიანი ნიადაგებით. ყველა სახის ნიადაგში დომინირებს თიხნარი ნიადაგები. დეკიანებში (Rhododendretum) გვხვდება ტორფიან-ჰუმუსიანი მჟავე ნიადაგები. ალპური სარტყლის ნიადაგური საფარი დიდი დაქანების მქონე ფერდობებზე უმთავრესად წარმოდგენილია მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგებით.

5. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით მცირე და მოზრდილი მდინარე და ნაკადულია. ნაკრძალის მთავარი მდინარეებია: კაბალი, ბაისუბნისხევი, ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხის ხევი, და მაწიმისწყალი. ყველა ეს მდინარე სათავეს დიდი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფზე იღებს და სამხრეთისკენ პარალელურად მოედინება. მდინარეები და ნაკადულები ალპური ჩქარი დინებით, ქვა-ღორღიანი და ხრეშიანი კალაპოტებითა და მაღალი სიმჟავის წყლით ხასიათდება. მდინარეები სხვადასხვა ზომის ჩანჩქერებს წარმოქმნიან. შრომისწყალზე 15-მდე ჩანჩქერია, რომელთა სიმაღლე 4 მ-დან 40 მ-მდე მერყეობს. ლაგოდეხისწყალს 10 ჩანჩქერი აქვს, რომელთაგან უმაღლესი 80 მ-ს აღწევს.

6. მდინარეები და ნაკადულები არსებულ ხევებსა და უბეებს ბუნებრივად მიუყვება ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე.  მდინარეებისა და ნაკადულების უმრავლესობა ხშირად იცვლის კალაპოტს წყალდიდობების შემდეგ. წყალდიდობები საკმაოდ ხშირია და თან დიდი რაოდენობის გამხმარი და მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე მოაქვს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს კალაპოტის ცვლას და ანელებს წყლის დინებას.

7. მაღალ ალპურ ზონაში არის მყინვარული წარმოშობის მრავალი ოლიგოტროპული ტბა. მათ შორის ყველაზე დიდია შავი კლდეების ტბა (ტბა ხალა ხელი), რომელიც საქართველოსა და დაღესტანის რესპუბლიკის ტერიტორიების საზღვარზე მდებარეობს.  ამ ტბის ზედაპირის მთლიანი ფართობია 21 ჰა, ხოლო მაქსიმალური სიღრმე – 14 მ. ტბაში თევზი არაა, თუმცა აღინიშნებოდა თავკომბალებისა და უხერხემლო ცხოველების არსებობა.

8.  დაცული ტერიტორიები მდიდარია გოგირდოვანი წყაროებით, რომლებიც განსაკუთრებით ბევრია ლაგოდეხისწყლის ხეობაში.

 

მუხლი 11. კლიმატი

1.  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უდაბლეს და უმაღლეს წერტილებს შორის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან - 3,500 მ-მდე მერყეობს, რაც განაპირობებს მნიშვნელოვან განსხვავებებს ნალექების რაოდენობასა და საშუალო წლიურ ტემპერატურას შორის.

2.  ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან ქვედა ზონებისათვის დამახასიათებელია შედარებით ტენიანი, ნაკლებად ცივი და შედარებით ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცხელი ზაფხული, ხოლო ალპურ ზონებში კლიმატი ზომიერად ტენიანია ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, მაგრამ გრილი ზაფხულით.

3.  ქ. ლაგოდეხისა და დაცული ტერიტორიების ქვედა ზონაში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 1100 მმ-ია და სიმაღლის ცვლასთან ერთად იზრდება, ხოლო დაცული ტერიტორიების უმაღლეს წერტილში 2000-2200 მმ-საც აღწევს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მოდის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში, ხოლო მინიმალური – დეკემბერსა და იანვარში. წელიწადში საშუალოდ 133 წვიმიანი დღეა. თოვლის სტაბილური საფარი მაღალ ზონებში ნოემბრიდან შეინიშნება და მაისამდე დევს (ე.ი. წელიწადში დაახლოებით 160 დღის განმავლობაში).

4. ქ. ლაგოდეხში საშუალო წლიური ტემპერატურა 12–13°C ფარგლებში მერყეობს, ხოლო  3500მ.ზღ.დ -3.2-დან -0.3°C-მდე. ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი ზაფხულში +38°C-ია, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი ზამთარში – 23°C-ია.

 

მუხლი 12. ლანდშაფტები

1.  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამ ნაწილში კავკასიონი არ გამოირჩევა დიდი სიმაღლის მთებით, მაგრამ მისი კალთები ზღვის დონიდან 400-დან 3500 მ-მდე მკვეთრად აღიმართება ალაზნის ველის ვრცელი დაბლობიდან, რითაც მაქსიმალური სიმაღლეთა სხვაობა მთების ძირიდან წვერამდე 3100 მ-ს აღწევს.

2. დაცული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 13000 ჰა) დაფარულია სხვადასხვა ტიპის ფოთლოვანი ტყეებით ზღვის დონიდან 400-1850 მ-მდე. ლანდშაფტი წარმოადგენს ტყით დაფარულ მთიან მასივს წყალგამყოფებითა და ღრმა ხეობებით. აღინიშნება სტრუქტურითა და სახეობრივი შემადგენლობით განსხვავებული ფოთლოვანი ტყის სხვადასხვა ტიპი. ტყის ცენოზის კონკრეტული ტიპები ერთმანეთს ენაცვლება სიმაღლისა და ექსპოზიციის მიხედვით.

3. ტყის სარტყლის ზემოთ უკვე სუბალპური ლანდშაფტი გვხვდება, რომელსაც დაახლოებით 7000 ჰა ფართობი უკავია ზღვის დონიდან 1850 მ-სა და 2500 მ-ს შორის. ამ ლანდშაფტისთვის დამახასიათებელია სუბალპური ტყეების, სუბალპური ბუჩქნარებისა და მდელოების მოზაიკა. ლანდშაფტების ამ სამი მთავარი ელემენტის გავრცელების კანონზომიერებები უმეტესწილად დამოკიდებულია ექსპოზიციასა და სიმაღლეზე. ზღვის დონიდან 1800-2200 მ-ზე რელიეფი საკმაოდ რთული და დანაწევრებულია, თუმცა, გვხვდება მარტივი ფორმებიც. სუბალპური ტყეები, ჩვეულებრივ, ზღვის დონიდან 2400-2500 მ-ზეა განვითარებული და ხასიათდება განსხვავებული სრუქტურისა და ფორმის თვალსაზრისით – უმთავრესად წარმოდგენილია მეჩხერი ე.წ. პარკისებური და ტანბრეცილი ტყეებით, რაც ძლიერი ქარებისა და თოვლის წნევისაგან არის განპირობებული.

4. ალპური ლანდშაფტები ზღვის დონიდან 2450-2500-დან 3000 მ-მდე გვხვდება. ამ უტყეო ლანდშაფტებს დაახლოებით 4000 ჰა ფართობი უკავია, ხასიათდება ციცაბო, კლდოვანი და ასევე რბილი და მომრგვალებული რელიეფებით. ეროზიული, კლდოვანი და კლდენაშლიანები ამ ლანდშაფტის მთავარი დამახასიათებელი ფიზიკური ნიშანია. რელიეფი მაღალი დახრილობით გამოირჩევა (35-40°). აღსანიშნავია, ე.წ. დემიდოვის ნაშლები, რომელიც ყველაზე დიდი ნაშლებია დაცულ ტერიტორიებზე. ლანდშაფტის სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებია შედარებით რბილი რელიეფის ფორმები (ე.წ. მყინვარული ცირკები) და მცირე მყინვარული ტბები. რბილი რელიეფი უმეტესად ალპური ზონის შუა ნაწილს ახასიათებს ზღვის დონიდან 2600-2850 მ-ის სიმაღლეზე. სხვადასხვა ფიზიკური თუ გარემო ფაქტორი ალპური მდელოების, კლდოვანი ფორმებისა და კლდენაშლიანების მოზაიკას ქმნის. ალპური მდელოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ალპური ხალები, რომელიც შედარებით უფრო ტენიან ადგილებში, ჩაღრმავებებსა და ვაკეებზე ვითარდება და მრავალფეროვანი ფლორით გამოირჩევა. ნაშალები მეჩხერი მცენარეული საფარით ხასიათდება და ფლორისტული შემადგენლობაც მეტად თავისებურია.

5. სუბნივალური ზონა ზღვის დონიდან 3000-3500 მ-ის სიმაღლეზე ვითარდება. ამ ზონისთვის დამახასიათებელია მეტად რთული რელიეფი დიდი დაქანების კლდენაშალიანი ფერდობები და გაშიშვლებული კლდეები. მცენარეები აქ მცირე დაჯგუფებების სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ქარებისგან შედარებით დაცულ ადგილებში ვითარდება, სადაც ნიადაგის თხელი ფენაა წარმოქმნილი.

 

მუხლი 13. ჰაბიტატები

1. ტყის სარტყლის ქვედა ზონა: ჰაბიტატის ეს ტიპი გვხვდება ზღვის დონიდან 400 მ-დან 1050 მ-ს შორის სიმაღლეებზე და შედარებით რბილ (5-8° დაქანება) რელიეფურ ადგილებსა და დიდი დაქანების კლდოვან ფერდობებს, ღრმად ჩაჭრილ ჩანჩქერიან ვიწრო ხეობებს მოიცავს. ტყის სარტყლის ქვედა ზონაში წმინდა წიფლნარი ტყეები დომინირებს. სამხრეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობებზე გაბატონებულია რცხილნარები და შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები. ქვედა იარუსი არ ვითარდება ან სუსტადაა განვითარებული. ბალახოვანი საფარი ჩვეულებრივ ვითარდება მხოლოდ ტყის ფანჯრებში.

2. ტყის სარტყლის შუა ზონა: ტყის შუა ზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მ-დან 1550 მ სიმაღლეზე და ხასიათდება უაღრესად რთული ღრმა ხეობებით, ხევებით და ძლიერ დანაწევრებული რელიეფით. ტყის საფარი სტრუქტურისა და სახეობების მხრივ მრავალფეროვანია. გაბატონებულია წიფლნარი (Fageta, Fagus orientalis), წიფლნარ-რცხილნარი (Fago-Carpinetun; Carpinus caucasica) და რცხილნარი (Carpinetum, C. caucasica) ტყეები. კლდოვანი ადგილები (რომლებიც მრავლად გვხვდება, განსაკუთრებით კი სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე) მდიდარია ენდემური და რელიქტური მცენარეებით, მათ შორის უთხოვარი (Taxus baccata), პასტუხოვის სურო (Hedera pastuchovii), მაღალი მოცვი (Vaccinium arctostaphylos), ლაგოდეხის იორდასალამი (Paeonia lagodechiana), მლოკოსევიჩის იორდასალამი (Paeonia mlokose­witschii), ლაგოდეხის ნაღველა (Gentiana lagodechiana), ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa), ქართული თხილი (Corylus iberica) და ა.შ. ეს ჰაბიტატები მოიცავს ქალწულებრივი ტყეების დიდ კორომებს.

3. ტყის სარტყლის ზედა ზონა: ზედა ზონის ტყეები გვხვდება ზღვის დონიდან 1500 მ-დან 1850 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი მეტად რთულია, ფერდობები კი - ძლიერ დაქანებული (60°). რელიეფის შედარებით რბილი ფორმები გვხვდება ჩრდილოეთის ექსპოზიციის კალთებზე. ტყეებიდან დომინირებს წიფლნარები, წიფლნარ-რცხილნარები და შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები. ტყის სტრუქტურა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცვლება დაქანების მატებასთან, ექსპოზიციასთან და განსაკუთრებით კი სიმაღლის ცვლილებასთან ერთად. წიფლნარის კორომებითაა დაფარული ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობები და ასევე ნაკლებად ციცაბო სამხრეთი ფერდობები. სამხრეთის ექსპოზიციის დიდი დაქანების (30-50°) ფერდობებზე დომინირებს წიფლნარ-რცხილნარები და შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები. დიდი დაქანების კლდოვან ფერდობებზე გავრცელებულია შერეული შემადგენლობის, მეჩხერი ტყეები. ტყის სარტყლის ზედა საზღვართან (ზღვის დონიდან 1700-1800 მ) სულ უფრო ხშირად ჩნდება ტყის ფანჯრები. წიფლნარის კორომების შემადგენლობაში ჩნდება სუბალპური მცენარეულობის წარმომადგენლები:  მაღალმთის ბოკვი/ნეკერჩხალი (Acer trautvetteri), ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii), ცირცელი (Sorbus caucasigena), მაღალმთის მუხა (Quercus macranthera) და სხვ. ტყის ფანჯრების  ბალახოვან საფარში ასევე დომინირებს  სუბალპური სახეობები.

4. სუბალპური ტყეები: ჰაბიტატის ეს ტიპი გვხვდება ზღვის დონიდან 1800-1850 მეტრიდან და ტყის ზედა საზღვრამდე, რომელიც, როგორც წესი, ზღვის დონიდან 2400-2500 მეტრზეა (ტყის ზედა საზღვარი ჩრდილოეთის, ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობებზე 2250-2300 მ-ზე და ზოგან უფრო მაღლაც კი გადის). სუბალპური ტყეები წარმოდგენილია მეჩხერი, ანუ პარკისებრი და ე.წ. ტანბრეცილი ტყეებით. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მაღალმთის ბოკვის/ნეკერჩხლის (Acer trautvetteri), აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis), მაღალმთის მუხისა (Quercus macranthera) და ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) ტყეები. ნეკერჩხლისა და წიფლის ტყეები დომინირებს ჩრდილოეთის, დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობებზე. ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) პარკისებრი ტყის კორომები სამხრეთის ფერდობების გარდა ყველგან არის გავრცელებული. სამხრეთის შედარებით უფრო მშრალ ფერდობებზე ტყის მცენარეულობა ძირითადად წარმოდგენილია პარკული ტიპის მაღალმთის მუხნარით (Quercus macranthera). სხვა სუბალპურ ტყეებთან შედარებით რამდენადმე უფრო მაღლა ვრცელდება ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) ტანბრეცილი ტყეები. ტანბრეცილ არყნარში ხშირად შერეულია კავკასიური ცირცელი (Sorbus caucasigena). ზოგან ცირცელი ისე მრავლადაა, რომ ჩამოყალიბებულია ბიდომინანტური (ორი დომინანტი სახეობა) ცირცელიანარყნარი თანასაზოგადოებებიც. სუბალპური ტყეები სტრუქტურულად და სახეობრივად მრავალფეროვანია. მრავალ ადგილას აქტიურად იჭრება სუბალპური მაღალბალახეულობისა და მდელოსა და ბუჩქნარის ელემენტები, რაც ჰაბიტატების საერთო მრავალფეროვნებას კიდევ უფრო ზრდის.

5. სუბალპური მდელოები და ბუჩქნარი: ჰაბიტატის ეს ტიპი წარმოადგენს ბუჩქნარის, მდელოებისა და მაღალბალახეულობის სხვადასხვა ვარიანტისგან შედგენილ მოზაიკურ ჰაბიტატს. ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე განვითარებულია გართხმული დეკიანები (Rhododendron caucasicum). ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფერდობებზე მცირე დაჯგუფებებისა და ფრაგმენტების სახით წარმოდგენილია მეორადი იელიანებიც (Rhododendron luteum), მოცვიანი (Vaccinium myrtillus) და ღვიიანი (Juniperus depressa) ცენოზებიც. ჰაბიტატი მოიცავს პირველად და მეორად სუბალპურ მდელოებს. მეორად მდელოებს პარკისებრი და ტანბრეცილი ტყეების გავრცელების ადგილი აქვს დაკავებული, აქედან გამომდინარე, ისინი გვხვდება პირველად სუბალპურ მდელოებთან შედარებით უფრო დაბალ სიმაღლეებზე. თუმცა ეს მდელოები შედგენილობისა და სტრუქტურის მხრივ უკვე თითქმის პირველადი სუბალპური მდელოების იდენტურია. მეორადი მდელოები ფართოდაა გავრცელებული სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის შედარებით მშრალ ფერდობებზე, სადაც მათ მაღალმთის მუხნარის ყოფილი ადგილსამყოფელი უჭირავთ. სუბალპური მდელოები ძირითადად სხვადასხვა ნაირბალახოვანი შერეული თანასაზოგადოებებისაგან არის ფორმირებული.

6. ალპური მდელოები და ალპური ხალები ჰაბიტატების ეს ტიპი ფრაგმენტულადაა გავრცელებული ალპური ზონის კლდოვან წარმონაქმნებსა და ღორღიან ტერიტორიებს შორის (ზღვის დონიდან 2450 მ-დან 3000 მ-მდე). ალპურ ზონაში გვხვდება მცენარეულობის განსაკუთრებული ტიპი, რომელსაც ლაქისებრ–მოზაიკური გავრცელების გამო „ალპურ ხალებს“ უწოდებენ. ალპური ხალებისათვის დამახასიათებელი სახეობებია: Alchemilla caucasica, Campanula biebersteiniana, Carex oreophila, Carum caucasicum, Catabrosella variegata, Chamaesciadium acaule, Colpodiumversicolor, Corydalis conorhiza, Festuca supina, Gentiana djimilensis, Gypsophila tenuifolia,  Kobresia humilis, Luzula pseudosudetica, L. spicata, Minuartia aizoides, Nardus glabriculmis, Ornithogalum schmalhausenii, Pedicularis crassirostris, Phleum alpinum, Poa caucasica, Potentillagelida, Sibbaldia semiglabra, Trifolium ruprechtii, , Trilius patulus,  და სხვ. ალპურ სარტყელში მეტწილად სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე ფართოდაა გავრცელებული ჭრელი წივანას (Festuca varia) მონოდომინანტური მკვრივკორდიანი მდელოები.   დომინანტურ სახეობასთან ერთად აქ გვხვდება:  Betonica macrantha, Leontodon hispidus, Sedum involucratum, დაTrifolium canescens. ალპური მდელოების დამრეც ფერდობებსა და გავაკებებზე ზღვის დონიდან 3000 მ-მდე გავრცელებულია კიდევ ერთი მკვრივკორდიანი ფორმაცია ძიგვიანი (Nardetum; Nardus glabriculmis). ასევე გავრცელებული სახეობებია ცხვრის წივანა (Festica ovina), ისლები (Carex meinshauseniana, C.  canescens, C. capillaris და C. micropodioides).

7. ლაგოდეხის აღკვეთილის ალპური საძოვრები (რომლებიც გამოიყენება პირუტყვის ძოვებისთვის): 2006 წელს ჩატარებული კვლევის თანახად,  აღკვეთილში საზაფხულო საძოვრებად გამოყენებული ალპური მდელოების დიდი ნაწილი დეგრადირებულია პირუტყვის ჭარბი რაოდენობის გამო,  რაც  ძოვების ყოველგვარ ზღვარს მიღმაა. გადაჭარბებული ძოვებისა და ფეხით გათელვის შედეგად, როგორც ეს ზემოთ მოყვანილ პარაგრაფშია აღწერილი, დაიკარგა  ბუნებრივი ალპური მდელოების სახეობების მრავალფეროვნება. არსებულ ბალახოვან საფარს ჩაანაცვლებს მცირე ზომის სახეობები - ე.წ. „მეორადი ხალები“, რომლებიც შედგება შემდეგი ბალახოვანი სახეობებისგან: მარმუჭი (Alchemilla sericata), ფესვმაგარა (Sibbaldia parviflora), ძიგვა (Nardus stricta)  და  კორდისკბილა (Euphrasia pectinata).

8. სუბნივალური ზონის ჰაბიტატი: სუბნივალური ზონისთვის (ზღვის დონიდან 3,000-დან 3,500 მ-მდე) დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობების გამო ეს ჰაბიტატი მოკლებულია შეკრულ მცენარეულ საფარს. მცენარეულობა მიკროდაჯგუფებების სახით არის წარმოდგენილი. მცენარეთა მიკროდაჯგუფებები, ჩვეულებრივ, 3-7-მდე სახეობისაგან შედგება, იშვიათად კი 9-11 სახეობასაც შეიცავს. სუბნივალურ სარტყელში გვხვდება: Alopecurus dasyanthus, A. glacialisAnthennaria caucasica, Anthemis sosnowskyana, Arenaria lychnidea, Carex tristis, Cerastium cerastoides, C. multiflorum, C. polymorphum, Colpodium versicolor, Corydalis alpestris, C, conorhiza, Draba bryoides, D. siliquosa, D. supranivalis, Erigeron uniflorus, Gnaphalium supinum, Festuca supina, Lamium tomentosum, Luzula spicata, Minuartia aizoides, Minuartia inamoena , Myosotis alpestris, Poa alpina, Sedum involucratum, S. tenellum, Senecio taraxacifolius, Sibbaldia semiglabra, Taraxacum crepidiforme, T. porphyranthum, Thymus nummularius,  Tripleurospermum caucasicum, T. subnivale, Trisetum spicatum, Viola minuta და სხვა. გავრცელებულია ასევე რამდენიმე ენდემური სახეობა: Alopecurus dasyanthus, Corydalis alpestric, Draba supranivalis, Nepeta supina, Scrophularia minuta, Senecio sosnowskyi, Veronica minuta, და Viola minuta.

9. მტკნარი წყლის ჰაბიტატები: მთების მასივებიდან გამოდინებული ნაკადულები და მდინარეები ხევების მეტად თავისებურ ლანდშაფტებს ქმნიან. ნაკადულების კალაპოტი ქვა-ღორღიანი, ხრეშიანია და  დაბალი ორგანული შემადგენლობით ხასიათდება, რის გამოც ამ წყლებში მხოლოდ ისეთი თევზი ბინადრობს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სწრაფ დინებასა და ცივ წყალს ეგუება, ასეთებია: მტკვრის წვერა (Barbus lacerta), კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus), სწრაფულა ნაფოტა (Alburnoides bipunctatus), მდინარის / კალმახი (Salmo trutta). სხვა სახეობის მტკნარი წყლის ჰაბიტატები  გვხვდება ძველი გამყინვარების შედეგად წარმოშობილ და შემდეგში წყლით ამოვსებულ ჩაღრმავებებში, სადაც ოლიგოტროპული ტბები ჩამოყალიბდა. მკაცრი კლიმატით განპირობებული ტბის დაბალი ორგანული შემადგენლობის შედარებით დაბალი დონის გამო ტბებში შეინიშნება რამდენიმე სახის მიკროორგანიზმი, თავკომბალები და უხერხემლო ცხოველები, გარდა თევზისა.

 

მუხლი 14. ბიომრავალფეროვნება

1.  ბიოლოგიური მრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი კავკასიის რეგიონში და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკორეგიონი მსოფლიოში (Global Eco-region) (კავკასიური შერეული ტყეების ეკორეგიონი) და საერთაშორისო კონსერვაციის (Conservation International) მიერ - როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ასევე აღიარებულია როგორც ძირითადი ორნითოლოგიური ტერიტორია (Important Bird Area (GE024) და  „ზურმუხტის ქსელის“ პოტენციური კანდიდატი.

2. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სახეობების სისტემატური აღრიცხვის უკანასკნელი განახლებული ცნობები, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებში გავრცელებული 1000-ზე მეტი უმაღლესი მცენარის 113 ოჯახი და აქ შესაძლებელია მცენარეულობის სულ ცოტა 14 ტიპის გამოყოფა. ფაუნის თვალსაზრისით, აქ გავრცელებულია ძუძუმწოვართა 38, ფრინველთა სულ მცირე 133, რეპტილიების 12, ამფიბიების 7 და თევზების 4 სახეობა.

3. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მრავალი სახეობა, როგორც გლობალურ დონეზე იშვიათი და საფრთხეში მყოფი სახეობები, შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში, აგრეთვე საქართველოს წითელ ნუსხაში - როგორც ეროვნულ დონეზე არსებული იშვიათი და საფრთხეში მყოფი სახეობები. სახეობების ჩამონათვალი იხილეთ დანართში, №3.

4. ამჟამად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მიმდინარე მოლაპარაკებების გათვალისწინებით ,,საბჭოს დირექტივა 92/43/EEC ველური ფაუნისა და ფლორის ბუნებრივი ჰაბიტატების კონსერვაციის შესახებ”, რომელიც უფრო ,,ჰაბიტატების შესახებ დირექტივით” არის ცნობილი, განსაზღვრავს სახეობებისა და ჰაბიტატების დამატებით ნუსხას. ამჟამად საქართველოს წითელ ნუსხაში შესული ფაუნის სახეობების უმრავლესობა (90%) ჩამოთვლილია ევროპის წითელ ნუსხაში.   საქართველოს წითელი  ნუსხის მცენარეების სახეობების ძალიან მცირე რაოდენობა ჩამოთვლილია ევროპის წითელ  ნუსხაში. მაშასადამე, ევროპულ ნუსხას დაემატება იმ სახეობებისა და ჰაბიტატების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოში განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.

5. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავკასიის ენდემური სახეობების კუთხითაც. ნაკრძალში კავკასიის ენდემური ფრინველთა სამი სახეობაა გავრცელებული: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) და კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzii). კავკასიის ენდემურ ძუძუმწოვართა შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis). ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება საქართველოს 9 ენდემური მცენარე, რომელთაგან 7 სახეობა თვით ლაგოდეხის ვიწრო ლოკალურ ენდემს წარმოადგენს. ადგილობრივი ფლორა ასევე შეიცავს 121 კავკასიის ენდემურ სახეობას, რაც ნიშნავს, რომ დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება კავკასიის ენდემურ მცენარეთა საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტი.

 

მუხლი 15. ფლორა და მცენარეულობის ტიპები

1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფლორა საოცრად მრავალფეროვანია და მოიცავს  1050 სახეობაზე მეტ ყვავილოვან მცენარეს (ფარულთესლოვანი), 5 შიშველთესლოვან და 39 გვიმრისნაირს. დენდროფლორა (ხე-მცენარეები) 130 სახეობას ითვლის, ასევე გამოვლენილია ხავსის 200-მდე სახეობა.

2. ქვემოთ აღწერილი მცენარეულობის ტიპების უმეტესობა რეგიონისთვის ტიპური და დამახასიათებელია. თუმცა მცირე ნაწილი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად მეორადი წარმოშობისაა. მცენარეულობის სივრცული განაწილება, ძირითადად, გარკვეულ ბუნებრივ კანონზომიერებებს ემორჩილება, თუმცა გარკვეული კორექტივები ანთროპოგენურ ფაქტორებს შეაქვს.

3. წიფლნარი ტყე (Fageta, Fagus orientalis): წიფლნარი ტყე ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი და ფართოდ გავრცელებული მცენარეულობის ტიპია ნაკრძალში. გვხვდება ზღ. დონიდან 450-2150 მ-მდე სხვადასხვა ექსპოზიციაზე. წიფლნარი ტყეები ნაკრძალში წარმოდგენილია სხვადასხვა სახესხვაობით. როგორიცაა: ა) წიფლის ტყე ქვეტყის / ბუჩქნარის გარეშე, ბ) წიფლის ტყე მაყვლის ბუჩქნარით, გ) წიფლის ტყე გვიმრის სახეობებით, დ) წიფლის ტყე მაყვლისა და გვიმრის ქვეტყით, ე) ბალახის საფარიანი წიფლის ტყე, ვ) ბალახით დაფარული წიფლის და რცხილის ტყე, ზ) ხშირი სუროთი დაფარული წიფლის ტყე, თ) წიფლის ტყე რომელიც დაფარულია ,,შავი გვიმრით”, ი) წიფლის ტყე მოცვის ქვეტყით. წიფლის ტყეების მრავალფეროვნების შესახებ უფრო დეტალური ინფორმცია იხილეთ დანართში N6.

4. რცხილნარი ტყე (Carpineta, Carpinus caucasica): ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და ფართოდ გავრცელებული ფიტოცენოზია. ძირითადად, გვხვდება მდინარეების შრომისწყლის, ლაგოდეხისწყლისა და მაწიმისწყლის ქვემო წელის ვაკეებსა და შუაწელის ფერდობებზე ზღვის დონიდან 450-1500 მ-ის ფარგლებში.  რცხილნარი ტყეების კალთაშეკრულობა 70-80% შორის მერყეობს. დამახასიათებელი ხეებია წაბლი (Castanea sativa), მუხა (Quercus iberica) და ნეკერჩხალი (Acer laetum). სხვა მნიშვნელოვანი სახეობებია: Rubus caucasicus, Corylus avellana, Mespilus germanica, Euonymus latifolia, Dryopteris fliix-mas, Salvia glutinosa, Pachyphragma macrophyllum, Geum urbanum, Viola odorata, Fragaria vesca, და სხვ. მცენარეთა ეს კლასი სხვადასხვა ვარიანტებით არის წარმოდგენილი (Carpinetum oplismenosum, Carpinetum pachyphragmosum, Carpinetum hederosum, Carpinetum hederoso-dryopteridosum, Fago-Carpinetum hederosodryopteridosum, Carpinetum festucosum, და სხვ.), რომელთა შორის ძირითადი განსხვავება ბალახოვანი საფარის დომინანტებშია.

5. ქართული მუხის ტყე (Querceta, Quercus iberica): მცენარეულობის ეს ტიპი ხასიათდება ნაკრძალში შეზღუდული არეალით და წარმოდგენილია პატარ-პატარა ნაკვეთების სახით სამხრეთის ექსპოზიციის ძლიერ დაქანებულ (20-35°) ფერდობებზე. გვხვდება მდინარეების: შრომისწყლის (,,საჯინიბოს სერი”), ლაგოდეხისწყლის (,,მონასტრის სერი”) და მაწიმისწყლის ხეობებში ზღვის დონიდან 400-950 მ-ის ფარგლებში.  კალთაშეკრულობა 40-დან 80%-მდე მერყეობს. დამახასიათებელი სახეობებს შორის აღსანიშნავია Carpinus caucasica, Tilia begonifolia და Fraxinus excelsior. ქვეტყეში დამახასიათებელია Cornus mas, Mespilus germanica, Lonicera caprifolium, L. caucasica, Corylues avellana და სხვ. ზოგ შემთხვევაში ქვეტყის დომინანტია Carpinus orientalis. ბალახოვან საფარში ამ რეგიონისათვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია Festuca montana, Galium odoratum, Primula woronowii, Lathyrus roseus, Brachypodium sylvaticum, Dactylis glomerata და Viola odorata.

6. შერეულფოთლოვანი ტყე: განვითარებულია მდინარეების ნინოსწყლის, შრომისწყლის, ლაგოდეხისწყლისა და მაწიმისწყლის ქვემოწელის პროლუვიურ ტერასებსა და შუაწელის ფერდობებზე ზღვის დონიდან 450-1100 მ-ის ფარგლებში. ხევნარის შემადგენლობა პოლიდომინანტურია და მასში მონაწილეობენ Fagus orientalis, Carpinus caucasica, Tilia begoniifolia, Fraxinus excelsior, Acer velutinum, Quercus iberica, Castanea sativa, Acer laetum. ქვეტყე და ბალახოვანი საფარი ზემოთ განხილულ ვარიანტთა მსგავსია. ტიპური შერეულფოთლოვანი ტყის კორომები გვხვდება ნინიგორზე (,,დიდი წაბლიანი”, ,,პატარა წაბლიანი”) და კუდიგორის სერზე, სალესავისწყლის ხეობაში (რაჭისუბანი) და სხვ.

7. მაღალმთის ნეკერჩხლის ტყე (Aceretum, Acer trautvetteri): ძირითადად გავრცელებულია ნაკრძალის სუბალპურ სარტყელში ზღვის დონიდან 1800-2050 მ-ის ფარგლებში. მისი საუკეთესო და ყველაზე მოზრდილი კორომები გვხვდება ქოჩალოს მთის ფერდობებზე (მეტეოსადგურის მიდამოები) და ნინიგორზე. კალთაშეკრულობა 30-დან 60%-მდე მერყეობს. ნეკერჩხლის გარდა მონაწილეობენ: Fagus orientalis, Sorbus caucasigena, Betula litwinowii და Quercus macranthera. ქვეტყე არ არის განვითარებული. ერთეული ინდივიდის სახით წარმოდგენილია Rubus idaeus, R. caucasicus, Daphne mesereum, Rhododendron luteum. ბალახეულ საფარში წარმოდგენილია როგორც ტყის, ასევე სუბალპური მაღალბალახეულობის ელემენტები, როგორიცაა Dryopteris filix-mas, Athyrium filix femina, Gadelia lactiflora, Senecio rhombifolius, Symphytum asperum, Euphorbia macroceras, Impaniens noli tangere, Brachypodium sylvaticum, Lapsana grandiflora, Petasites albus, Betonica macrantha, Salvia glutinosa, Senecio propinquus და მრავალი სხვ.

8. მაღალმთის მუხნარი ტყე (Quercetum, Quercus macranthera): ფიტოცენოზის არეალი მცირეა და გვხვდება ზღვის დონიდან 1800-2000 მ-ის ფარგლებში, სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. მისი მცირე ფრაგმენტები წარმოდგენილია ,,ბნელ ხევში” მეტეოსადგურთან ახლოს. მუხის გარდა ერთეული ინდივიდების სახით მონაწილეობენ Acer trautvetteri, Fagus orientalis, Sorbus caucasigena და Betula litwinowii. ქვეტყე არ არის კარგად გამოხატული. დამახასიათებელი სახეობებია: Rubus caucasicus, Rhododendron luteum. ბალახოვანი საფარი წარმოდგენილია ტყის სუბალპური და ალპური სახეობებით.

9. არყნარი ტყე (Betuleta, Betula litwinowii): სუბალპური სარტყლის ერთ-ერთი დამახასიათებელი მცენარეულობაა და გავრცელებულია ზღვის დონიდან 1,900-2,300 მ-ის ფარგლებში, როგორც წესი, ჩრდილო ფერდობებზე, თუმცა გვხვდება სამხრეთ-დასავლეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ექსპოზიციებზეც. კალთაშეკრულობა 40-დან 60%-მდე მერყეობს. არყნარი ტყეები წარმოდგენილია მრავალი ვარიანტის სახით, რომელთა შორის ძირითადი განსხვავება ბალახოვანი საფარის დომინანტებშია. ზოგ ადგილას არყნარ ტყეებში ასევე გვხვდება დეკის საფარი (Betuletum rhododendrosum). არყნარ ტყეებს სხვადასხვა ბალახოვანი საფარი გააჩნია. გვხვდება ასევე არყნარისა და წიფლის შერეული ვარიანტები.

10.  ჯაგრცხილნარი ტყე (Carpinetum, Carpinus orientalis): ამ ტყეებით დაფარულია მდ. მაწიმისწყლის ტერასები. ტყეები მეორადი წარმოშობისაა და პირველადი ტყეების ჭრის შედეგად ვითარდება. კალთაშეკრულობა 60-დან 80%-მდე მერყეობს. ჯაგრცხილას გარდა აქ შეხვდებით შემდეგ სახეობებს: Carpinus caucasica, Quercus iberica და Acer campestre. ქვეტყე ნაკლებად განვითარებულია. ბალახოვანი მცენარეებიდან განვითარებულია Oplismenus undulatifolius, Salvia glutinosa და Viola odorata.

11. მურყნარი ტყე (Alnetum, Alnus barbata): მურყნარების ფრაგმენტები გავრცელებულია მდინარეთა ნაპირებიდან ოდნავ დაშორებით ალუვიურ ტერასებზე, ზღვის დონიან 800-1,000 მ-მდე. ტიპური ფრაგმენტები წარმოდგენილია მდ. შრომისწყლისა და ლაგოდეხისწყლის ხეობებში. კალთაშეკრულობა 40-დან 70%-მდე მერყეობს. მონაწილეობენ: Pterocarya pterocarpa, Juglans regia, Salix excelsa, Populus nigra. ქვეტყეში გვხვდება Corylus avelana, Staphylea pinnata, Rubus caucasicus, Sambucus nigra, Hedera pastuchowii და სხვ. ბალახოვანი საფარის ფლორისტული შემადგენლობა ჭრელია.

12. დეკიანი ბუჩქნარი (Rhododendretum, Rhododendron caucasicum): სუბალპური სარტყელის დამახასიათებელი ფიტოცენოზია და ძირითადად გავრცელებულია ზღვის დონიდან 2,200-2,500 მ-ის ფარგლებში, თუმცა ფრაგმენტულად გვხვდება უფრო დაბლა, ზღვის დონიდან 1,900-2,000 მ-ისა და უფრო მაღლაც ზღვის დონიდან 2700 მ-ის ფარგლებში. როგორც წესი, გვხვდება ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. მისი შედარებით დიდი რაყები წარმოდგენილია მთა ,,უნაგირას” ჩრდილოეთ ფერდობებზე.

13. სუბალპური მაღალბალახეულობა: სუბალპების ერთ-ერთი დამახასიათებელი მცენარეულობაა. ახასიათებს ფრაგმენტული გავრცელება ზღვის დონიდან 1900-2800 მ-ის ფარგლებში ჩრდილოეთის, დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობებსა და გავაკებებზე. ხშირად მეორადი წარმოშობისაა და ტყეების გაჩეხვის შედეგად წარმოიქმნება. სუბალპური მაღალბალახეულობა წარმოდგენილია რამდენიმე ვარიანტის სახით, სადაც დომინანტურია Heracleum sosnowskyi, Senecio rhombifolius ან Rumex alpinus. ამას გარდა, გავრცელებულია ასევე პოლიდომინანტური მაღალბალახეულობა Aconitum nasutum, A. orientale, Gadelia lactiflora, Campanula latifolia, Cephalanthera gigantean, Dryopteris filix-mas, Heracleum sosnowskyi, Symphytum asperum, Telekia speciosa, Senecio rhombifolius და სხვ.

14. მაღალმთის მდელოები: გავრცელებულია ზღვის დონიდან 1800-3100 მ-ის სიმაღლეზე ნაკრძალის მთელ ტერიტორიაზე. ამ ფიტოცენოზების ყველაზე მეტად გავრცელებული ვარიანტებია:

ა) ბრძამიანი (Calamagrostis arundinacea): წარმოდგენილია მეტეოსადგურთან (,,მიტოს სერი”), ,,ბნელი ხევის” ზემო ნაწილში და სხვაგან;

ბ) ჭრელწივანიანი (Festuca varia): დიდ ფართობებზე გვხვდება ,,პრინცის ბინის”, გონგიჩაის და სხვა მიდამოებში;

გ) მზიურიანი (Inula grandiflora): როგორც წესი, გვხვდება შედარებით პატარა ნაკვეთების სახით, მაგალითად, ტიპურია მონაკვეთისათვის მეტეოსადგური – ,,წყარო”;

დ) ნემსიწვერიანი (Geranium ibericum): ფრაგმენტები კარგად არის გამოხატული ,,წყაროსა” და ,,დემიდოვის ნაშალებს” შორის ფერდობებზე;

ე) ძიგვიანი (Nardus glabiculmis): უმეტესად მეორადი წარმოშობისაა და გადაჭარბებული ძოვების შედეგად წარმოიქმნება. გვხვდება ,,პრინცის ბინის”, გონგიჩაის და სხვა მიდამოებში;

ვ) მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელო (Graminoso mixtoherbum) წარმოდგენილია ფრაგმენტულად, თუმცა მოზრდილი ნაკვეთების სახით. გვხვდება თითქმის ყველგან, მაგალითად მეტეოსადგურსა და ,,წყაროს” შორის, ,,პრინცის ბინის” მიდამოებში და სხვ.

15. ალპური მდელო-ხალები: ალპური ხალები ალპური მდელოების პატარა ნაკვეთებია და ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, უმეტესად, განვითარებულია რბილი რელიეფის ფორმებზე – მყინვარულ ჩადაბლებებსა და გავაკებებზე ზღვის დონიდან 2700-3000 მეტრის ფარგლებში, ზოგჯერ კი - 3100 მეტრზეც. ალპური მდელო-ხალების ძირითადი ვარიანტებია Taraxacetum (Taraxacum crepidiforme); Sibbaldietum (Sibbaldia semiglabra) და Achemiletum (Alchemila caucasica).

16. სუბნივალური კლდე-ნაშალების მცენარეულობა: ეს დამახასიათებელი მცენარეულობა წარმოდგენილია ზღვის დონიდან 2900-3500 მ-ის ფარგლებში და მოიცავს მდინარეების შრომისწყლისა და ლაგოდეხისწყლის სათავეებს. ხასიათდება რთული, დანაწევრებული რელიეფით, სადაც ჭარბობს კლდე-ნაშალიანი და ქვა-ღორღიანი ფერდობები და გაშიშვლებული კლდეები. ფიტოცენოზები ჩამოყალიბებული არ არის. მცენარეები ერთეული ინდივიდების ან 2-5-მდე სახეობის დაჯგუფებების (ნანოცენოზები) სახითაა გაფანტული რელიეფის ჩაღრმავებებში  ან სხვა შედარებით დახურულ ადგილებში, მაგალითად, დიდი ქვის ძირებში.

17. დღეისათვის ნაკრძალის ტერიტორიიდან ცნობილია მაკრომიცეტების 230 სახეობა, რომელთა უმრავლესობა რიგ Agaricales (139) წარმომადგენელია. აღნიშნული 230 სახეობიდან 23 სახეობა საქართველოს ტერიტორიაზე ნანახია მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში. ერთი სახეობა -Cantharellus caucasicus მხოლოდ ამ ნაკრძალში გვხვდება. ქუდიანი სოკოებიდან ნაკრძალის ტერიტორიაზე განსაკუთრებით ხშირია დათვის სოკო (Boletus edulis), მიქლიო (Cantharellus cibarius), ხეთამხალი (Pleurotus ostreatus), მელნის ძირა (Lepista sordida), მინდვრის ქამა  (Agaricus arvensis), ლამბაქა (Sarcoscifa coccinea) და სხვა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღრიცხული სახეობების სია იხილეთ დანართში №3ბ.

 

მუხლი 16. ფაუნა

1. ლაგოდეხის ნაკრძალის ფაუნა გამორჩეულად მდიდარია და მოიცავს მთელ რიგ ენდემურ და იშვიათ სახეობებს. აქ გავრცელებულია ძუძუმწოვართა 38, მობუდარ ფრინველთა სულ მცირე 133, რეპტილიების 12, ამფიბიების 7 და თევზების 4 სახეობა. უხერხემლოთა ფაუნის შესახებ ცნობები არასრულია, თუმცა კვლევა ჩატარებულია უხერხემლოთა რამდენიმე ჯგუფზე, მათ შორის დღის პეპლებზე.

2. ძუძუმწოვრები: ლაგოდეხის ნაკრძალში გვხვდება ძუძუმწოვართა 38 სახეობა. ლაგოდეხის ნაკრძალის მსხვილ ძუძუმწოვართა შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია კავკასიის ენდემი აღმოსავლეთ-კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis). ჯიხვის საკმაოდ დიდი  ჯგუფების ნახვა ლაგოდეხის საჯიხვეებში გასული საუკუნის 90-იან წლებამდე უფრო თვალნათლივ იყო შესაძლებელი. ლაგოდეხში ასევე გავრცელებულია ჩლიქოსანთა კიდევ ოთხი სახეობა: კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral  საქართველოში ეს სახეობა ეროვნულ წითელ ნუსხაში შეტანილია როგორც კატეგორია -კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი".  მხოლოდ ლაგოდეხისა და ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ქმნის მდგრად პოპულაციას), არჩვი (Rupicapra rupicapra), ევროპული შველი (Capreolus capreolus); და გარეული ღორი (Sus scrofa). ასევე მრავალფეროვანია ლაგოდეხის მსხვილ მტაცებელთა ფაუნა. აქ გავცელებულია მურა დათვი (Ursus arctos), რუხი მგელი (Canis lupus), ფოცხვერი (Lynx lynx) და სხვა. 90-იან წლებში უკიდურესად შემცირდა დათვისა და ფოცხვერის რაოდენობა. სხვა მტაცებელი სახეობებიდან წარმოდგენილია ჩვეულებრივი და ქვის კვერნა, მელა, გარეული კატა, მაჩვი, ტურა. მცირე ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემები - რადეს ბიგა (Sorex raddei), კავკასიური წყლის ბიგა (Neomys teres), კავკასიური კბილთეთრა (Crocidura gueldenstaedti), რობერტის მემინდვრია (Chionomys roberti) და კავკასიური ციყვი (Sciurus anomalous), ალპურ მდელოებზე კი - გუდაურის მემინდვრია (Chionomys gud) და პრომეთეს მემინდვრია (Prometheomys schaposchnikowi). ირემი, ფოცხვერი, ჯიხვი, დათვი, პრომეთეს მემინდვრია საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. ნაკრძალში ბინადრობს ღამურას რამდენიმე  სახეობა, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებითაა დაცული (იხილეთ სახეობების სია დანართში 4ა).

3. ფრინველები: ნაკრძალის ორნითოფაუნიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავკასიის ენდემური სახეობები: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) და კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzii). ნაკრძალი მდიდარია მტაცებელი ფრინველებით: ჩვეულებრივი კირკიტა (Falco tinnunculus), ქორი (Accipiter gentiles), მიმინო (Accipiter nisus), მთის არწივი (Aquila chrysaetos). ლეშიჭამია ფრინველებიდან აქ წარმოდგენილია: ბატკანძერი (Gypaetus barbatus), სვავი (Aegypius monachus) და  ორბი (Gyps fulvus). ბატკანძერი, ორბი, სვავი, შურთხი და როჭო საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

4. რეპტილიები: რეპტილიების ფაუნა საშუალოდ მრავალფეროვანია. აქ გვხვდება რეპტილიების ოთხი ენდემური სახეობა: კავკასიური ხვლიკი (Darevskia caucasica), მდელოს ხვლიკი (D. praticola), ართვინის ხვლიკი (D. derjugini) დინიკის გველგესლა (Vipera dinniki). და რეპტილიების სხვა სახეობებია: კოლხური ბოხმეჭა (Anguis colchicus), სპილენძა (Coronella austriaca), ესკულაპის მცურავი (Zamenis longissimus), მარდი ხვლიკი (Lacerta media) ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix), წყლის ანკარა (Natrix tessellata), და რამდენიმე სხვა ხვლიკისა და გველის სახეობა. დინიკის გველგესლა საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც მოწყვლადი სახეობა.

5. ამფიბიები: ლაგოდეხის ნაკრძალი, როგორც კახეთის კავასიონის ნაწილი, აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ამფიბიათა ფაუნის თვალსაზრისით. აქ წარმოდგენილია: კავკასიის ენდემები – კავკასიური გომბეშო (Bufo verrucosissimus), კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus), ასევე გვხვდება მწვანე გომბეშო (Bufo viridis), მცირეაზიური ბაყაყი (Rana macrocnemis), ტბის ბაყაყი (Pelophylax ridibundus), აღმოსავლური ვასაკა (Hyla (arborea) orientalis)..

6. თევზები: ლაგოდეხის ნაკრძალის სწრაფ მდინარეებსა და ნაკადულებში ბინადრობს თევზის ოთხი სახეობა: წვერა (Barbus lacerta), კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus), ნაფოტა (Alburnoides bipunctatus) და მდინარის კალმახი (Salmo sp.).

7. უხერხემლოები: ნაკრძალის ტერიტორიაზე გამოვლენილია მწერების ასეულობით სახეობა, რომელთა შორის მრავალი საკმაოდ იშვიათია: ირემა ხოჭო (Lucanus cervus), დიდი ზომის ენდემური კავკასიური ბზუალა (Carabus caucasicus), სფინქსი მღამიობი (Celerio vespertilio), დათუნელა ჰერა (Callimorpha hera), დათუნელა ბანოვანი (Callimorpha dominula) და ცისფერა დაფნისი (Polyommatus daphnius). სუბალპებში გვხვდება პეპელა აპოლონის ორი სახეობა - ფართოდ გავრცელებული Parnassius apollo და ენდემური (და საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი) Parnassius nordmanni. მარტო ქერცლფრთიანებიდან (Lepidoptera) აღწერილია 600-მდე სახეობა. ნაკრძალში სხვადასხვა ენდემური მოლუსკია გავრცელებული, რომელთანაც გამოირჩევა კავკასიის ენდემი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუხის ლოკოკინა (Helix buchi), რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაშია მოწყვლადი სტატუსით შესული. ჩვეულებრივია მტკნარი წყლის კიბო (Potamon tauricum).

8.  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა პეპლების მრავალფეროვნებით. აქ დაახლოებით 600-მდე სახეობაა აღწერილი, თუმცა დღეისათვის ჩვენ ხელთ არსებული მასალებიდან პეპლებიდან (Lepidoptera): Geometridae (მზომელების) ოჯახის 108 სახეობა, Pygrinae-ს ოჯახის - 35 სახეობაა ცნობილი. მეტი ინფორმაციაა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მოპოვებული ხეშეშფრთიანების (Coleoptera) მასალებიდან. აქ ბზუალა  (Carabidae) ხოჭოების 103 სახეობაა, ცხვირგრძელების (Curculionidae) – 21 სახეობა, მავნებელი ხარაბუზების (Cerambycidae) - 8 სახეობა, ტკაცუნების (Elateridae) - 23 სახეობა, ჭიამაიების (Coccinelidae) – 12 სახეობა, ფირფიტულვაშიანების (Scarabaeidae) - 10 სახეობა და შავტანების (Tenebrionidae) – 16 სახეობაა გავრცელებული და დღეისათვის ცნობილი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სწორფრთიანების (Orthoptera), ნახევრადხეშეშფრთიანების (Hemiptera), სიფრიფანაფრთიანების (Hymenoptera) და ორფრთიანების  (Diptera) რიგებიდან აღსანიშნავია კალიების (Acrididae) 2 სახეობა, ბუგრების (Drepanosiphidae) 15 სახეობა, ფუტკრისნაირების (Andrenidae) 8 სახეობაა, მაწუხელების (Tabanidae) - 12 სახეობა, Psychodidae - 5 სახეობა, Syrphidae -  19 სახეობაა აღწერილი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღრიცხული სახეობების სია იხილეთ დანართში №4ვ. უხერხემლოთა 17 სახეობა არსებობს საქართველოს წითელ ნუსხაში.  ჩამოთვლილია გადაშენების  პირას მყოფი შემდეგი სახეობები: Acherontia Atropos, Parnassius nordmanni, Omophron limbatum and Rosalia alpina.

 

მუხლი 17. მეცნიერება და განათლება

1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უკეთ გამოკვლეულ და შესწავლილ ეკოსისტემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი მისი ფლორისა და მცენარეულობის კლასების თვალსაზრისით. სამეცნიერო ინტერესი ამ ტერიტორიის მიმართ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო, მთელ საბჭოთა ეპოქაში გაგრძელდა და დღესაც მაღალი რჩება. მთელი კავკასიის რეგიონის მასშტაბით სწორედ ლაგოდეხის რაიონში მოხდა მრავალი სახეობის თავდაპირველი აღწერა.

2. სამეცნიერო და საგანმანათლებლო კუთხით მნიშვნელოვან ფასეულობებს წარმოადგენს ლანდშაფტების, მცენარეების და ველური სახეობების მრავალფეროვნება, აგრეთვე მათი მაღალი ენდემიზმი.

3. ნაკრძალს დიდი პოტენციალი აქვს გეობოტანიკური, ეკოლოგიური და მცენარეთა სახეობების წარმოქმნის კვლევის თვალსაზრისით.

4. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მეცნიერთა კვლევებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საველე განათლებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია.

5. ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო დაწესებულებები და მკვლევარები მოწოდებულნი არიან დაამყარონ პარტნიორული და ურთიერთთანამშრომლური ურთიერთობები დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან  შეთანხმებების დონეზე.

6. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ინტერესის გაღვივების მიზნით შეიქმნა ადგილობრივი და საერთაშორისო პუბლიკაციები.

 

მუხლი 18. მიწათსაკუთრება და მიწათსარგებლობა

1. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისა და აღკვეთილის საზღვრებს შორის მოქცეული მიწა სახელმწიფო საკუთრებაა.

2. აღკვეთილის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის ფორმები რეგულირდება დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით მიწათსარგებლობა, რომელიც ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) Ib კატეგორიას შეესაბამება - „სახელმწიფო ნაკრძალი / ველური ტერიტორიები“ - შეზღუდულია და დაიშვება მხოლოდ არამანიპულაციური კვლევა, საგანმანათლებლო საქმიანობა, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომლების ავტო-მოტო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება, მონიტორინგთან დაკავშირებული საქმიანობები, საკადასტრო სამუშაოების წარმოება და ფიზიკური დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. ბუნებრივი რესურსების ნებისმიერი სახის გამოყენებითი სარგებლობა აკრძალულია. სახელმწიფო ნაკრძალი არ იყოფა ცალკეულ ზონებად და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და აკრძალვები მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

3. აღკვეთილის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის ფორმები რეგულირდება დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 2013 წლის 22 მაისის საქართველოს მთავრობის №125 დადგენილების „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად. აღკვეთილში მიწათსარგებლობა, რომელიც შესაბამისობაშია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) IV კატეგორიასთან, სადაც შეზღუდული არაა მანიპულაციური და არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, საგანმანათლებლო საქმიანობა, ეკოტურიზმი, აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება, ადმინისტრაციული პერსონალის შეზღუდული გადაადგილება ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით სტიქიური უბედურების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების და აღდგენითი სამუშაოების დროს, მონიტორინგის სამუშაოების წარმოება, საკადასტრო სამუშაოების განხორციელება, აღკვეთილის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვებით და მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარება. აღკვეთილი შეიძლება დაიყოს ცალკეულ ნაწილებად, რომლებიც ცალ-ცალკე განსაზღვრავს აღკვეთილის ცალკეულ ტერიტორიებზე მიწათსარგებლობასთან დაკავშირებულ წესებსა და შეზღუდვებს.

4. აღკვეთილის გარკვეული ტერიტორიები, განსაკუთრებით კი სუბალპური მდელოები, წლების მანძილზე ცხვრის საზაფხულო საძოვრებად გამოიყენებოდა. პირუტყვის მწყემსვა ამ ადგილებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ცხვრის ძოვება ხდება მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში აღნიშნულ საზაფხულო საძოვრებზე. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბოლო რეკატეგორაციის შედეგად (2013 წელს) სახელმწიფო ნაკრძალის გარკვეულ ტერიტორიებს აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ საძოვრები დეგრადირებული იყო და საჭიროებდა აღდგენითი ღონისძიებების ჩატარებას. ეს ცვლილებები შეეხო ტერიტორიებს, რომლებიც ტრადიციულად შინაური ცხოველების საძოვრებად გამოიყენებოდა და მიწის ამ სახით გამოყენება დაშვებული იქნება გარკვეული პირობების გათვალისწინებით. სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი დარჩა შედარებით მცირე ფართობის ტერიტორიას, რომელიც ასევე გამოიყენებოდა ძოვებისათვის. ამ ტერიტორიაზე პირუტყვის ძოვება აღარ დაიშვება.

5. აღკვეთილის ტერიტორიაზე დაშვებულია ზოგიერთი განახლებადი ბუნებრივი რესურსით  სარგებლობა, როგორიცაა ადგილობრივი თემების უზუნველყოფა საშეშე მერქნის ლიმიტირებული რაოდენობით, ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება, მათ შორის: წაბლი, კაკალი, კენკრა, სოკო და სხვა საკვები მცენარეები, აგრეთვე აღკვეთილში არსებული რამდენიმე წყაროდან წყლის რესურსით სარგებლობა კომუნალური სასმელი წყლის მიწოდებისა  და სათევზე მეურნეობის წყლით მომარაგების მიზნით.

6. აღკვეთილის ტერიტორიის მცირედი ნაწილი სამ სხვადასხვა ადგილზე (სულ 9,0 ჰა) გადაცემულია საქართვლოს საპატრიარქოსთვის  მიჩენის წესით (20 წელი) რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით (მაჭისციხის ეკლესია მიმდებარე 3 ჰა, რაჭისუბნის ეკლესია მიმდებარე 3 ჰა ტერიტორიით და ლაგოდეხის მონასტერი ,,დიდთა ძალითა ლაგოდეხი” 3 ჰა მიმდებარე ტერიტორიით).

 

მუხლი 19. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა

1.  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე დაარსდა, რომელიც ჯერ ალბანთა ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში,  საბოლოოდ კი კახეთის სამეფოსთან ერთად   ერთიანი ფეოდალური საქართველოს ორგანული ნაწილი გახდა. ბუნების შეუდარებელი სილამაზით და ნაყოფიერი მიწით განთქმული ჰერეთი საქართველოს მდიდარი მხარე ყოფილა. ქართველი მეფეები დასასვენებლად და სანადიროდ ზოგჯერ შემოდგომასა და ზამთარს ჰერეთში ატარებდნენ, აქედან უკავშირდებოდნენ დაღესტანს, შირვანსა და განძას. გეოგრაფიული მდებარეობით ჰერეთი ესაზღვრებოდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რომელიც ჩრდილოეთით  მას დაღესტანთან, ხოლო სამხრეთით - აღმოსავლეთ სპარსეთთან აკავშირებდა.

2.  ჰერეთის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა  ცნობილი საქარავნო სავაჭრო  გზა, რომელიც მის ტერიტორიაზე გადიოდა და აღმოსავლეთ ქვეყნებს დასავლეთის ქვეყნებთან აკავშირებდა. ეს გზა ლაგოდეხის  რაიონის ტერიტორიაზე გადიოდა, რასაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული სხვადასხვა ქვეყნისა თუ ეპოქის ნუმიზმატიკური ნიმუშები ადასტურებს. ჩვ.წ. აღ.-მდე VI საუკუნიდან ვენახების მასიური გაშენება მოწმობს, რომ რეგიონი, რომელიც ღვინის აკვნად არის მიჩნეული, მეღვინეობის მდიდარი კულტურით გამოირჩევა.

3. ისტორიული წყაროების მიხედვით საზაფხულო რეზიდენციის ,,მაჭის ციხის“ (თოღა) აშენება ლაგოდეხის ბუნებრივი სილამაზით მოხიბლულ  მეფე არჩილს უბრძანებია, ნაგებობა VII საუკუნით თარიღდება და ორი ხევის   მდინარე მაწიმისწყლისა და ბნელი ხევის  შესაყართან მდებარეობს, მისი ფართობი 3,5 ჰა-ს აღწევდა, მეფეთა სასახლის ქვევით, მიწაში ოთახებია ძლიერი სვეტებით, რომლებიც გარკვეულ პერიოდში, როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, კახეთის მეფეთა დილეგს  (საპატიმროს)  და თავშესაფარსაც წარმოადგენდა. თორღა  ფეოდალურ ხანაში კახეთის სამეფოს თვალსაჩინო  ციხე-სიმაგრედ ქცეულა, რადგან სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა. დაღესტნიდან კახეთის სატახტო ქალაქ გრემისკენ მიმავალი გზა თოღაზე გადიოდა. თუ მტერი თოღას ხელში ჩაიგდებდა, კახეთის სატახტო ქალაქს უშუალო საფრთხე ელოდა, რადგან მათ შორის ასეთი ძლიერი გამაგრებული ციხე-სიმაგრე აღარ იყო.

4.  ,,ქართლის ცხოვრების“ ცნობით 1614 წელს თოღას სწვევია ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი შაჰ-აბასი: „მოვიდა თუესა იანვარსა ხუთსა და აღიღო ციხე თოღაისა შაჰ-აბას და გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა.“ თოღა მოზრდილი ციხე-ქალაქი ყოფილა. მისი სამხრეთ-დასავლეთი მხარე 70-80 მ სიმაღლის კლდითაა შემოზღუდული. ციხე-ქალაქის კედლების სიგანე ზოგ ადგილას 1,5 მეტრს აღწევს. კედლებში ახლაც ეტყობა გრძელი, მრგვალი ხვრელები, ალბათ კედლებზე მიშენებული იყო ოთახები.

5. ციხე-ქალაქში, დილეგის სიახლოვეს 15 მეტრის დაშორებით მდებარეობს ჭა, რომლის დიამეტრიც 50 სმ-ია, ხოლო  დაახლოებით სიღრმე 10 მ. ნაშენებია კირითა და ქვით. ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე დღემდე კარგადაა შემონახული კარის ეკლესია, რომელიც მეცნიერთა აზრით გვიან ფეოდალურ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს, კეძოდ XV-XVI საუკუნეებს.

 

მუხლი 20. ტურიზმი და რეკრეაცია

1. მთიანი და ტყიანი ლანდშაფტების კომბინაცია მრავალრიცხოვანი ჩანჩქერებით, მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობით სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და ინტერესების მქონე ვიზიტორს იზიდავს.

2. დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის (მაგ: ბილიკები, საფეხმავლო ხიდები, ტურისტული მარშრუტების  მარკირება და ა.შ.)  განვითარებასთან ერთად ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

3. 2014 წელს ვიზიტორთა საერთო რაოდენობამ 39417 შეადგინა, აქედან 31488 საქართველოს მოქალაქე, 7929 უცხოელი. ვიზიტორთა უმრავლესობა ექსკურსანტები იყვნენ.

 4. ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც განახლდა 2013 წელს. 2010 წელს ადმინისტრაციასთან არსებული სასტუმრო, კაფეტერია და საგამოფენო დარბაზი იჯარით გაიცა კერძო პირზე, თუმცა ამ ეტაპზე იჯარა შეწყვეტილია.

5. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ძირითადი წყარო: ცხენების გაქირავება, საკარვე და საპიკნიკე ადგილების გადასახადები და საკემპინგე აღჭურვილობის გაქირავება (მაგ.: საძილე ტომარა, პარალონი, კარავი, ზურგჩანთა და სხვ.).

6. არსებობს 5 მარკირებული ბილიკი, რომელთა შემოწმება და დასუფთავება პერიოდულად ხორციელდება.

7. ქ. ლაგოდეხში დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სასტუმრო და მრავალი საოჯახო ტიპის სასტუმროა, ასევე სურსათის მაღაზიები, კვების ობიექტები, ყოველდღიური სასოფლო-სამეურნეო ბაზარი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და კერძო კლინიკა.

 

მუხლი 21. ადგილობრივი ეკონომიკისა და დაცული ტერიტორიების ურთიერთკავშირი

1. 2009-2014 წლების კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია  მოიცავს კახეთის რეგიონის დაცულ ტერიტორიებს (ვაშლოვანი, თუშეთი, ბაწარა-ბაბანეურისა და ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალები), რომელიც მომზადებული იქნა კახეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ. ტურიზმი რეგიონისათვის დიდი პოტენციის მქონედ არის აღიარებული და ამ დოკუმენტის თანახმად განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. უკანასკნელი წლების განმავლობაში ტურიზმი და ვიზიტორთა რაოდენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტაბილურად მზარდია.

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა ძირითადად პირველად სექტორზეა დამოკიდებული (სასოფლო-სამეურნეო წარმოება და გადამუშავება). ეკონომიკურ ჭრილში ამ რეგიონში ნაკლებად განვითარებული დარგებია: მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და მშენებლობა.

3. დაცული ტერიტორიების წვლილი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში ძირითადად გულისხმობს სტუმართმოყვარეობისათვის საჭირო ადგილობრივი რესურსების განვითარებას, როგორიცაა: განთავსება,  კვება, ტრანსპორტირება, ტურისტული აქტივობები, ინფრასტრუქტურა, სანახაობები, კომუნიკაციები და სხვა დაქვემდებარებული სერვისები. ადრე, მსოფლიო ბანკმა უზრუნველყო კერძო მეწარმეების მხარდაჭერა საოჯახო ტიპის სასტუმროების დაარსებაში. ბოლო ხანებში ამ რეგიონში ვიზიტორების მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე, გამასპინძლებასთან დაკავშირებული მომსახურებები მნიშვნელოვნად გაიზარდა.  კერძო წარმოებებმა მოახდინა სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში ინვესტირება და ახალი ობიექტების გახსნა ქ. ლაგოდეხში. ეკონომიკური ზეგავლენა მნიშვნელოვანწილად გაიზრდება, თუ მოხდება არსებული, ვიზიტორთათვის მნიშვნელოვანი ობიექტების შემდგომი გაუმჯობესება და ახალი დამატებითი სანახაობების განვითარება, რაც გაზრდის დაცულ ტერიტორიებზე და ზოგადად რეგიონში ვიზიტორის მიერ საშუალოდ გატარებულ დროს (რომლის გაზომვაც შეიძლება ერთი ვიზიტორის მიერ გატარებული ღამეების რაოდენობის მიხედვით).

4. აღკვეთილის ალპური საძოვრები გამოიყენება  საზაფხულო საძოვრებად, დაახლოებით 15000-20000-მდე ცხვრისთვის. აღკვეთილიდან  ასევე შეშით მარაგდება ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, მას აგრეთვე იყენებენ სხვადასხვა არამერქნული ტყის პროდუქტების შეგროვებისთვის, როგორიც არის წაბლი, კაკალი, სამკურნალო მცენარეები, სოკო და ა.შ.

5. მუნიციპალური წყალმომარაგება ხორციელდება დაცულ ტერიტორიებზე და აღკვეთილში  არსებული ნაკადულებიდან და მდინარეებიდან.  კერძო ბიზნესების მიერ ასევე ხდება  წყლის ამოღება სარწყავად და სათევზაო მეურნეობისთვის.

 

თავი III

გრძელვადიანი მიზნები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის გრძელვადიანი მიზნები ის მდგომარეობა, რომელთა მიღწევასაც მიზნად ისახავს  დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიებისთვის 20-25 წლის ფარგლებში, მდგომარეობს შემდეგში:

 

მუხლი 22.  ლანდშაფტების, ჰაბიტატებისა და სახეობების კონსერვაციასთან დაკავშირებული მიზნები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ეფექტურად დაცულია, რათა მოხდეს ბიოლოგიური  პროცესების, სახეობების მრავალფეროვნების, აგრეთვე დამახასიათებელი ლანდშაფტების   შენარჩუნება. მნიშვნელოვანი და მოწყვლადი ან იშვიათი ჰაბიტატების დიდი ნაწილი ბუნებრივად ვითარდება, რათა ხელი შეუწყოს ბუნებრივი დამახასიათებელი სახეობების მრავალფეროვნებას,  გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ,  იშვიათი და ენდემური მცენარეთა და ცხოველთა სახეობების გენეტიკური ფონდის კონსერვაციას.

 

მუხლი 23.  სახეობების, ჰაბიტატებისა  და ეკოსისტემის სერვისების მდგრად  გამოყენებასთან დაკავშირებული მიზნები

ლაგოდეხის აღკვეთილი უზრუნველყოფს ეკოსისტემასთან  პირდაპირ დაკავშირებულ სერვისებს, მათ შორისაა განახლებადი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, რათა მიწათმოსარგებლეებმა ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებით. სამომხმარებლო მიწათსარგებლობა იმ დონეზეა, რომ ბიოლოგიურად  მდგრადია და ინარჩუნებს ჰაბიტატების მდგომარეობას დამაკმაყოფილებელ დონეზე.

 

მუხლი 24. სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები ადგილობრივი ეკონომიკისა და მოსახლეობის სასარგებლოდ

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ადგილობრივი ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და ეკოსისტემასთან დაკავშირებული სერვისები ღირებულებას მატებს მას, მათ შორის ტყის არამერქნული პროდუქტები, საზაფხულო ალპური საძოვრები, საშეშე მერქანი, სასმელი და ტექნიკური წყალი და ეკოტურიზმი. დაცული ტერიტორიები დამატებით ღირებულებას სძენს ადგილობრივ ეკონომიკას მარკეტინგული შესაძლებლობების, პროდუქტის წარმოშობისა და ხარისხის სერტიფიცირების მეშვეობით.

 

მუხლი 25. ეკოტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის ეკოტურიზმის დანიშნულების ადგილია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ინფორმაციას. ეკოტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია,  რომლითაც სარგებელს იღებს ადგილობრივი მოსახლეობა.

 

მუხლი 26. ეკოგანათლებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული მიზნები

დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურსს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის. ადმინისტრაცია ადგილობრივ სკოლებთან და სხვა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყოფს ეკოსაგანმანათლებლო სერვისების მიწოდებას საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდისა და ამაღლების მიზნით.

 

მუხლი 27. სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებული მიზნები ეკოსისტემის პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით

დაცული ტერიტორიები შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა ეროვნული და საერთაშორისო აკადემიური დაწესებულებებისა და მკვლევარებისთვის  სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით,  რათა გაფართოვდეს ცოდნა ეკოსისტემის პროცესებზე, სახეობრივ  მრავალფეროვნებასა და კლიმატის ცვლილებასა და გარემოსთან დაკავშირებულ სხვა მოვლენების გრძელვადიან მონიტორინგზე. კვლევის შედეგები და მონაცემები ეფექტურადაა შენახული მონაცემთა ბაზასა და ტერიტორიული ადმინისტრაციის ბიბლიოთეკაში და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია.

 

მუხლი 28. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან და ინტეგრაციასთან დაკავშირებული მიზნები

ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილები დაცულია  და წარმოადგენს ვიზიტორთა პროგრამის შემადგენელ ნაწილს ეკოსისტემის პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებთან ერთად. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია,  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ეფექტურად თანამშრომლობენ კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.

 

მუხლი 29. ტრანსსასაზღვრო კონსერვაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული მიზნები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას დამყარებული აქვს კონტაქტი  მოსაზღვრე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებთან აზერბაიჯანსა და დაღესტანში, რაც უზრუნველყოფს დაცულ ტერიტორიებს შორის მენეჯმენტის მიზნების შეჯერებას ბიომრავალფეროვნების ეფექტური კონსერვაციისთვის.

 

მუხლი 30. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან დაკავშირებული  მიზნები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას აქვს საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსი, რათა  უზრუნველყოს დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვა. ადმინისტრაცია სათანადოდ დაკომპლექტებული და მომზადებულია თავისი ფუნქციების შესასრულებლად ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

 

თავი IV

სიტუაციური ანალიზი

მუხლი 31. რესურსების დაცვა

1.  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები დიდი ხნის განმავლობაში იყო საკონსერვაციო დაცვის ქვეშ,  ეს ტერიტორია, მათ შორის მიწათსარგებლობაზე დაკავშირებული შეზღუდვების  ჩათვლით, აღიარებული იქნა მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მიერ. გარდა დამოუკიდებლობის შემდეგ, 1990-იანების 10-წლიანი პერიოდისა, როდესაც მასშტაბურმა უკანონო ნადირობამ  კრიტიკულად შეამცირა ძუძუმწოვრთა პოპულაცია, დაცული ტერიტორიები სათანადო დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.  

2.  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დაცვის განყოფილებას ხელმძღვანელობს დაცვის განყოფილების უფროსი და დაკომპლექტებულია ორი უფროსი რეინჯერით, 17 რეინჯერითა და ბუნებრივი რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტით. განყოფილება აღჭურვილია ორი პიკაპის ტიპისა და ორი  Suzuki Jimney 4x4-ის ტიპის მანქანით და 16 ცხენით.

3.  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მოიცავს ორ სატყეო უბანს გურგენიანის უბანი (10952 ჰა), რომელიც შედგება  რვა  სარეინჯეროსაგან და ლაგოდეხის უბანი (13548 ჰა), რომელიც ცხრა სარეინჯეროდაა დაყოფილი.

4.  2014 წლის განმავლობაში პატრულირებისას დაცვის განყოფილების მიერ გავლილი იქნა: 42100  კმ  მანძილი  ფეხით, 17300 კმ ცხენებით და 46500 კმ ავტომანქანით, საერთო ჯამში 105900 კმ, ასევე ჩატარებულ იქნა 2690 პატრულირება და 137 რეიდი; პატრულირების (ტერიტორიის შემოვლები) დროს 2012 წელს 71290 კმ მანძილი დაიფარა 3542 პატრულირების და 2013 წელს  შესაბამისად  136900 კმ დაიფარა 5102 პატრულირების შედეგად. ეს მიუთითებს პატრულირების ძალისხმევის მკვეთრ ზრდაზე წინა წლებთან შედარებით.

5. 2014 წლის განმავლობაში  შემდეგი დარღვევები დაფიქსირდა: უკანონო ძოვების 5 შემთხვევა, ნადირობის წესების დარღვევის 10 შემთხვევა, უკანონო ნადირობის 1 შემთხვევა, ,სანაკრძალო რეჟიმის დარღვევის 5 შემთხვევა. სულ ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლინდა 21 დარღვევა, ხოლო წინა წლებთან შედარებით მონაცემები ასე გამოიყურება: 25 დარღვევა გამოვლინდა 2011 წელს, ხოლო 32 დარღვევა -2012 წელს, 31 დარღვევა 2013 წელს.  დაცვის განყოფილებამ გაიარა ტრენინგი ფოტოხაფანგების, პატრულირების გეგმების შედგენაზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ. დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ეფექტურობისა და ნაყოფიერების შენარჩუნების, ასევე შემდგომი გაუმჯობესების მიზნით უწყვეტი  თემატური ტრენინგების ჩატარება იქნება აუცილებელი.

7. ზოგადად ვითარება კონტროლირებადია, თუმცა უწყვეტი პატრულირება საჭირო იქნება მის შესანარჩუნებლად. დაცვის განყოფილების ეფექტურობის თვალსაზრისით ძირითადი პრობლემებია: საპატრულო რაციონის დასაფარად ოპერატიული ფულადი სახსრების უქონლობა, ტრენინგების საჭიროება საველე აღჭურვილობის მოხმარების კუთხით, განახლებული  აღჭურვილობის  ქონის ზოგადი საჭიროება და მოძველებული ტექნიკის ჩანაცვლება, არსებული უხარისხო  უნიფორმების ჩანაცვლება ახლით.

 

მუხლი 32. კვლევა და მონიტორინგი

1.  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დაცვის განყოფილება ამზადებს ყოველწლიურ ბუნების მატიანეს დაცული ტერიტორიების შესახებ, რომელიც ასევე შეიცავს მეტეოროლოგიურ მონაცემებს, ახლად დამატებული სახეობების ინვენტარიზაციის მონაცემებს, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობების მონიტორინგს, ჰაბიტატების  მონიტორინგს, აგრეთვე გარე  მკლვევარებისა და  მეცნიერებების საქმიანობების შესახებ ანგარიშებს, რომლებიც მუშაობენ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.

2.  ირმის (Cervus elaphus) და ჯიხვის (Capra cylindricornis) სისტემატური მონიტორინგის სქემები ხელმისაწვდომია, მაგრამ არა სხვა ნებისმიერი სახეობის თუ ჰაბიტატის მდგომარეობის შესახებ.

3. არსებობს  NACRES-ის  2004 წელს შემუშავებული მონიტორინგის რეკომენდაცია - „ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ძირითად დაცულ ტერიტორიებზე“, მათ შორის განსაკუთრებული რეკომენდაციები ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისათვის, რომელიც არასდროს  განხორციელებულა. აღნიშნული რეკომენდაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც კარგი ბაზისი ნებისმიერი სამომავლო მონიტორინგის გეგმისათვის.

4.  ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე განიხილება შემდეგი საკვანძო სახეობები, რომლებიც სისტემატურ მონიტორინგს საჭიროებს.

ა) კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral) შესწავლილ იქნა ათწლეულების განმავლობაში, მათი ყოველწლიური აღრიცხვის ჩათვლით. 1980-იან წლებში პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა 750 ინდივიდს შეადგენდა და მათი რიცხვი სტაბილურად იზრდებოდა, რომლის რაოდენობაც 1990 წელს  1400 ინდივიდს ითვლიდა. 90-იან წლებში ბრაკონიერობის გამო ირმის პოპულაცია მკვეთრად შემცირდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კვლავ ფიქსირდება პოპულაციის ზრდა, რადგანაც გაზრდილია ტერიტორიული ადმინისტრაციის მუშაობა და პატრულირება, მაგრამ რიცხოვნობა ჰაბიტატების ტევადობასთან შედარებით ბევრად ნაკლებია. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე  ირმის ჰაბიტატის ფართობი დაახლოებით 160 კმ2-ია. 2014 წელს ჩატარებული აღრიცხვიანობის შედეგად ირკვევა, რომ პოპულაციის მინიმალური რიცხოვნობა დაახლოებით 300 ინდივიდია (2001 წელს პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა შეადგენდა 100 ინდივიდს), ხოლო სახეობის  სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე დაახლოებით 1.87 ინდივიდს შეადგენს. ითვლება, რომ დაახლოებით საქართველოს ირმის პოპულაციის 40-50% გვხვდება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, შესაბამისად ეს ტერიტორია ყველაზე მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიაა ირმის კონსერვაციის თვალსაზრისით ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე მონიტორინგის სისტემა არაადეკვატურია, რომელიც საჭიროებს დახვეწას და შემდგომ განვითარებას;

ბ) ჯიხვის (Capra cylindricornis) სახეობას უკვე ათწლეულებზე მეტი ხნის მანძილზე იკვლევენ, მათი ყოველწლიური აღრიცხვის ჩათვლით. ისტორიულად, ლაგოდეხში არსებობდა ჯიხვების დიდი პოპულაცია, რომელიც 1980-იან წლებში 1200 ინდივიდს ითვლიდა. სახეობის პოპულაცია იზრდება და ამჟამად დაახლოებით 400 ინდივიდს შეადგენს (2001 წელს მათი რაოდენობა 200 ინდივიდს ითვლიდა). ჯიხვების პოპულაციის რიცხვი იზრდება, მას შემდეგ რაც 1990-იან წლებში მკვეთრად შემცირდა ეს სახეობა, მაგრამ რიცხოვნობა ჰაბიტატების ტევადობასთან შედარებით ჯერ კიდევ ნაკლებია.  მიმდინარე მონიტორინგის სისტემა არაადეკვატურია, რომელიც საჭიროებს დახვეწას და შემდგომ განვითარებას;

გ) მურა დათვი (Ursus arctos) ნაკლებადაა შესწავლილი ლაგოდეხში. დათვები ძირითადად დაცული ტერიტორიების ტყიან ზონებში ბინადრობენ და მცენარეული პროდუქტებით იკვებებიან. ასევე დაფიქსირდა, რომ დათვები ზღვის დონიდან მაღალ  სიმაღლეებზეც გვხვდებიან. პოპულაციის მიმდინარე მდგომარეობა უცნობია, რადგან არ არსებობს სისტემატური მონიტორინგი. მურა დათვი წარმოადგენს ქოლგა სახეობას, რომელიც ინდიკატორია დაცული ტერიტორიების ეკოსისტემების  მდგომარეობისთვის;

დ) როჭო (Tetrao mlokosiewiczi), პირველად აღწერეს ლაგოდეხში, იგი მიჩნეულია, როგორც ინდიკატორი სახეობა სუბალპური ტყეების მდგომარეობისთვის. 2003 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა აღნიშნული პოპულაციის 700-მდე ინდივიდი. ამ ეტაპზე არ არსებობს ეფექტური მონიტორინგის სქემა და არ არსებობს მონაცემები პოპულაციის ზომისა თუ ტენდენციების შესახებ.

5. ჰაბიტატის მონიტორინგი ხორციელდებოდა 90-იან წლებამდე, მაგრამ დღესდღეობით აღარ ტარდება. ამ ეტაპზე ადმინისტრაციაში  არსებული რესურსები ჰაბიტატის მონიტორინგისათვის სუსტია. დღესდღეობით ჰაბიტატების მონიტორინგის თვალსაზრისით აღკვეთილი უფრო მეტად პრიორიტეტულია (ვიდრე სახელმწიფო ნაკრძალი), რომლის მიზანია სამომხმარებლო რესურსის სარგებლობით გამოწვეული ზეგავლენის შეფასება როგორც ალპური საძოვრების გამოყენებისას, ასევე აღკვეთილის ტყით დაფარული ნაწილებიდან საშეშე მერქნის მოპოვების დროს. ალპური საძოვრების შესახებ 2014 წელს დაიწყო კვლევა საძოვრების მენეჯმენტისა და მონიტორინგის გეგმის შემუშავებისთვის.  აღნიშნული გეგმის დასრულება იგეგმება 2015 წელს. 2014 წელს აღკვეთილის ტყეებისთვის  განხორციელდა გამარტივებული ინვენტარიზაცია და ტაქსაცია, რათა დადგენილიყო წლიურად გასაცემი საშეშე მერქნის რაოდენობა.

6. ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს მცენარეთა ინვაზიური სახეობების შესახებ, ასევე არ არსებობს ახალი მონაცემები უახლოეს წარსულში  მათი არსებობისა და ზეგავლენის შესახებ. ზოგიერთი ინვაზიური სახეობა, როგორიცაა Paulownia tomentosa, Gleditsia triacanthos და  Alianthus altissima დაფიქსირებული იყო შრომისხევის, ლაგოდეხისხევის და მაწიმისწყლის მდინარეების ხეობების ქვედა ნაწილებში.  2003 წლის ანგარიშის მიხედვით Paulownia tomentosa და Gleditsia triacanthos-ს ზემოქმედება მდინარისპირა მცენარეულობაზე შეფასებული იყო, როგორც პოტენციურად მაღალი. ამ მცენარეთა უამრავი აღმონაცენი, ახალგაზრდა ინდივიდი,  და  კორომი არ არსებობს. მათ შეიძლება სერიოზული გავლენა ჰქონდეთ სანაპირო ჭალის ტყესა და ისეთ სახეობებზე, როგორიცაა მურყანი (Alnus barbata) და სხვა მცენარეები (მაგ: Pterocarya fraxinifolia). ინვაზიური მცენარეების საკითხს სჭირდება შემდგომი კვლევები, რათა დადგინდეს  მენეჯმენტის სათანადო ზომები.

7. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე არსებულმა ეკოსისტემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო მკვლევარებში, ასევე აკადემიურ დაწესებულებში. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ყოველწლიურად (2013 წელს იყო 5 განსხვავებული ჯგუფი) იღებს და ეხმარება მკვლევარებს. ღამურების სახეობების შესახებ ჩატარდა კვლევა (ისეთი ღამურის სახეობების არსებობა დამტკიცდა, რაც ადრე არ ყოფილა აღრიცხული ლაგოდეხის ჩანაწერებში არსებულ მასალებში), ასევე  ჩატარდა შემდეგი კვლევები მწერების მრავალფეროვნების, ნახშირორჟანგის სეკვესტრის, მოლუსკების შესახებ და სხვა. რიგი კვლევები ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით, რომელთანაც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას მჭიდრო კავშირი აქვს. მონაცემები და შედეგები ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი ადმინისტრაციისთვის და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, აგრეთვე არსებული ხელმისაწვდომი მონაცემები არ არის დაარქივებული შესაბამის მონაცემთა ბაზასა და ბიბლიოთეკაში.

8. ლაგოდეხში მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვებას დიდი ისტორია აქვს, თუმცა  ამჟამად აღარ ხორციელდება, რადგანაც არ არსებობს შესაბამისი აღჭურვილობა.

9. ადამიანსა და მტაცებლებს შორის კონფლიქტი არსებობს, რომლის  მონიტორინგი ამ ეტაპზე არ ტარდება, ასევე უცნობია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი.

10. საკვანძო სახეობების სისტემატური მონიტორინგის მექანიზმების, ასევე სისტემატური ჰაბიტატის მონიტორინგის, მეტეოროლოგიური მონაცემების მონიტორინგის, ადამიანსა და მტაცებლებს შორის კონფლიქტის მონიტორინგის არარსებობა,  მონიტორინგის უფრო მეტი აღჭურვილობის საჭიროება, მონაცემთა ბაზისა და ბიბლიოთეკის არარსებობა წარმოადგენს კვლევასთან და მონიტორინგთან დაკავშირებულ მთავარ საკითხებს. მონიტორინგთან დაკავშირებული ძალისხმევების გაძლიერების შემთხვევაში საჭირო იქნება  დამატებითი ადამიანური რესურსი.

 

მუხლი 33. ბუნებრივი რესურსების მოხმარება

1. ლაგოდეხის აღკვეთილი ყოველწლიურად სათბობი შეშით ამარაგებს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ამჟამად ძირითადად მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხე მოიპოვება, რომლის ღირებულება თითო კუბმეტრზე 6 ლარს შეადგენს: 3 ლარი ბუნებრივი რესუსრის მოსაკრებელი საბოლოოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე აისახება, 3 ლარი მომსახურების მოსაკრებელი კი დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს პერსონალი განსაზღვრავს მოცულობას, თუ რა რაოდენობით უნდა მოიჭრას ხეტყე ყოველწლიურად. 2014 წელს 1700 მ3 საშეშე მერქანი იქნა გაცემული (2013 წელს 1800 მ 3, 2012 წელს: 2426 მ3; 2011 წელს: 4020 მ3; 2010: 4050 მ3; 2009 წელს: 3400 მ3).

2. სხვადასვა ბუნებრივი რესურსების მოპოვება ხდება ტყიდან, მათ შორისაა ტყის არამერქნული პროდუქტები, როგორიცაა კაკალი და წაბლი, სამკურნალო მცენარეები, სოკოები და სხვა საკვები მცენარეები.  მსგავსი მოპოვება დასაშვებია აღკვეთილში და ითვლება, რომ მას არ აქვს  ნეგატიური გავლენა აღკვეთილზე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფლების საჭიროების გათვალისწინებით. აგრეთვე განიხილება მოსაზრებები, რომ ხელი შეეწყოს წაბლისა და კაკლის ხეების რაოდენობის გაზრდას აღკვეთილში.

3. ლაგოდეხის აღკვეთილიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხდება წყლის აღება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლით მომარაგებისათვის. წყალს ასევე იღებენ კერძო ბიზნესებიც, როგორიცაა საკალმახე მეურნეობა და ასევე იყენებენ სარწყავი მიზნებისთვის. კონსერვაციის თვალსაზრისით წყლის მოპოვება ზეგავლენას არ ახდენს ბუნებაზე. თანხების გამომუშავება  თუ მოხდება წყლის მოპოვებიდან, ჯერჯერობით გაურკვეველია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ეროვნულ დონეზე რეგულირდება და  სახელმწიფოს უხდის გადასახადს.

4.  აღკვეთილის მაღალი ალპური საძოვრები გამოიყენება პირუტყვის მეპატრონეების მიერ, ძირითადად ცხვრის ძოვებისთვის,  მაისიდან სექტემბრის თვეების განმავლობაში.  ზოგიერთ ფერმერს ასევე ჰყავს მსხვილფეხა პირუტყვი. 2003 წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით დაახლოებით 6000 ჰა-თი და მოიცვა ის ტერიტორიების, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება ცხვრის საზაფხულო საძოვრებად. უფლებების გადაცემის მომენტში  არსებული ძოვების  უფლებება მიეცათ 2009 წლამდე, როდესაც იჯარის ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა  (იჯარის პერიოდი: 1999-დან 2009 წლამდე). 2009 წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტში არავითარი (საძოვრის) დაცული ტერიტორიის  იჯარის საფასური აღარ ყოფილა გადახდილი, მაგრამ ძოვების გაგრძელება დაშვებული იყო ოფიციალური ხელშეკრულების (საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე)  გაფორმებამდე.  2013 წელს ტრადიციული საძოვრის დიდმა ნაწილმა, რომელიც 2003 წელს გადაეცა ნაკრძალს, განიცადა  რეკატეგორიზაცია და გადავიდა აღკვეთილში, იმ მოტივით, რომ დასაშვები ყოფილიყო ძოვება გარკვეული პირობების დაცვით და გატარებულიყო აღდგენითი ღონისძიებები ეროზიებთან საბრძოლველად, რაც გადაჭარბებულმა ძოვებამ გამოიწვია. წარსულში დაახლოებით ცხვრის რაოდენობა, რომელიც ამ ტერიტორიებზე ძოვდა, შეადგენდა  35000-40000-მდე ერთეულს, რომელიც ცხვრის დასაშვებ რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რაც იწვევდა ეროზიასა და სენსიტიური და თხელი ნიადაგების შემდგომ დეგრადაციას.   პროექტი დაიწყო 2014 წელს და იგი დაფინანსებულ იყო USAID-ის მიერ საძოვრების მართვის გეგმის შესამუშავებლად, აღკვეთილის მიზნების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში მომზადდა მცენარეულობის რუკა და შესწავლილ იქნა საძოვრების მდგომარეობა. პროექტი შეწყდა საძოვრების მართვის გეგმის შემუშავებამდე. 

5. 2013 წელს ალპური საძოვრების რეკატეგორიზაციის შემდეგ, როდესაც ნაკრძალიდან აღკვეთილში გადავიდა ალპური მდელოები, სამი ფერმა მაინც დარჩა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ნაკრძალს წარმოადგენს. 2014 წელს ეს ფერმები გადავიდა აღკვეთილში.

6. ადამიანსა და მტაცებელს შორის კონფლიქტი: ადამიანსა და მტაცებლებს შორის მთავარ კონფლიქტად აღიქმება მტაცებელი ცხოველები, რომლებიც იწვევენ პირუტყვის  დანაკარგს.  მისი სიხშირის შესახებ არ არსებობს არც სისტემური მონაცემები და არც გამოძიებულ შემთხვევებზეა  რაიმე ცნობილი. უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება   მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ მსგავსი შემთხვევების გამოსაძიებლად და შემუშავდეს ,,ადამიანის კონფლიქტი მტაცებლებთან“ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

 

მუხლი 34. ეკოტურიზმი

1. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შესვლა მისი შექმნიდან, 1912 წლიდან მოყოლებული, შემოიფარგლებოდა სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების მიზნით.  რეკრეაციული საქმიანობა კანონით დაუშვებელი იყო. 2003 წელს დაცული ტერიტორიები გაფართოვდა და ორ კატეგორიად გაიყო: ნაკრძალად და აღკვეთილად, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო და რეკრეაციული ხასიათის ღონისძიებების მიზნით შესვლა ნებადართული გამხდარიყო. ვიზიტორთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად.   ამჟამად ადმინისტრაცია სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებას:

ა) საინფორმაციო მასალები და ბროშურები; ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი ინტერპრეტაციის დაფებით;

ბ) ლაშქრობისა და ცხენით გასეირნების ორგანიზება დადგენილი მარშრუტებით;

გ) გიდის მომსახურების ორგანიზება, რომელსაც თვითდასაქმებული გიდები შემოგთავაზებენ;

დ) ტურისტული თავშესაფრების, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილების, გიდების, ცხენებისა და სხვა სერვისების დაჯავშნა;

ე) საკარვე აღჭურვილობის დაქირავება (კარვები, საძილე ტომრები, ზურგჩანთები, საძილე საგებები და ა.შ.);

ვ) ეკოსაგანმანთლებლო პროგრამები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

2.  ხუთი სალაშქრო ბილიკი არსებობს, რომლებიც მარკირებულია და ხდება მათი მუდმივი შემოწმება, მოვლა-განახლება და დასუფთავება:

ა) როჭოს ჩანჩქერის მარშრუტი: საშუალო სირთულის მარშრუტი ადმინისტრაციული შენობიდან იწყება და 3-5 საათამდე ხანგრძლივობისაა. ძირითად ღირსშესანიშნაობას მდინარე შრომისხევზე არსებული როჭოს ჩანჩქერი წარმოადგენს;

ბ) ნინოსხევის ჩანჩქერის მარშრუტი: საშუალო სირთულის მარშრუტი გურგენიანის სარეინჯეროდან (ადმინისტრაციული შენობიდან 15 კმ-ში) და 4-6 საათამდე ხანგრძლივობისაა. ძირითად ღირსშესანიშნაობას მდინარე ნინოსხევის  40მ სიმაღლის ნინოსხევის ჩანჩქერი წარმოადგენს;

გ) მაჭის ციხის მარშრუტი: ტექნიკურად მარტივი მარშრუტის გავლას  მაწიმის რეინჯერთა სახლიდან (ადმინისტრაციული შენობიდან 7 კმ-ში) სჭირდება 3-4 საათამდე. ძირითად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გზის გასწვრივ არსებული ხელუხლებელი ტყეები და VII საუკუნით დათარიღებული მაჭის ციხე.  თავად ციხის კომპლექსს ესაჭიროება კონსერვაცია / აღდგენა, რაც თავიდან აგვაცილებს ისტორიული ძეგლის შემდგომ დეგრადაციას.  დღემდე პირველადი სახით შემორჩენილი ერთ-ერთი შენობა სამლოცველოა, რომლის სახურავი დაზიანებული და გაბზარულია. მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს პასუხისმგებლობა არაა და მას არ ევალება ისტორიული ადგილების კონსერვაციის დაფინანსება და მოვლა, თანამშრომლობის დამყარება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან  რეკომენდებული და აუცილებელია.  იგი ასევე საჭიროებს ისტორიკოსების მუშაობას, რათა მომზადდეს უფრო მეტი ინფორმაცია ტერიტორიის შესახებ.  ტურისტული ბილიკი, რომელიც ტყეს მიჰყვება, ახლახანს განახლდა საფეხმავლო ხიდით და საინფორმაციო დაფებით.  თავად ციხე ამჟამად მდებარეობს ნაკრძალში, რომელიც თეორიულად ხელს უშლის როგორც  ვიზიტორის შეღწევას, ასევე ისტორიული ადგილის კონსერვაციას. ამიტომ, მიზანშეწონილია საიტის რეკატეგორიზაცია და აღკვეთილში გადაყვანა, იმისათვის რომ დაშვებული იყოს ვიზიტორების კანონიერი  შესვლა და  აღდგენითი / საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება;

დ) შავი კლდის ტბის მარშრუტი: საშუალო სირთულის მარშრუტი ადმინისტრაციული შენობიდან იწყება, მეტეოს ტურისტული თავშესაფრის გავლით შავი კლდის ტბისკენ მიემართება და ხანგრძლივობა 3 დღეს შეადგენს. ძირითად ღირსშესანიშნაობას ალპური მდელოებისაკენ მიმავალ გზაზე არსებული ხელუხლებელი ტყეები და შემდეგ კი მყინვარული წარმოშობის ტბა წარმოადგენს. ამ მარშრუტზე განსაკუთრებით მაღალია ველურ ბუნებაზე დაკვირვების, კავკასიურ ჯიხვთან შეხვედრის ალბათობა.  შავი კლდის ტბის მარშრუტი უკვე გადაკეთდა წრიულად, რითაც ის უფრო მოკლე (საერთო სიგრძე შემცირდა 9 კმ-ით), საინტერესო და მიმზიდველი გახდა, ასევე გაიზარდა ბილიკის გამტარუნარიანობა;

ე) ბუნების შემეცნებითი ბილიკი: ტექნიკურად მარტივი, წრიული ბილიკი იწყება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობიდან, რომელიც დაახლოებით 600 მ სიგრძისაა და მისი ხანგრძლივობა ერთ საათამდეა. აღნიშნული ბილიკი გათვლილია 3-9 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

3.  მთავარი ტურისტული სეზონი მაისიდან სექტემბრამდეა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობა პიკს აგვისტოში აღწევს. 2014 წლის იანვარსა და სექტემბერს შორის პერიოდში 39417 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2013 წელთან შედარებით 23%-ითაა გაზრდილი. ვიზიტორთა 80% ქართველია და 20% კი უცხოელი.  ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

4.  ამჟამად არ არსებობს დაცულ ტერიტორიაზე შესვლის გადასახადი. ვიზიტორები იხდიან მხოლოდ სხვადასხვა სერვისის სარგებლობის საფასურს, როგორიცაა მაგალითად: ტურისტულ თავშესაფრებსა და კარვებში ღამის გათევა, ცხენებისა და აღჭურვილობის ქირაობა. ფასები ფიქსირებულია, თუმცა ფასდაკლების სისტემა მოქმედებს  ათი ან უფრო მეტი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფებისთვის და დაცული ტერიტორიების ეკოსაგანმანათლებლო პროგრამებისათვის.

5.  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ამჟამინდელი დაფინანსება ხარჯებისა და კაპიტალური ინვესტიციების კუთხით ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF). 2013 წლის მონაცემით CNF და სახელმწიფო თანაბრად ინაწილებენ დაცული ტერიტორიების დაფინანსებას 465000 ლარის ოდენობით,  რომლის 42% იხარჯება ხელფასებზე. სხვა ორგანიზაციები და კერძო სექტორის პარტნიორები დაცულ ტერიტორიებს ეხმარებიან პროექტების საფუძველზე, როგორიცაა მაგალითად UNWTO,  ProCredit Bank, Cartu Charity Foundation და სხვები. საკუთარი შემოსავალი ძირითადად მიიღება ვიზიტორთა მომსახურებიდან, რომელიც აისახება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ანგარიშზე.

6. ვიზიტორთა კვლევამ, რომელიც ჩატარდა ადმინისტრაციის მიერ, გამოავლინა, რომ ვიზიტორთა უმრავლესობა (75%) ბუნების და ბიომრავალფეროვნების სანახავად მოდის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ხოლო 25%-ს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების ნახვა აინტერესებს. იგივე კვლევამ გამოავლინა, რომ ვიზიტორთა უმრავლესობა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ მთავარ ინფორმაციას იღებს სიტყვიერად, რომელსაც მოჰყვება ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოპოვება.

7. ბილიკების დეტალური აღწერილობა ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში.

8. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას დამყარებული აქვს კონტაქტები რეგიონის  და დედაქალაქის სხვადასხვა ტუროპერატორებთან, რომელთაც აწვდის საჭირო ინფორმაციას  და  სიახლეებს  მიმდინარე მოვლენებზე.

9. გიდებს ადრე ასაქმებდა ადმინისტრაცია. თუმცა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირდაპირი ხელშეკრულებით აყვანა გიდის დაშვებული არ არის. ამჟამად ადმინისტრაციას შეუძლია მხოლოდ  გიდად მუშაობის მსურველი კერძო პირების საკონტაქტო ინფორმაცია მისცეს ვიზიტორს, მაგრამ არ შეუძლია რაიმე შემოსავლის მიღება ამ მომსახურებისთვის. ასევე არ არსებობს გიდების სერტიფიცირება, რისი ხარისხის კონტროლიც შეუძლებელია.

10. საჭიროა დამატებით ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა,  როგორიცაა: ბილიკის ნიშნები, საპირფარეშოები სეპტიკური ავზების ჩათვლით და განახლებული საგამოფენო დარბაზი, რომელიც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ ცენტრშია. ვიზიტორთა საინფორმაციო მასალები, როგორიცაა ბუკლეტები და რუკები, ტურისტის სახელმძღვანელო ყოველწლიურად განახლებადია, საჭიროა ვებგვერდის მომზადება.

11. პრობლემას წარმოადგენს ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების საკითხი ტურისტულ თავშესაფარში. მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები მოთავსებულია დაცული ტერიტორიების შესასვლელებთან, ადმინისტრაციული შენობის გარდა არ არსებობს შეგროვების სისტემა, რაც ადმინისტრაციისთვის ართულებს ნარჩენების მართვას. ტურისტულ თავშესაფარ მეტეოში (2000 მ ზღვის დონიდან) ნაგვის ყუთები დამონტაჟებული იყო, რამაც ის შედეგი გამოიწვია, რომ ვიზიტორები ტოვებდნენ ნაგავს ადგილზე, რაც არაპრაქტიკული აღმოჩნდა, რადგანაც შემდეგ ადმინისტრაციას უხდებოდა ნარჩენების ჩამოტანა. შესაბამისად ნაგვის ურნები აიღეს და ვიზიტორებს სთხოვეს, რომ საკუთარი ნარჩენები თავად ატარონ და გადაყარონ დაცული ტერიტორიების შესასვლელებთან არსებულ სანაგვე ურნებში. ნარჩენების პრობლემა დგას ასევე ბილიკების გასწვრივ, რომლებიც ხშირად უნდა იწმინდებოდეს.  ცნობიერების ამაღლების გაზრდა აუცილებელია ვიზიტორთა განათლებისთვის, რათა მათ არ დაყარონ საკუთარი ნარჩენები დაცული ტერიტორიების ფარგლებში.

 

მუხლი 35. ეკოგანათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა

1. ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ სკოლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების შექმნაში, მასპინძლობს სტუდენტურ ჯგუფებს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ამყარებს ურთიერთობებს. 2013 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით სულ 4742-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ეკოსაგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ განახორციელა.

2. ახალი ბუნების შემეცნებთი ბილიკი შეიქმნა, რომელიც გათვლილია დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. ბილიკი დააფინანსა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ და მისი სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია. იგი ადმინისტრაციის შენობის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს.

3. 2008 წელს გერმანულმა სატელევიზიო არხმა (Mitteldeutscher Rundfunk-MDR) მოამზადა 45-წუთიანი დოკუმენტური ფილმი  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ. ფილმში ასახულია ლანდშაფტების მრავალფეროვნება,  ტყეები, ალპური ტერიტორიები და ველური ბუნება. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტური ფილმი მხოლოდ გერმანულ ენაზეა ხელმისაწვდომი. მსგავსი დოკუმენტური ფილმები ძლიერი ინსტრუმენტია ეროვნული და საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებლად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ.

4. იგეგმება საერთაშორისო სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და აღნიშვნა, როგორიცაა 5 ივნისის მსოფლიო გარემოსდაცვითი დღე, იმისათვის, რომ ამაღლდეს გლობალური ცნობირება, რათა განვახორციელოთ პოზიტიური  გარემოსდაცვითი საქმიანობა. მზადდება ლაგოდეხის „მწვანე კალენდარი“.

5. ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ დაამყარა პარტნიორობა კერძო კომპანიებთან, რათა ორგანიზება გაუკეთოს და გაუმასპინძლდეს ასეთი კომპანიების თანამშრომელთა ჯგუფებს გარემოსდაცვითი ცნობიერების შექმნის  მიზნით და ზოგადად იმისთვის, რომ გაატარონ სასიამოვნო დღე ბუნებაში. ასეთი პარტნიორობა, ერთი მხრივ, ამაღლებს გარემოსდაცვით ცნობიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, გრძელვადიანი პარტნიორული თანამშრომლობის  შექმნის პოტენციალს ემსახურება, რაც  შესაძლოა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას დაეხმაროს ფინანსურად.

6. ადმინისტრაცია ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობას და აწყობს პერიოდულ შეხვედრებს, რათა გააცნოს მათ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობა, დაცული ტერიტორიების წესები და რეგულაციები. შეხვედრები ასევე ტარდება მწყემსებთან ალპურ საძოვრებზე, სასტუმროს მეპატრონეებთან, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან.

7. ეკოსაგანმანათლებლო სამუშაოები და საზოგადოებასთან ურთიერთობა დიდად გაუმჯობესდება ადმინისტრაციული ერთეულის გაძლიერებით, ბუნებრივი რესურსებისა  და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტების  დაქირავებით,  აგრეთვე კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  სფეროში  პერსონალის დამატებით.

8. განხილული იყო თემა ჰქონოდა თუ არა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს საკუთარ ვებგვერდი, თუმცა იმ დროისათვის  დაგეგმილი იყო, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ექნებოდა საერთო ცენტრალიზებული ვებგვერდი ყველა დაცული ტერიტორისთვის. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დადგინდა, რომ  ცალკეულ დაცულ ტერიტორიებს არ ექნებათ საკუთარი ვებგვერდები. 

 

მუხლი 36. ტერიტორიული ადმინისტრაცია

1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ამჟამად შედგება შემდეგი პერსონალისგან: დირექტორი, დაცვის განყოფილების უფროსი, რომელსაც ეხმარება ორი უფროსი რეინჯერი და 17 რეინჯერი, ასევე ერთი ბუნებრივი რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი (ამჟამად ვაკანტურია), ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, რომელსაც ეხმარება ბუღალტერი, ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი, ერთი დამლაგებელი და ერთი დარაჯი.

2. არსებული საშტატო შემადგენლობა საკმარისია რესურსების დაცვის კუთხით. მიუხედავად ამისა, დაგეგმილია  ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და საძოვრების მართვის პროგრამის განვითარება, რაც დამატებით ადამიანურ რესურსს მოითხოვს. ვიზიტორთა მომსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა  და კომუნიკაციის კუთხით არსებული საშტატო შემადგენლობა არაა საკმარისი და საჭიროებს გაზრდას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაცული ტერიტორიებისა და მისი ადმინისტრაციის ორიენტირებულობა დაინტერესებულ მხარეებზე. პერსონალის განსაკუთრებული მოთხოვნები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ა)  ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიის შევსება;

ბ) სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის სპეციალისტის ახალი პოზიციის შექმნა;

გ) ეკოსაგანმანათლებლო სპეციალისტის ახალი პოზიციის შექმნა;

დ) მოხალისეობის პროგრამის შექმნა (მაგ.: მშვიდობის კორპუსის მოხალისეები).

3. ადმინისტრაციის შენობის და ახალი საგამოფენო დარბაზის რეკონსტრუქცია დასრულდა 2014 წელს.  ადმინისტრაციული შენობისაგან ცალკე მდგომი ვიზოტორთა ცენტრი, სამი სასტუმრო ოთახის ჩათვლით, საჭიროებს განახლებას. ეს შენობა იჯარით იყო გაცემული კერძო ოპერატორზე, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის იჯარით გაცემული.  დაცული ტერიტორიების სააგენტო იმყოფება იმ პროცესში, რომ გადაწყვიტოს შენობის გაცემა  კვლავ იჯარით ან თავად  ადმინისტრაციამ აამუშაოს იგი. ორი რეინჯერთა სადგური მაწიმში და გურგენიანში და მეტეოს ტურისტული თავშესაფარი, რომელიც ასევე რეინჯერთა თავშესაფარია.  2014 წელს აშენდა დამატებითი თავშესაფარი როგორც ტურისტებისთვის, ასევე რეინჯერებისთვის შავი კლდეების ტბის სიახლოვეს.  ცხენის თავლა მაწიმში მდებარეობს. ტერიტორიაზე მოწყობილია რამდენიმე საკარვე ადგილი. არსებობს ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა, ხოლო არსებულის განახლების,  იმისათვის რომ გაუმჯობესდეს ვიზიტორთა მომსახურება და მენეჯმენტი გახდეს უფრო ეფექტური.

4. ადმინისტრაციის თანამშრომელთა ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლება მიმდინარე პროცესია. ცოტა ხნის წინ თანამშრომლებმა ტრენინგი გაიარეს: საძოვრების მდგომარეობის მონიტორინგის, ფოტომახეების  მოხმარების, პატრულირების გეგმების შედგენასა და აღრიცხული უკანონო ქმედებების ოქმების შევსების და საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თემებზე. განუწყვეტელი ტრენინგი იქნება საჭირო, რათა გაუმჯობესდეს ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტურობა, განსაკუთრებით ვიზიტორთა მენეჯმენტის, ბუნების ინტერპრეტაციის და პედაგოგიკის, ცნობიერების შექმნის და ეკოგანათლების, კომუნიკაციის კუთხით, ასევე სახეობების მონიტორინგის განხორციელება სპეციფიკური მონიტორინგის სქემების მიხედვით   და ა.შ.

5. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ესაზღვრება აზერბაიჯანის და დაღესტნის დაცული ტერიტორიები.  მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები  საკმაოდ იზოლირებულია საქართველოს სხვა დაცული ტერიტორიებიდან,  საკმაოდ დიდი ტერიტორია იმყოფება დაცვის ქვეშ, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი პროცესების ეკოლოგიურ სტაბილურობასა და გენეტიკურ ცვლას მეზობელი დაცული ტერიტორიების ზაქათალასა და ტლიარატინსკის გათვალისწინებით. ამჟამად მცირე კონტაქტი არსებობს ამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებულ დაცულ ტერიტორიებს შორის. მნიშვნელოვანია მათთან  კონტაქტის დამყარება ტექნიკურ დონეზე  ტრანსსასაზღვრო საკონსერვაციო ტერიტორიის შექმნის თვალსაზრისით მომავალში. ამჟამად მისაღებია არაფორმალური თანამშრომლობა აზერბაიჯანში ზაქათალის სახელმწიფო ნაკრძალთან.

6. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ამჟამინდელი დაფინანსება ხარჯებისა და კაპიტალური ინვესტიციების კუთხით ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF). 2013 წლის მონაცემით CNF და სახელმწიფო თანაბრად ინაწილებენ დაცული ტერიტორიების დაფინანსებას 465000 ლარის ოდენობით,  რომლის 42% იხარჯება ხელფასებზე. დაცული ტერიტორიები დახმარებას იღებენ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და კერძო სექტორის პარტნიორებისგან, მაგ.: პროექტები განხორციელდა შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით:  UNWTO,  ProCredit Bank, Cartu Charity Foundation და სხვები. საკუთარი შემოსავალი ძირითადად მიიღება ვიზიტორთა მომსახურებიდან, რომელიც აისახება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ანგარიშზე.  2014 წლიდან საშეშე მერქნის მომსახურების თანხა აისახება სააგენტოს ანგარიშზე, რადგან სააგენტოს პერსონალი მართავს და მონიტორინგს ახორციელებს საშეშე მერქნის მოპოვებასა და განაწილებაზე. მომავალში, როდესაც მოხდება ალპური საძოვრების ნაწილის იჯარით გაცემა, მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება დაცული ტერიტორიების ანგარიშზე.

7. ადმინისტრაცია ამზადებს ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშებს დაცული ტერიტორიების ცენტრალური აპარატისთვის და ამზადებს ყოველწლიურ მატიანეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ. იმისათვის, რომ ადმინისტრაციამ მიიღოს დაფინანსება კავკასიის ბუნების ფონდიდან, დამატებით სამწლიანი ბიუჯეტი და სამოქმედო გეგმები იქმნება.

8. შესყიდვები ხორციელდება ცენტრალიზებულად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ.  ეს ეკონომიკურად ხელსაყრელია  მაღალი ღირებულების მქონე საქონლისა და  სერვისებისთვის, მაგრამ ძალიან არახელსაყრელია დაბალი ღირებულების საქონლის  და ადგილობრივი სერვისებისთვის, რომლისთვისაც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ნივთის / მომსახურების ადგილზე შესყიდვა. მიუხედავად ამისა, ასეთი მიდგომა ვრცელდება ქვეყნის ყველა დაცულ ტერიტორიაზე.

9. ნაკრძალისა და აღკვეთილის საზღვრები დადგენილია საქართველოს კანონით ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნის“ შესახებ. აუცილებელია შემდეგი ცვლილებების შეტანა ლაგოდეხის ნაკრძალისა და აღკვეთილის საზღვრების აღწერაში:

ა) მაჭის ციხის ნანგრევები ამჟამად მდებარეობს ნაკრძალში, რაც სამართლებრივად ხელს უშლის ვიზიტორის შესვლას, აგრეთვე ნებისმიერი აღდგენითი / საკონვერსაციო სამუშაოების ჩატარებას.  როგორც ცნობილია, ნანგრევები განიხილება დაცული ტერიტორიის ერთ-ერთ ძირითად ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობად და უამრავი ვიზიტორი სტუმრობს მას, ამიტომ არსებობს საჭიროება, რომ ეს ტერიტორია დაემატოს აღკვეთილს, იმისათვის რომ მის მოსანახულებლად ტურისტები კანონიერი გზით დავუშვათ და აგრეთვე აღდგენითი / საკონსერვაციო სამუშაოებიც ნებადართული იყოს ამ ისტორიულ ადგილას;

ბ) აღკვეთილის ტყიანი ნაწილის ჩრდილოეთის საზღვრის   თავიდან განსაზღვრის თაობაზე მიმდინარეობს დისკუსიები, სადაც ის უერთდება ნაკრძალს, რადგან საზღვარი ძალიან მიახლოებითია და ყოველთვის არ მიუყვება ბუნებრივ საზღვრებს. არსებული შემოთავაზება ასეთია, რომ საზღვარი თავიდან განისაზღვროს ისე, რომ მიუყვებოდეს ბუნებრივ მახასიათებლებს;

გ) პერიოდულად მოსული ჭარბი ნალექი იწვევს მდინარე სალესავის ხევის ადიდებას და ღვარცოფის წარმოშობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ლაგოდეხის სოფელ რაჭის უბანს, ამ მიზნით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გასული საუკუნის 50-იან წლებში გაკეთებული იყო გაბიონი 50 მეტრამდე, რომელიც იცავდა ჭარბი ნალექის დროს მდინარის კალაპოტის შეცვლისაგან და მოსახლეობის დატბორვის საშიშროებისაგან. აღნიშნული ჯებირი მოხვედრილია ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად საჭიროებს აღდგენას და შემდგომში პერიოდულ  შეკეთებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობის დატბორვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადატანილ იქნეს აღკვეთილში.

 

თავი V
ზონირება

მუხლი 37. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი

1. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 19749 ჰექტარ ფართობს.

2. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა);

ვ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება სამენეჯმენტო გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვებით (სხვა სახის ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით);

ზ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

თ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა).

3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით.

 

მუხლი 38. ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი

ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი განისაზღვრება ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით და შეადგენს 4702 ჰექტარს.

 

მუხლი 39. ლაგოდეხის აღკვეთილის ზონირება

გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) ადმინისტრაციული ზონა;

ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა.

 

მუხლი 40. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა

1. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი შეადგენს 20.6 ჰა-ს და მოიცავს გეოგრაფიულ კოორდინატებს, რომლებიც ნაჩვენებია დანართში N 5.

2. ადმინისტრაციულ ზონაში წარმოდგენილია ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა – ადმინისტრაციული ეზო, თავლა, რეინჯერთა თავშესაფარი, საძოვარი საპატრულე ცხენებისათვის, სათიბი.

3.  ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციულ ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

ბ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

გ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ი) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

კ) ფეხით და ცხენით გადაადგილება;

ლ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

მ) გზების  და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;

ო) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა.

4. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით.

 

მუხლი 41. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა

1. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი შეადგენს 4681.4 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიას, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიისა.

2. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

ბ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

გ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

კ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ლ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

მ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ნ) გზების  და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ო) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;

პ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, 42-ე მუხლის დებულებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სოციალური ჭრების (უპირატესად მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი) შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ 3 საშეშე მერქანი), ძოვება (ალპურ საძოვრებზე და ტყით დაუფარავ ფართობში), პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის ნაყოფის მოხმარება, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;

ჟ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა და აღდგენა;

რ) განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ს) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისთვის და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობა;

ტ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.

3. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შემწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.

4. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით.

 

თავი VI
მენეჯმენტის
გეგმის პროგრამები

 

მუხლი 42. მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პასუხისმგებლობა

1. დაცული ტერიტორიების სააგენტო (ცენტრალური აპარატი და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია) პასუხისმგებელნი არიან მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და ქმედებების ორგანიზაციასა და განხორციელებაზე, მისი განხორციელების მონიტორინგსა და დასახული მიზნების მიღწევაზე.

2. სააგენტო უზრუნველყოფს მენეჯმენტის გეგმის გარკვეული ღონისძიებების განხორციელების პროცესში სხვა ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობას ან მათთან თანამშრომლობას.

3. მენეჯმენტის გეგმის განხორციელება საოპერაციო გეგმის საშუალებით ხდება. საოპერაციო გეგმა შემუშავებული იქნება სამწლიანი პერიოდისათვის, განახლდება ყოველწლიურად და მოიცავს დეტალურ განსახორციელებელ ქმედებებს ყოველი ცალკეული წლის ქმედებებიდან გამომდინარე შემუშავებული ბიუჯეტის ჩათვლით.

 

მუხლი 43. მენეჯმენტის გეგმის პროგრამები

1. სიტუაციური ანალიზის შედეგად გამოვლინდა შვიდი  თემა (რომლებიც ნაწილობრივ ურთიერთკავშირშია), რომლებიც მენეჯმენტის მიერ დასახული მიზნების, ქმედებებისა და ღონისძიებების პროგრამულ სტრუქტურას შეესაბამება. ესენია:

ა)  პატრულირებისა და კანონაღსრულების პროგრამა;

ბ)  კვლევისა და მონიტორინგის პროგრამა;

გ)  ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის პროგრამა;

დ)  ეკოტურიზმის პროგრამა;

ე)  ეკოგანათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა;

ვ)  ადმინისტრაციის გაძლიერების პროგრამა;

ზ) ინფრასტრუქტურის განვითარება და შენარჩუნება.

2.  მომდევნო მუხლებში განსაზღვრულია მენეჯმენტის ყოველი ცალკეული პროგრამის მიზნები და საოპერაციო გეგმის ფარგლებში ყოველწლიური დაგეგმვისათვის განსახორციელებელი დეტალური ქმედებები.

3. ღონისძიებებისა და ქმედებების აღნიშნული ნუსხა წარმოადგენს „შესაძლებლობათა ნაკრებს“, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს ყოველწლიური საოპერაციო გეგმის ფარგლებში. ეს არ არის ყოვლისმომცველი ჩამონათვალი და მისი შევსება ან შეცვლა უნდა მოხდეს პროგრამის მიზნიდან გამომდინარე.

 

მუხლი 44. მენეჯმენტის პროგრამა: პატრულირება და კანონაღსრულება

1. პატრულირებასა და კანონაღსრულებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებია:

ა) პატრულირებასა და კანონაღსრულებაში მონაწილე თანამშრომლების მიერ საპატრულო და მონიტორინგის აპარატურის მოხმარების შეზღუდული შესაძლებლობები (მაგ: ფოტოხაფანგების დაგება, GPS აპარატურა და ა.შ., ინციდენტების დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი ოქმების სწორად შევსება);

ბ)  პატრულირებისა და მონიტორინგის სათანადო აღჭურვილობის არარსებობა და მოძველებული აღჭურვილობის გამოცვლის აუცილებლობა.

2.  პატრულირებასა და კანონაღსრულებასთან დაკავშირებული პროგრამის მიზნები მდგომარეობს შემდეგში:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვსურს გეგმის მოქმედების ვადის დასასრულისთვის)

ინდიკატორები (რა უნდა გაიზომოს ან შემოწმდეს იმისათვის, რომ გავიგოთ, მიღწეული იქნა მიზანი, თუ არა)

პმ.1

პატრულირებისა  და კანონაღსრულების განყოფილების ადამიანური რესურსების გაძლიერება განყოფილების საპატრულო და კანონაღსრულებითი საქმიანობის  ეფექტურად განხორციელების მიზნით.

· პატრულირებისა და კანონაღსრულების განყოფილების თანამშრომლებს გავლილი აქვთ შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენების ტრენინგები.

· პატრულირებისა და კანონაღსრულების განყოფილების თანამშრომლებს გააჩნიათ მათი სამუშაო აღწერილობიდან გამომდინარე აუცილებელი უნარ-ჩვევები.

· პატრულირებისა და  კანონაღსრულების განყოფილების თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან სათანადო რაციონით საველე პატრულირების დროს.

· პატრულირებისა და კანონაღსრულების განყოფილების თანამშრომლების მიმართ ვრცელდება. წახალისება / დაჯილდოების სისტემა

· მუშახელის / პერსონალის დენადობა დაბალია (მაგ.: უფროს პოზიციებზე მყოფ თანამშრომელთა ¾ და დანარჩენი პერსონალის ½ არ შეცვლილა მენეჯმენტის გეგმის არსებობის განმავლობაში.

პმ.2

აუცილებელი აღჭურვილობისა და აპარატურის შესყიდვა,  ტექნიკური მომსახურება და ჩანაცვლება.

· პატრულირებისა  და კანონაღსრულების  აღჭურვილობა არსებობს და ხელმისაწვდომია.

 

3.  პატრულირებასა და კანონაღსრულების პროგრამასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისათვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვსურს გეგმის მოქმედების ვადის დასასრულისთვის)

სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები (რა შეიძლება გაკეთდეს პროგრამის მიზნების მისაღწევად)

პმ.1

პატრულირებისა  და კანონაღსრულების განყოფილების ადამიანური რესურსების გაძლიერება განყოფილების საპატრულო და კანონაღსრულებითი საქმიანობის  ეფექტურად განხორციელების მიზნით

· საველე პატრულირებისას ადეკვატური რაციონით ან შესაბამისი თანხით უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა და ამოქმედება თანამშრომლებისათვის პატრულირების ყოველი დღისათვის;   

· პატრულირების განყოფილების თანამშრომლებისათვის „წახალისების სისტემის“ შექმნა. გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: (1) განსაზღვრული წახალისება სამართალდარღვევის დადებითად შესრულებულ  ქმედებაზე (დაკავება - ოქმის სწორად შედგენა - სამართალდარღვევის სასამართლოში გადაცემა) ან (2) წახალისების წლიურად გადახდა წინასწარ შეთანხმებული მიზნობრივი ინდიკატორების გამოყენებით.

· პატრულირებისა და კანონაღსრულების განყოფილების თანამშრომლების ტრენინგები შემდეგში: GIS ტრენინგი, GPS-ის გამოყენება, რუკის წაკითხვა და ორიენტირება, ფოტოხაფანგების, ფოტო და ვიდეო კამერების გამოყენება, პირველადი დახმარების ტრენინგი შესაბამისი სერტიფიკატის გაცემით, ალპურ ზონაში ძებნისა და გადარჩენის უნარ-ჩვევები, კანონაღსრულების საკანონმდებლო ჩარჩო, ხანძრების მართვა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის გამოყენება, ზარალის (მაგ., უკანონო ჭრების შედეგად მიყენებული ზიანის) შეფასება, ოქმების სწორად შედგენა, საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენა, იარაღის გამოყენება და უსაფრთხოება, გარეული ცხოველებისა და მათი ნიშნების ამოცნობა (მაგ, ნაკვალევი, ტერიტორიის მონიშვნა, ცხოველთა ექსკრემენტი, ძახილი, ფრინველების ამოცნობა და ა.შ.), თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (მაგ., მობილური ქსელით უზრუნველყოფილი ფოტოხაფანგები, უპილოტო საფრენი აპარატები (დრონი), მდგრადი მეტყევეობის ძირითადი პრინციპები, ხე-მცენარეების ამოცნობა და ა.შ.

· ანტიბრაკონიერულ სტრატეგიებში უნდა განხორციელდეს ტრენინგი კანონაღსრულების / პატრულირების განყოფილების მაღალ თანამდებობებზე მომუშავე თანამშრომლებისთვის.

პმ.2

აუცილებელი აღჭურვილობისა და აპარატურის შესყიდვა,  ტექნიკური მომსახურება და ჩანაცვლება.

· საოპერაციო გეგმის ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის დაგეგმვა და ბიუჯეტირება;

· ინვენტარიზირებული აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების გრაფიკის შედგენა საჭირო ბიუჯეტის, შესყიდვის მეთოდისა და მომსახურების სახეების მითითებით;

· ახალი და დამატებითი აღჭურვილობის შეძენა, მაგალითად დამატებითი GPS აპარატურა, ფოტოხაფანგები, პერსონალის აჭღურვილობა (უნიფორმები,ზამთრის და ზაფხულის ტანსაცმელის კომპლექტი, ზამთრის და ზაფხულის ფეხსაცმელი; საძილე ტომრები, პირველადი დახმარებისა და საველე სამზარეულოს ნაკრები, ბინოკლები და ა.შ.), წიგნები (ფლორა, ფაუნა, მავნებლები და დაავადებები და ა.შ.) და ეფექტური პატრულირების, კანონაღსრულებისა და მონიტორინგისათვის აუცილებელი სხვა სახის აღჭურვილობა.

 

მუხლი 45. კვლევა და მონიტორინგი

1.  კვლევასა და მონიტორინგთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებია:

ა)  ამჟამად  ხორციელდება ძირითად სახეობათა მონიტორინგი (ირემსა და ჯიხვზე დაკვირვება მიმდინარეობს, ხოლო როჭოსა და მურა დათვზე მონიტორინგი გათვალისწინებულია). თუმცა მონიტორინგის არსებული სისტემა შეუსაბამოა ზოგიერთ ძირითად სახეობასთან მიმართებაში; ამას გარდა საჭიროა მონიტორინგის ამჟამად გამოყენებული მეთოდების გაუმჯობესება;

ბ)  ჰაბიტატების, მათი პირობებისა და ხარისხის მონიტორინგის არა რსებობა;

გ)  არ ხდება წარსულში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის სათანადოდ დაარქივება, ასევე პრობლემაა მონაცემთა ბაზისა და ბიბლიოთეკის არარსებობა;

დ)  მონიტორინგისათვის არსებული აღჭურვილობის სიმცირე;

ე)  ადამიანსა და მტაცებელს შორის არსებული კონფლიქტის თაობაზე მონაცემებისა და ინფორმაციის არარსებობა;

ვ)  წარსულში ხორციელდებოდა მეტეოროლოგიური მონაცემების აღრიცხვა, თუმცა ამჟამად არ არსებობს.

2.  კვლევასა და მონიტორინგთან დაკავშირებული პროგრამის მიზნები შემდეგში მდგომარეობს:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

ინდიკატორები (რა უნდა გაიზომოს ან შემოწმდეს იმისათვის, რომ გავიგოთ, მიღწეული იქნა მიზანი, თუ არა)

პმ.3

საკვანძო სახეობების ზოგადი მონიტორინგის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება, შერჩეულ სახეობებზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი  (ფაუნისა და ფლორის სახეობები), ასევე უნდა არსებობდეს განსაკუთრებული მონიტორინგის გეგმები  შემდეგი სახეობებისთვის: (ირემი, ჯიხვი, როჭო და მურა დათვი).

· ზოგადი მონიტორინგის  სტრატეგია და გეგმა არსებობს

· განსაზღვრული საკვანძო  სახეობებისათვის მოქმედი მონიტორინგის გეგმები შემუშავებულია

· ტრენინგები სახეობების მონიტორინგის განხორციელების თაობაზე თანამშრომლებისათვის ჩატარდა  

·   მონიტორინგის ფორმები ხელმისაწვდომია, სწორად არის შევსებული და შესაბამისად წარდგენილი

პმ.4

სენსიტიური და მოწყვლადი ჰაბიტატების განსაზღვრა და ჰაბიტატების მონიტორინგის გეგმის (რაც დაფუძნებული  2004 წლის NACRES-ის მონიტორინგის რეკომენდაციაზე) შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება.

· განსაზღვრული სენსიტიური და მოწყვლადი ჰაბიტატებისათვის მოქმედი მონიტორინგის გეგმა არსებობს

· ჰაბიტატების მონიტორინგის განხორციელების თაობაზე თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგები

· მონიტორინგის ფორმები ხელმისაწვდომია, სწორად არის შევსებული და შესაბამისად წარდგენილი.

პმ.5

სახეობებისა და ჰაბიტატების მონიტორინგისათვის აუცილებელი აღჭურვილობის აღდგენა, განახლება  ტექნიკური მომსახურება და ჩანაცვლება.

· სახეობებისა და ჰაბიტატების მონიტორინგისათვის ადეკვატური აღჭურვილობა ხელმისაწვდომია.

პმ.6

ადამიანსა და მტაცებელს შორის არსებული  კონფლიქტის შესახებ მონაცემების შეგროვება და შენახვა და ადამიანსა და მტაცებელს შორის კონფლიქტის აღმოფხვრის გეგმის შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება.

· ადამიანსა და მტაცებელს შორის არსებული კონფლიქტის აღმოფხვრის გეგმა.

· ადამიანსა და მტაცებელს  შორის არსებული კონფლიქტის მონაცემები და ოქმები ხელმისაწვდომია, სწორად არის შევსებული და ატვირთულია ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და მონაცემთა ბაზაში.

პმ.7

გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობითა და კოორდინირებით მოხდეს აუცილებელი აღჭურვილობის შესყიდვა, მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვება და

დაარქივება.  

· აღჭურვილობა ადგილზეა, ხდება მონაცემების უწყვეტად აღრიცხვა და ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და მონაცემთა ბაზაში ატვირთვა.

პმ.7

დაცულ ტერიტორიაში კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების (ბუნებაში შეგროვებული და სამკურნალო მცენარეების ჩათვლით) იდენტიფიკაცია და გეგმების შექმნა მათი კონსერვაციისთვის

· კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე  სახეობების (ბუნებაში შეგროვებული და სამკურნალო მცენარეების ჩათვლით) გავრცელების რუკა და საკონსერვაციო გეგმები არსებობს

 

3. კვლევისა და მონიტორინგის პროგრამასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისათვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები:

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები (რა შეიძლება გაკეთდეს პროგრამის მიზნების მისაღწევად)

პმ.3

საკვანძო სახეობების ზოგადი მონიტორინგის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება, შერჩეულ სახეობებზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი  (ფაუნისა და ფლორის სახეობები), ასევე უნდა არსებობდეს განსაკუთრებული მონიტორინგის გეგმები  შემდეგი სახეობებისთვის: (ირემი, ჯიხვი, როჭო და მურა დათვი).

· საკვანძო სახეობების მონიტორინგის გეგმის შემუშავების პროცესში შესაფერისი ექსპერტების ჩართვა სპეციფიკაციებისა და გამოსაყენებელი მეთოდების, მონიტორინგის სხვადასხვა აქტივობების დროისა და სიხშირის, საჭირო ადამიანური რესურსების (თანამშრომლების რაოდენობა და საჭირო უნარ-ჩვევები) მითითებით.

· თანამშრომელთა ტრენინგი სახეობათა მონიტორინგის გეგმების განხორციელებაში, მონიტორინგისათვის საჭირო აღჭურვილობის გამოყენებაში, მონაცემთა გრაფების შევსებაში და ა.შ.

·  მონაცემების შეყვანა ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და მონაცემთა ბაზაში.

პმ.4

სენსიტიური და მოწყვლადი ჰაბიტატების განსაზღვრა და ჰაბიტატების მონიტორინგის გეგმის (რაც დაფუძნებული  2004 წლის NACRES-ის მონიტორინგის რეკომენდაციაზე) შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება

· სენსიტიური  და მოწყვლადი ჰაბიტატების განსაზღვრისა და გამოვლენილი ჰაბიტატების მონიტორინგის გეგმების შემუშავების პროცესში შესაფერისი ექსპერტების ჩართვა სტანდარტიზირებული მეთოდისა და ყოველი ჰაბიტატისათვის მონიტორინგის ინდიკატორების მითითებით

· თანამშრომლების ტრენინგი ჰაბიტატების მონიტორინგის განხორციელების, მონიტორინგისათვის აუცილებელი აღჭურვილობის გამოყენების, მონაცემთა გრაფების შევსებისათვის და ა.შ. აუცილებელი უნარ-ჩვევების შესაძენად.

·  მონაცემების შეყვანა ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და მონაცემთა ბაზაში.

პმ.5

სახეობებისა და ჰაბიტატების მონიტორინგისათვის აუცილებელი აღჭურვილობის, განახლება, ტექნიკური მომსახურება და ჩანაცვლება.

· საოპერაციო გეგმის ფარგლებში შემავალი სახეობებისა და ჰაბიტატების მონიტორინგის გეგმებში განსაზღვრული მონიტორინგისათვის აუცილებელი აღჭურვილობის შეძენის დაგეგმვა და ბიუჯეტირება.

პმ.6

ადამიანსა და მტაცებელს შორის არსებული  კონფლიქტის შესახებ მონაცემების შეგროვება და შენახვა და ადამიანი-ველური სამყაროს კონფლიქტის აღმოფხვრის გეგმის შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება.

· ადამიანსა და მტაცებელს შორის არსებულ კონფლიქტთან მიმართებაში დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის როლისა და პასუხისმგებლობის სფეროების განხილვა და შედეგების შეჯამება მხარეებს შორის.

·  „ადამიანსა და მტაცებელს შორის არსებული  კონფლიქტის რეაგირების ჯგუფის“ შექმნა, რომელიც სავარაუდოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება, რათა გამოიძიონ შესაბამისი საქმეები და შეასრულონ მედიატორის როლი შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან (ფრთხილად უნდა მოხდეს ჯგუფის დაკომპლექტება, რადგან არ დაირღვეს ურთიერთობა სააგენტოსა და ფერმერებს შორის)

·  თანამშრომლების ტრენინგი ზარალის მიზეზების განსაზღვრაში (რომელმა ცხოველმა გამოიწვია ზარალი?, ზარალის მიყენების დრო (რამდენად ძველია მიყენებული ზარალი და ზარალის მასშტაბების სწორად განსაზღვრაში

· კონფლიქტის აღმოფხვრის მეთოდებში „ტრენერებად მომზადების“ კურსების ჩატარება

· თანამშრომლებიც ტრენინგი მოქალაქეებთან კონფლიქტისას მედიატორის როლის შესრულებაში („ქცევის კოდექსის“ შემუშავება, თუ როგორ უნდა მოიქცეს თანამშრომელი ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში)

პმ.7

გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობითა და კოორდინირებით მოხდეს აუცილებელი აღჭურვილობის შესყიდვა, მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვება და დაარქივება.  

·  გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინირებით მოიძებნოს თანამშრომლობის გზები აღჭურვილობის, დაინსტალირებისა და მისი მართვისთვის  დაფინანსების წყაროების მოძიების კუთხით, რათა შეგროვდეს მეტეოროლოგიური მონაცემები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.

· გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან მიღწეული შეთანხმებების თანახმად მოხდეს მეტეოროლოგიური მონიტორინგის მარტივი გეგმის შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: (1) მონაცემების აღრიცხვის ადგილმდებარეობა, (2) მონაცემების აღრიცხვის სიხშირე, (3) ვინ არის პასუხისმგებელი აღჭურვილობის ტექნიკურ მომსახურებაზე, მონაცემთა შეგროვებასა და შესაბამის ბაზაში შეტანაზე, (4) რა სახის აღჭურვილობა არის საჭირო  და რისი აღრიცხვა უნდა მოხდეს.

· გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან მიღწეული შეთანხმებების თანახმად მოხდეს საჭირო აღჭურვილობის შესყიდვა და მონტაჟი / გამართვა.

პმ.7

დაცულ ტერიტორიაში კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების (ბუნებაში შეგროვებული და სამკურნალო მცენარეების ჩათვლით) იდენტიფიკაცია და გეგმების შექმნა მათი კონსერვაციისთვის

· კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების (ბუნებაში შეგროვებული და სამკურნალო მცენარეების ჩათვლით) შესწავლა, რუკაზე დატანა  და გეგმების შექმნა მათი კონსერვაციისთვის.

მუხლი 46. მენეჯმენტის პროგრამა: ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება

1.  ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებია:

ა)  დღესდღეობით არარსებობს ტყის მენეჯმენტის გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებდა ადმინისტრაცია საშეშე მერქნის წლიური გასაცემი მდგრადი რაოდენობის განსასაზღვრად;

ბ)  არ რეგულირდება საძოვრების გამოყენება და არარსებობს საიჯარო ხელშეკრულებები;

გ)  არასაკმარისია ინფორმაცია ცალკეული საძოვრების მდგრადი ამტანუნარიანობის შესახებ ცხვრების რაოდენობის განსასაზღვრად.

2.  ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებული პროგრამის მიზნები შემდეგში მდგომარეობს:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

ინდიკატორები (რა უნდა გაიზომოს ან შემოწმდეს იმისათვის, რომ გავიგოთ, მიღწეული იქნა მიზანი, თუ არა)

პმ.8

ალპური საძოვრების მდგრადი მართვა ფერმერებთან  / მწყემსებთან ინდივიდუალური საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებისა და საძოვრების საკონსერვაციო სტატუსის მონიტორინგის საშუალებით.

· გაფორმდა ინდივიდუალური საიჯარო ხელშეკრულებები ფერმერებთან/მწყემსებთან, რომლებშიც განსაზღვრულია მაქსიმალური პირუტყვის სიმჭიდროვე, ძოვების ნორმები, იჯარის ფასი, სხვა პირობები და ვადები, რაც აუცილებელია საძოვრების შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი საკონსერვაციო სტატუსის ფარგლებში.   

· საძოვრების მართვის გეგმა მონიტორინიგს დებულებების ჩათვლით ხელმისაწვდომია და  იმპლემენტაციის განხორციელების პროცესშია.

პმ.9

საშეშე მერქნის მდგრადი მიწოდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის.

· საშეშე მერქნის წარმოება და მიწოდება შეესაბამება „ძოვებისა და საშეშე მერქნის მიწოდების პოლიტიკა ლაგოდეხის აღკვეთილში“ (იხ.დანართი 7).

3.  ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროგრამასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისათვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები (რა შეიძლება გაკეთდეს პროგრამის მიზნების მისაღწევად)

პმ.8

ალპური საძოვრების მდგრადი მართვა ფერმერებთან/მწყემსებთან ინდივიდუალური საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებისა და საძოვრების საკონსერვაციო სტატუსის მონიტორინგის საშუალებით

·  საძოვრების მდგომარეობის შეფასება და პირუტყვის სიხშირე (ცხვრების რაოდენობა ერთ ჰექტარზე) განსაზღვრა.

· საძოვრების საზღვრების რუკაზე დატანა.

· აღდგენას დაქვემდებარებული კრიტიკული ფართობებისა და ეროზიის საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილების განსაზღვრა.

· ადმინისტრაციის მიერ რეგულარული შუალედებით განსახორციელებელი მონიტორინგის მარტივი მექანიზმის შემუშავება.

· თანამშრომლების ტრენინგი საძოვრების მდგომარეობის მონიტორინგსა და ცხვრების რიცხოვნობის განსაზღვრაში.

· ფერმერებთან / მწყემსებთან მოლაპარაკებების წამოწყება შემდეგ საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად: (1) ცალკეული ფერმების სიდიდე, (2) თითოეულ ფერმაში ცხვრების რიცხოვნობა, (3) წლიური საიჯარო ხელშეკრულების გადასახდელი თანხა და (4) მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები.

პმ.9

საშეშე მერქნის მდგრადი მიწოდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის

· აღკვეთილიდან საშეშე მერქნის გამოყოფა გაგრძელდეს დაცული ტერიტორიის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის იმ შეზღუდვების თანახმად, რომლებიც დაკონკრეტებულია ამ მენეჯმენტის გეგმაში (იხ. დანართი N 7).

 

მუხლი 47. მენეჯმენტის პროგრამა: ეკოტურიზმი

1.  ეკოტურიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებია:

ა)  მაჭის ციხის ნანგრევები ტურიზმის კუთხით ღირსშესანიშნავ ადგილს წარმოადგენს, თუმცა დღესდღეობით არ ხდება მისი შესაბამისი კონსერვაცია;

ბ)  ბილიკების ქსელი გაუმჯობესებას საჭიროებს. ნინოსხევის ჩანჩქერის ბილიკს უნდა დაემატოს ეკოსაგანმანათლებლო ელემენტები;

გ)   ადმინისტრაციას გააჩნია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ შეზღუდული წყაროები;

დ)  ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს არ გააჩნია ორგანიზებული გიდის სერვისი. ერთი მხრივ, ადმინისტრაციისთვის არ არის ხელსაყრელი გიდის აყვანა შტატში, მეორე მხრივ, არ არსებობს ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებთანაც ადმინისტრაცია გააფორმებდა კონტრაქტს გიდის სერვისის მისაღებად;

ე) არსებული ინფრასტრუქტურა არასაკმარისია ვიზიტორთა შთაბეჭდილებების მაქსიმალიზაციისათვის;

ვ)  შენობის მომიჯნავე ვიზიტორთა არსებული ცენტრი ამჟამად ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს;

ზ)  ვიზიტორებისმიერ ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება დაცული ტერიტორიის, ხოლო ნაგვის შეგროვებისა და მართვის ზომები არ არის შესაფერისი;

თ) არაადეკვატურია საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან განთავსების პრაქტიკა / ზომები საპიკნიკე ადგილებში, ტურისტულ თავშესაფარსა და სხვა ხშირად მონახულებად ადგილებში.

2.  ეკოტურიზმთან დაკავშირებული პროგრამის მიზნები შემდეგში მდგომარეობს:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

ინდიკატორები (რა უნდა გაიზომოს ან შემოწმდეს იმისათვის, რომ გავიგოთ, მიღწეული იქნა მიზანი, თუ არა)

პმ. 10

 

შემუშავდეს ეკოტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის გეგმა, ვიზიტორთა გამტარუნარიანობის შეფასების ჩათვლით.

· ეკოტურიზმის განვითარება და მარკეტინგის გეგმა ხელმისაწვდომია და ხორციელდება.

პმ.11

მაჭის ციხის ნანგრევების კონსერვაციისა და ვიზიტორთა კონცეფციის შემუშავება  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით.

·  სხვადასხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაცით შემუშავებული კონცეფციის დოკუმენტი კონსერვაციისათვის განსახორციელებელი ქმედებების მითითებით.

·  მაჭის ციხის ნანგრევები კონსერვირებულია და (1) უსაფრთხოა ვიზიტორთათვის და (2) დაცულია შემდგომი ნგრევისაგან / დაშლისაგან.

პმ.12

არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ბილიკების არსებული სისტემის გაუმჯობესება და ვიზიტორთა ცენტრის განვითარება-მოწყობა

· ნინოსხევის ჩანჩქერის ბილიკი მოიცავ ეკოსაგანმანათლებლო ელემენტებს.

· ტურისტული ბილიკების გამტარუნარიანობის მონიტორინგი.

· არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებულია და ხდება მისი შესაბამისი ტექნიკური მომსახურება.

· ვიზიტორთა ცენტრი დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის განუყოფელი ნაწილია და ვიზიტორებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას,  ადმინისტრაციისათვის მოაქვს შემოსავალი.

პმ.13

ტურისტული სერვისებიდან შემოსავლის გაზრდა ადმინისტრაციის სასარგებლოდ.

· დანერგილია შემოსავლის ახალი წყაროები და განვითარებულია ვიზიტორთა მომსახურება

 

პმ.14

შესაბამისი სტანდარტების გიდის მომსახურების შეთავაზება და მათი კოორდინირება ადმინისტრაციასთან.

· (ეროვნულ ან ადგილობრივ დონეზე) შემუშავებულია სერტიფიცირების სქემა, რომელიც უზრუნველყოფს გიდების მომსახურების მინიმალური სტანდარტების არსებობას.

·  სქემის შესაბამისად გიდებმა გაიარეს ტრენინგები და მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატი.

· არსებობს სისტემა, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაცია ახდენს გიდების მომსახურების კოორდინაციას.

პმ.15

დანაგვიანების პრობლემა გადაჭრილია  

·   ვიზიტორები ინფორმირებულნი არიან ნაგვისათვის განკუთვნილი ადგილების შესახებ და აღარ ანაგვიანებენ დაცულ ტერიტორიებს.

· ნარჩენების მართვა სწორად მიმდინარეობს და შეგროვებული ნარჩენები რეგულარულად გააქვთ დაცული ტერიტორიებიდან.

პმ.16

საკანალიზაციო ნარჩენების მართვის პრობლემა გადაჭრილია

·   ადეკვატური საშუალებები დამონტაჟებულია ყველგან, სადაც საკანალიზაციო ნარჩენების პრობლემაა.  

3.  ეკოტურიზმის პროგრამასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისათვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები (რა შეიძლება გაკეთდეს პროგრამის მიზნების მისაღწევად)

პმ.10

შემუშავდეს ეკოტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის გეგმა, ვიზიტორთა გამტარუნარიანობის შეფასების ჩათვლით.

· \ექსპერტის ჩართვა ეკოტურიზმის მარკეტინგის გეგმის შემუშავებაში, რათა მოხდეს ეკოტურიზმის ხელშეწყობა და ამავე დროს გაძლიერდეს ტურიზმის მენეჯმენტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოტენციური დატვირთვა დაცულ ტერიტორიებზე.

პმ.11

მაჭის ციხის ნანგრევების კონსერვაციისა და ვიზიტორთა კონცეფციის შემუშავება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით.

· \საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ან / და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან მოლაპარაკებების წამოწყება ნანგრევების კონსერვაციის კონცეფციის შემუშავების თაობაზე (ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების, კონსერვაციისათვის განსახორციელებელი ქმედებების, ვიზიტორთა ინფორმირებისათვის ისტორიული მასალების დამუშავების ჩათვლით და ა.შ.).

· კონსერვაციის კონცეფციის დაფინანსების წყაროების მოძიებაში მხარდაჭერა.

·  შეიცვალოს მაჭის ციხის ტერიტორიული სტატუსი სახელმწიფო ნაკრძალიდან აღკვეთილში, რათა სარესტავრაციო სამუშაოები  იყოს დაშვებული.

· რესტავრაციის კანონიერი სამუშაოების უზრუნველსაყოფად.

· კონსერვაციის კონცეფციის განხორციელება და ვიზიტორთა შთაბეჭდილებების მაქსიმალიზაცია.

პმ.12

არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ბილიკების არსებული სისტემის გაუმჯობესება და ვიზიტორთა ცენტრის განვითარება-მოწყობა

· ნინოსხევის ჩანჩქერის ბილიკზე ეკოსაგანმანათლებლო ელემენტების დამატება.

·  შემუშავდეს მიმზიდველი საგამოფენო დარბაზი ვიზიტორთა ცენტრში ადმინისტრაციის შენობაში (შეკეთდა 2014 წელს).

·  მარტივი კონცეფციის შემუშავება (1) არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და (2) დამატებითი ინფრასტრუქტურის საჭიროების შესახებ.

· არსებული თავშესაფრების, საპიკნიკე და საკარვე ადგილების ხარისხის გაუმჯობესებისათვის დაფინანსების

· არსებული ვიზიტორთა ინფრასტუქტურით სარგებლობის სტრატეგიის გადახედვა და განახლება, თუ რა კუთხით შეავსოს ვიზიტორთა უკვე შენობა-ნაგებობების ქსელი (ანუ, რა მომსახურებები უნდა შესთავაზოს პოტენციურმა მოიჯარემ; რა ვადით უნდა დაიდოს საიჯარო ხელშეკრულებები, რათა გაიზარდოს მოიჯარის დაინტერესება ინვესტიციის ჩადებაში; რამ უნდა შეუქმნას მოტივაცია პოტენციურ მოიჯარეს  ინვესტორების მოსაზიდად)

·  რეკლამის განთავსება და ვიზიტორთა ცენტრში ინვესტირების მსურველი მოიჯარის მოძებნა.

· საიჯარო ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება, რომელიც მოიცავს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოლოდინს, თუ რა კუთხით უნდა შეავსოს დაცული ტერიტორიებზე ვიზიტორთა უკვე არსებული შენობა-ნაგებობების ქსელი ვიზიტორთა ცენტრმა.

 

პმ.13

ტურისტული სერვისებიდან შემოსავლის გაზრდა ადმინისტრაციის სასარგებლოდ

· ჩატარდეს კვლევა და მოიძებნოს ვარიანტები ვიზიტორთა შესვლის საფასურის დაწესების დანერგვასთან დაკავშირებით.

· შემოსავლის ახალი წყაროების განსაზღვრა (მაგ: სუვენირების გაყიდვა, მაღალი ხარისხის საინფორმაციო მასალების გაყიდვა, როგორიცაა, ბროშურები და წიგნები და ა.შ.)

 

პმ.14

შესაბამისი სტანდარტების გიდის მომსახურების შეთავაზება და მათი კოორდინირება ადმინისტრაციასთან

·  გიდების სტანდარტების განსაზღვრა  ,,გიდების ეროვნულ ასოციაციასთან“ კოორდინირებით და გიდებისათვის სერტიფიცირების სქემის შემუშავება (ეროვნულ ან ადგილობრივ დონეზე).

· პოტენციური გიდების ტრენინგები ბუნებათმცოდნეობაში, პედაგოგიკაში, პირველად დახმარებაში, მოძებნისა და გადარჩენის სამუშაოებში, ნარჩენების მართვასა და ა.შ.

·  არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვა, რათა დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლება მიეცეს, დაამყაროს ურთიერთობა ინდივიდუალურ, სერტიფიცირებულ გიდებთან ან გიდების ასოციაციებთან და შეთანხმების მიღწევა, თუ როგორ უნდა მოხდეს გიდების მომსახურების ორგანიზება.

·  გიდის მომსახურების გადასახადის შემოღების შესაძლებლობის განხილვა ისე, რომ აღნიშნული დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტში აისახოს, რაც აანაღაურებს ვიზიტორთა და გიდებს შორის კონტაქტის დამყარებისას ადმინისტრაციის მიერ გაწეულ დანახარჯებს.

პმ.15

დანაგვიანების პრობლემა გადაჭრილია  

·  დანაგვიანების საკითხების თაობაზე ვიზიტორთა ცნობიერების ამაღლების მიზნით აღნიშნული საკითხების ჩართვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალებში.

·  ვიზიტორთათვის ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ მოიქცნენ დანაგვიანებასთან დაკავშირებით (მაგ: რა უნდა უყოს ვიზიტორმა ნაგავს? სად უნდა განათავსოს? და ა.შ.)

 

პმ.16

საკანალიზაციო ნარჩენების მართვის პრობლემა გადაჭრილია

· საკანალიზაციო ნარჩენების თაობაზე  ვიზიტორთა ცნობიერების ამაღლების მიზნით აღნიშნული საკითხების ჩართვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალებში.

·  ადმინისტრაციის მიერ მართვადი არსებული და მომავალში ასაგები შენობა-ნაგებობებიდან გამომავალი კანალიზაციის მართვის გზების განხილვა.

·  გადაკეთდეს არსებული სანიტარიული კვანძები (საპირფარეშოები)  კანალიზაციის სათანადო გაწმენდის მიზნით.

მუხლი 48. მენეჯმენტის პროგრამა: ეკოგანათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობები

1. ეკოგანათლებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებია:

ა)  კერძო კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება;

ბ)  ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობების გაუმჯობესება;

გ)  არასაკმარისი შტატები და არასათანადო უნარ-ჩვევები;

დ)  საკმარისი ოდენობის საოპერაციო ფინანსების არარსებობა.

2.  ეკოგანათლებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებთან დაკავშირებული პროგრამის მიზნები შემდეგში მდგომარეობს:

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

ინდიკატორები (რა უნდა გაიზომოს ან შემოწმდეს იმისათვის, რომ გავიგოთ, მიღწეული იქნა მიზანი, თუ არა)

პმ.17

გარემოსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების შერჩეული საერთაშორისო დღეების აღსანიშნავად „მწვანე კალენდრის“ შექმნა

· ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისათვის შემუშავებულია „მწვანე კალენდარი“ და აღნიშნული დღესასწაულების ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან და ვიზიტორებთან აღსანიშნავად გამოყოფილია მცირე ბიუჯეტი

პმ.18

საკონსულტაციო მექანიზმის შემუშავება მომიჯნავე სოფლების მოსახლეობასთან რეგულარული კონსულტაციების გამართვის მიზნით 

· შექმნილია „საკონსულტაციო საბჭო“ და მასში წარმოდგენილნი არიან მომიჯნავე სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლები.

·  საკონსულტაციო საბჭომ გამართა საინაუგურაციო შეხვედრა, რომელზედაც მიწოდებული იქნა ინფორმაცია მის წესდებასა და წევრობის შესახებ.

· საბჭოს წესდების შესაბამისად ჩატარებულია რეგულარული შეხვედრები.

·  დაბეჭდილი და გავრცელებულია საინფორმაციო მასალები (მაგ: ჟურნალი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობს დაცულ ტერიტორიებში მიმდინარე მოვლენებს)

პმ.19

დამატებითი თანამშრომლების აყვანა, რომლებსაც დაევალება ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება და საზოგადოებასთან ურთიერთობა და არსებული და მომავალი თანამშრომლების ტრენინგი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება-განვითარებაში

· დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან განხილულია დამატებითი საშტატო ერთეულების გამოყოფის შესაძლებლობა.

· ჩატარებულია არსებული და პოტენციური დამატებითი თანამშრომლების ტრენინგები ეკოგანათლებასა და საზოგადოებასთან ერთიერთობებში.

პმ.20

ეკოსაგანმანათლებლო და საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებებისათვის დაფინანსების ზრდა.

· წლიური საოპერაციო ბიუჯეტი მოიცავს ეკოგანათლებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებისათვის განკუთვნილ დაფინანსებას.

პმ.21

გაუმჯობესდეს და განვითაროს ახალი საგანმანათლებლო და  ცნობიერების ამაღლების მასალები.

· არსებული მასალები გაუმჯობესდა და ახალი მასალები შემუშავდა.

პმ.22

კონფლიქტების ეფექტურად აღმოფხვრისა და გადაჭრის შესაძლებლობის გაზრდა

· თანამშრომლებისათვის ჩატარდა კონფლიქტების აღმოფხვრისა და გადაჭრის შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგები

3.  ეკოგანათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების პროგრამასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისათვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები (რა შეიძლება გაკეთდეს პროგრამის მიზნების მისაღწევად)

პმ.17

გარემოსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების შერჩეული საერთაშორისო დღეების აღსანიშნავად „მწვანე კალენდრის“ შექმნა.

· გარემოსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების თაობაზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისათვის საინტერესო საერთაშორისო დღეების შერჩევა და „მწვანე კალენდრის“ შემუშავება;

· აღნიშნული დღესასწაულების ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან და ვიზიტორებთან აღსანიშნავად მცირე ბიუჯეტის გამოყოფა.

· შერჩეული დღეებისათვის აღნიშვნების დაგეგმვა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება (მაგ:  შესაბამისი საინფორმაციო მასალების შექმნა, თემატიკასთან დაკავშირებული მომხსენებლების მოწვევა, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და ვიზიტორთა წინასწარ მოწვევა დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად და ა.შ.)

პმ.18

საკონსულტაციო მექანიზმის შემუშავება მომიჯნავე სოფლების მოსახლეობასთან რეგულარული კონსულტაციების გამართვის მიზნით.

· ბრეინშტორმინგი (დაინტერესებული მხარეების მცირე ანალიზი), თუ რომელი ორგანიზაციები და პირები უნდა იყვნენ წარმოდგენილი „საკონსულტაციო საბჭოში“.

· საბჭოს ფუნქციისა და შეხვედრების რეგულარულობის განსაზღვრა.

· შერჩეული ორგანიზაციებისა და პიროვნებების მოწვევა საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრაზე, რომელზეც განხილული იქნება: საბჭოს შექმნის მიზანი, საბჭოს წევრობა, შეხვედრების რეგულარულობა, საბჭოს შიგნით სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი პირების არჩევა (მაგ: თავმჯდომარე და მდივანი).

· რეგულარული საინფორმაციო მასალების შემუშავება ადგილობრივი მოსახლეობისათვის დაცულ ტერიტორიებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად (მაგ:  წლიური ანგარიშების გავრცელება, დაცული ტერიტორიების ან / და ბუნების კონსერვაციის თაობაზე შესაბამისი სტატიების შემცველობის წლიური ან 6-თვიანი პერიოდული ჟურნალის შექმნა, მასმედიის სხვადასხვა საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა, მაგ:  Facebook, Twitter და ა.შ., მასმედიის ტრადიციული საშუალებების გამოყენება, როგორიცაა გაზეთები, ადგილობრივი რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობა).

პმ.19

დამატებითი საშტატო თანამშრომლების აყვანა, რომლებსაც დაევალება ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება და საზოგადოებასთან ურთიერთობა. არსებული და მომავალი თანამშრომლების ტრენინგი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება-განვითარებაში

· ეკოგანათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დამატებითი საშტატო თანამშრომლების აყვანის თაობაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობა, რათა გაძლიერდეს დაცული ტერიტორიების ორიენტირება მომსახურებებზე.

· არსებული თანამშრომლების ტრენინგები ვიზიტორთა მართვაში, ბუნების ინტერპრეტაციასა და პედაგოგიკაში, ცნობიერების შექმნა-ამაღლებასა და ეკო-განათლებაში, კომუნიკაციაში და ა.შ.

პმ.20

ეკოსაგანმანათლებლო და საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებებისათვის დაფინანსების ზრდა.

· ეკოსაგანმანათლებლო და საზოგადოებასთან ურთიერთობის კონცეფციის შემუშავება, რომელშიც განსაზღვრული იქნება განსახორციელებელი აქტივობები მათი დაფინანსებისათვის აუცილებელი მოთხოვნების ჩათვლით.

· დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალური ადმინისტრაციისა და კავკასიის ბუნების ფონდიდან ეკოგანათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის გაზრდილი დაფინანსების მიღება.

პმ.21

გაუმჯობესდეს და განვითარდეს ახალი საგანმანათლებლო და  ცნობიერების ასამაღლებელი მასალები.

· არსებული მასალები გაუმჯობესდა და ახალი მასალები შემუშავდა.

· განახლდეს და გამოიცეს ახალი მასალები (სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის).

 

პმ.22

კონფლიქტების ეფექტურად აღმოფხვრისა და გადაჭრის შესაძლებლობის გაზრდა

· თანამშრომლებისთვის ჩატარდეს ტრენინგები კონფლიქტების აღმოფხვრისა და გადაჭრის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

მუხლი 49. მენეჯმენტის პროგრამა: ადმინისტრაციის გაძლიერება

1.  ადმინისტრაციის გაძლიერებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებია:

ა)  ამჟამად არსებული ვაკანტური თანამდებობების შევსება;

ბ)  ადმინისტრაციის პერსონალისათვის საჭირო გარკვეული უნარ-ჩვევების არქონა, რაც  დამატებითი საშტატო თანამშრომლების აყვანით უნდა შეივსოს;

გ)  დამატებითი ინფრასტრუქტურის საჭიროება;

დ)  თანამშრომლების უწყვეტად გადამზადების (ტრენინგის) საჭიროება;

ე) არ არსებობს აზერბაიჯანისა და დაღესტნის მომიჯნავე დაცულ ტერიტორიებთან კავშირი და ურთიერთთანამშრომლობა;

ვ)  საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების მოუქნელობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალური ადმინისტრაციის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების დისტანციურად მართვის გამო;

ზ)  დაცული ტერიტორიების საზღვრების მცირედი ცვლილების აუცილებლობა;

თ)  თანამშრომელთა დასაქმებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების აუცილებლობა.

2.  ადმინისტრაციის გაძლიერებასთან დაკავშირებული პროგრამის მიზნები შემდეგში მდგომარეობს:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

ინდიკატორები (რა უნდა გაიზომოს ან შემოწმდეს იმისათვის, რომ გავიგოთ, მიღწეული იქნა მიზანი, თუ არა)

პმ.23

 ადმინისტრაციას გააჩნია ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის

· აუცილებელი ინფრასტრუქტურა გამართულად ფუნქციონირებს

პმ.24

თანამშრომელთა უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად მუდმივი მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება

·  თანამშრომელთათვის ჩატარებულია სხვადასხვა საჭირო ტრენინგები

პმ.25

აზერბაიჯანის მომიჯნავე დაცულ ტერიტორიებთან კონტაქტის დამყარება

·  მეზობელ დაცულ ტერიტორიებთან დამყარებულია  კონტაქტი

პმ.26

შესყიდვების მექანიზმის ჩამოყალიბება (დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ მექანიზმებზე დაყრდნობით), რომელიც მორგებულია ადგილობრივ ადმინისტრაციაზე და კოორდინირებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალურ ადმინისტრაციასთან

· დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალურ ადმინისტრაციასა და ლაგოდეხის ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის მიღწეულია შეთანხმება შესყიდვის მექანიზმის თაობაზე, რომლის მეშვეობითაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ეფექტურად ხორციელდება

პმ.27

სახელმწიფო ნაკრძალისა და აღკვეთილის საზღვრების დაზუსტება

· საზღვრები კანონმდებლობის შესაბამისად არის დაზუსტებული.

პმ.28

ინფრასტრუქტურის მოვლისა და შენახვის გეგმის შემუშავება და დანერგვა

·  დოკუმენტირებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და შენახვის გეგმა  არსებობს და ხორციელდება

პმ.29

კერძო სექტორის კომპანიებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება

· გაძლიერებულია არსებული პარტნიორული კავშირები და თანამშრომლობა (მაგ.: პროკრედიტ ბანკთან) და ჩამოყალიბებულია ახალი პარტნიორული ურთიერთობები

3.  ადმინისტრაციის გაძლიერების პროგრამასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისათვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები (რა შეიძლება გაკეთდეს პროგრამის მიზნების მისაღწევად)

პმ.23

 ადმინისტრაციას გააჩნია ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის

· შემდეგი ინფრასტრუქტურის დამატება: ავტოფარეხი, სასაწყობე ფართი, საპირფარეშოებისა, საპიკნიკე ადგილების საკანალიზაციო სისტემა, გზის ჩამკეტი ბარიერები და სხვა.

· დამატებითი ინფრასტრუქტურის დაფინანსების წყაროების მოძიება

პმ.24

თანამშრომელთა უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად მუდმივი მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება

· ტრენინგის საჭიროებათა შეფასებისა და ადმინისტრაციული და ტექნიკური უნარ-ჩვევების (ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის უნარ-ჩვევები), ვიზიტორთა მართვის, კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობების ტრენინგის გეგმების შემუშავების მიზნით ექსპერტის დაქირავება

· ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის შედეგად გამოვლენილ სფეროებში შერჩეული თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად შესაბამისი ექსპერტების დაქირავება

· ტრენინგის გეგმის შესაბამისად ტრენინგების ჩატარება

 

პმ.25

აზერბაიჯანის მომიჯნავე დაცულ ტერიტორიებთან კონტაქტის დამყარება

· მეზობელ ადმინისტრაციებთან კონტაქტების დამყარება და  დაცული ტერიტორიებზე ვიზიტი

·   მეზობელი ადმინისტრაციების მოწვევა ლაგოდეხში

·  დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელებს შორის სამუშაო ჯგუფების მოწყობა რეგულარულად შეხვედრის მიზნით (სავარაუდოდ, წელიწადში ორჯერ)

· მეზობელი ადმინისტრაციებისათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმისა და მისი მიზნების გაცნობა

· მიზნების ჰარმონიზაციის თაობაზე დისკუსიების მოწყობა

პმ.26

შესყიდვების მექანიზმის ჩამოყალიბება (დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ მექანიზმებზე დაყრდნობით), რომელიც მორგებულია ადგილობრივ ადმინისტრაციაზე და კოორდინირებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალურ ადმინისტრაციასთან

· დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალურ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების წამოწყება გარკვეული ღირებულების (ლიმიტების) ფარგლებში საქონლისა და მომსახურების შესყიდვის უფლებამოსილების ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისათვის მინიჭების თაობაზე

·  თანამშრომლების ტრენინგი ადგილობრივ დონეზე წარმოებული შესყიდვების სწორად და გამჭვირვალედ განხორციელების თაობაზე

პმ.27

სახელმწიფო ნაკრძალისა და აღკვეთილის საზღვრების დაზუსტება

·  საზღვრების დაზუსტება დელიმიტაციის თაობაზე კვალიფიციური კომპანიის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს (მაგ: მაჭის ციხის მიმდებარე გარკვეული ფართობის სახელმწიფო ნაკრძალი სტატუსის შეცვლა აღკვეთილად და ასევე ნაკრძალში მოხვედრილი ნაპირრსამაგრი ჯებირის ნაკრძალიდან აღკვეთილში გადატანას)

· კანონპროექტის მომზადება კორექტირებული საზღვრის შესახებ, რომელიც დამტკიცებულია

პმ.28

კერძო სექტორის კომპანიებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება

· პოტენციური კომპანიების სიის შედგენა.

·  არსებული პარტნიორული კავშირების გაგრძელება (მაგ: პროკრედიტ ბანკთან) მათთვის რეგულარული ინფორმაციისა და მასალების მიწოდებისა და დაცულ ტერიტორიებზე დროდადრო მათი მოწვევის გზით

· შერჩეული კომპანიების მოწვევა დაცულ ტერიტორიებზე მათი თანამშრომლებისათვის გარემოს დღის აღსანიშნავად გუნდად შეკვრის აქტივობების ჩათვლით (მაგ: ადმინისტრაციასთან ერთად რომელიმე ბილიკზე მარტივი ხიდის აგება ან რომელიმე ბილიკის გაწმენდითი სამუშაოების ერთობლივად განხორციელება და ა.შ.)

· წინადადებების შემუშავება (ბიუჯეტის ჩათვლით) მცირე, სპეციფიკური და ვადაგანსაზღვრული (ერთჯერადი) პროექტებისათვის, რომლებიც წარედგინება შესაბამის პოტენციურ კომპანიებს დაფინანსებისათვის

მუხლი 50. მენეჯმენტის პროგრამა: ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შენარჩუნება

1.  ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებია:

ა)  შენარჩუნების გეგმის არარსებობა;

ბ)  არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისთვის საჭირო თანხების ნაკლებობა:

2.  ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული პროგრამის მიზნები მდგომარეობს შემდეგში:

 

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

ინდიკატორები (რა უნდა გაიზომოს ან შემოწმდეს იმისათვის, რომ გავიგოთ, მიღწეული იქნა მიზანი, თუ არა)

პმ.30

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის შენარჩუნების გეგმის შემუშავება და განხორციელება 

· შენარჩუნების გეგმა ადგილზეა და ხორციელდება

პმ.31

საკმარისი ფინანსები არსებობს არსებული ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად

· ადეკვატური ფინანსები ჩადებულია ბიუჯეტში და გამოყოფილია

 

3.  ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და შენარჩუნების პროგრამასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისათვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები:

მიზანი (რისი მიღწევა გვინდა გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს)

სავარაუდო ღონისძიებები და ქმედებები (რა შეიძლება გაკეთდეს პროგრამის მიზნების მისაღწევად)

პმ.30

 ინფრასტრუქტურის მოვლისა და შენახვის გეგმის შემუშავება და დანერგვა

· შემუშავდეს გეგმა, იმ რეგულარული და არარეგულარული ქმედებების ჩამონათვალით და სავარაუდო ბიუჯეტით,  რომლებიც უნდა განხორციელდეს არსებული ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად

პმ.31

არის საკმარისი ფინანსები  არსებული ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად

· ბიუჯეტი თანხებისთვის, რომლებიც საჭიროა ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად გეგმის შესაბამისად

 

 

თავი VII
მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი

მუხლი 51. ინდიკატორები და მათი შერჩევის საფუძველი

მენეჯმენტის გეგმის პროგრამების მიზნების შესრულებისა და მათთან შესაბამისობის ინდიკატორები აღწერილია VI თავში. ინდიკატორების შერჩევას საფუძვლად დაედო გაზომვადობის პრინციპები (რაოდენობრივი და ხარისხობრივი) და დროში განსაზღვრულობა.

 

მუხლი 52. მონიტორინგი, რომელიც მოიცავს მენეჯმენტის გეგმის მიზნების შესრულების პროგრესის მონიტორინგსაც

1.  მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი მიზნად ისახავს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისათვის ინფორმაციის მიწოდებას მართვის უწყვეტად ადაპტირების ხელშეწყობის მიზნით. მართვის უწყვეტად ადაპტირება წარმოადგენს გამოცდილებისა და ახლად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე მართვის ქმედებებისა და აქტივობების შეცვლა-ადაპტირების პროცესს.

2.  ადმინისტრაცია მონიტორინგს სამ ეტაპად განახორციელებს:

ა)  ყოველწლიური მონიტორინგი:

ყოველი წლის ივნისის თვეში ადმინისტრაცია მოამზადებს განხორციელებული ქმედებებისა და ღონისძიებების ანგარიშს მენეჯმენტის გეგმის მე-6 თავში განსაზღვრულ და დაგეგმილ ქმედებებსა და ღონისძიებებთან მიმართებაში. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს 3-წლიანი საოპერაციო გეგმის განხილვა-განახლების საფუძველს, რომელიც, თავის მხრივ, წლიური ბიუჯეტის განსაზღვრისა და წარდგენის საფუძველია;

ბ)  მენეჯმენტის ეფექტურობის 3-წლიანი ინტერვალით მონიტორინგი:

მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-3 და მე-6 წლების ბოლოს ადმინისტრაცია მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების (Management Effectiveness Tracking Tool (METT)) მეშვეობით განახორციელებს მართვის ეფექტურობის შეფასებას. მიღებული შედეგების 2013 წელს ჩატარებული საბაზისო შეფასების შედეგებთან შედარების გზით ადმინისტრაცია შეძლებს, ზუსტად შეაფასოს მართვის ეფექტურობის პროგრესი და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით მოახდინოს მენეჯმენტის გეგმის ქმედებებისა და ღონისძიებების ადაპტირება;

გ)  ძირეული განხილვა:

მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-6 წელს მენეჯმენტი განახორციელებს ძირეულ, განახლებულ სიტუაციურ ანალიზსა და მიზნებისა და ქმედებების განხილვას. განახლებული სიტუაციური ანალიზისა და მიზნებისა და ქმედებების განხილვის შედეგები წარმოადგენს ახალი, მომდევნო 6-წლიანი მენეჯმენტის გეგმის შემუშავების საფუძველს.

 

 

დანართები

დანართი 1.  მენეჯმენტის გეგმის შემუშავების დროს გამოყენებული ინფორმაციის წყაროები

 

დანართი 2. რუკები

ა)  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობის, საზღვრებისა და ინფრასტრუქტურის რუკა;

ბ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რესურსებით სარგებლობის რუკა;

გ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ზონირების რუკა.

 

დანართი 3. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფლორის სახეობების სიები

ა)  ფლორა;

ბ) სოკოები.

 

დანართი 4. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფაუნის სახეობების სიები

ა)  ძუძუმწოვრები;

ბ) ფრინველები;

გ)  ქვეწარმავლები;

დ) ამფიბიები;

ე)  თევზები;

ვ)  უხერხემლო ცხოველები.

 

დანართი 5. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის გეოგრაფიული კოორდინატები

 

დანართი 6. წიფლის (Fagus) ტყეების მრავალფეროვნება (მე-15 მუხლის მე-3 პარაგრაფის გაგრძელება)

 

დანართი 7.  ძოვებისა და საშეშე მერქნით უზრუნველყოფის პოლიტიკა ლაგოდეხის აღკვეთილში

 

 

დანართი 1.  მენეჯმენტის გეგმის შემუშავების დროს გამოყენებული ინფორმაციის წყაროები

Lachashvili I. & Mamukelashvili G. (1986). Conspectus of the Flora of Lagodekhi State Reserve. Tbilisi

Nakhutsrishvili G. (2013) Vegetation of Georgia (the South Caucasus). Heidelberg / New York / Dordrecht / London.

 

დანართი 2. რუკები

დანართი 2.ა) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადგილომდებარეობის, საზღვრებისა, და ინფრასტრუქტურის რუკა