„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3936-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.017862
3936-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
010170000.05.001.017862
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;“.

2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს:

გ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყანაში უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რჩევის მისაღებად; 

გ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რჩევის მისაღებად; 

დ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში დახმარების მისაღებად;“.

3. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ეხმარება მას თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში და სტატუსის განსაზღვრისას მოწოდებული ფაქტების შემოწმებაში, აგრეთვე აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე;

ბ) სამინისტროს 2 კვირის ვადაში აცნობებს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოში დანაშაულის ჩადენის შესახებ;

გ) დადგენილი წესებისა და პროცედურების თანახმად ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის საბუთებს საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე;

დ) განცხადებას სასაზღვრო ან საპატრულო პოლიციის ტერიტორიული ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის მიერ მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის სამინისტროს;

ე) სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწყებს არარეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლის ან იმ პირის გაძევების პროცედურას, რომელსაც შეუწყდა ან გაუუქმდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ეხმარება მას თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში და სტატუსის განსაზღვრისას მოწოდებული ფაქტების შემოწმებაში, აგრეთვე აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3936-რს