დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 342 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.018729 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/04/2015, 300160070.10.003.018537) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ93“ ქვეპუნქტი: „ჰ93) მაწონი − ქართული ტრადიციული რძემჟავა პროდუქტი, რომელიც მიიღება ძროხის, კამეჩის, თხის, იშვიათად ცხვრის აღდგენილი, ნორმალიზებული და პასტერიზებული რძის ან მათი ნარევის შედედებით, საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი.“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სურსათის ეტიკეტზე დასახელება − რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), ნაღები, არაჟანი, მაწონი, იოგურტი, კეფირი, კარაქი, ერბო, დო, ხაჭო, ყველი, შესქელებული რძე, შრატი, რძის ცხიმი, კაზეინი, გაუწყლოებული რძის ცხიმი, კუმისი და სხვა, რომელთა წარმოება ხდება ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე ამ დასახელებების გამოყენებით შედგენილი რთული დასახელებები, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ რძისა და რძის ნაწარმისათვის.“. 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53-ე-54-ე პუნქტები: „53. დასახელებას „მაწონი“ შეიძლება დაემატოს საწყისი რძის მინიშნება (ძროხის, თხის, კამეჩის და/ან ცხვრის), თუ გამოყენებული რძის წილი ნარევში 85%-ს აღემატება. 54. ბაზარზე განთავსებული რძის იმ ნაწარმის მახასიათებლები, რომლებიც მონიშნულია სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგლამენტაციებით განსაზღვრულ მახასიათებლებს.“. 4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13ა.ე“ ქვეპუნქტი: „ჰ13ა.ე) მაწვნისათვის − საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედო;“. 5. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ჰ14ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ14ა) კეფირში რძის ცილის შემცველობა არანაკლებ 2,7%-ია (კელდალის მეთოდით, კოეფიციენტი 6.38), რძის ცხიმის − 10%-ზე ნაკლებია, ტიტრული მჟავიანობა რძის მჟავაზე გადაანგარიშებით არანაკლებ 0,6%-ია; დედოში მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა არანაკლებ 107 (კწე/გ) შეადგენს; “. 6. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ14ე“ ქვეპუნქტი: „ჰ14ე) მაწონში რძის ცხიმის შემცველობა 1,0%, 2,5%, 3,2% ან 3,6%-ია, ცილის შემცველობა 2,6%-მდე, ძროხის, თხისა და ცხვრის მაწვნის ტიტრული მჟავიანობა რძემჟავაზე გადაანგარიშებით 0,8-15%-ია, ხოლო კამეჩის − 1,20-1,50 %;“. 7. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ21“ ქვეპუნქტი: „ჰ21 ) მაწვნის დასამზადებლად განკუთვნილი რძის მჟავიანობა (ტერნერის გრადუსი) არ უნდა იყოს 19c T-ზე მეტი, ხოლო სიმკვრივე 1.030-ზე ნაკლები, კამეჩის რძის შემთხვევაში − 25c T-ზე მეტი, სიმკვრივე 1.035-ზე ნაკლები.“. 8. მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი: „მუხლი 11. გარდამავალი დებულებები 2016 წლის პირველ აგვისტომდე დასაშვებია რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე, სურსათის დასახელებაში, რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ ,,ებრ“-თან ერთად, სადაც რძის შემცველი პროდუქტის დასახელებასთან ერთად, შეფუთვის წინა მხარეს, იმავე ზომის შრიფტით მითითებულ უნდა იქნეს იმ კომპონენტის დასახელება, რომელიც ცვლის რძის შემადგენელ კომპონენტს.“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ჰ13ა.ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ჰ13ა.ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები